განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-1-2018 წელი
№010100115001166863
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
28 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გ--–- თ----ის,ადვოკატის – რ---- პ----ის,გამართლებულების – დ----- დ---------, გ-- გ-------ის მონაწილეობით, ღია სასა-მართლო სხდომაზე, განიხილა ო--------- ბ-----ის, დ----- დ---------ა და გ-- გ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ო--------- ბ-----ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ-----------------------–-------------ში, ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- დ-------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ-----------------------–-----–--ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
გ-- გ-------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული დ---------–--------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–-------------------------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
ო--------- ბ-----ეს და გ-- გ-------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედოთ სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუ-მენტის შედგენისა და გაცემისათვის, ჩადენილი პირადი მოტივით.
დ----- დ-------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო:
– სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
– სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენისა და გაცემისათვის, ჩადენილი პირადი მოტივით.
ო--------- ბ-----ის, დ----- დ---------ა და გ-- გ-------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის 26 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტსა და შპს „გ---–---------.“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, დაბა ქედაში ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობის სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 84667 ლარი, ხოლო 786 კვ/მ ჩოგბურთის კორტის ბეტონის იატაკის 4-ჯერ სპეციალური საღებავით შეღებვის (ზედნადების ხარჯე-ბის, გეგმიური მოგების და დღგ-ს გარეშე) განისაზღვრა 11397 ლარი (ხოლო აღნიშნული ხარჯების ჩათვლით 15385 ლარი), ხელშეკრულების შესრულების ვადად - 2011 წლის 26 ოქტომბრიდან 2011 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე-ბულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის №--- ხელშეკ-რულების 16.1 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადა-ცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის (84,667 ლარის) ოდენობით.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის №--------- ბრძანებით შეიქმნა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგე-ბობებზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისია, რომლის თავმჯდომარის მოადგილეს წარმოადგენდა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს---------------------------------ი დ----- დ-------ე. სახელმწიფო შესყიდვის №----ე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, მიმღებ კომისიას ობიექტის მიღება და შემოწმება უნდა მოეხდინა გაწეული სამუშაოების შესრულების ადგილზე.
2011 წლის 27 დეკემბერს, შპს „გ---–---------.“-მ წერილობითი განხცადებით მიმართა ქე-დის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მიმღები კომისიის მივლინება ჩოგ-ბურთის კორტისა და ფ----------------------- დასრულებული ობიექტის მისაღებად, რის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო ქედის მუნიციპალიტეტის მიერ შპს „გ---–---------.“-ს საბოლოო ანგარიშსწორება. აღნიშნული წერილი იმავე დღეს შესამოწმებლად დაეწერა მშენებლობა დამთავრებული (რემონტის, რეკონსტრუქციის) ობიექტების მიმღე-ბი კომისიის თავმჯდომარეს ო--------- ბ-----ეს.
2011 წლის 27 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის №--------- ბრძანებით შექმნილმა, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტო-რიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუ-შაოების მიმღები კომისიის თავმჯდომარემ ო--------- ბ-----ემ, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ დ----- დ-------ემ, კომისიის წევრმა გ-- გ-------ემ და სხვებმა ჩოგბურთის კორტი შეამოწმეს ადგილზე გასვლით და პირადი მოტივით, მათ შორის შპს „გ---–---------.“-სათვის უპირატესობის მისანიჭებლად, კერძოდ, მშენებლობის დასრულებამდე ქე-დის მუნიციპალიტეტის კუთვნილი თანხების წინასწარ მისაღებად და სახელმწიფო შეს-ყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს არდასაკისრებ-ლად, შეადგინეს და გასცეს მშენებლობადამთავრებული (რემონტის, რეკონსტრუქციის) ობიექტების მიღების ყალბი აქტი – სახელმწიფო შესყიდვის კანონმდებლობით გათვა-ლისწინებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომ თითქოსდა 2011 წლის 27 დეკემბერს დაბა ქედაში ჩოგბურთის კორტის სამშენებლო სამუშაოები იყო დასრულე-ბული.
დ----- დ-------ემ, როგორც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს----------------------------------მა მისივე მონაწილეობით შედგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელ ი-----–- ბ-------ესთან, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად გამოიყენა ბოროტად თავისი სამსა-ხურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს „გ---–---------.“-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად და 2011 წლის 30 დეკემბერს შემსრუ-ლებელი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა 24752,86 ლარი, მაშინ როცა 76 კვ/მ ჩოგბურთის კორტის ბეტონის იატაკის 4-ჯერ შეღებვის სამუშაოების ღირებულებით 13385 ლარი არ იყო შესრულებული.
დ----- დ---------, როგორც ქედის მუნიციპალიტეტის გამგების ს---------------------------------ის, მიმღები კომისიის სხვა წევრების და სხვათა აღნიშნულმა ქმედებებმა სახელმ-წიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეო-ბისათვის 8898,67 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ--–- თ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს დ------ დ--------- დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით, ხოლო გ-- გ-------ისა და ო--------- ბ-----ის დამანაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხ-ლით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგე-ნილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ----- დ---------, ო--------- ბე-რიძისა და გ-- გ-------ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ჯ------– თ---------ე, ე-----–- ა--–--ე, ს---–---- ბ---–----ე, თ----- ა----–--ე, ს---–---- ს---------ე, ლ---- გ--------ე, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება, რომ შპს „გ---–---------.“-ს მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში – 2011 წლის 30 დეკემბრამდე სამუშაოები ვერ დასრულდა და მიმ-ღებმა კომისიამ ჩაიბარა დაუსრულებელი სამუშაო.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ო--------- ბ-----ის, დ----- დ---------ა და გ-- გ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---- პ----ემ, რომელიც ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ გ--–- თ----ეს, რომელიც ითხოვს ო--------- ბ-----ის, დ----- დ---------ა და გ-- გ-------ის მიმართ გამამართლებელი განა-ჩენის გაუქმებას და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
– გამართლებულ დ----- დ-------ეს, გ-- გ-------ეს და მათი და გამართლებულ ო---------- ბ-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---- პ----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვ-ლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
გააანალიზა რა საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპე-ლაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე ჯ------– თ---------ემ აჩვენა, რომ 2011 წლის აგვისტოდან მუშაობდა ქედის გამგე-ობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად. 2012 წლის 28 მარტიდან 9 ნოემბრამდე პერი-ოდში აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებულ იქნა 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე პერიოდი. შემოწმებას ატარებდა პირადად, დახმარებას უწევდა ე-----–- აბაში-ძე. 2011 წლის ბიუჯეტში დაბა ქედაში ფრენბურთის და ჩოგბურთის კორტების ასაშენებ-ლად გამოყოფილი იყო 96500 ლარი. 87600 ლარის ოდენობით მხოლოდ მოედნის ეზოს მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადდა ტენდერი. გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - „----–--------- №--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 30 დეკემბრამდე. სამუშაოების შესრუ-ლებაზე მონიტორინგის მიზნით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი და მიმღები კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დას-რულდა 30 დეკემბრამდე, მიმღებმა კომისიამ ჩაიბარა დაუსრულებელი სამუშაო. მითითე-ბულ ვადაში ჩატარდა მხოლოდ ზოგიერთი სამუშაო, ამოიღეს გრუნტი და ბეტონ-მზელი მანქანებით ჩაასხეს ბეტონი. არ დააგეს ფილები, არ შემოღობეს, არ გააკეთეს სკამები, სამ-ღებრო სამუშაოები საერთოდ არ ჩატარებულა. სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა 2012 და 2013 წლებშიც. პირველი სამღებრო სამუშაო 2014 წელს ჩატარდა, როდესაც ქედე-ლობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ელოდნენ საქართველოს პ-------------------- ჩამოსვლას, გ-------–----------ის დავალებით, კორტების მოედანი პირვე-ლად მაშინ შეიღება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ე-----–- ა--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2011-2015 წლებში მუშაობდა ქედის გამ-გეობის შიდა აუდიტის მთავარ სპეციალისტად. 2012 წლის თებერვლის თვიდან ნოემბრის თვემდე პერიოდში აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებულ იქნა 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე პერიოდი. შემოწმებას ატარებდა სამსახურის ხელმძღვანელი ჯამ-ბულ თ---------ე, თავად ა--–--ე კი, როგორც ასისტენტი, ეხმარებოდა. შემოწმებულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „გ---–---------"-ს შორის გაფორმებული №--- ხელშეკრულება და მისი თანმდევი დოკუმენტაცია, რომელიც შეეხებოდა ჩოგბურთის და ფრენბურთის კორტების მშენებლობას. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2011 წლის 30 დეკემბერი. თ---------ის დავალებით მოიძია კორტების მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები – სამუშაოს მიღება-ჩაბა-რების აქტები, ფინანსური დოკუმენტები, თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადა-სახადო დავალებები და გადასცა ხელმძღვანელს. 2012 წლის ზაფხულში, ამ უკანასკნელ-თან ერთად გავიდა კორტების დასათვალიერებლად, სადაც ნახეს, რომ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, აყრილი იყო ბეტონის საფარი, ხდებოდა ახლის დაგება. სამუ-შაოებს ისევ შპს „----–------------ აწარმოებდა, როგორც მისმა წარმომადგენლებმა აუხსნეს, მოედანი ზამთარში მოიყინა, გაფუჭდა, გამოვიდა მწყობრიდან და შესაბამისად, ხელახა-ლი სამუშაოები გახდა ჩასატარებელი. სხვა ინფორმაციას არ ფლობს, მისი როლი აუდი-ტორული შემოწმებისას მხოლოდ თ---------ის დავალების საფუძველზე დოკუმენტების მოძიებით და თ---------ისთვის გადაცემით, ასევე მოედნის ადგილზე დათვალიერებით შემოიფარგლა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს---–---- ბ---–----ემ აჩვენა, რომ 2010-2014 წლებში მუშაობდა ქედის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად. 2011 წლის აგვისტო ან სექტემბერი იქნებოდა, როდესაც აჭარის ბიუჯეტიდან მიიღეს თანხა დაბა ქედაში ჩ-------------------------------- მოედნის მშენებლობასთან დაკაშირებით. გამო-ცხადდა ტენდერი, რომელშიც ოქტომბრის ბოლოს გაიმარჯვა შპს „გ---–---------“-მ. აღნიშ-ნულ ორგანიზაციასა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკ-რულება, რომლის თანახმად, სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 30 დეკემბერი. დასრულებული ობიექტის საბოლოო მიღება უნდა მოეხდინა მიმღებ კომისისას, რომლის ერთ-ერთი წევრი თავად იყო. დეკემბრის ბოლოს შვილის ქორწილი ჰქონდა, ამიტომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ყოველდღიურად ვერ დადიოდა სამსახურში. მიმღები კომისიის წევრების მიერ კორტების მოედნის ადგილზე დათვალიე-რებას არ დასწრებია, თუმცა, როდესაც „გ---–---------“-ს დირექტორმა ო----- დ-------ემ კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარე-ბის აქტი მიუტანა, თავადაც მოაწერა ხელი. მოგვიანებით შეიტყო, რომ კორტების სამღებ-რო სამუშაოები არ შესრულებულა. აღნიშნულის შესახებ ესაუბრა მუნიციპალიტეტის გამ-გებელს, რომელმაც აუხსნა, რომ კორტების შეღებვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოხდა, თუმცა ყინვამ და ქედის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელმა მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია მოედნის ზედაპირის გაფუჭება, აყრა, ამიტომ აუცილებელი გახდა სამუშაოების ხელახალი შესრულება. 2012 წლის იანვარში, შემდეგ კი ზაფხულში და როგორც ახსოვს, 2013 წელშიც ხელახლა დაიგო და შეიღება მოედანი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ----- ა----–--ემ აჩვენა, რომ არის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებ-ლობის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი. 2011 წლის სექტემბერში გამოცხადდა ტენდერი დაბა ქედაში ჩ-------------------------------- მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით. ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული – შპს „გ---–---------“. სამუშაოების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით შეიქმნა ინსპექტი-რების, იგივე - თანამშრომელთა ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი წევრი თვითონ იყო. მშენებ-ლობა უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 30 დეკემბრამდე. იმის გამო, რომ სამუშაო საკმაოდ მოცულობითი იყო, დრო კი ცოტა, მშენებლები სამუშაოებს არ წყვეტდნენ ღამის საათებშიც, ყინვის გამო საბურავებს ანთებდნენ და ცემენტით მოჭიმულ იატაკს ისე ათ-ბობდნენ, რომ არ აყრილიყო.
27 დეკემბერს მასთან მივიდა შპს „გ---–---------.“-ს დირექტორი ო----- დ-------ე, რომელ-მაც მიუტანა შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა №2 და სთხოვა ხელმოწერა. ამ დოკუმენტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო, შესრულებულად იყო ნაჩვენები. სამსახურის ფანჯრიდან, რომელიც დაახლოებით 150 მეტრითაა დაშორე-ბული მშენებლობის ადგილს, ხედავდა, რომ სამღებრო სამუშაოები არ იყო დასრულე-ბული და ჰკითხა მიზეზი დ-------ეს. მისი განმარტებით, სპეციალურ საღებავს ელოდე-ბოდა თურქეთიდან, რომელსაც ხელშეკრულების შესრულების ვადის მოსვლამდე დარჩე-ნილ სამდღიან პერიოდში აუცილებლად მიიღებდა და 30 დეკემბრამდე სამღებრო სამუშა-ოსაც დაასრულებდა. ენდო მშენებლის პირობას და მოუწერა აქტზე ხელი. თუმცა 30 დე-კემბერს, შუადღის საათებში, როდესაც სამსახურის ფანჯრიდან გადახედა მოედანს, იატაკი ისევ ბეტონისფერი იყო, ჩათვალა, რომ სამღებრო სამუშაო არ შესრულდა დათქ-მულ ვადაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს---–---- ს---------ემ აჩვენა, რომ 2011 წელს მუშაობდა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზ------------–----------------------–---–--ტად. იყო ინსპექტირების ჯგუფის წევრი, რომელიც ახორციელებდა მონიტორინგს გამგეობასა და შპს „გ---–---------“-ს შო-რის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარეობდა თუ არა გეგმა-გრა-ფიკის შესაბამისად, დაბა ქ----–--------------–ის ქუჩაზე ფრენბურთის და ჩოგბურთის მოედნის მშენებლობა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 30 დეკემბრამდე. მშენებლობის ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 2011 წლის 27 დეკემბერს, მშებელობის ხელმძღვანელმა მიუტანა შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა №2, რომელსაც ინსპექტირების ჯგუფის ყველა წევრი აწერდა ხელს. სთხოვა მასაც ხელმოწერა და აუხსნა, რომ დარჩენილი იყო მხოლოდ სამღებრო სამუშაო, რომელსაც დარჩენილ ვა-დაში შეასრულებდა. 30 დეკემბერს ნახა, რომ სამღებრო სამუშაო შესრულებული არ იყო. როგორც ახსოვს სულ 3-4-ჯერ შეიღება კორტების იატაკი, რადგან საღებავი იქერცლე-ბოდა, ბეტონი ზიანდებოდა, ალაგ-ალაგას განიცადა დეფორმაცია. სამუშაოები ყველა ჯერზე იგივე კომპანიამ შეასრულა, რადგან ხელშეკრულების თანახმად, ორწლიან საგა-რანტიო ვადაში ვალდებული იყო ნებისმიერი სამუშაო თავადვე განეხორცილებინა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ---–---- ც--–--ემ აჩვენა, რომ მუშაობდა ქედის გამგეობის ს-------------–------------–---–-- განყოფილებაში და იყო სამუშაოების შესრულების მიმღები კომისიის წევრი, რომელსაც თავმჯდომარეობდა ო--------- ბ-----ე. მასთან ერთად კომისიის შემადგენ-ლობაში შედიოდნენ დ----- დ-------ე, გ-- გ-------ე, ს---–---- ბ---–----ე და უ–---- ა------ე. ევალებოდათ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტების შემოწმება, გარკვევა იყო თუ არა სამუშაოები დასრულებული და შესრულებული სამუშა-ოს მიღება-ჩაბარება. დაბა ქედაში ტარდებოდა ჩოგურთის და ფრენბურთის მოედნის სამშენებლო-სამუშაოები გამგეობასა და შპს „გ---–---------“-ს შორის გაფორმებული ხელ-შეკრულების საფუძველზე, რომლის შესრულების ბოლო ვადა იყო 2011 წლის 30 დეკემ-ბერი. 2011 წლის დეკემბრის ბოლოს „----–----- დირექტორმა ო----- დ-------ემ კომისიას წარუდგინა მშენებლობის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და კომისიის სხვა წევრებთან ერთად თავადაც მოაწერა ხელი სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტს. ხელ-მოწერიდან მეორე ან მესამე დღეს ნახა მოედანი, რომელსაც ზემოდან პოლიეთილენის პარკი ეფარა და მის ქვემოთ ჩანდა ბეტონის იატაკი. აღნიშნულის თაობაზე არავისთვის უცნობებია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ--- დ----ემ ჩვენებაში განმარტა, რომ მუშაობდა ქედის გამგეობის შ----------------------–--------------ად. იყო ინსპექტირების ჯგუფის წევრი. გამგეობასა და შპს „გულე-ბი ო.დ.“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაბა ქედაში უნდა აშენებუ-ლიყო ჩოგბურთის და ფრენბურთის მოედანი. 2011 წლის 27 დეკემბერს შპს-ს დირექ-ტორმა ინსპექტირების ჯგუფის წევრებს წარუდგინა შესრულებული სამუშაოს შესახებ სრული დოკუმენტაცია და სთხოვა ხელმოწერა. მისივე განმარტებით, დარჩენილი იყო მხოლოდ სამღებრო სამუშაო, მაგრამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში ეს სამუშაოც შესრულდებოდა. დოკუმენტაციას კი წინმსწრებად ამზადებდა, კომპანიის თანამშრომლებისთვის წინასაახალწლოდ ხელფასების დროულად გაცემის გა-მო. 27 დეკემბერს პირადად გავიდა მოედნის სანახავად, ნახა, რომ არ იყო იატაკი შეღები-ლი, ზემოდან ცემენტის ტომრები და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენი ეყარა, რომ არ მო-ყინულიყო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ინსპექტირების ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, მოწმე თ----- ნ---–--ემ ჩვენების მიცემი-სას განმარტა, რომ როგორც ახსოვს, 2011 წლის დეკემბრის ბოლოსთვის კორტების სამღებ-რო სამუშაო დასრულებული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ მოაწერდა ხელს სამუშა-ოების დასრულების შესახებ აქტს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ--- ბ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქედის ს----------–-------–----------------------------–ედ. 2011 წელს დაიწყო დაბა ქედაში კორტების მშენებ-ლობა. წლის ბოლოს ზამთრის სიცივეში უწევდათ მშენებლებს მუშაობა, თოვლში ბეტო-ნის იატაკის გვერდით საბურავებს ანთებდნენ და ათბობდნენ. 2011 წლის დეკემბრის ბო-ლოსთვის დასრულდა თუ არა ყველა სამუშაო, დარწმუნებით ვერაფერს იტყვის. ახსოვს მხოლოდ ის, რომ 2012 წლის იანვარში უკვე სხვა მუშა-ბრიგადა მუშაობდა კორტებზე. როგორც მათ განუმარტეს, მოედნის იატაკი ყინვამ დააზიანა და ხელახლა არემონ-ტებდნენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ქედის სპორტული სკოლის თანამშრომელმა ვ-–- დ-------ემ მოწმედ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კორტების მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. სამუშაოების დაწყების დღიდან სიტემატური მუშაობა მიმდინარეობდა, სამუშა-ოები არ ჩერდებოდა. ახსოვს, რომ 23 დეკემბერს, როდესაც სასკოლო არდადეგები დაიწ-ყო, სამუშაოები კვლავ უწყვეტ რეჟიმში სრულდებოდა. 2012 წლის იანვარში, ძველით ახა-ლი წლის დღეებში დაინახა, რომ კორტებზე უკვე სხვა ბრიგადა მუშაობდა. ბრიგადის წევ-რებისგან შეიტყო, რომ იატაკი თოვლმა და ყინვამ დააზიანა და არემონტებდნენ. თოვლი რომ აშრა, კარგად ახსოვს მოედნის შეღებილი იატაკი. ბავშვების სექციაც ჩამოყალიბდა, მოედანი შემოღობილი და სკამებიც დამონტაჟებული იყო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ---–---- წ-----–--ემ ჩვენeბის მიცემისას განმარტა, რომ მუშაობდა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. იყო მიმღები კომისიის წევრი და ევალებოდა მისაღები ობიექტის საბოლოო შემაჯამე-ბელი ოქმის შესადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. 2011 წლის დეკემბრის ბოლოს კომისიაში შევიდა დოკუმენტაცია დაბა ქედაში მშენებარე ფრენბურთის და ჩოგბურთის კორტის სამშენებლო სამუშაოების დასრულების თაობაზე, რის საფუძველ-ზეც წინასწარ მოამზადა მიღება-ჩაბარების აქტი. როგორც წესი, კომისიის წევრები ად-გილზე გასვლით ამოწმებდნენ დოკუმენტაციაში ასახული გარემოებების სისწორეს და თუ სამუშაოებს დასრულებულად ჩათვლიდნენ, წინასწარ მომზადებულ აქტზე შემდეგ ხდებოდა ხელმოწერა. კომისია გავიდა კორტებზე შესრულებული სამუშაოს შესამოწმებ-ლადაც, თუმცა თვითონ კომისიასთან ერთად არ იმყოფებოდა სხვა სამსახურებრივი მოვალეობების გამო. კომისიის წევრებისგან შეიტყო, რომ სამუშაოები დასრულებული იყო, ამიტომ მოაწერა აქტს ხელი. ვიზუალურად ყოველთვის ხედავდა კორტებზე მიმდი-ნარე სამუშაოებს, უწევდა იმ ტერიტორიაზე ხშირად გავლა. ხედავდა, რომ შემოღობილი იყო მოედანი, ჩატარებული იყო სხვა სამუშაოებიც. ახალი წლის წინა დღეს პირადად გავიდა ადგილზე, დაათვალიერა ობიექტი. ნახა, რომ მოედნის აიტაკზე ნახერხი, მუყაოს ნაჭრები, ცემენტის ტომრები იყო მთლიანად დაფენილი და არ ჩანდა მის ქვეშ რა მდგომარეობა იყო. მშენებლებმა აუხსნეს, რომ ასე იატაკს მოყინვისგან იცავდნენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ქ----- გ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იყო ქედის გამგეობაში შექმნილი ინ-სპექტირების ჯგუფის წევრი. ფრენბურთის და ჩოგბურთის კორტის სამღებრო სამუ-შაოები ჩატარდა თუ არა 2011 წლის დეკემბრის ბოლომდე, არ იცის, არ შეუმოწმებია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე უ–---- ა------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–--–-----–----------–---------–--- დაბა ქედის თემში, იყო სამუშაოების მიმღები კომისიის წევრი. 2011 წლის დეკემბრის ბოლოს ჩოგბურთის და ფრენბურთის მოედნის დათვალიერებისას ნახა, რომ კორტებს ჰქონდა ღობე, დასხმული იყო იატაკი, მოწესრიგებული იყო სკამები. მშენებლობის ხელმ-ძღვანელის განმარტებით, მხოლოდ სამღებრო სამუშაო იყო დარჩენილი, რომელსაც ხელ-შეკრულების ვადის ამოწურვამდე აუცილებლად დაასრულებდა. დარწმუნებით არ შეუძ-ლია თქვას 30 დეკემბრისთვის იყო თუ არა სამღებრო სამუშაოები შესრულებული, სავსე-ბით შესაძლებელია დარჩენილ ვადაში შეღებილიყო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ----–-- დ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობდა ქედის მუნიცი-პალიტეტის გამგეობის ბ------–-------–--------–---------------–--------------ად. 2011 წლის დეკემბრის ბოლოს მათ განყოფილებაში შევიდა დოკუმენტაცია დაბა ქედაში კორტების მშენებლობის სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტაცია იყო სრულ წესრიგში, ხელს აწერდა ინსპექტირების ჯგუფის და მიმღები კომისიის სრული შემადგენ-ლობა, ამდენად დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოები იყო შესრულებული და მოხდა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ანგარიშზე შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხის გადარიცხვა. ახსოვს, რომ თანხის ჩარიცხვიდან დაახლოებით ერთ კვირაში, შეღე-ბილი მოედანი პირადად დაინახა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური დაადასტურა თავის ჩვენებაში ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს--------------------–--------------მა ა-----– დ----ემ. სახაზინო განყოფილებაში ბუღალტ-რული აღრიცხვის განყოფილებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომე-ლიც სრულ წესრიგში იყო, განხორციელდა თანხის ჩარიცხვა შპს „გ---–---------.“- სათ-ვის. რაც შეეხება სამღებრო სამუშაოებს, ახალი წლის წინა დღეებში გაიარა კორტებთან, დაინახა, რომ მოედნის იატაკს სამშებენებლო ცემენტის პარკები ფარავდა, ნაწილი კი მოჩანდა, რომ შეღებილი იყო. მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდებისგან იგივე ესმოდა, უხაროდათ, რომ კორტები დასრულდა, სექციის გახსნაზე საუბრობდნენ, მხოლოდ საღე-ბავის ფერი არ მოსწონდათ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ჯ------- ბ-–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2011 წელს მუშაობდა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. იცოდა, რომ დაბა ქედაში შენდებოდა ჩოგბურთის და ფრენბურთის მოედანი. საკმაოდ ცუდი ამინდე-ბი იყო, ამიტომ საეჭვოდ ეჩვენებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მშე-ნებლობის დასრულება. გამგეობაში ხელშეკრულების შესრულების ვადის გადავადებაზე საუბრობდნენ, ამბოდნენ, რომ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს, გადავადება ჯობდა. მოწმე ბ-–----ემ ყურადღება გაამახვილა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემულ ჩვენება-ზე, სადაც მითითებულია, რომ თითქოს სამღებრო სამუშაოები არ იყო დასრულებული და ამას ხედავდა პირადად. მოწმის განმარტებით აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან გამომძიებელი პ-------ე თავად კარნახობდა რა ეთქვა. როდესაც გამომძიებელს განუცხადა, რომ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა, გამომძიებელმა მიუთითა, რომ ეს არ იყო სწორი, რადგან თებერვალში ფირმამ ისევ შე-მოიტანა საღებავი. მისი განმარტებაც არასწორად დააფიქსირა დაკითხვის ოქმში. ბეჟანი-ძისთვის ცნობილია, რომ მარტის თვეში მესამედ მოხდა მოედნის გადაღებვა, რადგან სა-ღებავი მალე ფუჭდებოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ----- ბ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2011 წელს მუშაობდა ქედის გამგეობაში სპორტის, ძეგლთა დაცვის და განათლების სამსახურის სპეციალისტად. შპს „----–---- აწარმოებდა ჩოგბურთის და ფრენბურთის მოედნის მშენებლობას დაბა ქედაში. როგორც ახსოვს სამუშაოები დასრულდა 2011 წლის ზამთარში. ყინვის და ზამთრის რთული კლიმატური პირობების გამო მოედნის ზედაპირის დაზიანებამ გამოიწვია მისი ხელა-ხალი სარემონტო სამუშაოები. ბოლოს 2014 წელს, პ-------------------- ქედაში ვიზიტთან დაკავშირებით შეიღება ობიექტი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ო----- დ-------ემ, შპს „გ---–---------.“-ს დირექტორმა საქმის არსებითი განხილ-ვისას განმარტა, რომ მისმა კომპანიამ 2011 წლის შემოდგომაზე გაიმარჯვა ქედის გამგეო-ბის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა დაბა ქედაში ჩოგბურთის და ფრენბურთის მოედნის მშენებლობას. სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 30 დეკემბრამდე. დაიწყეს მუშაობა, ჩამოასხეს საყრდენი კედლები, შეავსეს ხრეშოვანი მა-სით, მოასწორეს, დაასხეს ბეტონის საფარი, მოჭიმეს იატაკი, გაუკეთეს კედლები, მოაჯი-რები და დეკემბრის ბოლოსთვის გაამზადეს შესაღებად. შეღებვა უნდა მომხდარიყო სპეციალური საღებავით, რომლის დროულად შემოტანა დამკვეთმა ვერ შეძლო, ამიტომ მოედანი ჩვეულებრივი საღებავით შეღება და იმის შესახებ, რომ არ გამოუყენებია სპეცი-ალური საღებავი, კომისიის არც ერთი წევრისთვის არ უთქვამს, იცოდა მხოლოდ თვითონ. შესაბამისად, ობიექტი ჩაბარდა დათქმულ ვადაში, სათანადო დოკუმენტაცია წარედგინა მიმღებ კომისიას. ამ დოკუმენტებში არ იყო ინფორმაცია გამოყენებული საღე-ბავის ხარისხის თაობაზე. 2012 წლის 10-12 იანვარს მიიღო დაკვეთილი სპეციალური საღებავი, რომელის ინსტრუქციის გაცნობისას შეიტყო, რომ ამ საღებავით ღებვა მიზან-შეუწონელი იყო +20 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურისას. ამიტომ როდესაც დათბა და 6000 ლარის ღირებულების საქონელიც უკვე შესყიდული ჰქონდა, ყოველგვარი გაფრთხი-ლების და სხვების ინფორმირების გარეშე, ისევ შეღება მოედანი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „გ---–---------.“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შპს „გ---–---------.“-მ იკისრა დაბა ქედაში ჩოგბურთის კორტის და ფრენბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვალდებულება. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 84667 ლარს. შემსყიდველი საბოლოო ანგარიშსწორებას განა-ხორციელებდა ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. შუალედურ ანგარიშსწორებას ახორციელებდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების – ფორმა №2 და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის – მიხედვით. სამუშაოს შესრულება უნდა განხორ-ციელებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 2011 წლის 30 დეკემბრამდე. ექსპლუატა-ციის ნორმების დაცვით, მიმწოდებელი იძლეოდა არანაკლებ 5 წლის გარანტიას მიწოდე-ბული სამუშაოს ხარისხზე. საგარანტიო ვადის განმავლობაში კისრულობდა ვალდებუ-ლებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ხარვეზების აღმოფხვრა.
საქმეში არსებული, მშენებლობის ღირებულების სახარჯთაღრიცხვო ანგარიშის თანახ-მად, ყველა სამუშაო შესრულებულია გეგმის მიხედვით, გამოყოფილი თანხა გახარჯუ-ლია დანიშნულებისამებრ.
საქმეში წარმოდგენილია შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, რომელთა თანახმად შპს „გ---–---------.“-ს მიერ შესრულებული სამუშაოს შუალედური ანაზღაურება მოხდა რამდენჯერმე – 2011 წლის 10 ნოემბერს, 7 დეკემბერს, 16 დეკემბერს. საბოლოო ანგარიშსწორება მოხდა 2011 წლის 30 დეკემბერს.
საქმეში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის №--------- ბრძანების თანახმად, შეიქმნა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტო-რიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუ-შაოების მიმღები კომისია - ო--------- ბ-----ის (თავმჯდომარე), დ----- დ---------, გ-- გ-------ის, ს---–---- ბ---–----ის, გ---–---- წ-----–--ის, რ---–---- ც--–--ის, უ–---- ასამ-ბაძის შემადგენლობით, ხოლო №--------- ბრძანებით შეიქმნა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით თანამშრომელთა ჯგუფი გ--- დ----ის (ჯგუფის ოფროსი), ს---–---- ს---------ის, თ----- ნ---–--ის, თ----- ა----–--ის შემადგენლობით. თანამშრომელთა ჯგუფს დაევალა პერიოდულად და საჭიროებისამებრ განახორციელოს ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი.
2011 წლის 27 დეკემბერს შპს „გ---–---------.“-ს დირექტორმა ო. დ-------ემ წერილით მიმართა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მიმღები კომისიის მივლენა ობიექტის ჩასაბარებლად.
საქმეში არსებული, მშენებლობის დამთავრებული ობიექტის მიღების 2011 წლის 27 დეკემბრის აქტის თანახმად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2----–-–----------ის №--------- ბრძანებით დანიშნულმა მიმღებმა კომისიამ – კომისიის თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ო--------- ბ-----ის, თავმჯდომარის მოად-გილის, მუნიციპალიტეტის გამგეობის ს---------------------------------ის - დ----- დიასა-მიძის, კომისიის წევრების: მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახუ-რის უფროსის გ-- გ-------ის, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრა-სტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ს---–---- ბ---–----ის, გ---–---- წითე-ლაძის, მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის რ---–---- ც--–--ის, დაბა ქედის თემში გამგეობის რწმუნებულის უ–---- ა------ის - შემადგენლო-ბით დასრულებულ ობიექტებად მიიღეს ჩოგბურთის და ფრენბურთის მოედნები.
კომისიის თავმჯდომარე ო--------- ბ-----ემ 2011 წლის 27 დეკემბერს მოხსენებითი ბარა-თით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელს და აცნობა, რომ დამთავრებულ ობიექ-ტად იქნა მიღებული ჩოგბურთის კორტი და ფრენბურთის მოედანი და მიზანშეწონილი იყო შპს „გ---–---------.“-ს ჩარიცხვოდა შესრულებული სამუშაოებისთვის თანხა - 24752,86 ლარი.
საქმეში არსებული, ვალდებულების დოკუმენტის და საგადასახადო მოთხოვნის თანახ-მად, ქედის მუნიციპალიტეტის ს---------------------------------ის დ----- დ--------- მიერ 2011 წლის 30 დეკემბერს გადაირიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება – 24752,86 ლარი შპს „გ---–---------."-ს ანგარიშზე.
2015 წლის 24 თებერვალს, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, დაინიშნა სამშე-ნებლო ტექნიკური და ტექნოლოგიურ მასალათმცოდნეობითი ექსპერტიზა ლევან სამხა-რაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონა-ლური ექსპერტიზის სამსახურში, რათა გარკვეულიყო სამშენებლო სამუშაოებისას გამო-ყენებული ლითონის კონსტრუქციები, ბეტონის იატაკზე მოწყობილი ფილები, იატაკის შესაღებად გამოყენებული საღებავი, ასევე მთლიანად შესრულებული სამუშაოები შეესა-ბამებოდა თუ არა სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ და შესრულებული სამუშაოს აქტებში ნაჩვენებ პარამეტრებს და სტანდარტებს და დადგენილიყო ფაქტობ-რივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ასევე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ჩოგბურთის კორტზე ბეტონის იატაკის სამღებრო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გარეშე.
ექსპერტიზის ჩატარებამდე, 2015 წლის 12 მარტს, გამომძიებელმა გ------- პ-------ემ მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილით და აცნობა, რომ როგორც ექსპერტი-ზის დანიშვნის შემდეგ გამოძიებით დადგინდა, ჩოგბურთის კორტის ბეტონის იატაკის ოთხჯერ შეღებისთვის შპს „გ---–---------“-ს მიერ გაწეულმა დანახარჯმა შეადგინა 875 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვის №--- ხელშეკ-რულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვ-რა დასახელებული გარემოების გათვალისწინებით.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 2015 წლის 29 აპრილის №--------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „გ---–---------“-ს მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების, ფორმა №2-ების მიხედვით დღგ-ს გათვალისწინებით, სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 84593,02 ლარს. ფაქტიურად შესრულებული სამშუაოს ღირებულება, დღგ-ს გათვალის-წინებით შეადგენს 75694,35 ლარს. სხვა ნაკლებობით შეადგენს 8898,67 ლარს. დასკვნის სამოტივაციო ნაწილის თანახმად, დასკვნის მიღებისას ექსპერტმა გ------- ო-------–--ემ იხელმძღვანელა სწორედ გამომძიებლის ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული გარე-მოებით, რომლის თანახმად, ჩოგბურთის კორტის ბეტონის იატაკის ოთხჯერ შეღები-სთვის შპს „გ---–---------“-ს მიერ გაწეულმა დანახარჯმა შეადგინა მხოლოდ 875 ლარი.
ექსპერტმა გ------- ო-------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებების სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩოგბურთის კორტის ბეტონის ფილიდან ამო-კვეთილი ცილინდრული ფორმის ნიმუშების კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ ერთმა ნიმუშმა (№1) ვერ დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა, დანარჩენი ნიმუშების (ხუთი ცალის) სიმტკიცეები ბევრად მეტია საპროექტოზე.
ექსპერტმა მ--–---- ტ-------–---- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა დასკვნის სისწორე, ამასთან განმარტა, რომ ზოგადად, ბეტო-ნის სიმტკიცეზე გავლენას ახდენს გარემო პირობები. ყინვამ შესაძლოა გამოიწვიოს ბეტო-ნის სიმტკიცის კლება, მისი ხარისხის გაუარესება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა დ----- დ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ 2011 წელს იყო ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს---------------------------------ი და შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2011 წლის 27 დეკემბერს ჩოგბურთის და ფრენბურ-თის მოედნის მშენებლობის ხელშეკრულებით და ტენდერით გათვალისწინებული პირო-ბების შესაბამისად დასრულების თაობაზე, სამშენებლო ფირმის მიერ გამგეობაში წარდ-გენილ იქნა დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ მიმღები კომისიის წევრე-ბის უმრავლესობა გავიდა ადგილზე, რადგან ვიზუალურად შეემოწმებინათ და დარწმუ-ნებულიყვნენ დოკუმენტაციაში ასახული ვითარების სისწორეში. საკუთარი თვალით იხილეს, რომ სამუშაო დასრულებული იყო, მათ შორის სამღებრო. შეღებილი იყო იატა-კიც, ვიზუალურად ეს კარგად ჩანდა. მშენებლებმა განუცხადეს, რომ ყინვისგან დაზიანე-ბის დასაცავად მასზე პოლიეთილენის პარკს გადააფარებდნენ, ნახერხს მოაყრიდნენ. მეორე ან მესამე დღეს ისევ გაიარა ობიექტზე და ნახა, რომ ზემოდან იატაკს პოლიეთი-ლენის პარკი და მუყაოს ფენები ეფარა მთლიანად. კომისიის წევრებს არ ევალებოდათ უშუალოდ დასწრებოდნენ სამუშაოების მიმდინარეობას, ენახათ როგორ ისხმებოდა ბე-ტონი და იღებებოდა იატაკი, მათ გადაწყვეტილება სამუშაოების დასრულებულად მიჩნე-ვასთან დაკავშირებით უნდა მიეღოთ ფირმის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და ობიექტის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე. ვინაიდან ორივე ამ გარემოებით დასტურდებოდა ტენდერით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, დასრულებულად მიიჩნიეს ობიექტი და გასცეს შესრულებული სამუშაოს მიღების აქტი, რომელსაც კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი. შესაბამისად, მოხდა მშენებელი ფირმისთვის შესრულებული სამუშაოს თანხის გადარიცხვა. ამის შემდეგ რამ-დენჯერმე გახდა საჭირო მოედნის შეკეთება, რადგან ყინვამ დააზიანა ბეტონის იატაკი, უკვე იანვრის ბოლოს მოხდა იგივე ფირმის მიერ მისი აყრა, ხელახალი დასხმა და შეღებ-ვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთწლიანი საგარანტიო ვადის ფარგლებში, თავად სამუშაოების მწარმოებელი ფირმა იყო ვალდებული ასეთი სამუშაოები შეეს-რულებინა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა გ-- გ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსად და თანამდებობრივად შედიოდა შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის შემადგენლობაში. დაბა ქედაში ჩოგბურთის და ფრენბურთის მოედნის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემ-დეგ შპს „გ---–---------“-მ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოების წარმოება, ტერიტორიიდან გაიტანა სამშენებლო ნარჩენი, მოასწორა ზედაპირი, ამოიღო საძირკველი, ჩამოასხა ბეტო-ნის კედლები, დაასხა იატაკი, მოჭიმა მისი ზედაპირი, გააკეთა მოაჯირი და შეღება. ხელ-შეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 30 დეკემბრამდე. 2011 წლის 27 დეკემბერს სამუშაოების დასრულების თაობაზე, სამშენებლო ფირმის მიერ გამგეობაში წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია. იყო თუ არა ხარჯთაღრიცხვასთან და პროექტთან შესაბამისობაში ჩატარებული სამუშაოები, მიმღები კომისიის წევრების უმავლესობა, მათ შორის სამივე ბრალდებული, გავიდნენ ადგილზე ჩატარებული სამუშა-ოების დასათვალიერებლად. ნახეს, რომ ყველა სამუშაო შესრულებული იყო, იატაკი შეღებილი. ხარვეზები ვიზუალურად არ ჩანდა, პრეტენზიები არ გამოუთქვამთ და მოხდა სამუშაოების დასრულებულად მიღება და თანხის ჩარიცხვა სამშენებლო ფირმისთვის. მეორე ან მესამე დღეს დაინახა, რომ მოედნის მთლიან ზედაპირს პოლიეთილენის პარკი, ნახერხი და მუყაოს ნაჭრები ეფარა ყინვისგან დასაცავად. სწორედ ამიტომ გამოიყურე-ბოდა ზედაპირი ნაცრისფრად, რაც, როგორც დაკითხულმა რამდენიმე მოწმემ განმარტა, დაინახეს გამგეობის ფანჯრიდან და მიიჩნიეს, რომ ბეტონისფერი იყო ზედაპირი და შესაბამისად არ შეღებილა. იმის გამო, რომ ქედის რაიონი მაღალმთიანია და საკმაოდ ცივი და ყინვიანია ზამთარი, იანვრის თვეში მოიყინა და დაზიანდა მოედნის ზედაპირი. იგივე სამშენებლო ფირმამ, რომელიც ხელშეკრულებით კისრულობდა ვალდებულებას ხუთწლიანი საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექს-პლუატაციის პროცესში წარმოშობილი ხარვეზების აღმოფხვრა, აყარა იატაკი, ხელახლა დაასხა და შეღება. ასე მოხდა რამდენჯერმე 2012 და 2013 წლებში, ბოლოს 2014-შიც. ამდენად, მიმღები კომისიის წევრებს არანირი ყალბი დოკუმენტი არ შეუდგენიათ და მათი გადაწყვეტილება შეესაბამებოდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის და ობიექტის ვიზუალური დათვალიერების შედეგად გაკეთებულ ობიექტურ დასკვნებს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპეალციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასა-მართლოს განაჩენის მოტივაციას ო--------- ბ-----ის, გ-- გ-------ისა და დ----- დიასა-მიძის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
ბრალდების მხარე თავის სააპელაციო საჩივარს აფუძნებს მოწეების: ჯ------– თურმანი-ძის, ე-----–- ა--–--ის, ს---–---- ბ---–----ის, თ----- ა----–--ის, ს---–---- ს---------ისა და ლ---- გ--------ის ჩვენებებზე, რომლებიც აღნიშნავენ, რომ 2011 წლის 30 დეკემბერს სამუშაოები დასრულებული არ იყო.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს საფუძველი ამ ჩვენებების გაზიარებისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
– მოწმე ჯ------– თ---------ის ჩვენების მიხედვით შპს „გ---–---------“-ს მიერ სამუშაოები არ დასრულდა 2011 წლის 30 დეკემბრამდე. მათ ამ დრომდე ჩაატარეს მხოლოდ ზოგიერ-თი სამუშაო: მხოლოდ გრუნტი ამოიღეს და ბეტონმზიდი მანქანით ჩაასხეს ბეტონი. არ დაუგიათ ფილები, არ შემოუღობავთ, არ დაუდგამთ სკამები და არ ჩაუტარებიათ სამღებ-რო სამუშაოები.
ამდენად, ჯ------– თ---------ის ჩვენების მიხედვით შპს „გ---–---------“-ს არ ჩაუტარებია არა მხოლოდ სამღებრო სამუშაოები (რასაც ბრალდება ედავება გამართლებულებს), არამედ ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები (შემოღობვა, სკამები, ფილების დაგება) თუმცა საქმეზე დაკითხულ არცერთ მოწმეს არ უჩვენებია ამ სამუშაოების შეუს-რულებლობის თაობაზე.
– მოწმე ე-----–- ა--–--ის ჩვენებით, მისი როლი აუდიტორული შემოწმების მხოლოდ ჯ------– თ---------ის დავალების საფუძველზე დოკუმენტების მოძიებით შემოიფარგლა. თვითონ 2012 წლის ზაფხულში, თ---------ესთან ერთად გავიდა კორტების დასათვალიე-რებლად და როგორც შპს „გ---–---------“-ს წარმომადგენლებმა განუმარტეს, მოედანი ზამთრის ყინვისგან დაზიანდა და ხელახლა გახდა გასაკეთებელი.
ამდენად, მოწმე ე-----–- ა--–--ემ მხოლოდ დოკუმენტები მოიძია, ხოლო 2012 წლის ზაფხულში ხელახლა რომ ჩატარდა კორტებზე სამუშაოები ძლიერი ყინვებისგან დაზია-ნების გამო, სწორედ ამაზე მიუთითებენ გამართლებულები და საქმეზე დაკითხული მოწმეების ნაწილი.
– მოწმე ს---–---- ბ---–----ემ აჩვენა, რომ მართალია მიმღები კომისიის წევრი იყო, მაგრამ არ დასწრებია კორტების მოედნის დათვალიერებას. რადგან მიღება-ჩაბარების აქტი ხელ-მოწერილი იყო კომისიის ყველა წევრის მიერ, თვითონაც მოაწერა ხელი. მოგვიანებით შეიტყო, რომ სამღებრო სამუშაოები არ შესრულებულა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებ-ლისგან შეიტყო, რომ კორტები შეიღება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ ზამთრის რთული კლიმატური პირობების გამო დაზიანდა და ხელახლა შესრულ-და სამუშაოები. როგორც ჩვენებიდან ჩანს, მოწმეს თვითონ არ უნახავს შესრულდა თუ არა სამღებრო სამუშაოები. ამის თაობაზე ინფორმაციას სხვების ნაამბობით ფლობს.
– მოწმე თ----- ა----–--ის ჩვენების მიხედვით 30 დეკემბერს, შუადღის საათებში, სამსა-ხურის ფანჯრიდან (რომელიც 150 მეტრითაა დაშორებული ჩოგბურთის კორტებს) გადა-ხედა მოედანს და იატაკი ბეტონისფერი იყო.
– მოწმე გ--- დ----ემ აჩვენა, რომ 27 დეკემბერს პირადად გავიდა მოედნის სანახავად და ნახა, რომ იატაკი არ იყო შეღებილი. ზემოდან ცემენტის ტომრები და სამშენებლო ნარჩე-ნები ეყარა, რომ არ გაყინულიყო.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობა-ზე, რომ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ო--------- ბ-----ის, გ-- გ-------ისა და დ----- დ--------- ბრალეულობა და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ, ურთიერთშეთან-ხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს.
ამავე დროს საქმეზე დაკითხული მოწმეების ნაწილი კატეგორიულად ადასტურებენ, რომ 2011 წლის 30 დეკემბრისათვის ჩ---------------------- მოედანი შეღებილი იყო და სამუშაო იყო დასრულებული. კერძოდ, მოწმეები თ----- ნ---–--ე, გ--- ბ-------ე, ვ-–- დ-------ე, გ---–---- წ-----–--ე, უ–---- ა------ე, რ----–-- დ-------ე, ა-----– დ----ე, ჯ------- ბეჟა-ნიძე, რ----- ბ-----ე, ო----- დ-------ე განმარტავენ, რომ შპს „გ---–---------“-ს მიერ ხელ-შეკრულებით ნაკისრი სამუშაოები შესრულდა დათქმულ ვადაში. მოედანი შეიღება, თუმ-ცა ძლიერი ყინვისგან დაზიანდა და შემდგომში, რამდენჯერმე მოხდა მისი ხელახლა შე-ღებვა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოწმის სახით დაკითხულ ო----- დ--------- – შპს „გ---–---------“-ს დირექტორის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის 30 იანვარს სამუშაო დაასრულე შპს-მ. მათ შორის დაასრულა ბეტონის საფარის სამღებრო სამუშაოც. მაგრამ სპეციალური საღებავის ნაცვლად, ჩვეულებრივი საღებავით, რადგან თურქულმა ფირმამ ძვირადღირებული საღებავის შესაძენად მიცემული შეკვეთა დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა. როდესაც მიაწოდეს საღებავი, დათბა და შეიქმნა ასეთი სპეციფიკური საღებავის გამოყენების პირობები, მოედანი ხელახლა შეიღება. ამის თაობა-ზე ინფორმაცია არავისთვის მიუწოდებია.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მიმღები კომისიის წევრებს არ ეკისრებოდათ მოვა-ლეობა დასწრებოდნენ სამუშაოთა წარმოებას და შეემოწმებინათ ჩატარებული სამუშაოს ხარისხი, ნახეს რა შეღებილი მოედანი, სრული საფუძველი ჰქონდათ შპს „გ---–---------“-ს მიერ წარმოებული სამუშაოები დასრულებულად მიეჩნიათ და გაეფორმებინათ მიღება-ჩაბარების აქტი.
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასა-მართლოს განაჩენის მოტივაციას ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 აპრილის №--------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვ-ნის შეფასების ნაწილში, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, ბრალდებულების ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. აგრეთვე სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გამართლებულები მოქმედებდნენ რაიმე პირა-დი მოტივით შპს „გ---–---------“-სთან მიმართებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი სახელმწფიო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამო-ტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-82 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმე-ბულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ო--------- ბ-----ის, გ-- გ-------ისა და დ----- დ--------- დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენი ო--------- ბ-----ის, დ----- დ---------ა და გ-- გ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ო--------- ბ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ო--------- ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ლ--- ბ-----ის (პ/ნ 6-----------), ლ---- ბ-----ის (პ/ნ 6----------) და მ----- ბ-----ის (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-----------------------–--------------- (ზონა - ქედა 21, სექტორი - ცხმო-რისი 08, კვარტალი - 31 სოფ. გ-----------ი, ნაკვეთი - 141, საკადასტრო კოდი №------------) – 1000 (ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
დ----- დ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარდ-გენილ ბრალდებებში.
დ----- დ--------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ბ---- დ--------- (პ/ნ 6----------), გ------ დ-------ის (პ/ნ 6----------), დ----- დ--------- (პ/ნ 6----------), მ------ დ--------- (პ/ნ 6----------) და შ------- კ-------ის (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-----------------------–------–--- (ჭ------- ტერიტორია), (ზონა - ქედა 21, სექ-ტორი - დაბა ქედა 03, კვარტალი - 34, ნაკვეთი - 051, საკადასტრო კოდი №------------) – 1000 (ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გ-- გ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
გ-- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნ-ველყოფის მიზნით ტ------– გ-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ----------------------------------------–----------- (ზონა - ქ-----------------------------------------------–----------------------, საკადასტრო კოდი №------------) – 1000 (ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულები-დან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულებს – ო--------- ბ-----ეს, გ-- გ-------ეს, დ----- დ-------ეს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe