განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
100100118002716193
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-78-2019 წელი

№100100118002716193

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

22 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე პ----- შ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

პ----- შ-------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ს--------------–----–----------------–-------ში, მსჯავრდებუ-ლია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარა-ღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

aRwerilobiTi nawili:

პ----- შ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ს-------–--------–-----–-------------ში მცხოვრებმა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა, პ----- შ--------ემ, ოჯახურ საკითხზე შელაპარაკებისას მამას - ა------ შ-------ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს პ----- შ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯე-ლით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებუ-ლის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. პ----- შუკაკი-ძემ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას ძალადობრივი ქმედება განა-ხორციელა მამის მიმართ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პ----- შ-------ე ოჯა-ხის წევრების მიმართ არის აგრესიული, მისი ქცევები არის იმპულსური და არაკონტრო-ლირებადი. მსჯავრდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებ-ში, მთვრალ მდგომარეობაში ყოფნფისას. პ----- შ-------ის მიმართ დანიშნული პირობი-თი მსჯავრი არ არის მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, ჩადენილი ქმედების საშიშროებიდან გამომდინარე.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ პ----- შ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ პ----- შ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინ-სტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრ-დებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი და პ----- შ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლ-საწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელი – 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდე-ბულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი პ----- შ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

პ----- შ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

პ----- შ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გა-მოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

მსჯავრდებულ პ----- შ-------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმ-რობაში ყოფნის დრო 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე.

მსჯავრდებულ პ----- შ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს გადამხდელს, ა------ შ-------ეს (პ/ნ 3----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღს-რულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდე-ბულ პ----- შ-------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili