განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-134-2019 წელი
№080100118002789940
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
15 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ-----–---- ლ--–---–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ნ-----–---- ლ--–---–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქა-ლაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქ-------–---------------------------ში, ფაქ-ტობრივად მცხოვრები ქ. ქ-------–---------------------------–-------------ში, მსჯავრ-დებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ნ-----–---- ლ--–---–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ-ლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 დეკემბერს დაახლოებით 00:00 საათზე ქ-------–----------------------------------–-------------ში მდებარე სახლში ნ-----–---- ლ--–---–---–მა მეუღლეს - თ----- ბ--------–ს ფეხი ჩაარტყა ზურგის არეში, ასევე დედას - მ------ ლ--–---–---–ს მოქაჩა თმებში. დაზარალებულებმა ძალადობის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ნ-----–---- ლ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ნ-----–---- ლ--–---–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ძა-ლადობრივი ხასიათის ქმედება 2 პირის – ყოფილი მეუღლისა და დედის მიმართ. ნ------–---- ლ--–---–---–ის მიმართ წარსულში შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი მეუღლის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ზემოაღნიშნული გარემოებები მეტყველებს ნ-----–---- ლ--–---–---–ეზე, როგორც მოძალადე პიროვნება-ზე. მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და აღნიშნული სასჯელი ვერ უზ-რუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ნ-----–---- ლ--–----–---–მა, რომელიც თავისი სააპელაციო საჩივრთი ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპე-ლაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ-----–---- ლ--–---–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----–---- ლ--–---–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის და-ნიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოე-ბა, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალე-ბულებს, რომელთაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ ნ-----–---- ლ--–---–---–თან და ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას. ნ------–---- ლ--–---–---–ს კმაყოფაზე ჰყავს 3 წლამდე ასაკის მცირეწლოვანი შვილები, წარ-სულში არ არის ნასამართლევი და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი ნ-----–---- ლ--–---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ნ-----–---- ლ--–---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქა-ლაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-----–---- ლ--–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პი-რობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ-----–---- ლ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
ნ-----–---- ლ--–---–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 09 დეკემბრიდან 2019 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ნ-----–---- ლ--–---–---–ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრ-დებულ ნ-----–----ი ლ--–---–---–ს დაეკისროს მოვალეობად პრობაციის სამსახურის ნე-ბართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგი-ლის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili