განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002599617 (№1/ბ-759-2018 წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ ს-----ე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს-------ონ გ---–---ის ძე მ---ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, მ--–---–---–ის ქ.N75;
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ს-------ონ მ---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით; ასევე სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 0400 საათზე, ქ. ბათუმში, ჩ--------ის ქუჩა N62-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ს-------ონ მ---მა, არასრულწლოვანი შვილის, ს--- მ---ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის (ოჯახის წევრის) - ი-----–--ა ს-----ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ - მარჯვენა მხრის არეში დაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. ბათუმში, ჩ--------ის ქუჩა N62-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ს-------ონ მ---ი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ოჯახის წევრს - ზ---- ს-----ეს, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ზ---- ს-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ს-------ონ მ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 111,151 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შეს---მისად, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შეს---მისად, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ს-------ონ მ---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შეს---მისად, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-–-------რე ძ------ძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს-------ონ მ---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ი-----–--ა ს-----ის და ს--- მ---ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - რ------------------------- ს-----ის, გ---–---ი მ---ის, თ------------------------------------------------------------ ს-----ის გამოკითხვის ოქმებით; შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; 2018 წლის 25 ივლისს ს-------ონ მ---ის მიმართ შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით; ს--- მ---ის დაბადების მოწმობის ასლით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ს-------ონ მ---ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ს-------ონ მ---ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეეს---მება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–-------რე ძ------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი ს-------ონ მ---ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ს-------ონ მ---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ -ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შეს---მისად, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შეს---მისად, ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ს-------ონ მ---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შეს---მისად, ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ს-------ონ მ---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 09 ნოემბრამდე.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე