განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
330310019002469491
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002469491

საქმე N3ბ/717-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - თ-------- ბ--------–---–ი;

წარმომადგენლები - შ------------, გ------- ნ-------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

წარმომადგენლები - შ------ა გ-------ე, ბ--- გ---–---ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - დ----- ტ------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანება, თ-------- ბ--------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- აქტი, თ-------- ბ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანება, თ-------- ბ--------–---–ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;

 

1.4. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, თ-------- ბ--------–---–ის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პ------------–- მ----------ის ს-----------–--- პ---–-–---–--ა გ------------ისა და კ---–------–იის ა-----–--ის სამსახურის უ-------ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.5. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თ-------- ბ--------–---–ს 2018 წლის 2 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდი ჩაუთვალოს შრომით სტაჟად და სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად;

 

1.6. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თ-------- ბ--------–---–ის სასარგებლოდ 2008 წლის 2 ივნისიდან მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის;

 

1.7. დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის - 5900 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა;

 

1.8. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თ-------- ბ--------–---–ს ჩაუთვალოს 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თ-------- ბ--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 2 მარტის №--- ბრძანებით ცვლილება შევიდა „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო - საშტატო საკითხების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 10 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის საშტატო ნუსხას დაემატა 1 საშტატო ერთეული - ც------------------------------–- (ს-----------–-------------------------–-) (ს.ფ. 142-146).

 

4.2. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა 2015 წლის 30 ივნისს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მ--------–ეს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–-------------------------–-) ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიცრის - თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ის დანიშვნაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 1 ივლისის №129 პ/შ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მ--------–ის თანხმობით, თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი დაინიშნა ამავე აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------------------------------–-დ (ს-----------–-------------------------–-) (ს.ფ. 84; 126).

 

4.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამოცხადდა პირის პოლიციელად მისაღები ს--–---–----- კონკურსი, მათ შორის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–--- უ-------ი მ--------–ე) ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღო თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–მა.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის ს--–---–----- საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–--- უ-------ი მ--------–ე) ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა კანდიდატი - თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი (აპლიკაცია №--).

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 2 ნოემბრის №--- პ/შ ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის ს--–---–----- საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე, თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი დაინიშნა ამავე აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------------------------------–-დ (ს-----------–--- უ-------ი მ--------–ე) და გათავისუფლდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------„+ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–-------------------------–-) თანამდებობიდან (სამოქალაქო პირი) (ს.ფ. 97-98; 123-125; 135-136).

 

4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №------- ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------------------------------–-ს (ს-----------–-------------------------–-) თ-------- ბ--------–---–ს მიენიჭა საშუალო სპეციალური წოდება „პოლიციის უ-------ი ლეიტენანტი“, 2015 წლის 2 ნოემბრიდან (ს.ფ. 99-110; 172);

 

4.5. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით, მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით შევიდა ცვლილება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 10 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განხორციელებული ცვლილებით ს--–---–----- მ----------ის ც------ის საშტატო ნუსხა შემცირდა 1 საშტატო ერთეულით - ც------------------------------–- (ს-----------–-------------------------–-) (ს.ფ. 28-30);

 

4.6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M----------------- ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანების საფუძველზე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------------------------------–- (ს-----------–-------------------------–-), პოლიციის კაპიტანი თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- წერილობითი პასუხით (გადაწყვეტილებით) თ-------- ბ--------–---–ს უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის №----------- ბრძანების ბათილად ცნობის, ს---------ში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის განხილვაზე (განემარტა, რომ მის მიერ მითითებული საკითხის გადასაწყვეტად და უფლების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის) (ს.ფ. 32-35; 76);

 

4.7. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის ყოფილი მ--------–ე (ს-----------–-------------------------–-), პოლიციის კაპიტანი თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 30 აგვისტოს M---------------- წერილით თ-------- ბ--------–---–ს უარი ეთქვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის განხილვაზე (ს.ფ. 174-175).

 

4.8 თ-------- ბ--------–---–ის ს---------იდან დათხოვნის დროისათვის თანამდებობრივი სარგო (დარიცხული ოდენობით) შეადგენდა 2300 (ორიათასსამასი) ლარს, წოდებრივი სარგო - 40 (ორმოცი) ლარს, წელთა ნამსახურობის დანამატი - 15% - 351 (სამასორმოცდათერთმეტი) ლარს, სპეც. დანამატი - 330 (სამასოცდაათი) ლარს. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა სულ 3021 (სამიათასოცდაერთი) ლარით (ს.ფ. 115).

 

4.9. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 24 ივლისის №--- ბრძანებით, ამავე აკადემიის ადმინისტრაციის საფინანსო ს---------ს დაევალა საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი) დაქირავება აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის თ-------- ბ--------–---–ისთვის. საცხოვრებელი ბინის ქირის ოდენობა განისაზღვრა აკადემიასა და ბინის გამქირავებელს (ფიზიკური პირი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას (დამქირავებელი), წარმოდგენილი პრორექტორის ზ---– კ------ის სახით და ფიზიკურ პირს თ------ ს-------ას (გამქირავებელი) შორის 2015 წლის 31 ივლისს გაფორმდა ქ. თბილისში, ჟ-----ს ქ-----, კ--------ი №--, პირველ სადარბაზოში მდებარე №- ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გამქირავებელმა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ოროთახიანი ბინა, ფართით 59,45 კვ.მ, 2015 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას (დამქირავებელი), წარმოდგენილი პრორექტორის ზ---– კ------ის სახით და ფიზიკურ პირს ე---------ე გ-----------ს (გამქირავებელი) შორის 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-- გ---- მ--- კ--------–ში, კ--------ი №---–- მდებარე ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გამქირავებელმა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში, საცხოვრებელი მიზნით გადასცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ერთოთახიანი ბინა, ფართით 31 კვ.მ, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 24 ივლისის №--- ბრძანების საფუძველზე, თ-------- ბ--------–---–ის სასარგებლოდ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ 2016 წელს არსებული ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნულ მომსახურებაზე - აკადემიის არცერთი მოსამსახურისათვის ბინის დაქირავების ან/და სხვა სახის საცხოვრებელი ფართით დროებით ან მუდმივი სარგებლობისათვის - ხელშეკრულებები არ არსებობდა (ს.ფ. 36; 42-45; 115; 128-134; 204-207; 231-234);

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–-------------------------–-) თანამდებობაზე. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ-------- ბ--------–---–ი წარმოადგენს პოლიციელს, ვინაიდან მას მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება - „პოლიციის კაპიტანი“. დადგენილად მიიჩნია, რომ თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და კადრების განკარგულებაში აყვანილი იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით.

 

სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის 2018 წლის 11 ივნისის M---------------- წერილზე, რომლის თანახმად, თ-------- ბ--------–---–ის შტატის გაუქმების პერიოდისათვის ს--–---–----- მ----------ის ც------ში შტატით ირიცხებოდა ც------ის უ-------ი (1) და უ-------ი ი-----------ი (3).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე და კანონის 102-104-ე მუხლებზე არგუმენტირებით განმარტა, რომ უფლებამოსილ პირს შეუძლია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე, ხოლო შტატების შემცირება თავის მხრივ წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. საქმეში წარდგენილი მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულში ადგილი ჰქონდა იმ საშტატო ერთეულის მთლიანად გაუქმებას, რომელზეც დასაქმებული იყო თ-------- ბ--------–---–ი, კერძოდ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ი არსებობდა უ-------ის 1 საშტატო ერთეულითა და უ-------ი ი-----------ის 3 საშტატო ერთეულით, უ-------ის მ--------–ის თანამდებობის გარეშე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა სადავო საშტატო ერთეული, არ წარმოადგენს დავის საგანს და არის ძალაში მყოფი დოკუმენტი, სასამართლო მიიჩნია, რომ სახეზე იყო თ-------- ბ--------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა საშტატო ერთეულის გაუქმებას. შესაბამისად, სახეზე იყო მოსარჩელის - თ-------- ბ--------–---–ის ჯერ თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო 4 თვის ვადის გასვლის შემდეგ, მისი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის კანონით განსაზღვრული პირობები. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M------------------0 ბრძანების თანმდევ შედეგს და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მოთხოვნას - დაევალოს მოპასუხე მხარეს თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურში აღდგენამდე პერიოდის შრომით სტაჟად და სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად ჩათვლა და 2008 წლის 2 ივნისიდან მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსამსახურის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სტაჟში ჩათვლას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ სასამართლომ თ-------- ბ--------–---–ის ს---------იდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები (ბრძანებები) ბათილად არ ცნო, მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის, მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების და კონკრეტული პერიოდის შრომით სტაჟში ჩათვლის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

სადავო საკითხზე - 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი ჩაეთვალოს სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე 2015 წლის 1 ივლისს კონკრეტულ თანამდებობაზე დაინიშნა, როგორც სამოქალაქო პირი, მოგვიანებით, მან გაიარა პირის პოლიციელად მისაღები სპეციალური კონკურსი და 2015 წლის 2 ნოემბრიდან დაინიშნა სპეციალური წოდებით. შესაბამისად, სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს, მისთვის უცნობი იყო სამოქალაქო პირის სტატუსით ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე და 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სპეციალური წოდებით ნამუშევარ სტაჟში.

 

ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის - 5900 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოსამსახურეების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა წარმოადგენს დამსაქმებლის არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, აკადემიის არცერთი მოსამსახურისათვის ბინის დაქირავება ან/და სხვა სახის საცხოვრებელი ფართით დროებით ან მუდმივი სარგებლობა არ განხორციელებულა, არ არსებობდა მოპასუხისათვის ხსენებული ვალდებულების დაკისრების საფუძველი და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის ქირის თანხის მოპასუხისათის დაკისრების შესახებ არ მიიჩნია არგუმენტირებულად.

 

6. თ-------- ბ--------–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. თ-------- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მართლზომიერების დასადგენად კუმულატიურად უნდა შეეფასებინა ყველა მტკიცებულება, რაც მოცემულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიაღებას გამოიწვევდა.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. მიუთითებს: მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ შსს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის 9---------- ბრძანება არ იყო გასაჩივრებული, სასამართლოს აღნიშნული საკითხის კვლევა უნდა განეხორციელებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასახელებული საფუძვლით შსს მუშაკის თანამდებობიდან დათხოვნისათვის დამახასიათებელი მტკიცების სამ საფეხურიანი სტანდარტით: 1. ორგანიზაციული ცვლილების საჭიროება, 2. შტატების გაუქმების საჭიროება და 3. რა უპირატესობით დარჩა შტატში ერთი, და განთავისუფლდა მეორე მოხელე (არსებობის შემთხვევაში).

 

აპელანტის მითითებით, დასახელებული არც ერთი საფეხური არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნებს საფუძვლად დაუდო რეორგანიზაციის ბრძანების გაუსაჩივრებლობა, რაც აპელანტის მოსაზრებით, თვისობრივად მცდარია.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხეთა მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული მოსარჩელის განთავისუფლებამდელი შტატის გაუქმების საჭიროება და ასევე ასეთი აუცილებლობისას რატომ არ მოხდა მოსარჩელის სხვა ტოლფას თანამდებობაზე გამწესება კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მაინც. წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აკადემიის მომსახურეთათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, როგორც დამსაქმებლის მხოლოდ უფლებად და არა ვალდებულებად.

 

აპელანტმა ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში სპეციალური წოდებით ნამსახურებ სტაჟის არჩათვლასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, 2015 წლის 2 ნოემბერს მიღებულ წოდებამდე (უფროსი ლეიტენანტი) მოსარჩელეს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ჯერ 2009 წელს მინიჭებული ჰქონდა პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის, ხოლო შემდგომ, პოლიციის ლეიტენანტის სპეციალური წოდება. აპელანტის განმარტებით, შეუძლებელია წოდების არ მქონე პირს პირდაპირ მიენიჭოს უფროსი ლეიტენანტის წოდება. შესაბამისად, მხარეთა შორის არ გამხდარა სადავო ის გარემოება, რომ სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია მოსარჩელის პრეტენზია პოლიციის ლეიტენანტის ჩინის მატარებლის სამოქალაქო პირად გამწესების შესახებ.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ შედეგობრივი თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დამატებით მსჯელობს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ რიგ საკითხებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2. უდავოა, რომ მოსარჩელეზე (აპელანტზე) ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

 

პალატა მითითებული ნორმების გათვალისწინებით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თ-------- ბ--------–---–ი წარმოადგენს პოლიციელს, ვინაიდან მას მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება - „პოლიციის კაპიტანი“. ასევე, დადგენილია, რომ თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და კადრების განკარგულებაში აყვანილი იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდებაზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მისიას, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მეტი სიცხადისთვის პალატა ყურადღებას ამახვილებს წესდების მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, აკადემიის მართვის ორგანოებია: რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში – საბჭო), პრორექტორ(ებ)ი და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო. ამასთან, მე-10 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, რექტორი არის აკადემიის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს აკადემიას, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს; ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციის თანამშრომლის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია აკადემიის უმაღლეს თანამდებობის პირს - რექტორს, შესაბამისი საფუძველის არსებობის პირობებში.

 

საქმეში არსებული მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანების გათვალისწინებით. დადგენილია, რომ ამ უკანასკნელი ბრძანებით განხორციელდა საშტატო განრიგში ცვლილება, კერძოდ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით, საქართველოს მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, შევიდა ცვლილება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 10 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განხორციელებული ცვლილებით ს--–---–----- მ----------ის ც------ის საშტატო ნუსხა შემცირდა 1 საშტატო ერთეულით - ც------------------------------–- (ს-----------–-------------------------–-).

 

პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის 2018 წლის 11 ივნისის M---------------- წერილზე, რომლის მიხედვითაც, თ-------- ბ--------–---–ის შტატის გაუქმების პერიოდისათვის ს--–---–----- მ----------ის ც------ში შტატით ირიცხებოდა ც------ის უ-------ი (1) და უ-------ი ი-----------ი (3).

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

რაც შეეხება კანონის 41-ე მუხლს, იგი ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-37-ე მუხლებით, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

 

საქმის მასალებით პალატა დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის ყოფილი მ--------–ე (ს-----------–-------------------------–-), პოლიციის კაპიტანი თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-104-ე მუხლებზე არგუმენტირებით პალატა განმარტავს, რომ 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ხოლო რეორგანიზაცია ეს არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

ამრიგად პალატა ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ უფლებამოსილ პირს შეუძლია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე, ხოლო შტატების შემცირება თავის მხრივ წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულში ადგილი ჰქონდა იმ საშტატო ერთეულის მთლიანად გაუქმებას, რომელზეც დასაქმებული იყო თ-------- ბ--------–---–ი, კერძოდ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ი არსებობდა უ-------ის 1 საშტატო ერთეულითა და უ-------ი ი-----------ის 3 საშტატო ერთეულით, უ-------ის მ--------–ის თანამდებობის გარეშე.

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა სადავო საშტატო ერთეული, არ წარმოადგენს დავის საგანს და არის ძალაში მყოფი დოკუმენტი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე იყო თ-------- ბ--------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელატის იმ განმარტებას, რომ არ არსებობდა რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობა, ვინაიდან აკადემიაში კვლავ ხორციელდება მისი ფუნქციების შესრულება სხვა პირისა და სხვა სტრუქტურულ ერთეულის - პ------------–- მ----------ის ს-----------–--- მიერ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის იმ განარტებაზე, რომ განხორციელებული ცვლილების შემდეგ დარჩა გაუქმებული საშტატო ერთეულის ფუნქციურად მსგავსი საშტატო ერთეული და მათ შორის განსხვავება მხოლოდ თანამდებობრივ სარგოში გამოიხატებოდა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კონკრეტულად ის თანამდებობა, თავისი ფუნქცია - მოვალეობებით, რაც აპელანტს ჰქონდა დაკავებული, იგივე სახით აღარ არსებობდა, ვინაიდან ის გარემოება, რომ შესაძლოა აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის ყოფილი მ--------–ის ფუნქციათა ნაწილი სხვა თანამდებობის ფუნქციათა მსგავსია, არ გულისხმობს იმას, რომ აპელანტის მიერ კონკრეტულ პერიოდში დაკავებული თანამდებობა (დაკისრებული მოვალეობები) თავისი ფუნქციური დატვირთვით კვლავ არსებობდა.

 

სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომ განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა შეაფასოს რამდენად კანონიერად მოხდა რეორგანიზაცია და აღნიშნული რეორგანიზაცია ხომ არ ისახავდა მიზნად შტატების შემცირების ხარჯზე, რამდენიმე მომუშავე პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, პალატის მიერ უნდა დადგინდეს, რეორგანიზაცია ხომ არ ისახავდა მიზნად რაიმე არალეგიტიმურ მიზანს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის კანონიერების შემოწმების ინდიკატორია თავად იმ თანამდებობების და მისი ფუნქციების დადგენა და შედარება, რომელიც არსებობდა რეორგანიზაციამდე (გაუქმებული), ასევე, გაუქმების შედეგად წარმოშობილი, მოსარჩელის მიერ აღდგენამოთხოვნილი თანამდებობა და მათი ფუნქციები. დასადგენია, რამდენად განსხვავდება აღნიშნული თანამდებობების ფუნქციები არსებითად ერთმანეთისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მომსახურეთა სამსახურეობრივი რეგლამენტით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტი თ-------- ბ--------–---–ი რეორგანიზაციამდე იკავებდა ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–-------------------------–-) თანამდებობას.

 

პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ N975 ბრძანებაზე, რომლის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ს--–---–----- მ----------ის ც------ის ფუნქციებს. კერძოდ, ს--–---–----- მ----------ის ც------ი უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ დანაყოფების თანამშრომელთა მ----------ასა და გ------------ას, რომელთა საქმიანობის მიზანია უცხო ქვეყნის ს--–---–----- ს---------ების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან გამომდინარე საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა.

 

მეტი სიცხადისთვის და თვალსაჩინოებისთვის პალატა დეტალურად მიუთითებს ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–-------------------------–-) ფუნქციებს. კერძოდ: 7.2.1. ც------ის უ-------ის არყოფნი შემთხვევაში, ახორციელებს მის უფლება - მოვალეობებს; 7.2.2. ანგარიშვალდებულია ც------ის უ-------ის წინაშე; 7.2.3. მონაწილეობს ც------ის სასწავლო პროცესის წარმართვის პროცესში; 7.2.4. შეიმუშავებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში თემატურ გეგმებს; 7.2.5. ატარებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს; 7.2.6. მუშაობს ს--–---–----- ლიტერატურის შექმნასა და განახლებაზე; 7.2.7. ჩართულია სასწავლო პროცესის მონიტორინგში; 7.2.8. კონტროლს უწევს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა კ---–------–იის ა-----–--ისა და ს---------ებრივი დისციპლინის დაცვას. შესაბამისად, წარადგენს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმსგებლობის დაკისრების შესახებ; 7.2.9. ვალდებულია იზრუნოს კ---–------–იის ა-----–--აზე, რომელიც საჭიროა ს---------ეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის; 7.2.10. ვალდებულია დაიცვას აკადემიაში ს---------ებრივი ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები; ს---------ეობრივი ურთიერთობისას ან ს---------იდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის ს---------ეობრივ მოვალეობათა განხორციელებისას.

 

შესაბამისად, აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა შეეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მ----------ასა და გ------------ას.

 

რაც შეეხება გაუქმებული თანამდებობის შემდგომ შექმნილი - პ------------–- მ----------ის ს-----------–---, სწავლების ადმინისტრირების და მონიტორინგის განყოფილების უ-------ი ი-----------ის პოზიციას, ფუნქციები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 5.4.1. ანგარიშვალდებულია განყოფილების უ-------ის წინაშე; 5.4.2. უზრუნველყოფს საგამოცდო პროცესის ჩატარებას; 5.4.3. პ------------–- სწავლების მართვის ელექტრონულ სისტემაში ამზადებს და ს-----------–--- დანაყოფებს, უზრუნველყოფს სასწავლო ცხრილებით და გამოცდებზე დასწრების გრაფიკით; 5.4.4. ახორციელებს მსმენელთა მიერ ლექციაზე, პრაქტიკულ მეცადინეობებზე, მოწყობაზე, სპორტულ აქტივობასა და გამოცდაზე/ჩათვლაზე დასწრების კონტროლს; 5.4.5. პასუხისმგებელია მსმენელთა დისციპლინის დაცვაზე. მსმენელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციას აწვდის ს-----------–--- უ-------ს/მ--------–ეს; 5.4.6. აკონტროლებს ლექციების დროულად დაწყებასა და დასრულებას; 5.4.7. აკონტროლებს მსმენელთა კვებას საბარათე სისტემის გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში აღრიცხავს კვების უწყისებს; 5.4.8. ს-----------–--- უ-------თან შეთანხმებით ორგანიზებას უწევს მსმენელთა საერთო საცხოვრებელში განთავსების პროცესს; 5.4.9. განყოფილების უ-------თან შეთანხმებით ახორციელებს ჯგუფების შესაბამის აუდიტორიებში გადანაწილებას; 5.4.10. უზრუნველყოფს ჯგუფების ხელმძღვანელობას, მსმენელთა საგამოცდო უწყისების მ----------ას და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საერთო სტატისტიკის შემუშევებას; 5.4.11. ახორციელებს მსმენელთა მონაცემების პ------------–- სწავლების მართვის ელეტრონულ სისტემაში ასახვას და აკადემიაში შემოსასვლელ მსმენელთა საშვების რეგისტრაციას; 5.4.12. ზდამხედველობს მსმენელთა მიერ აკადემიის მსმენელის ქცევის წესის შესრულებას; 5.4.13. ვალდებულია იზრუნოს კ---–------–იის ა-----–--აზე, რომელიც საჭიროა ს---------ეობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის; 5.4.14. ვალდებულია დაიცვას აკადემიაში ს---------ებრივი ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები; ს---------ებრივი ურთიერთობებისას ან ს---------იდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის ს---------ეობრივ მოვალეობათა განხორციელებისას.

 

ზემოთმითითებული ფუნქციების ანალიზით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობისთვის დადგენილი ფუნქციები, გაუქმებული თანამდებობის შემდგომ შექმნილი თანამდებობისთვის დადგენილი ფუნქციებისაგან.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ მოთხოვნილია ს---------ში აღდგენა პ------------–- მ----------ის სამმართველოში, პ---–-–---–--ა გ------------ისა და კ---–------–იის ა-----–--ის სამსახურის უ-------ის თანამდებობაზე. რაც შეეხება აღდგენამოთხოვნილი თანამდებობის ფუნქციებს, პალატა განმარტავს, რომ რადიკალურად განსხვავდება განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობისთვის დადგენილი ფუნქციები, აღდგენამოთხოვნილი თანამდებობის ფუნქციებისაგან. მეტი სიცხადისთვის პალატა ასევე დეტალურად მიუთითებს პ------------–- მ----------ის ს-----------–--- პ---–-–---–--ა გ------------ისა და კ---–------–იის ა-----–--ის სამსახურის უ-------ის ფუნქციებს: 5.9.1. ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, კომპეტენციის ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტიელბას; 5.9.2. ანგარიშვალდებულია ს-----------–--- უ-------ის/მ--------–ის წინაშე; 5.9.3. უზრუნველყოფს კანონშესაბამისი დავალებების/მითითებების პირად შემადგენლობამდე დაყვანას და კონტროლს მათ შესრულებაზე; 5.9.4. წარმოადგენს ს---------ს დაკისრებული უფლება - მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია ს---------ზე დაკსირეული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; 5.9.5. ახდენს პროგრამების/კურსების საჭიროების შეფასებას, დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს პროგრამებს და პროგრამებში განსახორციელებელ ცვლილებებს; 5.9.6. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს პროგრამებისა და კურსების შემუშავებისა და განახლების ორგანიზებას; 5.9.7. კონტროლს უწევს ინსტრუქციის მიერ საგნის შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური საკითხების მ----------ას; 5.9.8. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სწავლების მეთოდიკის შემუშავებისა და მისი გამოყენების დანერგვის პროცესს; 5.9.9. უზრუნველყოფს სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის/კურსების/ტრენინგების საგამოცდო საკითხების შემუშევაბას და თავმოყრას; 5.9.10. კონტროლს უწევს სამმართველოში მოწვეული ინსტრუქტორების შერჩევის პროცესს; 5.9.11.კონტროლს უწევს ს-----------–--- ინსტრუქტორების გ------------ას ტრენერთა ტრენინგის მიმართულებით; 5.9.12. ატარებს პროგრამებით/კურსებით/ტრენინგებით გათვალისწინებუკ მეცადინეობებს; 5.9.13. მონაწილეობას იღებს სასწავლო მასალების შედგენაში (მათ შორის, ელექტრონული მასალები) და თემატიკის მიხედვით ამზადებს საგნის გეგმას, ქვიზებს, პრაქტიკულ ამოცანებს და საგამოცდო საკითხებს; 5.9.14. ზედამხედველობას უწევს ელექტრონული სწავლების განყოფილებას; 5.9.15. ს-----------–--- უ-------ის /მ--------–ის მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს სამსახურის მუშაობის შესახებ; 5.9.16. ამზადებს მოხსენებას ს---------ეობრივი, სასწავლო ან/და სხვა სახის მივლინებებში მიღებულ ინფორმაციასა და გამოცდილებასთან დაკავშირებით და წარუდგენს აკადემიის ხელმძღვანელობას, აგრეთვე სამსახურის პირად შემადგენლობას; 5.9.17. მონაწილეობს აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებთან გასაუბრებაში; 5.9.18. კონტროლს უწევს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა კ---–------–იის ა-----–--ასა და ს---------ეობრივი დისციპლინის დაცვას. შესაბამისად წარადგენს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; 5.9.19. ზედამხედველობს მსმენელთა მიერ აკადემიის მსმენელის ქცევის წესის შესრულებას; 5.9.20. ვალდებულია იზრუნოს კ---–------–იის ა-----–--აზე, რომელიც საჭიროა ს---------ეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის; 5.9.21. ვალდებულია დაიცვას აკადემიაში ს---------ეობრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები; ს---------ეობრივი ურთიერთობისას ან ს---------იდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის ს---------ეობრივ მოვალეობათა განხორციელებისას.

 

ზემოთმითითებულის ანალიზი ცხადყოფს, რომ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობის - ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის და განთავისუფლების შედეგად წარმოშობილი თანამდებობის - პ------------–- მ----------ის ს-----------–---, სწავლების ადმინისტრირების და მონიტორინგის განყოფილების უ-------ი ი-----------ის მოვალეობები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობის - ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ი მ--------–ის ფუნციები აღდგენამოთხოვნილი თანამდებობის ფუნქციებისაგან.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პ------------–- მ----------ის სამმართველოში სწავლების ადმინისტრირების და მონიტორინგის განყოფილების უ-------ი ი-----------ის თანამდებობა (გაუქმებული თანამდებობის შემდეგ შექმნილი) მოიცავს ტექნიკური ხასიათის ფუნქციებს - ორგანიზებასა და მონიტორინგს, ხოლო პ---–-–---–--ა გ------------ისა და კ---–------–იის ა-----–--ის სამსახურის უ-------ის ფუნქციები მიმართულია პ---–-–---–--ა გ------------ის, სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამების/კურსების/ტრეინინგების საგამოცდო საკითხების შემუშავებისთვის, ითვალისწინებს პროგრამებით/კურსებით/ტრეინინგებით პ---–-–---–--ა მ----------ისათვის გათვალიწინებულ მეცადინეობებს და ა.შ.

 

პირველ შემთხვევაში, ფუნქციები შეიცვალა არსობრივად, უ-------ი ი-----------ის შემთხვევაში მას დაევალა ტექნიკური ხასიათის ფუნქციები, ხოლო უ-------ის მ--------–ის შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკური ხასიათის ფუნქციები წარმოადგენდა არა მისთვის დამახასიათებელ და იმანენტური ბუნების მქონეს, არამედ გახდა დამატებითი ხასიათის მატარებელი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი ფუნქციის სხვა თანამდებობაში ასახვა არ ნიშნავს, რომ გაუქმებული თანამდებობა ფუნქციურად შენარჩუნებულია. განსახილველ შემთხვევაში მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი, კონკრეტული თანამდებობისთვის ორგანულად და არსობრივად დამახასიათებელი ფუნქციები იყოს შენარჩუნებული, რაც მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ფუნქციების დაკარგვით გამოვლინდა და შენარჩუნდა მხოლოდ მეორეხარისხოვანი ფუნქციები. რაც შეეხება აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ თანახმა იყო მეორეხარისხოვანი პოზიციის დასაკავებლად აღნიშნული არ გულისხმობს და არ ნიშნავს, რომ ის თანამდებობა ფუნქციურად არ გაუქმებულა.

 

რაც შეეხება პ---–-–---–--ა გ------------ისა და კ---–------–იის ა-----–--ის სამსახურის უ-------ის თანამდებობას, პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს განთავისუფლებამდე კანონმდებლობით დაკისრებული ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა გ------------ა, ხოლო პ---–-–---–--ა გ------------ისა და კ---–------–იის ა-----–--ის სამსახურის უ-------ის მოვალეობა უპირველესად, მიმართულია პ---–-–---–--ა გ------------ისთვის, შესაბამისად, მათი ფუნქციები არსობრივად განსხვავებულია, რამდენადაც სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის თანამშრომლების და პოლიციის თანამშრომელთა გ------------ა ცალსახად გულისხმობს და საჭიროებს პირისთვის სხვადასხვა უნარ - ჩვევების ქონას, სხვა სასწავლო ლიტერატურის მოძიებას, დამუშავებასა და მსმენელთათვის შეთავაზებას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულში ადგილი ჰქონდა იმ საშტატო ერთეულის მთლიანად გაუქმებას, რომელზეც დასაქმებული იყო აპელანტი თ-------- ბ--------–---–ი, კერძოდ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ი არსებობდა უ-------ის 1 საშტატო ერთეულითა და უ-------ი ი-----------ის 3 საშტატო ერთეულით, უ-------ის მ--------–ის თანამდებობის გარეშე. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერი იყო თ-------- ბ--------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განთავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება დამატებით დასტურდება ზემოაღნიშნული მსჯელობების საფუძველზე.

 

წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა საშტატო ერთეულის გაუქმებას. შესაბამისად, სახეზე იყო მოსარჩელის - თ-------- ბ--------–---–ის ჯერ თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო 4 თვის ვადის გასვლის შემდეგ, მისი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის კანონით განსაზღვრული პირობები.

 

7.3. რაც შეეხება სადავოდ გამხდარ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- აქტს, თ-------- ბ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც, თუმცა ვერ გაიზიარებს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას და განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------------------------------–- (ს-----------–-------------------------–-), პოლიციის კაპიტანი თ-------- ბ--------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. განმარტებული იქნა ბრძანების გასაჩივრების წესი. კერძოდ მითითებული იქნა, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი დაინტერესებულ პირთათვის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (ქ. თბილისი, გ. გულუას ქN10).

 

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტში გასაჩივრების წესის არასწორად მითითება, რაც ასევე აღიარებული იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, ვერ შეცვლის კანონით დადგენილ დანაწესს - კანონით დადგენილ გასაჩივრების წესს, აღნიშნულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მხოლოდ გასაჩივრების ვადაზე, რაც გამოიწვევს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის აღდგენას (გაგრძელებას).

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აქტის გასაჩივრების ვადა დარღვეულად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან მხარე მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანოს მითითების შესაბამისად.

 

ვინაიდან, 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანება სათანადო კონტროლს ექვემდებარება, პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 3 მაისის M---------------- აქტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართებულად განუმარტა მხარეს, რომ არ წარმოადგენდა ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს და უფლების დასაცავად უნდა მიემართა სასამართლოსთვის. ამდენად, პალატა მიიჩნევს აქტი კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში.

 

7.4. რაც შეეხება მოთხოვნას დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ-------- ბ--------–---–ის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პ------------–- მ----------ის ს-----------–--- პ---–-–---–--ა გ------------ისა და კ---–------–იის ა-----–--ის სამსახურის უ-------ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები ს---------იდან უკანონო დათხოვნის/ გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია ს---------ებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება ს---------ში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის ს---------ში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, აღდგენილ სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.

 

აღნიშნული განმტკიცებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის ს---------იდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ ს---------იდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. ს---------იდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ს---------ში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამდენად, კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსამსახურის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სტაჟში ჩათვლას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც პალატის მითითებით განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ-------- ბ--------–---–ის ს---------იდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები (ბრძანებები) ბათილად არ ცნო, რაც ასევე გაზიარებულია სააპელაციო პალატის მიერ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის, მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების და კონკრეტული პერიოდის შრომით სტაჟში ჩათვლის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

7.5. მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი ჩაეთვალოს სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად. აღნიშნულზე პალატა მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარდგენილ მასალებზე, რომლითაც დგინდება, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დასაქმების დროისათვის თ-------- ბ--------–---–ი წარმოადგენდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, თუმცა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 1 ივლისის №129 პ/შ ბრძანებით იგი დაინიშნა ამავე აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------------------------------–-დ (ს-----------–-------------------------–-), როგორც სამოქალაქო პირი. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამოცხადდა პირის პოლიციელად მისაღები ს--–---–----- კონკურსი, მათ შორის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–--- უ-------ი მ--------–ე) ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღო თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–მა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის ს--–---–----- საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილებით იგი გამოვლინდა გამარჯვებულად. შესაბამისად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 02 ნოემბრის №--- პ/შ ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის ს--–---–----- საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე, თ-------- გ-------ს ძე ბ--------–---–ი დაინიშნა ამავე აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------------------------------–-დ (ს-----------–--- უ-------ი მ--------–ე) და გათავისუფლდა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის (ს-----------–-------------------------–-) თანამდებობიდან (სამოქალაქო პირი).

 

სააპელაციო პალატა დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №------- ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------------------------------–-ს (ს-----------–-------------------------–-) თ-------- ბ--------–---–ს მიენიჭა საშუალო სპეციალური წოდება „პოლიციის უ-------ი ლეიტენანტი“, 2015 წლის 2 ნოემბრიდან.

 

ამრიგად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელე 2015 წლის 1 ივლისს კონკრეტულ თანამდებობაზე დაინიშნა, როგორც სამოქალაქო პირი, მოგვიანებით, მან გაიარა პირის პოლიციელად მისაღები სპეციალური კონკურსი და 2015 წლის 2 ნოემბრიდან დაინიშნა სპეციალური წოდებით. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს, მისთვის უცნობი იყო სამოქალაქო პირის სტატუსით ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე და 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სპეციალური წოდებით ნამუშევარ სტაჟში.

 

7.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეს დაეკისროს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში მის მიერ გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის - 5900 ლარის გადახდა, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია პოლიციელის სოციალური დაცვის ღონისძიებები. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში პოლიციელისთვის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

 

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) დასაქმებულ პოლიციის სპეციალური წოდების მქონე პირთა, სამოქალაქო პირთა და დამხმარე მოსამსახურეთა (რომელთაც უკავიათ შტატი და არ გააჩნიათ სპეციალური წოდება) და შტატგარეშე მოსამსახურეთა (შემდგომში - მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.

 

მითითებული წესის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, სსიპ-ის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით (შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბინის დაქირავება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, ხოლო ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სსიპ-სა და მესაკუთრეს (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 24 ივლისის №--- ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 31 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა აკადემიის ს--–---–----- მ----------ის ც------ის უ-------ის მ--------–ის თ-------- ბ--------–---–ისთვის საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი) დაქირავება. ასევე, მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მითითებული პერიოდში ნაკისრი ვალდებულება აკადემიამ სრულად შეასრულა.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტნაციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოსამსახურეების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა წარმოადგენს დამსაქმებლის არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, აკადემიის არცერთი მოსამსახურისათვის ბინის დაქირავება ან/და სხვა სახის საცხოვრებელი ფართით დროებით ან მუდმივი სარგებლობა არ განხორციელებულა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის ხსენებული ვალდებულების დაკისრების საფუძველი და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის ქირის თანხის მოპასუხისათის დაკისრების შესახებ მართებულად არ დააკამყოფილა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თ-------- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78- ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -