განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
050100116001574082
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100116001574082

საქმე №1/ბ-551-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2017 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ შ----------ძის

ადვოკატის _ მ-------- ნ-----იას

მსჯავრდებულის _ ნ-----–---- ხ---–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----------ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ-----–---- ხ---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------–-----–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ------–--–----------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–--–-----–----------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:

 

ნ-----–---- ხ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი; მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით L--------, რომელიც განთავსებულია შპს ”გ-------------------ის” სპეციალურ ავტოსადგომზე, უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–---- ხ---–---–მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:20 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში ნ-----–---- ხ---–---–მა, რომელიც მართავდა ”მერსედესის” მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით L--------, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის, მუხლი 33 პუნქტი 2-ის და მუხლი 33 პუნქტი 6-ის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ტ------– კ-------ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად 2016 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----------ძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ნ-----–---- ხ---–---–ის მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენება, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულ ნ-----–---- ხ---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მისი მხრიდან საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას, კერძოდ, ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვას მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილ ფ-–-- კ-------ეს, პრეტენზია გააჩნია ნ-----–---- ხ---–---–ის მიმართ. მართალია, მან გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ არ ითხოვდა მძღოლის დასჯას, მაგრამ შემდეგში შეიცვალა პოზიცია და უარი განაცხადა ბრალდებულ ნ-----–---- ხ---–---–თან შეღავათიანი პირობებით საპროცესო შეთანხმების დადებაზე. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ნ-----–---- ხ---–---–ს ზემოაღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევამდე არაერთხელ დაედო ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო, მაგრამ მიუხედავად მის მიმართ გატარებული კანონით გათვალისწინებული ზომებისა, არ გააკეთა სათანადო დასკვნები და მისი მხრიდან ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას მოჰყვა მძიმე შედეგი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა შ----------ძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ნ-----–---- ხ---–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------- ნ-----იამ ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ-–-- კ-------ის ჩვენებით; მოწმეების: ლ-–- ქ------ის და თ----- მ-------–--ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; შემთხვევის ადგილის სქემით და ფოტოცხრილით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ---–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესო ცვლილების შეტანის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ნ-----–---- ხ---–---–მა ჩაიდინა მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძებასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ არ ითხოვდა მის დასჯას და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ნ-----–---- ხ---–---–ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნის მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, რაც მან აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან. აქედან გამომდინარე, იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ნ-----–---- ხ---–---–ს არ მიუტოვებია შემთხვევის ადგილი, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ნ-----–---- ხ---–---–ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ნ-----–---- ხ---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ნ-----–---- ხ---–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ნ-----–---- ხ---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ---–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს ქ.თბილისის პრობაციის ბიუროს.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება _ ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით L--------, რომელიც განთავსებულია შპს ”გ-------------------ის” სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/