განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-38-2019 წელი
№ 060100118002418124
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ----- თ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ----- თ--------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, მცხოვრები ქ. თ---–--–---–--------------------ში, სამტრედიის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
მ----- თ--------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი-ვე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 20 საათზე, მ----- თ--------ემ ქ. ს-----------–----------------------------ში მცხოვრებ მეუღლის დედასთან მ----- ა-------თან სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ჟ---- თ---–----–---–ზე. კერძოდ, ესროლა ბალიში, რაც ამ უკანსკნელს მოხვდა თავის არეში და ასევე ბალიშის სროლის შედეგად გამოწვეული ინერციით თავით დაეჯახა კედელს. აღნიშნულის შედეგად ჟ---- თ---–----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიი-ღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. მითითებულ ფაქტს კი შეესწრო ჟ---- თ---–----–---–ის არასრულწლოვანი შვილი ა-–---------- ძაგნი-ძე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მ----- თ---------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელიც ითხოვს მ----- თ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ და-ზარალებულმა ჟ---- თ---–----–---–მა განმარტა, რომ დედასთან - მ----- ა-------თან სტუმრად ყოფნისას მას ეკამათა მ----- თ--------ე და ფიზიკურად იძალადა მასზე. კერ-ძოდ ესროლა ბალიში, რაც ჟ---- თ---–----–---–ს მოხვდა თავის არეში და ასევე ბალი-შის სროლის შედეგად გამოწვეული ინერციით თავით დაეჯახა კედელს. აღნიშნულის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის გამოც გახდა შუძლოდ და სასწრაფომ ის გადაიყვანა საავდმყოფოში. მას მომხდარი ფაქტის შესახებ მ----- თ--------ის დის ნ---- თ--------ის, დის შვილის - ი- ჯ-----–---–ისა და რამოდენიმე ახლობილის გარდა არავისთვის უთქვამს. მას არ სურდა ვინმეს სცოდნოდა მომხდარი კონფლიქტის შესახებ და ყველას ეუბნებოდა, რომ წაიქცა მეტლახზე ფეხის აცდომით, რის გამოც რამოდენიმე დღე იმყოფებოდა საავდმყოფოში. მან იგივე განაცხადა სასწრაფო სამედიცინო ბრიგა-დისა და საავადმყოფოს ექიმებთანაც.
არასრულწლოვანმა მოწმემ ა-–---------- ძ-----ემ და მ----- ა------მ სრულად დაადას-ტურეს დაზარალებულ ჟ---- თ---–----–---–ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჟ---- თ---–----–---–მა საავდმყოფოს მიმართა 26.01.2017წ 23:49 საათზე, საიდანაც გაეწერა 29.01.2017 წელს 14:00 საათზე დია-გნოზით: ქალა-ტვნისლი დახურული ტრავმა. თავის ტვინის შერყევა. დასკვანის თანახ-მად დაზიანება განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნიზ ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მიუხედავად ჟ---- თ---–----–---–ის განმარტებისა, რომ ვინმე ლ--- პ---------ს არავის იცნობს, შესაბამისად მისთვის თუ რატომ მოხვდა საავდმყოფოში არ უთქვამს, სასამარ-თლომ მაინც მიიღო ამ მოწმის ჩვენება სარწმუნოდ. ასევე სარწმუნოდ მიიღო მ----- თ---------ის დისა და დისშვილის ჩვენებები, რომლებიც ამბობენ რომ მათ თითქოს ჟ---- თ---–----–---–მა საავდამყოფოში მოხვედრის მიზეზად მეტლახზე წაქცევა უთხრა. რაც შეეხება მოწმეებს მ-----– გ-----ს და ნ---- თ--------ეს მათი ჩვენება საერთოდ არაფერის დამადასტურებელი არ არის. ჟ---- თ---–----–---–ის განმარტებით მომხადარი ფაქტის, კერძდ 2017 წლის 26 იანვრის შემდეგ ის სოფელ ხ--------–-----ში არ ყოფილა. შესბამი-სად, არ უნახავს ნ---- თ--------ე და მ-----– გ----- და არც არაფერი უთქვამს მათთვის. სასამართლო გამამართლებელი განაჩენს აფუძნებს იმაზე, რომ ჟ---- თ---–----–---–მა თითქმის ერთ წელზე მეტი დაგვიანებით მიმართა სამართლადამცავ ორგანოს. ამ კონ-კრეტულ გარემოებაზე დაზარალებულმა დაკითხვისას ნათლად განმარტა, რომ მ----- თ--------ე კვლავ აგრძელებდა მასთან ჩხუბს, ამათან კონფლიქტის მიზეზი იყო მისი არასრულწლოვანი შვილი ა-–--------- ძ-----ე, რომელზეც ფიზიკურადაც იძალადა და სწორედ ამის შემდეგ გახდა იძულებული მიემართა პოლიციისათის.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ოჯახში ჩადენილი ძალადობა არის სპეციფიკური ხასიათის, დაზარალებულების უმეტესობა კონფლიქტურ გარემოს ეგუება და ცდილობს მოითმინოს ის. რაც ხშირ შემთხვევაში იმით სრულდება, რომ ისინი საკამო დროის გას-ვლის შემდეგ აცახდებენ მათზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
სააპელაციო საჩივარზე გამართლებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დაკითხული ბრალდებული მ----- თ--------ე.
დაზარალებულმა ჟ---- თ---–----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2015 წლის 07 სექტემბერს იქორწინა მ----- თ--------ეზე. მალე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ვინაიდან მისი ოჯახი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო და იგი არ მიიღეს. გარკვეუ-ლი პერიოდი ისინი ცხოვრობდნენ მისი მეუღლის წინაპრების დატოვებულ არაკეთილ-მოწყობილ სახლში, ს------------------------------–----------–-----ში. კონფლიქტის მიზე-ზი უმეტესად იყო მისი არასრულწლოვანი შვილი, ა-–---------- ძ-----ე, რომელიც მას ჰყავდა პირველი ქორწინებიდან. 2017 წლის 26 იანვარს იგი იმყოფებოდა ს------------------------------–----–-----ში, დედასთან, სტუმრად მეუღლესთან და შვილთან ერთად. დილით გასული იყო პირად საქმეზე, რა დროსაც დედამ დაურეკა და უთხრა, რომ მ------- საყვედურობდა მას ა-–----------ს აღზრდასთან დაკავშირებით. სახლში დაბრუნე-ბულმა კი თავადვე უსაყვედურა მის მეუღლეს. კონფლიქტი გააღვივა ასევე მ----- თ---------ის შემოთავაზებამ მის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის თაობაზე, რაზე-დაც მიიღო უარი, რის შემდგომაც მ----- თ--------ემ მას ესროლა ღრუბლისაგან დამზა-დებული ბალიში, რომელიც ტყავის ნაჭერში იყო მოთავსებული და ელშესაკრავით იკვ-რებოდა. ბალიში იწონიდა დაახლოებით 2-3 კილოგრამს, იგი ამ დროს იდგა კედელთან ახლოს და სრულიად გაუაზრებლად მიეჯახა კედელს, იგრძნო რა ძლიერი ტკივილი, თვალთ დაუბნელდა და იქვე ჩაიკეცა, მისი არასრულწლოვანი შვილი ა-–---------- ძ------ე იქვე ტელევიზორს უყურებდა, აღნიშნულის თაობაზე მისმა დედამ, მ----- ა------მ, უსაყვედურა მ----- თ--------ეს და უთხრა, რომ მისი თანდასწრებით ასეთ რამეს როგორ აკეთებდა, თავად მ----- თ--------ე კი მივიდა მასთან და თითქოს ხუმრობით, ფეხებს შუა მოიქცია მის თავი და ფეხები მოუჭირა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას დაეწყო თავის ტკივილი და სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს ს----------ის „ჯეოსპიტალში“, სადაც დაუდგინდა მსუბუქი ტვინის შერყევა, რის გამოც 3 დღე დაჰყო საავადმყოფოში. ვინაიდან არ სურდა ოჯახის დანგრევა, მან დედა გააფრთხილა, რომ აღ-ნიშნულის თაობაზე არავისთან არაფერი ეთქვა, განსაკუთებით, მისი ოჯახის წევრები-სათვის. მომხდარის შესახებ იცოდა მხოლოდ მისმა რამდენიმე ახლობელმა, ასევე საქმის კურსში ჩააყენა მ----- თ--------ის და ნ--- თ--------ე და დისშვილი ი- ჯ-----–---–ი. აღნიშნულის თაობაზე არც საავადმყოფოში განუცხადებია, რადგან მ----- თ--------ემ სთხოვა, რომ არ გაემხილა მომხდარის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის და მსგავსი მისი მხრიდან აღარ განმეორდებოდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ იგი დაბრუნდა დედის ოჯახში, ხოლო თავად მ----- თ--------ე წავიდა თბილისში. აღნიშნუ-ლის თაობაზე მან მის მულსა და მულისშვილს უამბო დაახლოებით 2017 წლის მაისის თვეში. მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრების პროცესში ხშირი იყო მ----- თ--------ის მხრიდან ძალადობა, 2017 წლის ოქტომბერიდან მათი ურთიერთობის გაგრძელება შეუძ-ლებელი გახდა, ვინაიდან მ----- თ--------ემ მის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყო-ფა, რაც მისთვის, როგორც დედისთვის, მიუღებელი იყო. ამის შემდეგ მ----- თ--------ე წავიდა სახლიდან და სარჩელი შეიტანა სასამართლოში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
არასრულწლოვანმა მოწმე ა-–---------- ძ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ----- თ--------ე არის მისი ყოფილი მამინაცვალი, რომელსაც მის დედასთან ჟ---- თ----–----–---–თან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. იგი 2017 წლის დასაწყისში იმყოფე-ბოდა სტუმრად ბებიასთან ს------------------------------–----–-----ში, რა დროსაც ოთა-ხიდან შემოესმა ჩხუბის ხმა და ოთახში შესულმა დაინახა, როგორ მოხვდა დედას, მ----- თ--------ის ნასროლი, მძიმე ბალიში, იგი ცდილობდა დედის დამშვიდებას, ამის შემ-დეგ მ----- თ--------ემ მისი თავი მოიყოლა ფეხებს შორის, სხვა რაიმე ძალადობას მ----- თ--------ის მხრიდან მისი დედის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ბალიშის სროლის მო-მენტში მასთან ერთად ოთახში იყო მისი ბებია მ----- ა------ც. გარკვეული დროის გასვ-ლის შემდეგ მისი დედა ჯ---- თ---–----–---–ი გახდა ცუდად და გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, რომელმაც იგი გადაიყვანა სავადმყოფოში, სადაც იწვა 2 დღე, რო-გორც შემდეგ გაიგო დედას მიღებული ჰქონდა ტვინის შერყევა. საავადმყოფოდან გამო-წერის შემდეგ კი, მ----- თ--------ესთან ერთად დედამისი წავიდა ქ. თბილისში. აღნიშ-ნულის თაობაზე მას არასოდეს არავისთვის არაფერი არ უთქვამს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ----- ა------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ----- თ--------ე არის მისი შვილის, ჟ---- თ---–----–---–ის ყოფილი მეუღლე. მის შვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 17 წლის შვილი ა-–---------- ძ-----ე, მის სიძეს მ----- თ--------ეს და შვილს ჟ---- თ---–----–---–ს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი ერთმანეთში სხვადასხვა თემაზე, გან-საკუთრებით კი ა-–---------- ძ-----ის აღზრდასთან დაკავშირებით. 2017 წლის დასა-წყისში მ----- თ--------ე და შვილი ჟ---- თ---–----–---–ი მასთან სტუმრად იმყოფე-ბოდნენ ს------------------------------–----–-----ში. მათთან ერთად სახლში იყო ასევე ა-–---------- ძ-----ე, ვინაიდან იყო ზამთარი, სტუმრები იმყოფებოდნენ მისაღებ ოთახ-ში, სადაც იდგა ღუმელი, ოთახიდან გასულს სახლიდან შემოესმა ხმამაღალი საუბრის ხმა, როდესაც სახლში შემოვიდა დაინახა, რომ მის ქალიშვილს, რომელიც იდგა ღუმელ-თან ახლოს, მ----- თ--------ემ ვითომ ხუმრობით ესროლა საკმაოდ მძიმე მასალისგან დამზადებული ბალიში, რომლის მოხვედრის შემდეგაც ჟ---- თ---–----–---–ი წაიქცა, კედელს მიარტყა თავი და დაიწყო ტირილი, ამის შემდეგ თითქოს მ----- თ--------ემ დამშვიდების მიზნით წამოაყენა და მისი თავი მოიქცია ფეხებს შუა და მაგრად მოუჭი-რა, რაზედაც მან მკაცრად უსაყვედურა მ----- თ--------ეს და უთხრა რომ ეს არ იყო ნორმალური ხუმრობა. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ჟ---- თ---–----–---–ს და-ეწყო თავის გაუსაძლისი ტკივილი, რის შემდეგაც მ----- თ--------ემ თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ჟ---- დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაუდ-გინდა თავის ტვინის შერყევა და იგი მოთავსებული იქნა სტაციონარში, საიდანაც მეორე დღეს გამოწერეს და მეუღლესთან ერთად გაემგზავრა ქ. თბილისში. აღნიშნული დაზია-ნების მიყენების თაობაზე სიმართლე მათ არავისთვის, მათ შორის არც ექიმისთვის, არ უთქვამთ იმ მიზეზით, რომ არ სურდა გახმაურებულიყო მის შვილსა და სიძეს შორის არსებული უთანხმოება, ამიტომ ოჯახის შენარჩუნების მიზნით ერთი წლის განმავლო-ბაში, ეს ფაქტი არავისთვის არ გაუმხელია.
მოწმე დ----- ფ--–----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ს-----------ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის თებერვლის თვეში შსს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის პირველი განყოფილებიდან ქვემდებარეობით, დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედ-ვით, გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის საქმე ჟ---- თ---–----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულ საქმეზე გამოი-კითხა დაზარალებული ჟ---- თ---–----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მას ბალიშის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, მ----- თ--------ემ. ამის შემდ-გომ გამოკითხული იქნა ჟ---- თ---–----–---–ის დედა მ----- ა------ და მისი არა-სრულწლოვანი შვილი ა-–---------- ძ-----ე, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ფიზიკუ-რი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მის მიერ მოხდა ჟ---- თ---–----–---–ზე დაზარა-ლებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობა. მის მიერ ასევე მოწმის სახით გამოიკითხა მ----- თ--------ე, რომელმაც იმთავითვე უარყო ყოველგვარი ძალადობის ფაქტი. ასევე ს----------ის შპს „ჯეოჰოსპიტალლსიდან“ გამოთხოვილ იქნა ჟ---- თ---–-----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია და დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე ს------------------------------–----–-----ში ჟ---- თ---–----–---–ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც რა-იმე ნივთი და საგანი ამოღებული არ ყოფილა. მის მიერ ასევე მ----- თ--------ეს წარედ-გინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------ ჟ-------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტად. მოცემულ საქმესთან დაკავშირე-ბით მას გამომძიებელ დ----- ფ--–----სთან და დაზარალებულ ჟ---- თ---–----–---–-თან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სა-დაც ჟ---- თ---–----–---–ის მითითებით მოხდა ს------------------------------–----–------ში მდებარე კერძო სახლის პირველ სართულზე არსებული ოთახის დასურათება, რა-იმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ--- თ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ----- თ--------ე არის მისი ძმა. იგი მის მეუღლესთან, ჟ---- თ---–----–---–თან, ერთად ხშირად სტუმრობდა ხოლ-მე მას ქალაქ თბილისში. 2017 წლის თებერვალში ისინი ჩავიდნენ მასთან სტუმრად, რა დროსაც ჟ---- თ---–----–---–ისგან გაიგო, რომ ცოტა ხნით ადრე ფეხის დაცურების შემდეგ კედელზე თავის მირტყმის შედეგად ჟ----ს მიუღია თავის ტვინის შერყევა და უმკურნალია საავადმყოფოში, ნ--- თ--------ის შეკითხვაზე, რამდენად სასურველი იყო მისი ჯანმრთელობისათვის ასეთ მდგომარეობაში მგზავრობა, მან უპასუხა, რომ უკვე თავს კარგად გრძნობდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დაეწყო თავის ტკივი-ლები, რის გამოც ნ--- თ--------ემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, გაუკეთეს დამამშვი-დებელი და დაუნიშნეს 10 დღიანი წოლითი რეჟიმი. თუმცა 10 დღე არ დაუყვია თბი-ლისში და რამდენიმე დღეში, ყოფილი დედამთილის გარდაცვალების გამო დაბრუნდა ქ, ს----------აში. მას არასოდეს არაფერი არ უთქვამს მ----- თ--------ესთან კონფლიქტის თაობაზე, პირიქით მათ ჰქონდათ შესაშური ურთიერთობა, მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ჟ---- თ---–----–---–თან თავად მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა და კონფ-ლიქტის შემთხვევაში აუცილებლად უამბობდა მას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ--- პ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თ---–--–-----------–------------------ში. 2017 წლის თებერვლის დასაწყისში იგი მივიდა სტუმ-რად მისი მეგობრის ზ----- ჯ-----–---–ის ოჯახში, სადაც ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ სტუმრად ჩამოსული იყო მ----- თ--------ე და მისი მეუღლე ჟ---- თ---–----–----–ი, ვინაიდან ამ უკანასკნელთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, გადაწყვიტა მისი მონა-ხულება, როდესაც შევიდა ოთახში, ჟ---- დახვდა მწოლიარე მდგომარეობაში, ხოლო შე-კითხვაზე კი უპასუხა, რომ ქ. ს----------აში დედისეულ სახლში ყოფნისას ფეხი დაუცდა და კედელს მიარტყა თავი, რის შემდეგაც დაეწყო თავის ტკივილები და დაუდგინდა ტვინის შერყევა, შეკითხვაზე თუ შეიძლებოდა ამ მდგომარეობაში მისი დიდ გზაზე მგზავრობა, უპასუხა, რომ სამკურნალოდ იყო ჩამოსული. მას ჟ---- თ---–----–---–თან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, მათ ხშირი მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთში სოცია-ლური ქსელის მეშვეობით. ჟ---- თ---–----–---–ს მასთან არასოდეს უთქვამს, რომ მეუღ-ლესთან რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი აუცილებ-ლად ეტყოდა მას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი- ჯ-----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ----- თ--------ე არის მისი დედის ძმა. 2017 წლის თებერვლის დასაწყისში მასთან სტუმრად ჩავიდნენ მისი ბიძა მ----- თ--------ე და ბოცოლა ჟ---- თ---–----–---–ი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხ-რა, რომ ფეხი დაუცდა, კედელს მიარტყა თავი და მიიღო ტვინის შერყევა, რის გამოც საავადმყოფოში იწვა, მან ჰკითხა ასეთ მდგომარეობაში ამხელა გზაზე, თუ რატომ წამო-ვიდა რაზედაც უპასუხა, რომ ბიძაშენი მოდიოდა და გამოვყევიო. ვინაიდან წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული, რამდენიმე დღე დაჰყო მათ ბინაში, იწვა და უვლიდნენ მას, მოწმემ აღნიშნა, რომ მას ჟ---- თ---–----–---–თან არცთუ ისე ხშირი, თუმცა ნორმალუ-რი, ურთიერთობა ჰქონდა და არასოდეს არ უთქვამს, რომ მას მ----- თ--------ესთან ურ-თიერთობისას რაიმე პრობლემა ჰქონდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ---- თ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ს------------------------------–----------–-----ში. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, იმყოფებოდა მეზობლად მცხოვრებ მ-----– გ-----ს ეზოში არსებულ ჭასთან, როდესაც ეზოში შემოვიდნენ მ----- თ--------ე და მისი მეუღლე ჟ---- თ---–----–---–ი, რომლებთანაც ჰქონდა კარგი მეზობლური ურთიერთობა, მან მოიკითხა ჟ---- თ---–-----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ გარკვეული პერიოდის წინ მას ფეხი დაუცდა და მი-იღო ტვინის შერყევა და ჰქონდა თავის ტკივილები, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობ-და. ისინი ხშირად სტუმრობდნენ მეზობლებთან და მათთანაც ხშირად მიდიოდა ნ---- თ--------ე, მათ ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა, თუმცა არასოდეს არფერი უთ-ქვამს მეუღესთან პრობლემების თაობაზე. პირიქით, მათ (მ----- თ--------ეს და ჟ---- თ---–----–---–ს) ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ-----– გ-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ს------------------------------–----------–-----ში, არის მ----- თ--------ის მეზობელი. 2017 წლის იანვ-რის ბოლო ან თებერვლის დასაწყისი იქნებოდა მასთან სტუმრად მივიდნენ მ----- თ---------ე და ჟ---- თ---–----–---–ი, როდესაც მოიკითხეს ერთმანეთი ჟ---- თ---–----–----–მა თქვა, რომ რამდენიმე ხნის წინ ფეხი დაუცურდა და თავის ტვინის შერყევა ჰქონ-და მიღებული. ისინი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთთან და ჰქონდათ ძალიან ახლო მეზობლური ურთიერთობა, მათი ჩხუბი ან ხმამაღალი საუბარი არასოდეს გაუგონია, პირიქით მეუღლეებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 22 მარტის №--------- დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო შპს „ჯეო ჰოსპიტალ-სის“ ს----------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენ-ტის სამედიცინო ბარათი №----ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა №--- ჯანმრ-თელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 31.01.17 წ), საიდანაც ირკვევა, რომ მოქ. ჟ---- თ---–----–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 26.01.17 წ.-ს 23:49 სთ-ზე გაეწერა 29.01.17 წ.-ს 14:00 საათზე. მიყვანილი იქნა სსდ ბრიგადის მიერ ჩივილებით: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, საერთო სისუსტე. ტრამვას უკავშირებს, კერძოდ, ფეხი დაუცდა, თავი ძლიერად მიარტყა კედელს და ხანმოკლე დროით დაკარგა გონება. გასინჯვის მომენტში იგი იყო კონტაქტური, ადექვატური, კით-ხვებზე პასუხობდა. ჩაუტარდა თავის ტვინის კვლევა: ტრამვული ცვლილებების გარეშე. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვი-თარებული იყო რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნე-ბა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ექსპერტმა შ----- თ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას მ----- თ--------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა მ----- თ--------ის მიერ ჟ---- თ---–----–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ბრალდების მხარის მიერ მ----- თ--------ის ბრალდების დასადასტურებლად წარმოდ-გენილია დაზარალებულ ჟ---- თ---–----–---–ის ჩვენება, ამ უკანასკნელის დედის - მ------ ა-------ა და შვილის - ა-–---------- ძ-----ის ჩვენებები და სასამართლო-სამედიცი-ნო ექსპერტიზის დასკვნა.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ჟ---- თ---–-----–---–მა მისი მეუღლის მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის თაობაზე სა-მართალდამცავ ორგანოებს მიმართა 2018 წლის 17 თებერვალს, შემთხვევიდან ერთ წელ-ზე მეტი ხნის შემდეგ.
ჟ---- თ---–----–---–ის, მ----- ა-------ა და ა-–---------- ძ-----ის ჩვენებებს არ ადას-ტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები, რომლებმაც განმარტეს, რომ ჟ---- თ---–-----–---–ის გადმოცემით იციან, რომ მას ფეხი დაუცურდა და კედელზე მიარტყა ძლიერად თავი. რომ ჟ----სა და მ-----ს ყოვლეთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და არაფერი სმენიათ მათ შორის კონფლიქტის თაობაზე.
აღნიშნულ გარემოებათა გამო სააპელაციო პალატა ჟ---- თ---–----–---–ის, მ----- ა-------სა და ა-–---------- ძ-----ის ჩვენებებს მიიჩნევს საეჭვო ხასიათის მტკიცებულე-ბებად, რომლებიც საფუძვლად ვერ დაედება მ----- თ--------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტიზა ჩატარე-ბული იქნა წარდგენილ სასამართლო-სამედიცინო დოკუმენტაციაზე, კერძოდ შპს „ჯე-ოჰოსპიტალსიდან“ წარდგენილ სამედიცინო ბარათი №----ის ასლზე და იმავე დაწე-სებულების ცნობა №--- ჯანმრთელობის სამედიცინო ბარათზე და მასში მითითებულ ანამნეზზე დაყრდნობით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითე-ბულია მხოლოდ დაზიანების არსებობა, თუმცა იგი ვერ ადგენს, საიდან მიიღო დაზა-რალებულმა ეს დაზიანება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სამედიცინო დიკუმენ-ტაციაში ექიმის მიერ დაფიქსირებულია, რომ ჟ---- თ---–----–---–ის განმარტებით, მას ფეხი დაუცურდა და თავი ძლიერად დაარტყა კედელს.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მ----- თ--------ის მიმართ წარდგენილი ბრა-ლდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ----- თ---------ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი მ----- თ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
daadgina:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი მ----- თ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ----- თ--------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----- თ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს მ----- თ--------ეს (პ/ნ 0----------) სრულად დაუბრუნდეს გირაოს სა-ხით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალის-წინებით) 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განემარტოს გამართლებულ მ----- თ--------ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენე-ბული ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili