განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002660759
საქმე №1/ბ-10-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------- ნ--------ს ძე ბ--–--ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები ქუთაისი, ც-–-----ს ქ. N44;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-------- ბ--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის ივლისში, ქუთაისში, ი-----–- ა--–--ის გამზირი N20-ში მდებარე იუსტიციის სახლში ნ--------ი ბ--–--ემ იძალადა შვილზე - ლ-- ბ--–--ეზე (თავი ჩაარტყა თავში). ძალადობის შედეგად ლ-- ბ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის ივლისში, ქუთაისში, ც-–-----ს ქ. N44-ში მდებარე სახლში, ნ--------ი ბ--–--ემ იძალადა მამაზე - ნ------- ბ--–--ეზე (რამოდენიმეჯერ დაარტყა ჯოხი). ძალადობის შედეგად ნ------- ბ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ-------- ბ--–--ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ნ-------- ბ--–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ნ-------- ბ--–--ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და დაენიშნოს ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- ბ--–--ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ-------- ბ--–--ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. განხორციელდა თუ არა ძალადობის ფაქტი უნდა შეფასდეს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების დეტალური ანალიზით.
გამართლებული ნ-------- ბ--–--ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. ლ-----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- ბ--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულებმა ლ-- ბ--–--ემ (ნ. ბ--–--ის შვილი) და ნ------- ბ--–--ემ (ნ. ბ--–--ის მამა), ასევე მოწმე ნ------- ბ--–--ემ (ნ. ბ--–--ის შვილი) გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხულ პატრულ-ინსპექტორ გ-- ს-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ქ. ქუთაისში ც-–-----ს ქუჩაზე გამოცხადდა 2018 წლის 04 სექტემბერს ნ------- ბ--–--ის შეტყობინების საფუძველზე. ადგილზე მისვლისას მოძალადე ნ-------- ბ--–--ე იმყოფებოდა ეზოში ძალ--ნ ნასვამ მდგომარეობაში, იგინებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას მამას - ნ------- ბ--–--ეს და შვილს - ლ-- ბ--–--ეს, მათ მიმართ იყო აგრესიული. ნ------- ბ--–--ემ და ლ-- ბ--–--ემ მასთან ისაუბრეს მხოლოდ იმ დღეს მომხდარ კონფლიქტზე. ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის შემდეგ შემაკავებელი ორდერები გამოსცა ნ-------- ბ--–--ის მიმართ, რომელსაც აეკრძალა მსხვერპლებთან მიახლოება.
მოწმის სახით დაკითხვისას, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპეტქორ-გამომძიებელმა ზ------ ჟ----–---–---მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს შეტყობინების საფუძველზე, ის და მისი კოლეგა გ------ ო-------–--- გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ,,გორაზე“ ბ--–--ეების ოჯახში, სადაც ჭიშკრის შესასვლელთან ეზოში იდგა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- ბ--–--ე და იგინებოდა და ილანძღებოდა მამის - ნ------- ბ--–--ის და შვილის - ლ-- ბ--–--ის მისამართით. დაზარალებულებმა მათ განუმარტეს, რომ ნ-------- ბ--–--ემ მიაყენა შეურაცხყოფა, რასაც ადგილი ჰქონდა მანამდეც სისტემატურად, რის საფუძველზეც მათ დააკავეს ნ-------- ბ--–--ე და გადაიყვანეს განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2018 წლის 03 სექტემბერს 23:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მორიგესთან მოქალაქე ნ------- ბ--–--ისაგან შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ც-–-----ს ქ. N44-ში შვილთან აქვს კონფლიქტური სიტუაცია .
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2018 წლის 04 სექტემბერს 00:15 საათზე პატრულ-ინსპექტორ გ. ს-----ისაგან ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მორიგესთან შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ც-–-----ს ქ. N44-ში 1968წ. დაბადებულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------- ბ--–--ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილს ლ-- ბ--–--ეს და მამას - ნ-------- ბ--–--ეს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ----- დ---–-–---–-ა, ქუთაისში, ც-–-----ს ქ. N44-ში დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რაც წარმოადგენს ნ------- ბ--–--ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში შესასვლელ-- ორკარიანი ჭიშკრით, სადაც განთავსებულ-- ორსართულ--ნი კაპიტალურად ნაგები სახლი. პირველ სართულზე განთავსებულ-- მისაღები, სამზარეულო და საძინებელი ოთახები, სადაც არეულობის რაიმე კვალი არ აღინიშნება. პირველ სართულზე არსებულ სასტუმრო ოთახზე განაცხადა ნ------- ბ--–--ემ, რომ აღნიშნულ ოთახში იძინებს მისი შვილიშვილი ლ-- ბ--–--ე. ხის კიბით ასასვლელ-- მეორე სართულის ღია აივანზე, საიდანაც შესასვლელ-- საძინებელში, რომელიც ეკუთვნის ნ-------- ბ--–--ეს. აღნიშნულ ოთახში გადმოყრილ-- სხვადასხვა ნივთები და დაყრილ-- იატაკზე. ნ------- ბ--–--ის განმარტებით, მას შემდეგ რაც ის და ლ-- ბ--–--ე დაემალნენ ნ-------- ბ--–--ეს, ნ-------- ბ--–--ე ავიდა თავის საძინებელში და იქედან აგინებდა მათ. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული გარემოებები დაადასტურა გამომძიებელმა დ----- დ---–-–---–-ა სასამართლოზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას.
მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულების - ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- და N0-------- დასკვნების თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ნ-------- ბ--–--ის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ლ-- ბ--–--ის და ნ------- ბ--–--ის ტანჯვას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 04 სექტემბერს გაცემული შემაკავებელი ორდერების და შემაკავებელი ორდერების ოქმების თანახმად ორდერების შედგენას საფუძვლად დაედო ლ-- ბ--–--ისა და ნ------- ბ--–--ის მიერ ახსნა-განმარტებებში მითითებული ის გარემოება, რომ ნ-------- ბ--–--ე მათ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება, რასაც აქვს სისტემატური ხასიათი.
ნ-------- ბ--–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ნ-------- ბ--–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2 (ეპიზოდი)დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამარლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა ლ-- ბ--–--ემ და ნ-------- ბ--–--ემ, ასევე მოწმემ ნ------- ბ--–--ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ნ-------- ბ--–--ის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ნ-------- ბ--–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის ივლისის თვეში ნ-------- ბ--–--ემ იძალადა შვილზე ლ-- ბ--–--ეზე და მამაზე ნ------- ბ--–--ეზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულებზე ძალადობის კვალის დამადასტურებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომლებს, პალატა აღნიშნავს, რომ ისინის კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ-------- ბ--–--ის ბრალდების (ორივე ეპიზოდი) დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------- ბ--–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ნ-------- ბ--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი ნ-------- ბ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ნ-------- ბ--–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ-- ბ--–--ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ------- ბ--–--ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
გამართლებულ ნ-------- ბ--–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად, რაც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე