განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-68-2019 წელი
№010100118002748245
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
18 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ--- ფ----------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ჯ--- ფ----------ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ქ------–-----------------------–------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებუ-ლი აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ჯ--- ფ----------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 ნოემბერს დილის საათებში, ქ------–-----------–----–----------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჯ--- ფ----------ემ თავის მეუღლეს ი---- კ---–--ეს ბალიშის სახეზე დადებით, ასევე სკამის გულმკერდის არეში და ხელის სახის არეში დარტყმებით, ხელის სახის არეში მოჭერით და ძირს დაგდებით მიაყენა ფიზიკუ-რი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ი---- კ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშ-ნულ ფაქტს შეესწრო ჯ--- ფ----------ის და ი---- კ--–--ის არასრულწლოვანი შვილები ა-------- ფ----------ე და ნ-----–---- ფ----------ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ჯ--- ფ----------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამარლომ ჯ--- ფ----------ისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედ-ველობაში არ მიიღო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი სა-შიშროება, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნე-ბის განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ჯ--- ფ----------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ--- ფ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვ-რება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და ჯ--- ფ----------ის მიერ ჩა-დენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრე-ბული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ჯ--- ფ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ჯ--- ფ----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ--- ფ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 (სამასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, ჯ--- ფ-----------ეს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
ჯ--- ფ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოე-ხსნას გირაოს თანხის – 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ნ-----–- გ--------–--ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ-------–---–----------–------------ში (ზონა - ქ------–-------, სექტორი - ბ--------------, კვარ-ტალი ---------------------------------------------------------- 4000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ ჯ--- ფ----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ად-გილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili