განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100118002569245
საქმე №1/ბ-609-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ფ----------- გ---–------- ძე თ----------ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ქ. ზუგდიდი, გ-------–---–-ს ქ. N23;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფ----------- თ----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. ზუგდიდში, დ----- გ-------–---–-ს ქუჩის №23-ში მცხოვრებ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ--–- კ-----–---–--სა და ფ----------- თ----------ეს შორის, ამ უკანასკნელის ეჭვიანობის საფუძველზე, 2018 წლის დასაწყისიდან შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რა დროსაც ფ----------- თ----------ემ გინების სახით რამოდენიმეჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–- კ-----–---–--ს. 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. ზუგდიდში, დ----- გ-------–---–-ს ქუჩა №23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფ----------- თ----------ემ, რომელიც სისტემატიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს - ლ--–- კ-----–---–--ს, კვლავ ეჭვიანობის საფუძველზე შეაგინა მას და ყელის არეში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ფ----------- თ----------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დ დანაშაულის ჩადენაში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ფ----------- თ----------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ლ--------–-ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი ფ. თ----------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ფ----------- თ----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც არასადაოდ იქნა მიჩნეული. 2018 წლის 18 ივნისს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზი ადასტურებს იმას, რომ არა ფ----------- თ----------ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება, ადგილი არ ექნებოდა დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის შეტყობინებას და დახმარების თხოვნას, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს დაზარალებული ლ--–- კ-----–---–-- ვერ დახვდებოდა ისეთ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში იყო. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებზე - საუბარია ოჯახურ დანაშაულზე, სასამართლო ყურადღების მიღმა დარჩა ასევე შემთხვევის ადგილზე გასული საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული ვიდეო ფირი, რაც ერთვის საქმეს და რაც წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ ჩაიდინა დანაშაული ფ----------- თ----------ემ.
გამართლებული ფ----------- თ----------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ იქნეს დაშვებული განსახილველად პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ფ----------- თ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
გამოძიების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ ფ----------- თ----------ის მიმართ 18.06.2018 წელს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია მასზედ, რომ ფ----------- თ----------ემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლ--–- კ-----–---–--ს;
დაზარალებულ ლ--–- კ-----–---–--ს გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ 13 წელია ცხოვრობს ფ----------- თ----------ესთან ერთად, ჰყავთ სამი საერთო შვილი. 2018 წლის 18 ივნისს მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, რის გამოც დარეკა 112-ში და ოპერატორს განუცხადა, რომ მეუღლის მხრიდან მის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობის ფაქტი, დაახლოებით 15 წუთში მასთან მივიდა საპატრულო ეკიპაჟი, მათ უთხრა, რომ მისმა მეუღლემ ფ----------- თ----------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ დროს იგი იყო აფექტურ მდგომარეობაში და ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, მისთვის ფ. თ----------ეს ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ფიზიკური სახის დაზიანება არ მიუღია, იმ დროს, როცა იგი მეუღლესთან კამათობდა, განერიდა იქაურობას და ჩაიკეტა სხვა ოთახში.
გამოკითხვისას ლ--–- კ-----–---–--მ დამატებით აღნიშნა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი აქვს დაახლოებით 6 თვეა ეჭვიანობის ნიადაგზე, რაც გამოიხატება მხოლოდ კამათში და მისი მეუღლის მხრიდან ლ--–- კ-----–---–--ს მისამართით გინებაში. დაზარალებულის განმარტებით, მათ კონფლიქტს არავინ შესწრებია, თავისი მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ სურს მისი დაკავება.
ფ----------- თ----------ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ ამ უკანასკნელს მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი ეჭვიანოს გამო და არ სურდა, რომ მის მეუღლეს ესარგებლა მობილური ტელეფონით, მან მხოლოდ დედის მისამართით შეაგინა მეუღლეს ლ--–- კ-----–---–--ს და არც ერთხელ მისთვის ფიზიკური შეუარცხყოფა არ მიუყენებია.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული მ-----– თ----------ის, ა. კვარაცხელიას და მ------ კ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ისინი ადასტურებენ მეუღლეებს ფ----------- თ----------ესა და ლ--–- კ-----–---–--ს შორის კონფლიქტს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების სახით, თუმცა უარყოფენ ფ----------- თ----------ის მხრიდან დაზარალებულად ცნობილი მეუღლის - ლ--–- კ-----–---–--ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ფ----------- თ----------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათ უფლება იცხოვრობ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი და ღირსება.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიტახება:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;
ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა სისტემატიური შეურაცხყოფისაგან ან/და კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი/ტანჯვა, აუცილებელია ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი, უტყუარი მტკიცებულებები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ფ----------- თ----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. გამოძიების ეტაპზე ფ. თ----------ემ უარყო მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი; დაზარალებულმა ლ. კ-----–---–--მ განმარტა, რომ მისი მეუღლე აყენებდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მისი მხრიდან არც ფიზიკურ და არც მორალურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე დადგენილია, რომ მეუღლეებს შორის არსებულ კონფლიქტს სხვა არავინ შესწრებია. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ფ. თ----------ის მხრიდან დაზარალებულად ცნობილი ლ. კ-----–---–--ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თ თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფ----------- თ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლოს მიაჩნია და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის სსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფ----------- თ----------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ფ----------- თ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლ--------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი ფ----------- თ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ფ----------- თ----------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ფ----------- თ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის №1-------- განჩინებით 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ თ------ კ-------ის (პირადი №1----------) და მ--- კ-------ის (პირადი №1----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მდებარე უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი №4-----------) 5000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ნივთიერი მტკიცებულება - -DVD დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს ამავე საქმის შენახვის ვადით;
გამართლებულ ფ----------- თ----------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე