განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100113292406
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100113292406

საქმე №1/ბ-327-2018წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა----–--- წ--------ას

ადვოკატის _ ი---- ა------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ----- მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ა------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) აწ/გარდაცვლილი რ----- მ----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით (07 ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- მ----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით _ შვიდი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1.1.1. 2008 წლის 06 მაისს, შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მ----- ა-–----ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №6-08, რომლითაც შპს ,------–---ს“ დირექტორი რ----- მ----–--ე კისრულობდა ვალდებულებას, რომ მ----- ა-–----ეს 73 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 164 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ--------–-------------------------, I სადარბაზო, VI სართული. 2008 წლის 07 მაისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მ----- ა-–----ის მიერ მოხდა 42 750 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რ----- მ----–--ემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ----- მ----–--ემ მოტყუების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მ----- ა-–----ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა _ 42 750 აშშ დოლარი.

 

1.1.2. 2008 წლის 19 ივნისს, შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და დ----- გ------–--ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №2008-09, რომლითაც შპს ,------–---ს“ დირექტორი რ----- მ----–--ე კისრულობდა ვალდებულებას, რომ დ----- გ------–--ეს 37 305 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 82.9 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ--------–-------------------------, I სადარბაზო, IV სართული. 2008 წლის ნოემბრის თვიდან 2012 წლის აპრილის თვის ჩათვლით დ----- გ------–--ის მიერ მოხდა 19 000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რ----- მ----–--ემ გაასხვისა სხვა პირზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ----- მ----–--ემ მოტყუების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა დ----- გ------–--ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა _ 19 000 აშშ დოლარი.

 

1.1.3. 2011 წლის 21 ივლისს, შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და თ----–- ბ------ს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები №1/20 (კომერციული) და №9/3, რომლითაც შპს ,------–---ს“ დირექტორი რ----- მ----–--ე კისრულობდა ვალდებულებას, რომ თ----–- ბ------ს 18000 და 15000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 64 კვ.მ და 30 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ--------–-------------------------, I სადარბაზო, IX სართული და I სართული (კომერციული). 2011 წელს თ----–- ბ-----ის მიერ მოხდა 18 500 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული ფართი რ----- მ----–--ემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ----- მ----–--ემ მოტყუების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თ----–- ბ-----ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა _ 18 500 აშშ დოლარი.

 

1.1.4. 2010 წლის 04 იანვარს და 2011 წლის 12 თებერვალს, შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და ნ-------- ხ------------ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები №4-10 და №1-11ა09, რომლითაც შპს ,------–---ს“ დირექტორი რ----- მ----–--ე კისრულობდა ვალდებულებას, რომ ნ-------- ხ------------ეს საკუთრებაში გადაუფორმებდა 80.3 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ--------–-------------------------, I სადარბაზო, IV სართული. 2010 წლის 04 იანვრიდან 2011 წელის 28 აგვისტომდე პერიოდში ნ-------- ხ------------ის მიერ მოხდა 21 000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რ----- მ----–--ემ გაასხვისა სხვა პირზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ----- მ----–--ემ მოტყუების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ნ-------- ხ------------ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა _ 21 000 აშშ დოლარი.

 

1.1.5. 2011 წლის 14 აგვისტოს, შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და ნ--- ც--–--ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №5/5 11, რომლითაც შპს ,------–---ს“ დირექტორი რ----- მ----–--ე კისრულობდა ვალდებულებას, რომ ნ--- ც--–--ეს 28 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 80 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ--------–-------------------------, I სადარბაზო, V სართული. 2011 წლის 15 აგვისტოდან 2012 წლის 23 მაისამდე პერიოდში ნ--- ც--–--ის მიერ მოხდა 11 880 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რ----- მ----–--ემ გაასხვისა სხვა პირზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ----- მ----–--ემ მოტყუების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ნ--- ც--–--ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა _ 11 880 აშშ დოლარი.

 

1.1.6. 2011 წლის 31 აგვისტოს, შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და ი----- გ-----ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №8/ბ.3 11, რომლითაც შპს ,------–---ს“ დირექტორი რ----- მ----–--ე კისრულობდა ვალდებულებას, რომ ი----- გ-----ეს 21 056 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 64 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, მშენებარე ბინაში, მდებარე ქ--------–-------------------------, I სადარბაზო, VIII სართული. 2011 წლის 31 აგვისტოს ი----- გ-----ის მიერ მოხდა 21 000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რ----- მ----–--ემ გაასხვისა სხვა პირზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ----- მ----–--ემ მოტყუების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ი----- გ-----ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა _ 21 000 აშშ დოლარი.

 

1.1.7. 2012 წლის 06 თებერვალს, შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მ-----ე ე-–-–---–ს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №7/33, რომლითაც შპს ,------–---ს“ დირექტორი რ----- მ----–--ე კისრულობდა ვალდებულებას, რომ მ-----ე ე-–-–---–ს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 78 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, მდებარე ქ--------–-------------------------, I სადარბაზო, VII სართული, ბინა №33-ში. 2012 წელის 06 თებერვალს და 08 თებერვალს მ-----ე ე-–-–---–ის მიერ მოხდა 25 000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რ----- მ----–--ეს უკვე გასხვისებული ჰქონდა ჯ------– ბ-----ეზე, ხოლო დღეის მდგომარეობით აღნიშნული ბინა წარმოადგენს ნ----- ს------–---–ის საკუთრებას. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ----- მ----–--ემ მოტყუების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მ-----ე ე-–-–---–ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა _ 25 000 აშშ დოლარი.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით:

 

რ----- მ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (07 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე არ დაენიშნა სასჯელი.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: რ----- მ----–--ის პასპორტი, რომელიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს რ----- მ----–--ის მემკვიდრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----- მ----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---- ა------------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ რ----- მ----–--ის ქმედებაში არის არა განზრახი დანაშაულის, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული მხარეთა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფორმალური ნიშნები, რის გამოც მას არ შეიძლებოდა ბრალი დასდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის არცერთი ნორმით. აპელანტმა მიუთითა, რომ რ----- მ----–--ის ქმედებაში დაზარალებულთა ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების განზრახვის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია და არც შეეძლო მოეპოვებინა; ხელშეკრულების მხარის _ შპს „-----–--ის“ და მისი დირექტორის, რ----- მ----–--ის მიმართ განხორციელდა სამეწარმეო საქმიანობაში აშკარა ხელშეშლა, რაც დადასტურდა დაკითხული მოწმეების და დაზარალებულების ჩვენებებით, რომელთაც ჯ------– ბ-----ე წინადადებას აძლევდა დაეფარათ დარჩენილი თანხები და გადაუფორმებდა სახელშეკრულებო ვალდებულებით გათვალისწინებულ ფართებს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ რ----- მ----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---- ა------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–--- წ--------ამ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ----- მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ა------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი რ----- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში რ----- მ----–--ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ მის ქმედებაში (შვიდივე ეპიზოდში) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით:

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ რ----- მ----–--ე იყო 2007 წლის 30 მაისს რეგისტრირებული შპს „-----–--ის“ დირექტორი და მის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ბრძანებითა და მშენებლობის სანებართვო მოწმობით დასტურდება, რომ შპს „-----–--ის“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ქ--------–-------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე.

 

დაზარალებულ მ----- ა-–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლის 06 მაისს შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ--------–-------------------ში მდებარე მშენებარე სახლში 164 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის საფასური შეადგენდა 73800 აშშ დოლარს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს „-----–--ის“ ანგარიშზე ეტაპობრივად ჩარიცხა თანხის ნაწილი, მაგრამ რ----- მ----–--ემ აღნიშნული ფართი გაასხვისა სხვა პირზე, ხოლო მისი კუთვნილი თანხა _ 42 750 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა.

 

მ----- ა-–----ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით _ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მოქ. მ----- ა-–----ეს შორის 2008 წლის 06 მაისს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ №6-08 ხელშეკრულებით, მისი დანართებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით, რომელთა თანახმად, მ----- ა-–----ემ 73 800 აშშ დოლარად შეიძინა ქ--------–-------------------ში მდებარე მშენებარე სახლის პირველ სადარბაზოში, მე-6 სართულზე არსებული 164 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და შპს ,------–---ს“ ანგარიშზე სულ ჯამში გადარიცხა 42 750 აშშ დოლარი.

 

დაზარალებულ დ----- გ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლის ივნისის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ--------–--------------------- შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსი კომპანია „-----–--ის“ მიერ, რომლის ხელმძღვანელი იყო რ----- მ----–--ე. ვინაიდან, იმ დროისათვის ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, გადაწყვიტა აღნიშნულ კორპუსში ბინის შეძენა, რის თაობაზეც მოელაპარაკა რ----- მ----–--ეს. მათ შორის გაფორმდა წინარე ხელშეკრულება 82 კვ.მ ფართზე, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 37 305 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, ბინის მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თანხა კი ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. დაზარალებულ დ----- გ------–--ის განმარტებით, მან რ----- მ----–--ეს სულ გადაუხადა 19 000 აშშ დოლარი, მაგრამ მშენებლობა არ დასრულებულა და მას ბინა არ გადასცემია. რ----- მ----–--ემ მის მიერ გადახდილი თანხა მიითვისა და აღარ დაუბრუნა. როგორც შემდეგ გაიგო, მისი ბინა გასხვისებული იყო ვინმე ჯ------– ბ-----ეზე.

 

დ----- გ------–--ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით _ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მოქ. დ----- გ------–--ეს შორის 2008 წლის 19 ივნისს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ №2008-09 ხელშეკრულებით, მისი დანართებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით, რომელთა თანახმად, დ----- გ------–--ემ 37 305 აშშ დოლარად შეიძინა ქ--------–-------------------ში მდებარე მშენებარე სახლის პირველ სადარბაზოში, მე-4 სართულზე არსებული 82.9 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და შპს ,------–---ს“ ანგარიშზე სულ ჯამში გადარიცხა 19 000 აშშ დოლარი.

 

დაზარალებულ თ----–- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის 21 ივლისს მასსა და შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ეს შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება ქ--------–-------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსში 64 კვ.მ. საცხოვრებელი და 30 კვ.მ. კომერციული ფართების გადაცემის შესახებ. ამის შემდეგ მის მიერ გადახდილი იქნა 18 500 აშშ დოლარი, მაგრამ რ----- მ----–--ის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მას შეძენილი ფართები არ გადასცემია საკუთრებაში. 2012 წელს შეჩერდა კორპუსის მშენებლობა. როგორც რ----- მ----–--ე ეუბნებოდა, ფინანსური პრობლემები ჰქონდა და უახლოეს პერიოდში გაგრძელდებოდა მშენებლობა, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ საცხოვრებელი ბინები გასხვისებული იყო სხვა პირებზე, რ----- მ----–--ე კი ფინანსურ პოლიციას ჰყავდა დაკავებული თაღლითობის ფაქტზე. დაზარალებულ თ----–- ბ-----ის განმარტებით, რ----- მ----–--ემ მოტყუებით მიისაკუთრა მისი კუთვნილი თანხა 18 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

თ----–- ბ-----ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით _ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მოქ. თ----–- ბ------ს შორის 2011 წლის 21 ივლისს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ №9/3 და კომერციული ფართის გადაცემის შესახებ №1/20 ხელშეკრულებებით, მათი დანართებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებითა და სალაროს შემოსავლის ორდერით, რომელთა თანახმად, თ----–- ბ------მ 15 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ--------–-------------------ში მდებარე მშენებარე სახლის პირველ სართულზე არსებული 30 კვ.მ კომერციული ფართი და 18 000 აშშ დოლარად შეიძინა იმავე სახლის პირველ სადარბაზოში მე-9 სართულზე არსებული 64 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. თ----–- ბ-----ის მიერ შპს ,------–---ს“ ანგარიშზე ჯამში გადარიცხული იქნა 18 500 აშშ დოლარი.

 

დაზარალებულ ნ-------- ხ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 04 იანვარს, მასსა და შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მისთვის ქ--------–-------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსში 80,3 კვ.მ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მან შპს ,,-----–--ს“ ჩაურიცხა საერთო ჯამში 21 000 აშშ დოლარი, მაგრამ რ----- მ----–--ემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, საცხოვრებელი ფართი არ გადასცა საკუთრებაში და მის მიერ შეძენილი ბინა გაასხვისა სხვა პირზე, ხოლო გადახდილი თანხა _ 21 000 აშშ დოლარი მოტყუებით მიისაკუთრა.

 

ნ-------- ხ------------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით _ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მოქ. ნ-------- ხ------------ეს შორის 2008 წლის 19 ივნისს გაფორმებული №4-10 და 2011 წლის 12 თებერვალს გაფორმებული №1-11ა09 საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებებით, მათი დანართებით, სალაროს შემოსავლის ორდერებითა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელთა თანახმად, ნ-------- ხ------------ემ 24 090 აშშ დოლარად შეიძინა ქ--------–------------------/ს------------–ის 1--–- მდებარე მშენებარე სახლის პირველ სადარბაზოში, მე-4 სართულზე არსებული 80.3 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და შპს ,------–---ს“ ანგარიშზე სულ ჯამში გადარიცხა 21 000 აშშ დოლარი.

 

დაზარალებულ ნ--- ც--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის 14 აგვისტოს მასსა და შპს ,------–---ს“ დირექტორს რ----- მ----–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, მან შეიძინა 80 კვ.მ ფართი ქ--------–-------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსში. შეძენილი ბინის საფასური შეადგენდა 28 000 აშშ დოლარს, რასაც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ეტაპობრივად იხდიდა. საერთო ჯამში მის მიერ გადახდილი იქნა 11880 აშშ დოლარი, მაგრამ რ----- მ----–--ემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, არც ბინა გადასცა საკუთრებაში და არც მის მიერ გადახდილი თანხა დაუბრუნა. როგორც მოგვიანებით შეიტყო, რ----- მ----–--ეს მის მიერ შეძენილი ფართი გასხვისებული ჰქონდა სხვა პირზე.

 

ნ--- ც--–--ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით _ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მოქ. ნ--- ც--–--ეს შორის 2011 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ №5/5 11 ხელშეკრულებით, მისი დანართებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით, რომელთა თანახმად, ნ--- ც--–--ემ 28 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ--------–------------------/ს------------–ის 1--–- მდებარე მშენებარე სახლის პირველ სადარბაზოში, მე-5 სართულზე არსებული 80 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და შპს ,------–---ს“ ანგარიშზე სულ ჯამში გადარიცხა 11 880 აშშ დოლარი.

 

დაზარალებულ ი----- გ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ისაგან შეიძინა 64 კვ.მ საცხოვრებელი ბინა ქ--------–------------------/1--–- მდებარე მშენებარე კორპუსში, რის თაობაზეც მათ შორის გაფორმდა საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება. მან შპს ,,-----–--ს“ გადაურიცხა 21 000 აშშ დოლარი, მაგრამ რ----- მ----–--ემ მოატყუა და მის მიერ საცხოვრებელი ბინის შესაძენად გადახდილი თანხა მიითვისა, ისე, რომ არც მშენებლობა დასრულებულა დროულად და არც ბინა გადასცემია საკუთრებაში.

 

ი----- გ-----ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით _ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მოქ. ი----- გ-----ეს შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ №8/ბ.3 11 ხელშეკრულებით, მისი დანართებით, სალაროს შემოსავლის ორდერით და ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელთა თანახმად, ი----- გ-----ემ 21 056 აშშ დოლარად შეიძინა ქ--------–------------------/ს------------–ის 1--–- მდებარე მშენებარე სახლის პირველ სადარბაზოში, მე-8 სართულზე არსებული 64 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და იმავე დღეს შპს ,------–---ს“ ანგარიშზე გადარიცხა 21 000 აშშ დოლარი.

 

დაზარალებულ მ-----ე ე-–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 6 თებერვალს შეიძინა ქ--------–------------------/ს------------–ის 1--–- მდებარე მშენებარე კორპუსში 78 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, რაშიც გადაიხადა 25000 აშშ დოლარი, მაგრამ რ----- მ----–--ემ მოატყუა და ბინა არ გადასცა საკუთრებაში, ხოლო აღნიშნული თანხა მიითვისა. დაზარალებულ მ-----ე ე-–-–---–ის განმარტებით, როგორც შემდეგ გაიგო, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის რ----- მ----–--ეს მის მიერ შეძენილი ბინა უკვე სხვა პირზე ჰქონია გასხვისებული.

 

მ-----ე ე-–-–---–ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით _ შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და მოქ. მ-----ე ე-–-–---–ს შორის 2012 წლის 06 თებერვალს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ №7/33 ხელშეკრულებით, მისი №2 დანართით და თანხის გადახდის ქვითრებით, რომელთა თანახმად, მ-----ე ე-–-–---–მა 25 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ--------–------------------/ს------------–ის 1--–- მდებარე მშენებარე სახლის პირველ სადარბაზოში, მე-7 სართულზე არსებული 78 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და შპს ,------–---ს“ ანგარიშზე 2012 წლის 06 თებერვალს შეიტანა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 06 თებერვალს _ 5 000 აშშ დოლარი.

 

ის ფაქტი, რომ რ----- მ----–--ემ დაზარალებულების მიერ შეძენილი ზემოაღნიშნული ფართები სხვა პირზე გაასხვისა, დასტურდება შპს ,------–---ს“ დირექტორ რ----- მ----–--ესა და ჯ------– ბ-----ეს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს და 2011 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რომელთა თანახმად, შპს ,------–---ს“ დირექტორმა რ----- მ----–--ემ ქ.ბათუმში, 26 მაისისა და ს------------–ის ქუჩა №93/1--–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სართულებზე არსებული ფართები მიჰყიდა ჯ------– ბ-----ეს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

 

თაღლითობისას ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რომლის დახმარებითაც ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით თვით დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

 

ამრიგად, მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. იგი გულისხმობს მის დეზინფორმაციას და წინასწარი შეცნობით შეცდომაში შეყვანას. მოტყუების ორი სახე არსებობს: აქტიური და პასიური. აქტიური მოტყუება გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ხოლო პასიური მოტყუება გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო. მოტყუების ერთ-ერთი ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება, რომელიც, როგორც თაღლითობის ჩადენის ხერხი, ჩვეულებრივ გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში. დაზარალებულის ნდობა, როგორც წესი, ეფუძნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამოქალაქო-სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ რ----- მ----–--ემ, როგორც შპს „-----–--ის“ დირექტორმა, ბოროტად გამოიყენა რა დაზარალებულების _ მ----- ა-–----ის, დ----- გ------–--ის, თ----–- ბ-----ის, ნ-------- ხ------------ის, ნ--- ც--–--ის, ი----- გ-----ის და მ-----ე ე-–-–---–ის ნდობა, მათთან გააფორმა ქ--------–-------------------ში მდებარე მშენებარე სახლში საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები და მოატყუა ისინი, რომ შპს „-----–--ი“ დადგენილ ვადებში განახორციელებდა სახლის აშენებას, მის ექსპლოატაციაში გაშვებას და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფართების მათთვის საკუთრებაში გადაცემას, თუმცა დაზარალებულ მ-----ე ე-–-–---–თან ხელშეკრულების დადებისას მის მიერ შეძენილი საცხოვრებელი ფართი რ----- მ----–--ეს უკვე სხვაზე ჰქონდა გაყიდული, ხოლო დაზარალებულების _ მ----- ა-–----ის, დ----- გ------–--ის, თ----–- ბ-----ის, ნ-------- ხ------------ის, ნ--- ც--–--ის და ი----- გ-----ის მიერ შეძენილი ფართები მათთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გაასხვისა სხვა პირზე, მათ მიერ გადახდილი თანხები კი თაღლითურად მიისაკუთრა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია რ----- მ----–--ის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დაზარალებულების _ მ----- ა-–----ის, დ----- გ------–--ის, თ----–- ბ-----ის, ნ-------- ხ------------ის, ნ--- ც--–--ის, ი----- გ-----ის და მ-----ე ე-–-–---–ის მოტყუებითა და შეცდომაში შეყვანით მათი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, ასევე რ----- მ----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ----- მ----–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი).

 

რაც შეეხება სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ იქნა მ----- მ----–--ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი, რომლის თანახმად, იგი გარდაიცვალა 2018 წლის 01 იანვარს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ----- მ----–--ე სწორად ცნო დამნაშავედ სასჯელის დაუნიშნავად, ვინაიდან, იგი განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გარდაცვლილი იყო.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----- მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ა------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი რ----- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ----- მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ა------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი რ----- მ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ----- მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით (07 ეპიზოდი) სასჯელის დაუნიშნავად.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება _ რ----- მ----–--ის პასპორტი, რომელიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ----- მ----–--ის მემკვიდრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვერა დოლიძე/