განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-63-2019 წელი
№010100118002720100
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
15 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა-–---- მ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა-–---- მ----–--ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–---------------------------–--–--------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სა-ხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
aRwerilobiTi nawili:
ა-–---- მ----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ძალადობისათვის, რა-მაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ბ------–---–-----–--–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპა-რაკების ნიადაგზე, ა-–---- მ----–--ემ სახისა და თავის არეში ხელების დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ-–-------- ქ---------ეს, რამაც დაზარალებულის ფი-ზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწი-ნებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ------------- ა-------–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-–---- მ----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ა-–---- მ----–--ისათვის სასჯელის დანი-შვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და მას დაუნიშნა აშკარად შეუსაბამო სასჯელი, რომელიც არის მაპროვოცირებელი ა-–---- მ----–--ის მიერ შემდგომში ძალადობრივი ქმედების ჩადენისა და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ა-–---- მ----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---- მ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-–---- მ----–--ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ა-–---- მ----–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ასევე გაითვალის-წინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანო-ბის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსა-წინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეე-საბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვ-ნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დე-კემბრის განაჩენი ა-–---- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა-–---- მ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა-–---- მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა-–---- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებუ-ლია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili