განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002885490
საქმე №1/ბ-701-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------------–---–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ--–---------------------–------–----–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენით:
მ--------------–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02(ორი) წელი.
მ--------------–---–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რასაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში.
მ--------------–---–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აგვისტოს, შსს თელავის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხვისას, ცრუ დასმენის შესახებ, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილების შემდეგ, მ--------------–---–-–---–მა განახორციელა ბ---------------–---–ის ცრუ დასმენა და განაცხადა, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ თ--–--–-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „--------–ი“ ბ---------------–---–მა, მის მფლობელობაში ა--------–-------- მარკის, სახელმწიფო ნომრით X--------- ავტომანქანაში სცადა მ---------------–---–-–---–ის გაუპატიურება ძალადობით. მ--------------–---–-–---–ის ჩვენებისა და საქმის მასალების ერთობლიობით, ბიძინა ბადურაშვილს წარედგინა ბრალი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბ---------------–---–ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას, 2018 წლის 03 დეკემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ---------------–---–-–---–ი, რა დროსაც მან უარყო ბ---------------–---–ის მიერ მისი გაუპატიურების მცდელობის ფაქტი და განაცხადა, რომ გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენება იყო ტყუილი. აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 19 თებერვალს, ბ---------------–---–ი გამართლდა წარდენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მ--------------–---–-–---–ისათვის განსაზღვრული სასჯელი არის შეუსაბამოდ მსუბუქი, რადგან ის არ არის საკმარისი დანაშაულის პრევენციისათვის და საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ--------------–---–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ--------------–---–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ბ---------------–---–ის ჩვენებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის გამკაცრების საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი მ--------------–---–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი მ--------------–---–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ--------------–---–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
მ--------------–---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მ---------------–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 12
თებერვლიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
ნივთიერი მტკიცებულება - სხდომის ოქმის ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, ერთ კონვერტად და 2----–-–---------------------------------- აუდიოჩანაწერი, ერთ ცალ CD დისკზე, დალუქული ერთ ფუთად, ლუქის ბეჭდით 3--- (გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) , შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი
წესებულებაში) , შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილიდაწესებულებაში) , შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი