განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117001872541
საქმე №1/ბ-462-2017წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ ლევან ტაბიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ--–---- ს-------
ადვოკატის – მ----- ფ-----------ს
მსჯავრდებულის – დ----- წ--–-----ის
მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ----- წ--–-----ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–------------–-----–--------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ლ--------–---–--------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განაჩენით:
დ----- წ--–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 20 იანვრიდან.
დ----- წ--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
● დ----- წ--–-----ის დაკავებისას ამოღებული ერთლულიანი სანადირო თოფი, მასში არსებული ვაზნა და 4 ცალი ვაზნა, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა გადაეცეს სახელმწიფოს და გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
● დ----- წ--–-----ის დაკავებისას ამოღებული ვაზნების ჩასალაგებელი ტყავის ბუდე, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი მასრა, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, დ----- წ--–-----ის ხელის ანაწმენდის ნიმუში, დ----- წ--–-----ის ნერწყვის ნიმუში და გ-- წ--–-----ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს.
● დ----- წ--–-----ის ტანსაცმელი, მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის მაისური და ჯინსის ქურთუკი, რომლებიც ინახება შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
● გ-- წ--–-----ის შარვალი, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს გ-- წ--–-----ს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- წ--–-----მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 15:20 საათზე, დ----- წ--–-----მა, არსებული კონფლიქტის გამო განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფით მიაკითხა გ-- წ--–-----ს საცხოვრებელ სახლში, ქალაქ ლანჩხუთში, წ------------------------–-, რა დროსაც გამოიხმო იგი გარეთ და მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან დამიზნებით განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა თავისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც გ-- წ--–-----მა მიიღო დაზიანებები – გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების, გულმკერდის და თავის მიდამოს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები, შემავალი პლევრის ღრუში, პნევმოჰემოთორაქსი მარცხნივ. დ----- წ--–-----მა, მას შემდეგ რაც მის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა გ-- წ--–-----ს, სისრულეში მოყვანილად ჩათვალა თავისი განზრახვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების გამო გ-- წ--–-----ი გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა დ----- წ--–-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ, რომლებმაც ითხოვეს დ----- წ--–-----ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ დ----- წ--–-----ს არ ჰქონია გ-- წ--–-----ის მოკვლის განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეეძლო კიდევ განეხორციელებინა გასროლა დაზარალებულის მიმართულებით, რაშიც ხელს არაფერი უშლიდა, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ----- წ--–-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მ--–------------- ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ის მიერ არა მკვლელობის მცდელობის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ დ----- წ--–-----მა განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა დაზარალებულ გ-- წ--–-----ს სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. კერძოდ:
დაზარალებულ გ-- წ--–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას დიდი ხნის წინ ურთიერთობა ჰქონდა დ----- წ--–-----ის მამიდასთან, რის გამოც დ-----მა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც დ-----მა უთხრა, რომ არ აპატიებდა მის საქციელს. 2017 წლის 20 იანვარს იმყოფებოდა სახლში, დედასთან _ დ--–- კ----ესთან ერთად. დაახლოებით 15 საათზე, ამ უკანასკნელმა დაუძახა და უთხრა, რომ დ----- წ--–-----ი იყო მოსული და მას ეძახდა. როდესაც ჭიშკართან გავიდა, დაინახა დ----- წ--–-----ი, რომელმაც ჰკითხა თუ იცნო იგი და მის ხელთ არსებული სანადირო თოფი დაუმიზნა, რის გამოც შეშინებული გაიქცა სახლის მიმართულებით. ამ დროს გაიგონა გასროლის ხმა და ძლიერი ტკივილი იგრძნო ზურგისა და თავის არეში. იგი ინერციით შევარდა სახლში, სადაც წაიქცა და გონება დაკარგა. მიღებული დაზიანებების გამო თავდაპირველად ლანჩხუთის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც მალევე გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდგომ, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევის შედეგად სხეულში სხვადასხვა ადგილას აღმოუჩინეს საფანტი და ჩაუტარეს გადაუდებელი ოპერაცია. ქუთაისის საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირა იმკურნალა და დღემდე სითხე აქვს ფილტვში. დაზარალებულის განმარტებით, დ----- წ--–-----მა მას მოკვლის მიზნით ესროლა თოფი ძველი ამბის გამო.
მოწმე დ--–- კ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 იანვარს, შუადღის საათებში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ჭიშკართან მივიდა მეზობლად მცხოვრები დ----- წ--–-----ი, რომელიც მის შვილს _ გ-- წ--–-----ს ეძახდა. ამის გამო შევიდა სახლში და გ--ს უთხრა, რომ დ----- წ--–-----ი ელოდებოდა ჭიშკართან. რამდენიმე ხანში მისი შვილი გავიდა გარეთ და ჭიშკრისაკენ წავიდა. უცებ დაინახა, რომ გ-- სახეზე ხელებაფარებული მორბოდა, დ----- წ--–-----ი კი იდგა დაფნებთან და როდესაც გ-- ეზოს შუა ადგილას იყო, ამ დროს გაისმა თოფის გასროლის ხმა. გ-- დარტყმის ძალით შევარდა სახლში, დავარდა ძირს და გონება დაკარგა. მან დაინახა, როგორ გარბოდა დ----- წ--–-----ი თოფით ხელში, მის შვილს კი დიდი რაოდენობით სისხლი სდიოდა, რის გამოც იფიქრა, რომ იგი გარდაცვლილი იყო და კივილი დაიწყო. მოწმე დ--–- კ----ის განმარტებით, გ-- წ--–-----ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ლანჩხუთის საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ მან ქუთაისის საავადმყოფოში გააგრძელა მკურნალობა.
დაზარალებულ გ-- წ--–-----ისათვის თოფის სროლის ფაქტი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ უარუყვია თავად მსჯავრდებულ დ----- წ--–-----საც, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ გ-- წ--–-----ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც შემთხვევამდე ორი დღით ადრე შეხვდა მას და მოსთხოვა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი, რაზედაც გ--მ უპასუხა, რომ არ დატოვებდა იქაურობას და გააგრძელებდა იმის გაკეთებას, რასაც აკეთებდა. აღნიშნულის გამო შემთხვევის დღეს მივიდა მასთან სახლში, დაუძახა და გარეთ გამოსულს ერთხელ ესროლა სანადირო თოფიდან. დ----- წ--–-----ის განმარტებით, მისი მიზანი იყო გ-- წ--–-----ისთვის სასქესო ორგანოს დაზიანება და მისთვის თავის არეში სროლა განზრახული არ ჰქონია. დაზარალებულზე საფანტის მოხვედრის მომენტი არ დაუნახავს და გასროლის შემდგომ ნელი ნაბიჯით წავიდა თავისი უბნისაკენ.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, დაზარალებულ გ-- წ--–-----ს დაუდგინდა გულმკერდის დახურული ტრამვა, ნეკნების, გულმკერდის და თავის მიდამოს მრავლობითი, ცეცხლნასროლი (საფანტით მიყენებული) ჭრილობები, შემავალი პლევრის ღრუში, პნევმო-ჰემოთორაქსი მარცხნივ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების-საფანტი) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ დ----- წ--–-----ი დაკავებული იქნა 2017 წლის 20 იანვარს, ქ--–--------–-----–-------------------–---–- გამავალი მდინარის პირას, თოფით ხელში მიმალვის მცდელობისას, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ერთლულიანი სანადირო თოფი №A-----.
ბალისტიკური ექსპერტიზის №80/ბ დასკვნით დადგენილია, რომ დ----- წ--–-----ისაგან ამოღებული, ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის ერთლულიანი „----- მოდელის სანადირო №A----- თოფი მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რომელიც გასროლის წარმოებისათვის ვარგისია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული ზომების დაცვით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შ--–-----მა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ დ----- წ--–-----ს განზრახული ჰქონდა დაზარალებულ გ-- წ--–-----ის მკვლელობა და მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო ამ დანაშაულის ჩასადენად. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ დ----- წ--–-----ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომ მას არ ჰქონია გ-- წ--–-----ის მოკვლის განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა და მოეკლა იგი. სააპელაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის ასეთი პოზიცია არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და განპირობებულია მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, ვინაიდან, მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების არამარტო სიმძიმე, არამედ მათი ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოებში, ასევე დანაშაულის ჩასადენად სანადირო თოფის გამოყენება, ადასტურებს იმას, რომ, დ----- წ--–-----ი უცილობლად ითვალისწინებდა მისი ქმედების შესაძლო შედეგს (დაზარალებულის სიკვდილს) და სურდა ამ შედეგის დადგომა.
პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მკვლელობის მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სანადირო თოფით შეიარაღებულმა დ----- წ--–-----მა სახლში მიაკითხა გ-- წ--–-----ს და ჭიშკართან გამოიხმო იგი, რა დროსაც სანადირო თოფიდან დამიზნებით განახორციელა გასროლა მისი მიმართულებით და დაზიანებები მიაყენა გულმკერდისა და თავის არეში, რაც ადასტურებს მის განზრახვას _ მოეკლა გ-- წ--–-----ი, თუმცა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელი შეუშალა მისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა (გ-- წ--–-----მა შეძლო გაქცევა და სახლში შესვლა), რის გამოც დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე დ----- წ--–-----ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- წ--–-----მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განაჩენი დ----- წ--–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.დ----- წ--–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
4 .მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
5.დ----- წ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 20 იანვრიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● დ----- წ--–-----ის დაკავებისას ამოღებული ერთლულიანი სანადირო თოფი, მასში არსებული ვაზნა და 4 ცალი ვაზნა, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს.
● დ----- წ--–-----ის დაკავებისას ამოღებული ვაზნების ჩასაწყობი ტყავის ბუდე, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, ასევე დ----- წ--–-----ის ტანსაცმელი _ მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის მაისური და ჯინსის ქურთუკი, რომლებიც ინახება შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი მასრა, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, დ----- წ--–-----ის ხელის ანაწმენდის ნიმუში, დ----- წ--–-----ის ნერწყვის ნიმუში და გ-- წ--–-----ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
● დაზარალებულ გ-- წ--–-----ის შარვალი, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს გ-- წ--–-----ს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/