განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
010100115794410
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 010100115794410

საქმე №1/ბ-163-2018 წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- კ-------–ის

ადვოკატის – ნ-------- გ-----–--ის

მონაწილეობით,გამართლებულ ბ---- ბ---–----ის და დაზარალებულ რ----- კ----ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №5-----) ბ---- ბ---–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, მცხოვრების ქ--------–-----------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბ---- ბ---–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2002 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ქ.ბათუმში, მ------–---–------------------ ქუჩების კვეთაში, ბ---- ბ---–----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა რ----- კ----ეს.

 

ზემოაღნიშნულის გამო ბ---- ბ---–----ეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენით:

 

ბ---- ნ----ის ძე ბ---–----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წლის 27 ოქტომბერს მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბ---- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება გაუქმდა.

 

გამართლებულ ბ---- ბ---–----ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----- კ-------–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ბ---- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წელს მოქმედი რედაქციით) და მისთვის კანონიერი და სამართლ--ნი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ საქმეზე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბ---- ბ---–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტის მოსაზრებით, ბ---- ბ---–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დასტურდება დაზარალებულ რ----- კ----ის, მოწმეების – ნ--–------ ს------ის, ზ------ ს------ის, ჯ------– მ---–--ის, რ----–-- დ------ის და ლ-- თ--------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბ---- ბ---–----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა – დ----- კ-------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ ბ---- ბ---–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------- გ-----–--ემ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლ--ნობა, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ბ---- ბ---–----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ---- ბ---–----ის მიერ რ----- კ----ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს.

 

აპელანტი _ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- კ-------–ი ბ---- ბ---–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებულად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულ რ----- კ----ის, მოწმეების _ ნ--–------ ს------ის, ზ------ ს------ის, ჯ------– მ---–--ის, რ----–-- დ------ის და ლ-- თ--------ის ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ასევე ბ---- ბ---–----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, რომლებიც ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ ბ---- ბ---–----ის ბრალეულობას. კერძოდ:

 

დაზარალებულ რ----- კ----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილ--, რომ 2002 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, იგი თავის მეგობართან _ ზ------ ს------ესთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე, რა დროსაც მათ შეკამათება მოუვიდათ ორ უცნობ პირთან. ინციდენტის დასრულების შემდეგ იგრძნო, რომ დაჭრილი იყო, რის თაობაზეც უთხრა ზ------ ს------ეს, რომელმაც გააჩერა ტაქსი და წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. მისთვის უცნობია ვინ მიაყენა დაზიანება. დაზარალებულის განმარტებით, პირები, რომლებთანაც უთანხმოება მოუვიდათ, უცნობები იყვნენ და ბ---- ბ---–----ე მათ შორის არ ყოფილა. ამ უკანასკნელს კარგად იცნობს, ისინი ნათესავები არიან, ამიტომ ბ---- ბ---–----ეს რომ მიეყენებინა მისთვის დაზიანება, აუცილებლად იცნობდა.

 

მოწმე ზ------ ს------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილ--, რომ 2002 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე ფეხით მოძრაობისას, მას და მის მეგობარს _ რ----- კ----ეს კამათი მოუვიდათ უცნობ პირებთან, რაც ჩხუბში არ გადაზრდილა, თუმცა ინციდენტის ამოწურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რ----- კ----ე დაჭრილი იყო. მისივე განმარტებით, იგი არ იცნობს იმ პირებს, ვისთანაც შეკამათება მოუვიდათ და სიბნელეში ვერც მათი სახეები გაარჩია კარგად.

 

მოწმე ნ--–------ ს------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილ--, რომ შემთხვევის ღამეს ისიც იმყოფებოდა რ----- კ----ესთან და ზ------ ს------ესთან ერთად, რომლებსაც ჭ-------ის და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთასთან დაემშვიდობა და სახლში წავიდა. მალე ხმაური შემოესმა, რის გამოც უკან დაბრუნდა. მას რ----- კ----ე უკვე დაჭრილი დახვდა, ხოლო ის პირები, ვისთანაც რ----- კ----ეს და ზ------ ს------ეს კონფლიქტი მოუვიდათ, ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ. მოწმე ნ--–------ ს------ის განმარტებით, მან არ იცის, თუ ვინ მიაყენა დაზიანება რ----- კ----ეს.

 

მოწმე ჯ------– მ---–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილ--, 2002 წელს მუშაობდა სპს "კერძო დეტექტივში" და 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, თანამშრომელთან ერთად ქვეითად პატრულირებდა ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე. ამ დროს ისინი შეესწრნენ ახალგაზრდების კამათს, კერძოდ, სამ ახალგაზრდას ეკამათებოდა ორი პირი, რომელთაგან ერთი იყო ბ---- ბ---–----ე, ხოლო მეორე თ------ი, რომლის გვარი არ იცის. ახალგაზრდები უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს. ის და მისი თანამშრომელი ჩაერივნენ მათ კამათში და გააშველეს. უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს და ვერც ის შენიშნა, ამ ინციდენტისას ვინმე თუ იყო დაჭრილი.

 

მოწმე რ----–-- დ------ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით დასტურდება, რომ 2002 წლის 27 ოქტომბერს იმყოფებოდა ქ.ბათუმში, გ-----------იას ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორში, სადაც თ------დაახლოებით ღამის 01:00 საათის შემდეგ მიაკითხა დედამ – ა----- ქ-------ემ და ერთად წავიდნენ სახლში. თბილისის მოედანზე მისვლისას დაინახეს ხალხმრავლობა, თუმცა ახლოს არ მისულან და ჭ-------ის ქუჩით გააგრძელეს გზა სახლის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, დაჭრის ფაქტის შესახებ მეორე დღეს, 28 ოქტომბერს შეიტყო ხალხისგან, მაგრამ ვინ იყო დაჭრილი არ იცოდა. 3-4 დღის შემდეგ გაიგო, რომ დაჭრილი ყოფილა რ----- კ----ე. მეორე დღეს ამ უკანასკნელის ბიძაშვილთან – ო-–-- კ----ესთან ერთად მივიდა საავადმყოფოში მის სანახავად, რა დროსაც რ-----ს მისთვის არაფერი უთქვამს დაჭრის შესახებ და ვინ დაჭრა იგი მისთვის უცნობია.

 

მოწმე ლ-- თ--------ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებიდან ირკვევა, რომ მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ 2002 წლის 27 ოქტომბერს დაუჭრიათ ვიღაც მამაკაცი, რა დროსაც მისი შვილი _ თ------ ვ----------ია და ბ---- ბ---–----ეც იქ ყოფილან. მისივე ჩვენების თანახმად, მისთვის უცნობია ვინ დაჭრა რ----- კვარაცხელ--.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №6---- დასკვნით დადგენილ--, რომ რ----- კ----ეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, განლაგებული მარჯვენა ნეკნთა რკალის დონეზე ძუძუს ხაზზე შემავალი გულმკერდის ღრუში, მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი. დაზიანება მიყენებული იყო რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნით და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მჩხვლეტავი-მჭრელი საგანი კი შესაძლებელ-- ყოფილიყო დანა.

 

ბ---- ბ---–----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმიდან კი ირკვევა, რომ ჩხრეკის შედეგად გამოძიებისათვის საინტერესო კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოღებულა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა ბ---- ბ---–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლო აანალიზებს რა ზემოთ ხსენებულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ისინი ადასტურებენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ 2002 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, მ------–---–------------------ ქუჩების კვეთაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი იქნა რ----- კ----ე, რის შედეგადაც მას მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მაგრამ მისთვის აღნიშნული დაზიანების ბ---- ბ---–----ის მიერ მიყენების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები ბ---- ბ---–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არც პირდაპირ და არც ირიბად არ ადასტურებენ. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ რ----- კ----ეს რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნით მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, შესაბამისად, პალატა მოკლებულ-- შესაძლებლობას აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე დაასკვნას, რომ რ----- კ----ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი ბ---- ბ---–----ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით იყო გამოწვეული.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ---- ბ---–----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ “in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), რომლის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია ხსენებული კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ბ---- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენი ბ---- ბ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ბ---- ნ----ის ძე ბ---–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ბ---- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება გაუქმებულ--.

 

5.გამართლებულ ბ---- ბ---–----ეს განემარტოს უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219_228-ე მუხლებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/