განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
080100118002252040
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-131-2019 წელი

№080100118002252040

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

7 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ-------- ბ--–-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ-------- ბ--–-------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–----------–---–--------------ში, მსჯავრდებუ-ლია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენით დანაშაულისა-თვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლა-რის ოდენობით.

aRwerilobiTi nawili:

ნ-------- ბ--–-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევ-რის მიერ მეორეს მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ქ-------–-------------------------–--–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ--------ი ბ--–-------ემ ფი-ზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------ ჭ--–---–ს, რომელთანაც წარსულში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. კერძოდ: სახისა და გულ-მკერდი არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ------ ჭ--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრა პროკურორმა გ------- ხ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ნ--------- ბ--–-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაზარალებულ მ------ ჭ--–---–ის მიერ მას და ნ-------- ბ--–-------ეს შორის ურთიერთობის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე სასამართლოში დაკითხული მოწეების ჩვენებებით და საქმეში არსებული მასა-ლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთან-ხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-------- ბ--–-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ნ-------- ბ--–-------ის ინტერესბის დამცველმა ადვოკატმა ი--- კ---------------–--ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარე-მოებათა გამო:

დაზარალებულ მ------ ჭ--–---–ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ----------–-------------------------–--–------------------ში, 38 წელია, რაც იცნობს ნ-------- ბ--–--------ეს, ხოლო ახალგაზრდობაში 10 წელი ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, როგორც მეგობ-რები. დაახლოებით 20-25 წელია, რაც ეს ურთიერთობა დასრულდა და მას შემდეგ ნაც-ნობები არიან ერთმანეთის. შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ნ--------მა მას დაურეკა ტელეფონით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა დედის მისამართით იმ მოტი-ვით, რომ „რატომ უთხარი იმ ქალს, მე რაც საიდუმლოდ გითხარი მასზეო“. სატელეფო-ნო ზარის შემდეგ მოკლე პერიოდში გაჩერდა მანქანა მის სახლთან, საიდანაც გადმოვი-და ნ--------ი ისე სწრაფად, რომ ვერ მოასწრო კარების ჩაკეტვა და მის სახლში შესულმა შეშლილი სახით კატეგორიული ტონით მიმართა სიტყვებით – „რატომ თქვი?“, რაზე-დაც მან უპასუხა, რომ არაფერი ისეთი არ უთქვამს, რაც საიდუმლო იყო და მანამდე არ თქმულა, რის შემდეგაც ნ--------მა ხელი გაარტყა ლოყაში. მან მოკიდა მკლავში ხელი ნ--------ს და მიუთითა კარისაკენ. შემდეგ დედამისიც შემოვიდა, რომელიც ასევე ეუბნებოდა ნ--------ს წასულიყო სახლიდან. ამის შემდეგ ნ--------მა ისევ დაარტყა, თუმ-ცა, ისეთი ძლიერი არ ყოფილა ეს დარტყმები, მაგრამ ორივე დარტყმისას ჰქონდა ტკი-ვილის შეგრძნება და სახე დაწითლებულიც ჰქონდა. შემდეგ ნ--------მა დედამისსაც უბიძგა, რომელიც 90 წლისაა. ყოველივე ამის გამო ძლიერ აღელვებულმა, აიღო იქვე არ-სებული ქუსლიანი ფეხსაცმელი და ნ--------ს თავში მოარტყა, რა დროსაც მას სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ პატრულს გამოუძახა. დასმულ შეკითხვებზე მოწმე პასუხობს, რომ ნ--------ისათვის მას არ დაურეკავს, ის თვითონ მოვიდა თავისი ინიციატივით, რო-მელიც იმ მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ვიღაც ახლდა, თუმცა, ის სახლში არ შემოსულა. ის ნ--------თან ქორწინებაში არასოდეს ყოფილა და მასთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონია. პატრულის გამოძახებისას მას არ უხსენებია ყოფილი მეუღლე, რადგან ისინი ცოლ-ქმარი არასოდეს ყოფილან, თუმცა ნ--------ის სახლშიც უცხოვრია მას და ნ--------საც უცხოვრია მის სახლში პერიოდულად, რა დროსაც სხვა ქა-ლებიც ცხოვრობდნენ მის სახლში, რომლებთანაც ნ--------ს ჰქონდა ანალოგიური ურ-თიერთობა. დასმულ შეკითხვაზე მოწმე განმარტავს, რომ ამ პერიოდში მასაც უყიდია ნ--------ისთვის და ნ--------ის მისთვის გარკვეული ნივთები. მაგალითად, ნ--------ის კი მისთვის უყიდია ტელევიზორი.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

მოწმე ა-–---------- ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომ-ძიებლად. 2017 წლის 01 დეკემბერს შემოვიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან და-კავშირებით, რომლის საფუძველზეც ის და მისი კოლეგა ლ-–- ზ--------ე გამოცხადდ-ნენ ქ----------–-------------------------–--–------------ში იმავე დღეს დაახლოებით 17:00 საათზე, სადაც მ------ ჭ--–---–მა განუცხადათ მათ, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ--------- ბ--–-------ემ იძალადა მასზე და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გულ-მკერდისა და თავის არეში. დაზარალებულმა მათ ასევე განუცხადათ, რომ ნ-------- ბ--–-------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მან ასევე უთხრა ნ-------- ბ--–--------ის საცხოვრებელი მისამართი, სადაც გამოცხადდნენ და ოჯახურის ძალადობის ფაქტ-ზე დააკავეს იგი ბრალდებული სახით. დაკავებისას მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. დაკავებამდე მას თავის არეში აღე-ნიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრი სისხლჩაქცევის სახით, ასევე მარცხენა ყურის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები, მისი განმარტებით მიაყე-ნა მ------მ 2017 წლის 01 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკებისას. დაკავების შემდეგ მას ასევე გაეწია სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება მ------ ჭ--–---–ის დაზიანებებს, მას არ ახსოვს გარეგნულად ეტყობოდა თუ არა, თუმცა ახსოვს, რომ დაზარალებული იტკივებდა გულმკერდისა და სახის არეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

მოწმე ა-–---------- ა----–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია ასევე დასტურდება მოწმე ლ-–- ზ--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით. (პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

მოწმე ნ----–--- დ---------ის ჩვენების თანახმად მ------ ჭ--–---–ი არის მისი შვილი. ნ-------- ბ--–-------ეს იცნობს, თუმცა, მან არ იცის რა სახელი დაარქვას მისი შვილის და ნ--------ის ურთიერთობას, რომელთაც 15 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან ასე და ხან ისე. ისინი ერთად იწვნენ, მაგრამ ეს ცოლ- ქმრული ურთიერთობა იყო თუ რა ურ-თიერთობა, მან არ იცის. მან იცოდა, რომ მისი გოგო როდესაც სახლში არ მოდიოდა, იყო ამ ბატონთან, ხოლო ზუსტად თუ სად იყვნენ, ეს მან არ იცის. მის გოგოს უყვარდა ნ---------ი. მათ ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. იმ პერიოდში, როცა მ------ ამ ბატონ-თან არ რჩებოდა, ცხოვრობდა მასთან და სხვა საცხოვრებელი მას იმ პერიოდში არ ჰქო-ნია. ეს 15 წლიანი ურთიერთობა დასრულდა 20-25 წლის უკან. ნ--------ი მათთანაც ხში-რად იყო და მის გაკეთებულ საჭმელს ჭამდა. მოწმე განმარტავს, რომ ამ 15 წლის მან-ძილზე მათ ურთიერთობას არ განიხილავდა ცოლქმრულ ურთიერთობად. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, იგი მივიდა თავის შვილთან სახლში. კარები მიხურული იყო, თუმცა ჩაკეტილი არ ყოფილა, როდესაც შევიდა სახლში, გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ ნ--------ი ურტყამდა მ------ს ხელს სახის არეში. მან მოკიდა ხელი ნ--------ს და შეეცადა გაეყვანა და გაეშვებინებინა ხელი მ------ზე, რა დროსაც ნ--------მა მას ხელი უბიძგა და იგი დაეცა მაცივართან, რის შედეგადაც მას გაუშავდა დაცემის ადგილი. ამის შემდეგ მისმა გოგომ აიღო რაღაც ნივთი და თავდაცვის მიზნით დაარტყა ნ--------ს.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

საქმეში წარმოდგენილი, №------------------ 16:08 საათის შეტყობინების რეგისტრა-ციის თანახმად, მოქალაქე მ------ ჭ--–---–მა აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართვე-ლოს პ---–-–-------–- განყოფილების მორიგეს, რომ ყოფილი მეუღლე ნ-------- ბ--–--------ე შეეჭრა სახლში და მიაყენა შეურაცხყოფა.

(ს.ფ.3)

საქმეში წარმოდგენილი, №------------------ 16:39 საათის შეტყობინების რეგისტრა-ციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმარ-თველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს „112“ საპატრულო ეკიპაჟიდან პატრულ-ინსპექტორმა ბ-------–--ემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------–- განყოფილების მორიგეს, რომ ქ----------–----------------------------------ში დახმარება ითხოვა 1958 წელს დაბადებულმა მ------ ჭ--–---–მა, რომლის განმარტებით, სიტყვიე-რი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-------- ბ--–-------ემ

(ს.ფ.2)

საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 01 დეკემბერს შემთხვევის ადგილი დაათვალიერა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- გ--------–---–მა, რომელიც მდებარეობს ქ. ქ------------------------------------------–--–------------------ში მეორე სართულზე, სადაც ასასვლელია ბეტონის მოპირკე-თებული კიბით, სახლში შესასვლელია მეტალის კარების გავლით... საცხოვრებელი სახ-ლში შესვლისას მარჯვენა მხარეს კედელთან დგას თეთრი ფერის მაცივარი, რომლის წინ იატაკის ზედაპირზე აგდია დეკორატიული ორნამენტებით მოხატული მეტალის საყვავილე, რომელშიც მოთავსებულია ორი ცალი დეკორატიული ყვავილი, აღნიშნულ მხარეს განთავსებულია მცირე ზომის ოთახი, სადაც იატაკის ზედაპირზე აგდია ამავე ოთახის ფარდის ნაჭერი, რომლის გვერდით ასევე იატაკის ზედაპირზე აგდია შავი ფე-რის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დათვა-ლიერებაში მონაწილე მ------ ჭ--–---–ის განმარტებით ჯიბიდან ამოუვარდა ნ-------- ბ--–-------ეს, როდესაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი ამოიღეს, შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტე-ბის მიერ, პაკეტზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, სხვა რაიმე ნივთი ან კვალი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა.

(ს.ფ. 40-45)

საქმეში არსებული, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №---------- დასკვნის თანახმად ნ--------ი ბ--–-------ეს 01/12/2017 23:09 საათზე შემო-წმების შემდეგ დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა (ინტოქსიმეტრ EC/IR/II 0.67 პრომილე).

(ს.ფ. 29)

საქმეში არსებული, 2017 წლის 01 დეკემბრის დაკავების ოქმის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომ-ძიებლის ა-–---------- ა----–--ის მიერ მოხდა ნ-------- ბ--–-------ის ბრალდებულის სა-ხით დაკავება მისსავე საცხოვრებელ სახლში ქ----------–----------ში. ფაქტობრივი დაკა-ვების ზუსტი დროა 19:20 საათი. დაკავებისას ნ-------- ბ--–-------ეს არანაირი წინააღმ-დეგობა არ გაუწევია და არც რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. დაკავებამდე მას თავის არეში, თხემის მარცხენა სფეროში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრი სისხლჩაქცევის სახით, ასევე მარცხენა ყურის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა ჭრილობა. აღნიშნული და-ზიანებები, მისი განმარტებით მიაყენა მ------ დ---------ემ 2017 წლის 01 დეკემბრის ურ-თიერთშელაპარაკებისას. ოქმი ხელმოწერილია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–----------- ა----–--ის და ლ-–- ზ--------ის მიერ. ოქმს გაეცნო პირადად ნ-------- ბ--–--------ე და გადაეცა ოქმის ასლი, რაც დაადასტურა ხელისმოწერით.

(ტომი 1. ს.ფ. 75-79)

მოწმეებმა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ა-–---------- ა----–--ემ და ლ-–- ზ---------ემ თავიანთ ჩვენებებში სრულად დაადასტურეს დაკავების ოქმში აღწერილი გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენების თანახმად 01.12.2017წ. 23:25-23:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ნ--------ი ბ--–-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევის სახით. და-ზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედე-გად. დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მი-ეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშ-ლის ნიშნით, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

(ს.ფ. 11-13, (პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენების თანახმად 01.12.2017წ. 18:30-18:42 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მ------ ჭ--–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. შესამოწმებლის გადმოცემით იმავე დღეს მის საცხოვრებელ სახლში ნ-------- ბ--–-------ემ მიაყენა სიტ-ყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

(ს.ფ. 11-13, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

დაცვის მხარის მოწმე მ------ ფ-–-----ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თანახმად ნ-------- ბ--–-------ე არის მისი ძმადნაფიცი და სკოლაში ერთ კლასში სწავ-ლობდნენ. მას ახლო და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ნ--------ის ოჯახთან. ის პოპუ-ლარული ბიჭი იყო თავისი გარეგნობით და ბევრ გოგოს მოსწონდა. მასაც ბევრი გოგო მოსწონდა. მ------ დ---------ეს (იგივე ჭ--–---–ი) იცნობდა, როგორც ნ--------ის მორიგ მეგობარი ქალს, რამოდენიმეჯერ შეხვედრია სუფრაზე ნ--------თან და არ გაჰკვირვებია, რადგან მაგის გარდა ძალიან ბევრი ქალი უნახავს მასთან. მ------ არასოდეს უნახავს დიასახლისის როლში, არამედ იმყოფებოდა როგორც სტუმარი. ხშირად და სისტე-მატიურად რომ დაენახა ნ--------ის ოჯახში ეს ქალბატონი, აუცილებლად ჰკითხავდა ამის შესახებ. შესაბამისად, მათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონიათ, საყვარლები იყვნენ თუ არა ესეც არ იცის. მან იცოდა, რომ ნ--------ის მეუღლე იყო მ----- იოსელი-ანი. მოწმის განმარტებით, როგორც ახლო მეგობარს, ნ--------ის და მ------ს ცოლ- ქმრული ურთიერთობა რომ ჰქონოდათ, აუცილებლად ეცოდინებოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

დაცვის მახრის მოწმე ე----- ი------–---–ის ჩვენების თანახმად, ნ--------ს იცნობს ბავ-შვობიდან, ვინაიდან მეზობლები არიან და საერთო ღობე აქვთ. მ------ ჭ--–---–ს იც-ნობს იქიდან, რომ ნ--------თან დადიოდა პერიოდულად. 2017 წლის დეკემბრის დასა-წყისი იქნებოდა, ნ--------მა დაუძახა და როგორც ექიმს სთხოვა დახმარება, ვინაიდან მას თავი ჰქონდა დასისხლიანებული და ყური გაგლეჯილი. როდესაც ჰკითხა თუ რაში იყო საქმე, ნ--------მა მიუგო, რომ მ------მ დაურეკა და სთხოვა მასთან სახლში მისვლა რაღაც საკითხზე, მისვლისთანავე რაღაც დაარტყა თავში უმიზეზოდ, რის შემდეგაც მა-შინვე გამობრუნდა და მოვიდა სახლში. სანამ იგი ნახავდა ნ--------ს, მას უკვე დამუშა-ვებული ჰქონდა ჭრილობა, ნაკერი ედო და შეხვეული ჰქონდა თავი. ერთადერთი მეუღ-ლე, რომელიც ნ--------ს ჰყავდა, იყო მ----- ი-----–---ი. ასევე ნ--------ს ჰყავდა მეგო-ბარი ქალი თ-- ლ------, რომელიც მასთან 1998-2005 წლებში ცხოვრობდა, რაც შეეხება მ------ დ---------ეს, იგი პერიოდულად მოდიოდა ხოლმე. მას ყოველდღიური მეზობ-ლური ურთიერთობა აქვს ნ--------ის ოჯახთან და მის მეხსიერებაში არ ახსოვს, რომ მ------ ღამე დარჩენილიყო ნ--------თან. სხვაგან ჰქონდათ თუ არა ურთიერთობა, არ იცის და ნ--------ის ოჯახში მარტო არასოდეს არ უნახავს მ------. იგი მოდიოდა ნ--------ის სხვა მეგობრებთან ერთად და შემდეგ ისევ იშლებოდნენ და მიდიოდნენ თა-ვიანთ სახლებში. თითონ ნ--------ი მეგობრული ადამიანია, ბევრი მეგობარი ჰყავს. მე-ზობლობაში კარგი ადამიანია. ნამდვილად იცის, რომ მ------ დ---------ესთან ნ--------ს თანაცხოვრება არ ჰქონია და ისინი ერთობლივ საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთად ცხოვრობენ, ერთად ჭამენ, ერთად განკარგავენ ფინანსებს. მან იცის, რომ მ------ იყო ნ--------ის ჩვეულებრივი მეგობარი, მათი ინტიმური ურთიერ-თობის შესახებ არაფერი იცის.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

ნ-------- ბ--–-------ის ჩვენების თანახმად, მ------ ჭ--–---–ი არის მისი მეგობარი. 30 წელზე მეტია რაც მას იცნობს. მათ შორის ცოლქმრული ურთიერთობა არ ყოფილა არას-დროს და არც საერთო მეურნეობას ეწეოდნენ. ადრე ხვდებოდნენ ერთმანეთს როგორც ქალი და მამაკაცი. ასეთი ურთიერთობა მათ შორის წლები გრძელდებოდა, მაგრამ ბო-ლო 15 წელია, რაც მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ. მ------ მასთან სახლში არასოდეს რჩებოდა, ხოლო თავად დარჩენილა ხოლმე მასთან. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 01 დეკემბერს იგი მივიდა მ------სთან იმ მიზნით, რომ გაერკვია რაღაც საკითხი, კერძოდ, მ------ს ერთ გოგოზე არასწორი რაღაცეები ჰქონდა ნალაპარაკები და სურდა ამის გარ-კვევა. მ------ წინასწარ არ გაუფრთხილებია მისვლის შესახებ, თუმცა, როდესაც მივიდა მ------ს ბინასთან, მან იგი დაინახა მანქანიდან გადმოსვლისას და შეეძლო კარების ჩა-კეტვა მოესწრო და იგი არ შეეშვა სახლში, რადგან მეორე სართულზე ცხოვრობს. ვინაი-დან ასე არ მოიქცა, მ------ს სურდა, რომ ის სახლში შესულიყო. იგი მარტო ავიდა მ-------სთან, ხოლო მეგობარი მანქანაში დატოვა. სახლში შესვლისთანავე მ------მ მას რაღაც ჩაარტყა თავში, რის შემდეგაც იგი შეეცადა ბინიდან წამოსვლას, მაგრამ კარები დაკე-ტილი იყო. მერე დედამისმა სისხლი რომ დაინახა მის თავზე, ალბათ მაშინ გააღო კარე-ბი და ასე გაექცა ამ ამბავს. მოწმე ადასტურებს, რომ მისი მხრიდან იყო დედის შეგინება ტელეფონზე საუბრის დროს მ------ს მიმართ და ალბათ ეს იყო მიზეზი მ------ს ასეთი საქციელის, რადგან განაწყენების სხვა მიზეზი მათ შორის არ ყოფილა. ინციდენტის დროს მას მ------სათვის ხელი არ დაურტყამს. მისგან მოქნეული ჩექმა კი მოხვდა თავ-ში, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა, რადგან ნასვამი იყო. ის ვერ გაერკვია რა ხდე-ბოდა და გავიდა გარეთ.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ნ-------- ბ--–-------ის დანაშაულებრივი ქმედების გადაკვალიფიცირების თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილ-ზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებუ-ლი ოჯახური ძალადობის ფაქტის დასადგენად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს, დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ელემენტი - ძალა-დობა ოჯახის წევრებს შორის. საქმის მასალებით კი არ დასტურდება, რომ ნ-------- ბ---–-------ე მ------ ჭ--–---–თან იმყოფებოდა ქორწინებაში. დადასტურებულია, რომ მათ წარსულში, 20-25 წლის წინ, როგორც ქალსა და მამაკაცს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, თუმცა, ქორწინების ან ოჯახური თანაცხოვრების ფაქტი, რომ ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვერ დადგინდა. ასეთ ფაქტს არ ადასტურებს არცერთი მოწმე, ასე-ვე, მათ არ ჰყოლიათ საერთო შვილი. თვით დაზარალებული და მისი დედაც კი კატე-გორიულად გამორიცხავენ მათ შორის ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებზე.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარ-ტებას, რომ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ეპიზოდური შემთხვევები და ნივთის ერთმანეთისთვის ჩუქება არ წარმოადგენს არც ფაქტობრივ ქორწინებას და არც ერთიან საოჯახო მეურნეობას, მით უფრო იმ ფონზე, როცა ასეთ ურთიერთობას ქორწინებად არ ცნობს არცერთი მხარე.

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენი ნ-------- ბ--–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ნ-------- ბ--–-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ნ-------- ბ--–-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუ-ხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექ-სის 126-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

ნ-------- ბ--–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ-------- ბ--–-------ეს 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით (სულ 4 დღე) პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშ-ნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ნ-------- ბ--–-------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

ნ-------- ბ--–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ს--–---- ს-----------ე პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარი, განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტელეფონი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბ-რუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათე-ბის ამსახველი CD დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუ-ყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili