განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001976667
საქმე №1/ბ-149-2018წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ პ----- ც-–--–--ის
მსჯავრდებულის _ ვ-----–- უ---–---ს
ადვოკატის _ დ----- ს--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის და მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ს--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ვ-----–- უ---–---ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–---–---–-------–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ-----–- უ---–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 21 ოქტომბერს, №1-------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდაცვლილმა ნ-------- დ----–--მ 3 000 აშშ დოლარი ასესხა ბრალდებულ ვ-----–- უ---–---ს დედას, მ------- ბ---–--ეს, რომლის გადახდის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 21 ოქტომბერი. სანაცვლოდ, შეთანხმების საფუძველზე, ნ-------- დ----–--ს ვალის დაბრუნებამდე უნდა ეცხოვრა მ------- ბ---–--ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ--------–---–---–-------–-------------–-. ვინაიდან, მ------- ბ---–--ე ვერ ახერხებდა ნ-------- დ----–--სათვის ვალის დაბრუნებას და აღნიშნულის გამო შესაძლოა დამდგარიყო მ------- ბ---–--ის უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ დაკარგვის საფრთხე, ვ-----–- უ---–---მ გადაწყვიტა ვალის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, განზრახ მოეკლა ნ-------- დ----–--. აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად, 2017 წლის თებერვლის თვეში, ღამის საათებში, ვ-----–- უ---–--- შევიდა ქ--------–---–---–-------–-------------–- მდებარე ნ-------- დ----–--ს დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ოთახში და ანგარებით, განსაკუთებული სისასტიკით, ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით, გულ-მკერდის, მუცლისა და კისრის არეში ნ-------- დ----–--ს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
ზემოაღნიშნულის გამო ვ-----–- უ---–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის განაჩენით:
ვ-----–- უ---–---ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლზე.
ვ-----–- უ---–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
ვ-----–- უ---–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 10 აპრილიდან.
ვ-----–- უ---–---ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· მ------- ბ---–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვ-----–- უ---–---ს კუთვნილი მოკლე შარვალი და 2014 წლის 21 ოქტომბრის სესხის სანოტარო ხელშეკრულება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· ქ.ქ------–---ში, წ-------–---------ში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნ-------- დ----–--ს ჩუსტები და გვამის დათვალიერებისას ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
· ქ.ქ------–---ში, წ-------–---------ში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები და ანაწმენდი, ვ-----–- უ---–---სგან აღებული სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, ქ.ქ------–---ში, თ---–--–---–--------ის მოპირდაპირედ, მდინარე კ-------–-ს სანაპიროზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთბორბლიანი ურიკა და მოთეთრო ფერის მავთული, გვამის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის მავთული და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე და ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, საგამოძიებო მოქმედების _ ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, სესხის ხელშეკრულების ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე და ქ--------–---–---–-------–-------------–- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-----–- უ---–---მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის თებერვლის თვეში, ღამის საათებში (ზუსტი რიცხვი და დრო დაუდგენელია), ქ--------–---–---–-------–-------------–- მდებარე ნ-------- დ----–--ს დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ოთახში, ვ-----–- უ---–---მ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, გულ-მკერდის, მუცლისა და კისრის არეში ნ-------- დ----–--ს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფი გაახვია ადიალასა და ხალიჩაში, დააკრა რკინის ურიკაზე და გაემართა მდინარე კ-------–-ს სანაპიროსკენ, სადაც მისვლის შემდეგ ურიკა ჩააგდო მდინარეში, ხოლო დანა გადააგდო იქვე მახლობლად, მდინარის სანაპიროზე.
3.სააპელაციო საჩივრების არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ვ-----–- უ---–---ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ვ-----–- უ---–---ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით.
მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ს--------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ-----–- უ---–---ს გამართლება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე და ბრალდებულ ვ-----–- უ---–---ს მიერ ჯერ კიდევ გამოძიებაში, მოწმის სახით დაკითხვის დროს მიცემულ აღიარებით ჩვენებაზე, რომელიც მან გამოძიებაშივე უარყო. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, უტყუარად და დამაჯერებლად ვერ დადასტურდა, ნ-------- დ----–--ს გვამზე არსებული მრავლობითი დაზიანებები სიცოცხლეში იყო მიყენებული თუ გარდაცვალების შემდეგ, რის გარეშეც შეუძლებელია მკვლელობის მცდელობაზე მსჯელობა. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ცალმხრივად გაიზიარა სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და ვ-----–- უ---–---სათვის ბრალად შერაცხული ქმედება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლზე, ხოლო დასკვნის ის ნაწილი, რომელიც მიუთითებდა დაზიანებათა სიკვდილის შემდგომ წარმოქმნის შესაძლებლობაზე, დაუსაბუთებლად უგულებელყო.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული არცერთი მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ყველა მათგანის ჩვენება ან ირიბია ან ნეიტრალური ხასიათის. მოწმეთა ჩვენებებში მოცემულია ვ-----–- უ---–---ს და ნ-------- დ----–--ს პიროვნული დახასიათებები, აღწერილია მათი ურთიერთობა და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება, სესხის ოდენობა და ნ-------- დ----–--ს მდგმურად ცხოვრების პირობები. ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს ვ-----–- უ---–---ს უშუალო და კონკრეტულ ქმედებებს, მიმართულს ნ-------- დ----–--ს მკვლელობისაკენ, ასევე მკვლელობის მცდელობასთან და მის მოტივთან დაკავშირებულ რაიმე მნიშვნელოვან ფაქტს. აპელანტის მითითებით, არც დაზარალებულის სხეულზე და ტანსაცმელზე და არც მის საცხოვრებელ ოთახში არ აღმოჩენილა ვ-----–- უ---–---ს გენეტიკური პროფილი ან სისხლის კვალი. ის ფაქტი, რომ ნ-------- დ----–--ს ოთახიდან ამოღებულია მისივე სისხლის კვლები და ამავე ოთახში აღმოჩენილია მისი გენეტიკური პროფილი, არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებს ვ-----–- უ---–---ს ბრალეულობაზე. სისხლის წვეთების ოთახში აღმოჩენა მათი წარმოქმნის ხანდაზმულობის დაუდგენლად, შეიძლება მხოლოდ ირიბად მიუთითებდეს იმაზე, რომ ნ-------- დ----–--მ ამ კონკრეტულ ოთახში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებულ დანის ტარზე აღმოჩნდა ვ-----–- უ---–---ს გენეტიკური პროფილი, ხოლო მის პირზე არ აღმოჩენილა ნ-------- დ----–--ს არც სისხლის კვალი და არც გენეტიკური პროფილი. ამასთან, დადგენილი არ არის ნ-------- დ----–--ს გვამზე არსებული დაზიანებების კონკრეტული დანით მიყენების ფაქტი. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა, რომ არც სივრცეში (ოთახში) და არც ნივთმტკიცებებზე არ აღინიშნება დაზარალებულის და ბრალდებულის სისხლის კვლების ან ბიოლოგიური მასალის ერთდროულად არსებობა, რის გამოც ვარაუდის დონეზეც კი ვერ დასტურდება მათ შორის არათუ ძალადობრივი კონფლიქტის, არამედ საყოფაცხოვრებო კონტაქტის არსებობაც კი. რაც შეეხება საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აპელანტის მოსაზრებით, იგი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ვინაიდან, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ვ-----–- უ---–---ს მიერ გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენების შემოწმების მიზნით, რომელიც მან 2 დღეში გამოძიებაშივე უარყო და არც სასამართლოში დაადასტურა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის და მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ს--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ვ-----–- უ---–---ს გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ მოცემულ საქმეზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ და სასამართლოში გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არის დადასტურებული ვ-----–- უ---–---ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა, საქმეში არ არსებობს. კერძოდ:
მოწმე რ------ ს----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე, სტუმრად მიდიოდა ქ.ქ------–---ში, წ-------–ის ქუჩაზე მცხოვრებ თავის დასთან, რა დროსაც მდინარე კ-------–ში შენიშნა ადამიანის გვამი, რის შესახებაც შეატყობინა ნაცნობ პოლიციელს. ეს უკანასკნელი მივიდა ადგილზე და როდესაც დარწმუნდა, რომ მდინარეში მართლაც გვამი იყო, პოლიციაში დარეკა. რამდენიმე წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მაშველები, რომლებმაც გვამი მდინარის ნაპირზე გამოიტანეს.
მოწმე მ------ ზ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ------–---ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 09 აპრილს იმყოფებოდა ქ.ქ------–---ში, გ--–-----ის დასახლებაში. დაახლოებით 18 საათზე დაუძახა თავისმა ნაცნობმა რ------ ს----–---–მა და უთხრა, რომ მდინარე კ-------–ში დაინახა ადამიანის გვამი. როდესაც მითითებულ ადგილზე მივიდა და დარწმუნდა, რომ მდინარეში ადამიანის გვამი იყო, დარეკა 112-ში და შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე. მალევე მივიდნენ პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მათ მდინარიდან ამოიტანეს გვამი, რომელიც თეთრი მავთულის მეშვეობით ფეხებით იყო მიბმული ცალბორბლიან ურიკაზე.
2017 წლის 9 აპრილს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მდინარე კ-------–-ს სანაპიროზე, მდინარის ნაპირიდან დაახლოებით 4-5 მეტრში, თ---–--–---–--------ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ, დაახლოებით 30 მეტრში ესვენა მამაკაცის გვამი, რომელიც იყო შორს წასული ლპობის მდგომარეობაში. გვამს კისრის მიდამოში, გულ-მკერდის წინა ზედაპირზე და მუცლის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სწორკიდეებიანი ჭრილობები. გვამის ფეხებიდან დაახლოებით ერთ მეტრში ქვებზე და მიწის ზედაპირზე ამოყირავებულ მდგომარეობაში იდო ერთბორბლიანი ურიკა, რომელსაც არ გააჩნდა საზიდი ავზი და ურიკაზე შემოხვეული იყო თეთრი ფერის იზოლირებული მავთული. აღნიშნული ურიკა ამოღებული იქნა მასზე დახვეული მავთულებითურთ და გადატანილი იქნა ქ------–---ის რაიონული სამმართველოს შენობაში.
მოწმე რ----- დ-----აძის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.ქ------–---ში, წ-------–ის შ-------------–ი. ვ-----–- უ---–--- მისი მეზობელია. 2017 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით 04-05 საათზე, ღამის ცვლიდან ბრუნდებოდა სახლში. ამ დროს გზაზე შემოხვდა ვ-----–- უ---–---, რომელიც ურიკას მიაგორებდა და წ-------–ის ქუჩით მიდიოდა მდინარე კ-------–-ს მიმართულებით. ურიკაზე იდო მრგვალად დახვეული რუხი ფერის ხალიჩა, რომელზეც ეყარა თეთრი ფერის სადენები.
მოწმე მ------ გ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-----–- უ---–--- ცხოვრობდა მის მეზობლად, ცოლშვილთან, დედასთან და ძმასთან ერთად. ვ-----–-ს სახლში ჰქონდა ურიკა, რომლითაც მისი ძმა შეშას და ჯართს ეზიდებოდა ხოლმე. ურიკა იყო ძველი, დაჟანგული და ბორბალთან ხის ნაჭერი ჰქონდა დამაგრებული, მას არ გააჩნდა საზიდი ავზი და ჰქონდა ერთი ბორბალი. აღნიშნული ურიკა რამდენჯერმე თავადაც ინათხოვრა ავეჯის გადასაზიდად და ნაგვის გადასაყრელად. მოწმის განმარტებით, პოლიციის შენობაში ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც მას წარედგინა ოთხი ურიკა, რომელთა შორის ამოიცნო ვ-----–- უ---–---ს ურიკა.
საგნის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ მოწმე მ------ გ----------მა ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი საზიდი ურიკიდან ამოიცნო ერთ-ერთი და განმარტა, რომ იგი ეკუთვნოდა მის მეზობელს, ვ-----–- უ---–---ს.
მ------- ბ---–--ისგან ამოღებული 2014 წლის 21 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ნ-------- დ----–--მ მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს დედას _ მ------- ბ---–--ეს 2 წლის ვადით ასესხა 3 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც, შეთანხმების საფუძველზე, მას ვალის დაბრუნებამდე უნდა ეცხოვრა მ------- ბ---–--ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ქ------–---ში, წ-------–ის ქუჩა №22-ში. ამავე სახლში ცხოვრობდა ვ-----–- უ---–--- ცოლ-შვილთან ერთად.
მოწმე მ------- ბ---–--ის (მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს დედის) ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-------- დ----–--სთვის მისგან ნასესხები თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ დაუბრუნებია და იგი გარდაცვალებამდე მის სახლში ცხოვრობდა.
2017 წლის 10 აპრილს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ------–---ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ გ------- გამყრელიძის მიერ, ექსპერტ ჯ------– კ------ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ქ--------–---–---–-------–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ექსპერტის მიერ ნ-------- დ----–--ს დროებით საცხოვრებელ ოთახში, კარებიდან და საწოლიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ხოლო იატაკიდან ბიოლოგიური ჩხირებით ამოღებული იქნა ანაწმენდები.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ქ--------–---–---–-------–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს, ნ-------- დ----–--ს დროებით საცხოვრებელ ოთახში, კარებიდან და საწოლიდან ამოღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-------- დ----–--ს, ხოლო იატაკიდან ამოღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ნ-------- დ----–--ს გენეტიკური პროფილი.
ქ------–---ის რაიონული სამმართველოს დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის _ ო-–-- გ--------ის მიერ შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 აპრილს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ გოჩა ტაკიძის, მ-------- კ----–-–---–ის და ექსპერტ ჯ------– კ------ის მონაწილეობით, ბრალდებულ ვ-----–- უ---–---ს მიერ მიცემული ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ვ-----–- უ---–---მ ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა ქ.ქ------–---ში, წ-------–---------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან და შეიყვანა ეზოში. ამის შემდეგ შევიდნენ პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში, სადაც ბრალდებულმა მიუთითა დივანზე და განმარტა, რომ მკვლელობის ღამეს იჯდა ამ დივანზე და ტელევიზორს უყურებდა. ამ დროს შენიშნა, რომ ეზოში შემოვიდა ნ-------- დ----–-- და წავიდა სახლის უკანა მხარეს განთავსებული თავისი ოთახისკენ, რა დროსაც მისაღებ ოთახში ტელევიზორის გვერდით მდებარე თაროდან აიღო დანა და გახსნილ მდგომარეობაში ჩაიდო ქამარში. აღნიშნულის შემდეგ ვ-----–- უ---–---მ აჩვენა ოთახი, სადაც ცხოვრობდა ნ-------- დ----–-- და მიუთითა კარებზე, საიდანაც შევიდა მის ოთახში. მანვე მიუთითა ოთახში კედელთან მდგარ საწოლზე და განაცხადა, რომ როცა შევიდა ოთახში, ნ--------ი იჯდა ამ საწოლზე, სადაც მისივე განმარტებით, ნ-------- დ----–--ს დანის გამოყენებით 3-4-ჯერ მიაყენა დაზიანებები და როცა იგი წამოუდგა ფეხზე, დანა გამოუსვა ყელის არეში, რის შემდეგაც ნ-------- დ----–-- დაეცა საწოლზე. ვ-----–- უ---–---მ მიუთითა ადგილი, საიდანაც აიღო სკოჩი და ინტერნეტის თეთრი ფერის კაბელი, რისი გამოყენებითაც ნ-------- დ----–--ს გვამი შეახვია ადიალაში, შემდეგ ხალიჩაში, შემოახვია სკოჩი, გაიტანა ოთახიდან გარეთ და ურიკაზე დადო. მანვე მიუთითა სახლის გვერდით დამხმარე შენობასთან ადგილი, სადაც მისი განმარტებით, იდგა ურიკა. ვ-----–- უ---–---მ აღნიშნა, რომ ამ ურიკაზე ინტერნეტის კაბელის გამოყენებით დააკრა გვამი და მიუთითა, თუ საიდან გაიტანა გვამი ეზოდან. მისივე მითითებით, ექსპერიმენტში მონაწილე პირები ეზოდან გავიდნენ ქუჩაში, რის შემდეგაც მან მიუთითა მიმართულება მდინარე კ-------–-სკენ და განაცხადა, რომ მითითებული გზით გადაიტანა გვამი მდინარე კ-------–-ს პირას. აღნიშნული გზა არის დაახლოებით 200 მეტრი. გზის ბოლოს ვ-----–- უ---–---მ მიუთითა მიმართულება მარცხნივ, საიდანაც გაიარეს დაახლოებით 50 მეტრი, შემდეგ კი მიუთითა ბილიკი, საიდანაც გვამი აიტანა მდინარის სანაპირომდე და აღნიშნული ადგილიდან ურიკასთან ერთად გადააგდო მდინარეში. იქვე მიუთითა ადგილი მდინარის სანაპიროზე, სადაც გადააგდო დანა, რომლითაც ჩაიდინა მკვლელობა. ექსპერტ კრიმინალისტის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ბრალდებულ ვ-----–- უ---–---ს მიერ მითითებული ტერიტორია, რა დროსაც მდინარის სანაპიროზე, დაბალ შეფერდებაზე ნანახი იქნა ნიკელის კორპუსიანი დანა დაკეცილ მდგომარეობაში. აღნიშნული დანა ამოღებული და დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ, რის შემდეგაც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და ადგილზევე დაილუქა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ო-–-- გ--------ემ, გ-----------ემ, მ-------- კ----–-–---–მა და ჯ------– კ------ემ დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მდინარე კ-------–-ს ნაპირიდან ამოღებული მოყავისფერო დასაკეცი დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ-----–- უ---–---ს.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1--------- დასკვნით დადგენილია, რომ მდინარე კ-------–-ს სანაპიროდან ამოღებული დანა დასაკეცი კონსტრუქციისაა და გაშლილ მდგომარეობაში მისი მთლიანი სიგრძე არის 23.6 სმ, პირის სიგრძე _ 10.5 სმ, პირის მაქსიმალური სიგანე _ 2,2 სმ, ხოლო პირის მაქსიმალური სისქე ყუის მხრიდან _ 0,25 სმ. გამოსაკვლევი დანა წარმოადგენს ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებულ დანას, რომელსაც გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები და განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ-------- დ----–--ს სიკვდილის მიზეზის, დროის, ასევე იმის, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ არა და მათი ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია გვამის გამოკვლევის დროს ნანახი შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო. ნ-------- დ----–--ს გვამზე აღინიშნება მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. კისრის არეში ქვემო მესამედში განივად მდებარე ჭრილობა - დაზიანებულია კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კისრის კუნთები, მარცხენა გარეთა და შიგნითა არტერიები და მარცხენა გარეთა და შიგნით საუღლე ვენები, ხორხი და საყლაპავი გულმკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები - მარცხენა ფილტვის, გულის და კუჭის დაზიანებები - ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამავე დასკვნის თანახმად, სამედიცინო-კრიმინალისტიკური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნ-------- დ----–--ს გვამიდან აღებულ კანის პრეპარატებზე არსებული დაზიანებები (ჭრილობები) თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი.
ექსპერტების _ ე---------- ს-------–--ის, ღ-------- უ-----–---–ის და გ------- ც--–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია ზემოაღნიშნული ექსპერტიზების მათ მიერ ჩატარების ფაქტი და შესაბამისი დასკვნების წარმომავლობა და ავთენტურობა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება ვ-----–- უ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ვ-----–- უ---–---ს მიერ ნ-------- დ----–--ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას. კერძოდ:
· მოწმე რ----- დ-----აძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში, გვიან ღამით, ვ-----–- უ---–--- წ-------–ის ქუჩაზე მიაგორებდა ურიკას და მიდიოდა მდინარე კ-------–-ს მიმართულებით. ურიკაზე იდო მრგვალად დახვეული რუხი ფერის ხალიჩა, რომელზეც ეყარა თეთრი ფერის სადენები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე მოწმეების _ რ------ ს----–---–ის, მ------ ზ----ის, თ----- რ-------ისა და ჯ------– კ------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 აპრილს, მდინარე კ-------–ში აღმოჩენილი იქნა ნ-------- დ----–--ს გვამი, რომელიც თეთრი ფერის მავთულის მეშვეობით ფეხებით იყო მიბმული ცალბორბლიან ურიკაზე. მოწმე მ------ გ----------მა გამოძიების ეტაპზე ამოიცნო აღნიშნული ურიკა და განმარტა, რომ იგი ვ-----–- უ---–---ს ეკუთვნოდა.
· გამოძიების ეტაპზე ბრალდებულ ვ-----–- უ---–---ს მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ექსპერიმენტში მონაწილე პირთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ვ-----–- უ---–---მ მიუთითა გზა, რომლის გავლითაც ურიკაზე დაკრული ნ-------- დ----–--ს გვამი გადაიტანა თავისი საცხოვრებელი სახლიდან მდინარე კ-------–-ს სანაპირომდე. ასევე მიუთითა ადგილი მდინარე კ-------–-ს სანაპიროზე, საიდანაც ნ-------- დ----–--ს გვამი ურიკასთან ერთად გადააგდო მდინარეში. მანვე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს აჩვენა ადგილი მდინარე კ-------–-ს სანაპიროზე, სადაც გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი _ დანა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ექსპერიმენტში მონაწილე პირთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სწორედ ვ-----–- უ---–---ს მიერ მითითებულ ადგილზე იქნა აღმოჩენილი და ამოღებული დასაკეცი დანა. შემდგომში ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აღნიშნული დასაკეცი დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ-----–- უ---–---ს.
· ტრასოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, მდინარე კ-------–-ს სანაპიროდან ამოღებულ ზემოაღნიშნულ დანას გააჩნია ყუა და 10.5 სმ სიგრძის პირი, აღნიშნულ დანას აქვს მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები და განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ-------- დ----–--ს მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიყენებული აქვს რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ქ--------–---–---–-------–-------------–- მდებარე ვ-----–- უ---–---ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმითა და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ამავე სახლში, ნ-------- დ----–--ს დროებით საცხოვრებელ ოთახში აღმოჩენილი იქნა მისი სისხლის კვლები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნ-------- დ----–--ს სხეულზე არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები აღნიშნულ ოთახში აქვს მიყენებული.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ვ-----–- უ---–---ს თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასში წარმოდგენილი ფოტომასალით, რომლებზეც აღბეჭდილია ექსპერიმენტის მიმდინარეობა, დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვ-----–- უ---–---მ აღადგინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ვითარება. პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, სასამართლოში ბრალდებულმა ვ-----–- უ---–---მ უარყო საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღო ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას №561აპ-15 საქმეზე ზ. ტ-სა და ვ. გ-ის მიმართ განმარტებული აქვს შემდეგი: 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა, ასევე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ გამოიყენეს ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.
აღნიშნული განმარტების შესაბამისად, ვ-----–- უ---–---ს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევნატურ მტკიცებულებას, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს მისი აღიარებითი ჩვენების ნაწილს. მითითებული ოქმით დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები და მათთან ერთად ვ-----–- უ---–--- მოძრაობენ და გადაადგილდებიან ამ უკანასკნელის მითითებების შესაბამისად, რომელიც თავად უჩვენებს მათ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ. მან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა ისეთი დეტალების შესახებ, რაც შეუძლებელია სცოდნოდათ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია თავად ბრალდებულ ვ-----–- უ---–---ს მიერ, რომელსაც ოქმში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს. დაცვის მხარეს საქმის სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის თანხმობის გარეშე, იძულებით ან მოტყუებით, ანდა სხვა უკანონო საშუალებითა თუ მისი რომელიმე საპროცესო უფლების დარღვევით, ამიტომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც მტკიცებულების, სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ვ-----–- უ---–---ს მიერ ნ-------- დ----–--ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტს და თვლის, რომ მისი ქმედება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით. პალატა განმარტავს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის _ განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, ასევე დაზარალებულ ნ-------- დ----–--სათვის მიყენებული დაზიანებების სიმრავლე, მდებარეობა და სიმძიმის ხარისხი ადასტურებს იმას, რომ ვ-----–- უ---–---ს განზრახული ჰქონდა ნ-------- დ----–--ს მოკვლა, იგი უცილობლად ითვალისწინებდა თავისი ქმედების შესაძლო შედეგს (ადამიანის სიკვდილს) და სურდა ეს შედეგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა ვ-----–- უ---–---ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ვ-----–- უ---–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულად ითვლება დანაშაულებრივი შედეგის, ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან. ამასთან, ერთი მხრივ, პირის მოქმედებასა თუ უმოქმედობას და მეორე მხრივ, სიკვდილის დადგომას შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არ არის ნ-------- დ----–--ს სიკვდილის უშუალო მიზეზი, კერძოდ, გვამის გამოკვლევის დროს ნანახი შორს წასული ლპობითი ცვლილებების გამო სამედიცინო ექსპერტიზით ვერ დადგინდა, თუ რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს ქმედების დამთავრებულ დანაშაულად დაკვალიფიცირება დაუშვებელია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი ქმედება სწორად შეფასდა, როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი.
ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ-----–- უ---–---ს მიერ აღნიშნული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით, რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხში, ისე მკვლელობასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებში. მკვლელობის ამ პუნქტით სწორი კვალიფიკაციისათვის, აუცილებელია დადგინდეს, რომ დამნაშავის განზრახვა მოიცავდა მკვლელობის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით. ანუ რეალურად სასტიკია მკვლელობის მხოლოდ ის შემთხვევები, რომლის დროსაც მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობის მიზნის გარდა, მისთვის დამახასიათებელია დამნაშავის სურვილი და სპეციალური მიზანი, თავისი ქმედებით განსაკუთრებული ტანჯვა მიაყენოს დაზარალებულს. ამასთან, ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდება იმ შემთხვევაში, თუ სისასტიკის გამოვლენა მოხდა დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობის წინ ან მკვლელობის პროცესში, ხოლო მას შემდეგ, რაც პირს სიცოცხლე მოესპო, უკვე აღარ არსებობს დანაშაულის ობიექტი _ ადამიანის სიცოცხლე და ამიტომ არ შეიძლება დამძიმდეს ეს დანაშაული. ანგარებით მკვლელობაში კი იგულისხმება ისეთი მკვლელობა, რომლის მიზანი მატერიალური გამორჩენის მიღებაა. ამ სახის მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებად გვევლინება ანგარებითი მოტივი, რომელმაც უბიძგა დამნაშავეს მსხვერპლის მოკვლისაკენ. ანგარებითი მკვლელობისას დანაშაულის სუბიექტი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით ქონებისა თუ მატერალური ხასიათის უფლების მოსაპოვებლად და ამ დროს მკვლელობის მიზანია სასურველი შედეგის მიღწევა. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც სარწმუნოდ დადასტურდებოდა, რომ ვ-----–- უ---–---მ განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით მოუსპო სიცოცხლე ნ-------- დ----–--ს.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის განაჩენი ვ-----–- უ---–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ისა და მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ს--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის განაჩენი ვ-----–- უ---–---ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ვ-----–- უ---–---ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლზე.
4.ვ-----–- უ---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ ვ-----–- უ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.
6.ვ-----–- უ---–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· მ------- ბ---–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვ-----–- უ---–---ს კუთვნილი მოკლე შარვალი და 2014 წლის 21 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· ქ.ქ------–---ში, წ-------–---------ში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნ-------- დ----–--ს ჩუსტები და გვამის დათვალიერებისას ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
· ქ.ქ------–---ში, წ-------–---------ში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები და ანაწმენდი, ვ-----–- უ---–---სგან აღებული სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, ქ.ქ------–---ში, თ---–--–---–--------ის მოპირდაპირედ, მდინარე კ-------–-ს სანაპიროზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთბორბლიანი ურიკა და მოთეთრო ფერის მავთული, გვამის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის მავთული და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე და ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, საგამოძიებო მოქმედების _ ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, სესხის ხელშეკრულების ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე და ქ--------–---–---–-------–-------------–- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/