განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001416970
საქმე №1/ბ-394-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ-----– ქ------–--ის
ადვოკატის _ მ-------- ზ----ის
მსჯავრდებულის _ ბ------ ბ---–----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ ო-–--- მ------–-ილის და მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ზ----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ბ------ ბ---–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–--------–---–---–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენით:
ბ------ ბ---–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ------ ბ---–----ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2016 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ის მიმართ 2016 წლის 16 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 აპრილის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას გ-----ი ბ---–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ--------–--------–---–---–------------–--------------------------–------------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------) 20 000 /ოცი ათასი/ ლარის წილს.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· ბ------ ბ---–----ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერის ერთი ცალი CD- R დისკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.
· შპს ,, მ---------ის’’ N4---- წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N4----, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.
· შპს ,, მ---------ის’’ N4---- წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N4----, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.
· შპს ,, მ--------–ის’’ N3---- წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N3----, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ ბ---–----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ------ ბ---–----ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მუშაობდა 1999 წლის 01 მარტიდან 2015 წლის 21 ნოემბრამდე. 2012 წლის 25 მაისიდან 2015 წლის 20 ივლისამდე მუშაობდა შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე.
ბ------ ბ---–----ემ 2015 წლის თებერვლისა და მარტის თვეში განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მისი კოლეგის, ი-----–ი ბ-----ის კუთვნილ ფულად თანხას. მისთვის ცნობილი იყო, რომ 2014 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში ი-----–ი ბ-----ემ, ქ.ბათუმში მოქმედი შპს მ---- ,--------–-დან’’ სესხის სახით გამოიტანა 1750 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად შპს მ---- ,--------–ში’’ დააგირავა თავისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ოქროს სამკაულები.
2015 წლის თებერვლის თვეში ი-----–ი ბ-----ემ გადაწყვიტა შპს მ---- ,--------–ში’’ დაეფარა თავისი სასესხო დავალიანება და უკან დაებრუნებინა დაგირავებული ოქროს სამკაულები. ამავე პერიოდში ი-----–ი ბ-----ეს ბ------ ბ---–----ემ შესთავაზა, რომ ლომბარდში შესატანი თანხა გადაეცა მისთვის და იგი ხსენებულ ლომბარდში მომუშავე ნაცნობი პირების დახმარებით შეძლებდა დაგირავებული ოქროს სამკაულების გამოტანას შეღავათიან ფასებში, ანუ 1 აშშ დოლარის კონვერტაციას მოახდენდა 2 ლარად, მაშინ, როდესაც იმ დროისათვის 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში იყო ორ ლარზე მეტი და თავად ბ------ ბ---–----ე გადაიხდიდა ი-----–ი ბ-----ის სასესხო დავალიანებას. ი-----–ი ბ-----ეს, გამომდინარე იქედან, რომ ბ------ ბ---–----ეს ენდობოდა, მოეწონა შეთავაზებული წინადადება და ბ------ ბ---–----ეს გადასცა 2800 ლარი შპს მ---- ,--------–ში’’ შესატანად. ბ------ ბ---–----ემ ისარგებლა ი-----–ი ბ-----ის ნდობით, არ გადაიხადა ი-----–ი ბ-----ის სახელზე არსებული დავალიანება და თანხა მიისაკუთრა. აღნიშნული შემთხვევიდან დაახლოებით ერთ თვეში, ბ------ ბ---–----ემ კვლავ მოატყუა ი-----–ი ბ-----ე და დამატებით გამოართვა 1500 ლარი, იმ მოტივით, რომ, თითქოს, ის გადაფარავდა დედამისის სახელზე ბანკში არსებულ ძველ კრედიტს, რის სანაცვლოდაც აიღებდა ახალ კრედიტს და ი-----–ი ბ-----ეს დაუბრუნებდა კუთვნილ 4300 ლარს. ბ------ ბ---–----ემ არ შეასრულა დანაპირები, კვლავ ისარგებლა ი-----–ი ბ-----ის ნდობით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ, მთლიანობაში 4300 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორმა ო-–--- მ------–-ილმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ------ ბ---–----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ ბ------ ბ---–----ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალიზებას.
მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------- ზ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. აღნიშნული საქმე პოლიციისა და პროკურატურის გამომძიებლების მიერ იქნა ხელოვნურად „შეკერილი“, მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება, რაც უტყუარად დადასტურდა მოწმეთა დაკითხვისას. სასამართლომ განაჩენში ობიექტურად და სწორად არ შეაფასა დაზარალებულ ი-----–ი ბ-----ის, საქმის ძირითადი მოწმის _ ე------ გ-------ის და სხვათა ჩვენებები, სრულად უგულებელყო გამამართლებელი ფაქტები და შედეგად უდანაშაულო პირის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. ბ------ ბ---–----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია თაღლითობას და როგორც დაზარალებული ი-----–ი ბ-----ე, ასევე მოწმე ე------ გ-------ე ცრუობენ. დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ე------ გ-------ე იმ პერიოდში თავის მეგობრებთან _ ბ---- ფ----------ესთან, მ--–---- შ---–---–თან, გ------- გ--------ესთან და სხვებთან ერთად სასწავლებლად იყო მივლინებული პოლიციის აკადემიაში, გადამზადების კურსებზე და საერთოდ არ იმყოფებოდა აჭარის რეგიონში. ბრალდებულის შუამდგომლობით ამოღებული იქნა ე------ გ-------ის და ი-----–ი ბ-----ის სატელეფონო ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, დროისა და ადგილმდებარეობის (მომსახურე ანძების) ჩვენებით, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ დაზარალებულის მიერ თავის განცხადებასა და გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში აღნიშნული ფაქტი, თითქოს, მან ე------ გ-------ის თანდასწრებით, სესხის მიღებიდან დაახლოებით 10 დღეში გადასცა ფული ბ------ ბ---–----ეს შპს ,--------–თან“, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან იმ დროისათვის ე------ გ-------ე არათუ ქ.ბათუმში, არამედ აჭარის რეგიონშიც კი არ იმყოფებოდა. ვინაიდან, ამ უტყუარ მტკიცებულებებთან მიმართებით დაზარალებულ ი-----–ი ბ-----ის და მოწმე ე------ გ-------ის ჩვენებები წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი იყო, გამოძიებამ „გამოსავალი“ გამონახა და კიდევ ერთხელ გამოკითხა ისინი, რა დროსაც ჩამოაყალიბებინა ახალი ცრუ ვერსია, თითქოს, ფულის გადაცემა მოხდა სესხის მიღებიდან არა 10 დღეში, არამედ 18 დღეში, ანუ მაშინ, როდესაც ე------ გ-------ე ქ.ბათუმში იმყოფებოდა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მოითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ ო-–--- მ------–-ილის და მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ზ----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენი ბ------ ბ---–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ბ------ ბ---–----ის გამართლების თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ------ ბ---–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულ ი-----–ი ბ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობდა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, სადაც გაიცნო თანამშრომელი ბ------ ბ---–----ე და მასთან ჩამოუყალიბდა ახლო ურთიერთობა. ამ უკანასკნელისთვის ცნობილი იყო, რომ მას ლომბარდ „-------–იდან“ გამოტანილი ჰქონდა სესხი 1750 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფის მიზნით ჩაბარებული ჰქონდა თავისი ოჯახის კუთვნილი ოქროს სამკაულები. ბ------ ბ---–----ემ ასევე იცოდა, რომ ფინანსური პრობლემების გამო სს „-–--------------დან“ ზ------ო ა-------–--ის სახელზე გამოიტანა სესხი, რომლის ნაწილი ესაჭიროებოდა პირადი ვალებისთვის, ხოლო ნაწილი ლომბარდიდან ოქროს სამკაულების გამოსატანად. მან სთხოვა ბ------ ბ---–----ეს, სამსახურებრივი ავტომანქანით გაჰყოლოდა დოლარის შესაძენად, რადგან სურდა ლომბარდში სესხის დაფარვა და ოქროს სამკაულების გამოტანა. როდესაც მივიდნენ ქ.ბათუმში, ჭ-----------------ს დასაწყისში, ბ------მ უთხრა, რომ ლომბარდ „-------–ში“ ჰყავდა ნაცნობი, რომელიც დაეხმარებოდა ოქროს ნივთების შეღავათიანი პირობებით გამოტანაში. კერძოდ, აუხსნა, რომ 1 დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო 2 ლარზე მეტი, ხოლო ის შეძლებდა 1 დოლარის 2 ლარად კონვერტაციას, რაც მისთვის მისაღები იყო, რადგან ფინანსური პრობლემები ჰქონდა და 100 ლარსაც მნიშვნელობა ჰქონდა, თან ენდობოდა ბ------ ბ---–----ეს და ვერ წარმოიდგენდა, რომ მოატყუებდა. ამის შემდეგ მივიდნენ ქ.ბათუმში, ფ----------------------–- მდებარე ლომბარდ „-------–ში“, რა დროსაც იქნებოდა 17:00-დან 18:00 საათამდე პერიოდი, მაგრამ, როგორც ლომბარდის თანამშრომელმა უთხრათ, იმ დღეს ვერ მოასწრებდნენ თანხის შეტანას და მეორე დღეს მისულიყვნენ, რის გამოც წამოვიდნენ იქედან. მეორე დღეს დაურეკა მეგობარს _ ე------ გ-------ეს, რომელსაც სთხოვა თავისი მანქანით მიეკითხა სამსახურთან და ბ------ ბ---–----ესთან ერთად ლომბარდ „-------–ში“ წაეყვანა. იმავე დღეს ის, ბ------ ბ---–----ე და ე------ გ-------ე ამ უკანასკნელის მანქანით მივიდნენ ლომბარდში. სანამ შიგნით შევიდოდნენ, ბ------ ბ---–----ეს დაუთვალა და გადასცა 2800 ლარი, რაც მან ჯიბეში ჩაიდო. ლომბარდში შესვლისას ბ------მ იკითხა ვიღაც პირი, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს. იქ მომუშავე გოგონამ უთხრათ, რომ მაღლა ასულიყვნენ და დალოდებოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბ------ ბ---–----ემ პირადობის მოწმობა გამოართვა და მარტო შევიდა ერთ-ერთ ოთახში, საიდანაც რამდენიმე წუთში გამოვიდა და უთხრა, რომ წასულიყვნენ. ლომბარდიდან გამოსვლის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ, რა დროსაც ბ------ ბ---–----ემ განუცხადა, რომ თანხა გადაიხადა და რაღაც ქვითარი მისცა, რომელიც გამოართვა და ე------ გ-------ის მანქანის წინა სათავსოში, მაგნიტოფონის ქვემოთ დადო, მაგრამ შემდეგ ეს ქვითარი ვეღარ იპოვა. ოქროს სამკაულების გამოსატანად მას თანხის ნაწილი აკლდებოდა, რაზედაც ბ------ ბ---–----ემ უთხრა, რომ ამაშიც დაეხმარებოდა და პრობლემა არ იქნებოდა, როცა მივიდოდა, მიეტანა დანარჩენი თანხა და გამოიტანდა ოქროს ნივთებს. რამდენიმე დღეში თავისი ბიძისგან _ ჯ--- ყ--------გან ისესხა 400 აშშ დოლარი და წავიდა ლომბარდში ოქროს გამოსატანად. როდესაც თანამშრომელს მიაწოდა პირადობის მოწმობა, უთხრეს რომ მის სახელზე არანაირი თანხა არ იყო გადახდილი. ამის შემდეგ ცდილობდა ბ------ ბ---–----ესთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ იგი არ პასუხობდა. რამდენიმე დღეში თანამშრომლის ტელეფონით მოახერხა მასთან დაკავშირება და შეხვდა ქ.ბათუმში, ბ----------------------, რა დროსაც ბ------მ უთხრა, რომ იცოდა რაზეც იყო მისული და მეგობრულად უნდა გაეგო მისთვის. ასევე მოუყვა, რომ გენერალურ ინსპექციაში შეექმნა რაღაც პრობლემები, ისეთი ადამიანის ვალი ჰქონდა, რომ აუცილებლად უნდა გადაეხადა თანხა, თორემ შეიძლებოდა დაეპატიმრებინათ. ამასთან, დაჰპირდა, რომ თანხას სრულად, პროცენტით გადაუხდიდა 15 დღეში. ამ შეხვედრიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ მოიკითხა ბ------სთან თანხის დაბრუნების საკითხი, რა დროსაც მან კვლავ თხოვა, რომ გაეგო მისთვის, აუხსნა, რომ დედამისის სახელზე ჰქონდა გამოტანილი ბანკიდან კრედიტი და თანხის დასაფარად ესაჭიროებოდა 1500 ლარი, რის შემდეგაც გამოიტანდა ერთობლივად სესხს და ორივეს პრობლემებს მოაგვარებდა. ვინაიდან, თავად ეს თანხა არ ჰქონდა, 1000 ლარი მამამისს გამოართვა, ხოლო 500 ლარი თავისი მეგობრისგან _ რ---–---- ც-–--–--ისგან ისესხა და აღნიშნული თანხა, რ---–---- ც-–--–--ის თანდასწრებით, თბილისის მოედანზე გადასცა ბ------ ბ---–----ეს. მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი მაინც აჭიანურებდა თანხის გადახდას, ამბობდა, რომ, თითქოს, ბანკი აფერხებდა კრედიტის გაცემას. ბ------ს ასეთმა ქცევამ უკვე დააეჭვა. ამის შემდეგ იგი ტელეფონზეც აღარ პასუხობდა და 10 დღე სამსახურშიც აღარ ცხადდებოდა. სახლშიც აკითხავდა, მაგრამ ვერანაირად ვერ დაუკავშირდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ბ------ ბ---–----ემ უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდა და თანხას როცა მოიძიებდა, მაშინ დაუბრუნებდა. ამ ქმედებით ბ------მ 4300 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას, რის გამოც გადაწყვიტა განცხადებით მიემართა პოლიციისათვის. დაზარალებულის განმარტებით, ბ------ ბ---–----ემ იცოდა, რომ იგი ენდობოდა მას და სწორედ ამ ნდობამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე.
მოწმე ე------ გ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ესთან აქვს კარგი ურთიერთობა, ისინი ერთი სოფლიდან და პოლიციაშიც ერთად მუშაობენ. ბ------ ბ---–----ეც პოლიციელი იყო და მასთანაც კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. 2015 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში დაურეკა ი-----–ი ბ-----ემ და უთხრა, რომ მისულიყო მასთან სამსახურში _ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--აში. იმ პერიოდში თვითონ ძირითადად ქ.თბილისში, პოლიციის აკადემიაში იმყოფებოდა მივლინებით, მაგრამ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა სახლში. როდესაც ი-----–იმ დაურეკა, იმ დროს ქ.ბათუმში იყო და რამდენიმე წუთში მიაკითხა მას პ---–-–-------------------–--აში, სადაც ი-----–ი ბ-----ე და მისი თანამშრომელი ბ------ ბ---–----ე დახვდნენ ერთად, რომლებმაც ფ---------------- ქუჩაზე მდებარე ლომბარდ „-------–ში“ გაყვანა თხოვეს. ისინი თავისი მანქანით წაიყვანა აღნიშნულ მისამართზე. ი-----–ი ბ-----ე და ბ------ ბ---–----ე ერთმანეთში თანხის მიცემასთან და ოქროს ნივთებთან დაკავშირებით საუბრობდნენ. როგორც ახსოვს, ი-----–ი ბ-----ემ 2800 ლარი მისცა ბ------ს. მათ კიდევ რაღაც საბუთთან დაკავშირებით ჰქონდათ საუბარი. ლომბარდიდან წამოსულმა ორივენი თბილისის მოედანთან დატოვა და თვითონ სახლში წავიდა. როცა აკადემიიდან დაბრუნდა, ი-----–ი ბ-----ემ დეტალურად მოუყვა, რომ მას დალომბარდებული ჰქონდა ოჯახის კუთვნილი ოქროს ნივთები და ბ------ ბ---–----ე შეჰპირდა, რომ გარკვეული შეღავათით გამოუტანდა აღნიშნულ ნივთებს, რისთვისაც გამოართვა 2800 ლარი, მაგრამ ოქრო არ გამოუტანა და ყალბი საბუთი მისცა.
მოწმე ე------ გ-------ემ განმარტა, რომ იგი პირადად ესწრებოდა იმ მომენტს, როცა ი-----–ი ბ-----ემ ბ------ ბ---–----ეს ქ.ბათუმში, ფ---------------- ქუჩაზე, „-------–ის“ წინ გადასცა თანხა 2800 ლარის ოდენობით, რომელიც იყო 50 და 100 ლარიანი კუპიურების სახით. ბ------ ბ---–----ე და ი-----–ი ბ-----ე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში იყვნენ „-------–ის“ შენობაში, თვითონ კი მანქანაში ელოდებოდა მათ. როცა ლომბარდიდან გამოვიდნენ, ბ------ ბ---–----ემ რაღაც დოკუმენტი გადასცა ი-----–ი ბ-----ეს. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით შემდეგ დაურეკა ი-----–იმ და უთხრა, რომ მის მანქანაში ჰქონდა დატოვებული და ესაჭიროებოდა, რაზედაც უპასუხა, რომ მამამისთან მისულიყო, რომელიც მისცემდა მანქანის გასაღებს და დაეთვალიერებინა.
მოწმე ზ------ო ა-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ე მისი თანასოფლელი და ახლო მეგობარია. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ი-----–იმ უთხრა, რომ ლომბარდიდან ოქროს სამკაულების გამოსატანად კრედიტის აღება უნდოდა. ვინაიდან, ი-----–ის უკვე გამოტანილი ჰქონდა კრედიტი, თან თვითონაც ესაჭიროებოდა თანხა, შეთანხმდნენ, რომ მის სახელზე გამოეტანათ და ორივეს ესარგებლათ. ამის შემდეგ სს "-–--------------დან“ სესხის სახით გამოიტანა 14 000 ლარი და თანხა მან და ი-----–იმ გაინაწილეს, კერძოდ, ი-----–ის 7500 ლარი გადასცა, ხოლო თვითონ 6500 ლარი დაიტოვა. როგორც შემდგომ ი-----–ისგან შეიტყო, მის მიერ გადაცემული თანხით ლომბარდიდან ოქროს სამკაულები ვერ გამოიტანა, ვინაიდან, თანხა სხვას გადასცა, რათა გარკვეული შეღავათით ესარგებლა, მაგრამ მას ეს თანხა ლომბარდში არ შეუტანია.
მოწმე ჯ------– ყ-------- ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ე არის მისი მეუღლის დისშვილი. 2015 წლის თებერვლის თვეში ი-----–ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ 400 დოლარი სჭირდებოდა, რადგან ლომბარდში ჰქონდა დაგირავებული მეუღლის და მეზობლის ოქროს ნივთები, რომლებიც უნდა გამოეტანა. მან ასესხა ი-----–ის მოთხოვნილი თანხა. შემდგომ ამ უკანასკნელის მამისგან _ თ----- ბ-----ისგან გაიგო, რომ ი-----–ის თავისი თანამშრომლისთვის მიუცია თანხა ოქროულობის გამოსატანად, რომელსაც ეს თანხა ლომბარდში არ შეუტანია და თვითონ მიუთვისებია.
მოწმის სახით დაკითხული თ----- ბ-----ის (დაზარალებულ ი-----–ი ბ-----ის მამის) ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს მისი შვილი ი-----–ი ბ-----ე და მეზობელი ზ------ო ა-------–--ე შეთანხმდნენ, ერთობლივად გამოეტანათ სესხი ბანკიდან. ამ შეთანხმების შესაბამისად, ზ------ო ა-------–--ემ თავისი სახელით გამოიტანა „-–--------------დან“ სესხი და თანხის ნაწილი მისცა ი-----–ის, რომელსაც აღნიშნული თანხა უნდოდა ლომბარდიდან დაგირავებული ოქროს ნივთების გამოსატანად და ოჯახური საჭიროებისათვის. ზ------ო ა-------–--ესთან ერთად გამოტანილი სესხიდან ი-----–იმ მას მისცა 2000 ლარი, საიდანაც 1600 ლარი შეიტანა „------------ს“ ხ---–--ს ფილიალში, ხოლო დანარჩენი 400 ლარი ოჯახური საჭიროებისათვის მოიხმარა. სესხის გამოტანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მასთან სოფელში ავიდა ი-----–ი ბ-----ე და 1000 ლარი გამოართვა. როგორც შემდგომ ი-----–იმ მოუყვა, „-–--------------დან“ გამოტანილი სესხიდან 2800 ლარი გადაუცია თავისი თანამშრომლისთვის _ ბ------ ბ---–----ისთვის, რომელსაც უნდა დაეფარა მისი დავალიანება ლომბარდში, მაგრამ მოუტყუებია და თანხა არ შეუტანია. ის 1000 ლარიც, რომელიც ი-----–იმ მას გამოართვა, ბ------ ბ---–----ისთვის მიუცია და მთლიანი თანხა ამ უკანასკნელს მიუთვისებია.
მოწმე რ---–---- ც-–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ე მისი ბავშვობის მეგობარია. 2015 წლის მარტის თვეში ი-----–იმ სთხოვა 1500 ლარი ესესხებინა მისთვის, რაზედაც უპასუხა, რომ ამ ოდენობით თანხის მოძიების შესაძლებლობა არ ჰქონდა და სესხად 500 ლარს მისცემდა. როგორც ი-----–ისგან იცოდა, ეს თანხა სჭირდებოდა თავისი თანამშრომლისთვის, რომელსაც ბანკში უნდა გადაეფარა სესხი და შემდეგ უკან დაუბრუნებდა. თანხა ქ.ბათუმში, თბილისის მოედანთან გადასცა ი-----–ი ბ-----ეს, რომელსაც თან ახლდა ბ------ ბ---–----ე. ეს უკანასკნელი პირველად იქ გაიცნო. მან ი-----–ი ბ-----ეს მისცა შეპირებული 500 ლარი, რაზეც ი-----–იმ 1000 ლარი დაამატა და ბ------ს გადასცა 1500 ლარი. ისინი საუბრობდნენ, რომ ამ თანხით ბ------ ბ---–----ეს უნდა დაეფარა სესხი და შემდეგ უნდა გამოეტანა ახალი სესხი. რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდა ი-----–ი ბ-----ეს და ჰკითხა რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც მან მოუყვა, რომ ბ------ს მისთვის გამოურთმევია 2800 ლარი, რომელიც ლომბარდში უნდა გადაეხადა და მისი ოქროს ნივთები გამოეტანა, მაგრამ მოუტყუებია. შემდეგ იმისათვის, რომ ეს თანხა დაებრუნებინა, კიდევ უსესხებია მისგან 1500 ლარი, იმ პირობით, რომ ამ თანხით თავის კრედიტს გადაფარავდა, ახალ კრედიტს გამოიტანდა და მთლიან თანხას ერთად დაუბრუნებდა. მოწმე რ---–---- ც-–--–--ის განმარტებით, ის და ი-----–ი ბ-----ე რამდენჯერმე შეხვდნენ ბ------ ბ---–----ეს, რომელსაც ი-----–ი ფულის დაბრუნებას თხოვდა. ბ------ მას ჰპირდებოდა, რომ პრობლემებს მოაგვარებდა და მისცემდა თავის კუთვნილ თანხას.
მოწმე მ------- ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ე მისი მეგობარია, რომელმაც გააცნო თავისი თანამშრომელი ბ------ ბ---–----ე. 2015 წელს ი-----–ი ბ-----ემ მოუყვა, რომ ოქროს ნივთები ჰქონდა დაგირავებული ლომბარდში და პრობლემები შეექმნა გამოტანასთან დაკავშირებით. მას ბ------ ბ---–----ე შეჰპირებია, რომ ნაცნობები ჰყავდა ლომბარდში და დაეხმარებოდა ოქროს გამოტანაში. ამ მიზნით ი-----–ის ბ------ს ბ---–----ისთვის გადაუცია გარკვეული რაოდენობის თანხა, მაგრამ ბ------ს მოუტყუებია, არც ოქრო გამოუტანია და არც თანხა დაუბრუნებია. მოწმე მ------- ქ-------ის განმარტებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში, ის, ჯ--- ბ-----ე და ი-----–ი ბ-----ე, ქ.ბათუმში, ბ---------------------- შეხვდნენ ბ------ ბ---–----ეს, რომელმაც ი-----–ის უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდა, იმ დღეებში ელოდებოდა რაღაც საქმის დასრულებას და შემდეგ დაუბრუნებდა თანხას.
მოწმე ჯ------– ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ე იყო მისი კლასელი, რომლის მეშვეობითაც გაიცნო ბ------ ბ---–----ე. მისთვის ი-----–ისგან გახდა ცნობილი, რომ მას ლომბარდში ჰქონია დაგირავებული ოქროს ნივთები და ბ------ ბ---–----ე შეჰპირებია, რომ ლომბარდში მომუშავე ახლობლის მეშვეობით დაეხმარებოდა ოქროულობის გამოტანაში. ბ------ს ი-----–ისთვის გამოურთმევია ფული, მაგრამ ოქროს გამოტანაში არ დახმარებია. იგი ჰპირდებოდა, რომ თურქეთიდან ელოდებოდა თანხას და დაუბრუნებდა თავის ფულს. მოწმე ჯ------– ბ-----ის განმარტებით, ის რამდენჯერმე შეხვდა ბ------ ბ---–----ეს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც ი-----–იმ თანხის დაბრუნება მოსთხოვა ბ------ს, მან უპასუხა, რომ პრობლემების გამო ვერ უბრუნებდა.
დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის:
_კრედიტისა და გირავნობის N1--- ხელშეკრულებით, რომლითაც დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ემ, 2014 წლის 02 ივლისს, შპს მ---- „-------–ში“ აიღო პროცენტიანი სესხი 250 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად დააგირავა ოქროს ბეჭედი.
_კრედიტისა და გირავნობის N1---------- ხელშეკრულებით, რომლითაც დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ემ, 2014 წლის 05 ნოემბერს, შპს მ---- „-------–ში“ აიღო პროცენტიანი სესხი 1239.01 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად დააგირავა შემდეგი ოქროს ნივთები: სამაჯური, თვლიანი საყურე, თვლიანი ბეჭედი, სამეული და საქორწინო ბეჭედი.
_კრედიტისა და გირავნობის N1---------- ხელშეკრულებით, რომლითაც დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ემ, 2014 წლის 05 დეკემბერს, შპს მ---- „-------–ში“ აიღო პროცენტიანი სესხი 575.1 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად დააგირავა ოქროს ძეწკვი.
_შპს მ---- ,--------–-ს’’ დირექტორის მიერ 2016 წლის 11 აპრილს გაცემული ცნობით, რომლითაც დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ის სახელზე შპს მ---- „-------–ის“ ბათუმის N----------- სერვისცენტრებში ფიქსირდება სულ ოთხი სესხი, აქედან სამი დახურული და ერთი აქტიური, კერძოდ: 1)ძირი თანხა 570 დოლარი, გაცემული 2014 წლის 11 ივლისს, დაფარულია სრულად 2014 წლის 30 ოქტომბერს (აღნიშნული ხელშეკრულება ვერ ინახა); 2)ძირი თანხა 250 დოლარი, გაცემული 2014 წლის 02 ივლისს, დაფარულია სრულად 2014 წლის 30 ოქტომბერს; 3)ძირი თანხა 1200 დოლარი, გაცემული 2014 წლის 05 ნოემბერს, 2016 წლის 11 აპრილის მდგომარეობით სესხი აქტიურია; 4)ძირი თანხა 550 დოლარი, გაცემული 2014 წლის 05 დეკემბერს, დაფარულია სრულად 2016 წლის 03 აპრილს.
_საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულებით, რომლითაც დადგენილია, რომ ზ------ო ა-------–--ემ 2015 წლის 12 თებერვალს, სს „-–-------------ში“ აიღო კრედიტი 14 000 ლარის ოდენობით.
_სს „-–-------------ში“ არსებული ზ------ო ა-------–--ის მიმდინარე ანგარიშიდან ამონაწერით, რომლითაც დადგენილია, რომ სესხის გაცემის საკომისიოს გამოკლებით, ზ------ო ა-------–--ის მიერ 2015 წლის 13 თებერვალს, სს „-–--------------ს“ ანგარშიდან სესხის სახით გატანილი იქნა 13 720 ლარი.
ბრალდებულმა ბ------ ბ---–----ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აჩვენა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიციის ორგანოებში გამომძიებლად. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პ---–-–--------------------–--აში მუშაობის პერიოდში გაიცნო თანამშრომელი ი-----–ი ბ-----ე, რომელსაც დაუმეგობრდა. 2015 წლის თებერვლის თვეში აპირებდა ავტომანქანის შეძენას, მაგრამ საკმარისი თანხა არ ჰქონდა, რის გამოც ი-----–ი ბ-----ემ უთხრა, რომ მეგობრისთვის ჰქონდა მიცემული ფული და თუ დაუბრუნებდა, ასესხებდა გარკვეული დროით. 22 თებერვალს, სამსახურის დასრულების შემდეგ, ი-----–იმ თავისი მანქანით მიაკითხა სახლში და წავიდნენ იუსტიციის სახლთან, სადაც ი-----–ის მისთვის უცნობმა გოგომ გადასცა 2 000 ლარი. აღნიშნული თანხა მისცა ავტომანქანის მეპატრონეს, ხოლო დანარჩენი ორი თვის შემდეგ უნდა გადაეხადა. 23 თებერვალს ი-----–იმ კიდევ 300 ლარი მისცა და მისი დაბადების დღის აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად წავიდნენ რესტორან ,------------ში’’. მარტის თვის 5-6 რიცხვში დაურეკა მანქანის მეპატრონემ და უთხრა, რომ 500 ლარი სჭირდებოდა, რაშიც ი-----–ი დაეხმარა. 20 მარტს კი მან თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა. იგი დაჰპირდა ი-----–ის, რომ სახელფასო თანხა დაერიცხებოდა დამატებით თანხასთან ერთად და დაუბრუნებდა. 2015 წლის 24 მარტს ბანკომატიდან მოხსნა 800 ლარი და მისცა ი-----–ი ბ-----ეს, რომელსაც ამ დროს მისი მეგობარი ბიჭი ახლდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან კვლავ მოითხოვა 2000 ლარი, რომლის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა და აღნიშნულმა გამოიწვია მათ შორის კონფლიქტი. ის ორჯერ შეხვდა ი-----–ი ბ-----ეს და ჰპირდებოდა, რომ დაუბრუნებდა ამ თანხას, მხოლოდ ზაფხულამდე მიეცა დრო, მაგრამ მას პოლიციაში დაუწერია განცხადება. ბ------ ბ---–----ის განმარტებით, ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და ი-----–ი ბ-----ის თანხას თაღლითურად არ დაუფლებია, არამედ ეს თანხა თვითონ ი-----–იმ მისცა სესხის სახით. სულ მისგან ისესხა 2800 ლარი, საიდანაც 800 ლარი უკან დაუბრუნა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბ------ ბ---–----ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, მან თანხა ისესხა ი-----–ი ბ-----ისაგან, ვინაიდან, ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. ამასთან, აღნიშნული ვერსია ეწინააღმდეგება საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ი-----–ი ბ-----ემ ზ------ო ა-------–--ის მეშვეობით აიღო საბანკო კრედიტი, რათა დაეფარა შპს მ---- „-------–ში“ აღებული სესხი და გამოეტანა სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს სამკაულები, გარდა ამისა, ვინაიდან, აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი სესხის მთლიანად დასაფარად, მან თავისი ბიძისგან _ ჯ------– ყ--------გან ისესხა 400 აშშ დოლარი შპს მ---- „-------–ის“ წინაშე არსებული ვალდებულების სრულად დაფარვის მიზნით. აქედან გამომდინარე, ბრალდებულის პოზიცია იმის შესახებ, რომ ი-----–ი ბ-----ემ მას ასესხა თანხა, რომელიც, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თავად ესაჭიროებოდა დაზარალებულს ვალების დასაფარად, არასარწმუნოა და სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.
პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებული ი-----–ი ბ-----ე და მოწმე ე------ გ-------ე ცრუობენ, რის გამოც მათი ჩვენებები არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, ვინაიდან, თვლის, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებს, რომ დაზარალებული ი-----–ი ბ-----ე და მოწმე ე------ გ-------ე არიან დაინტერესებული პირები ბ------ ბ---–----ის წინააღმდეგ, რომ მათ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისა, რომ სასამართლოსათვის მიეცათ განზრახ ცრუ ჩვენებები და ბ------ ბ---–----ისთვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. აღსანიშნავია, რომ ასეთ შესაძლო მიზეზზე არც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარშია მითითებული. ამდენად, არ არსებობს არავითარი რეალური საფუძველი დასკვნისათვის, რომ მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებებად. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია მოწმე ე------ გ-------ე დასწრებოდა დაზარალებულის მიერ მითითებულ დროს ბ------ ბ---–----ისათვის თანხის გადაცემას, რადგან იმ პერიოდში მივლინებული იყო პოლიციის აკადემიაში გადამზადების კურსებზე და აჭარაში არ იმყოფებოდა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ე------ გ-------ის ქ.თბილისში, პოლიციის აკადემიაში გადამზადების კურსებზე ყოფნა არ გამორიცხავს ი-----–ი ბ-----ის მიერ ბ------ ბ---–----ისათვის თანხის გადაცემის დროს მის ქ.ბათუმში ყოფნას, ვინაიდან, დადგენილია, რომ ე------ გ-------ე პერიოდულად ჩამოდიოდა ქ.ბათუმში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რომლის დახმარებითაც ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით თვით დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
მოტყუება არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. იგი გულისხმობს მის დეზინფორმაციას და წინასწარი შეცნობით შეცდომაში შეყვანას. მოტყუების ორი სახე არსებობს: აქტიური და პასიური. აქტიური მოტყუება გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ხოლო პასიური მოტყუება გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება, რომელიც, როგორც თაღლითობის ჩადენის ხერხი, ჩვეულებრივ გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც გამოკველული სასამართლოში მტკიცებულებებით დადასტურდა, ბ------ ბ---–----ე შეჰპირდა ი-----–ი ბ-----ეს, რომ შპს მ---- ,--------–ში’’ მომუშავე ნაცნობების მეშვეობით, ვალუტის დაბალი კურსით დააფარინებდა იქ არსებულ სასესხო დავალიანებას და შეღავათიან ფასში გამოატანინებდა დაგირავებულ ოქროს სამკაულებს, რისთვისაც 2800 ლარი გამოართვა მას, თითქოსდა, შპს მ---- ,--------–ში’’ შესატანად, მაგრამ არ გადაიხადა ი-----–ი ბ-----ის სახელზე არსებული დავალიანება და მისი კუთვნილი თანხა თაღლითურად მიისაკუთრა. ამის შემდეგ, ბ------ ბ---–----ემ კვლავ მოატყუა ი-----–ი ბ-----ე და დამატებით გამოართვა 1500 ლარი, იმ პირობით, რომ, თითქოსდა, ამ თანხით გადაფარავდა დედამისის სახელზე ბანკში არსებულ ძველ კრედიტს, რის შემდეგაც აიღებდა ახალ კრედიტს და ერთიანად დაუბრუნებდა თავის კუთვნილ 4300 ლარს, თუმცა არც ეს პირობა შეასრულა და თანხა მიისაკუთრა. ბ------ ბ---–----ეს იმთავითვე ჰქონდა გაცნობიერებული ი-----–ი ბ-----ისთვის დანაპირების შესრულების შეუძლებლობა, მაგრამ ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა და მოატყუა იგი, რითაც მიაღწია დასახულ მიზანს და აღნიშნული ხერხით შეძლო მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა დაზარალებულის კუთვნილი 4300 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------ ბ---–----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ისთვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, მსჯავრდებულის პიროვნებას, რომელსაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია (მათ შორის, არ არის ნასამართლევი), თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ------ ბ---–----ისთის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რადგან სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენი ბ------ ბ---–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ ო-–--- მ------–-ილის და მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ის ინეტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ზ----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ ო-–--- მ------–-ილის და მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ზ----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენი ბ------ ბ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ბ------ ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ------ ბ---–----ეს, 2016 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.მსჯავრდებულ ბ------ ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 აპრილის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გ-----ი ბ---–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, მ--–---–---–----------–--------------------------–------------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ბ------ ბ---–----ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერის ერთი ცალი CD-R დისკი, შპს ,,მ---------ის’’ N4---- წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N4----, შპს ,,მ---------ის’’ N4---- წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N4---- და შპს ,,მ--------–ის’’ N3---- წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N3----, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/