განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
010100118002734380
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-156-2019 წელი

№010100118002734380

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

21 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ--- ქ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ--- ქ-------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------–--------------------------–--------–-----–--------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 1000 (ათასი) ლა-რის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

გ--- ქ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვი-საც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 24 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ------–-----------–----–--------------------–--------–-----–--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ--- ქ--------ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ რძალს ლ-- ქ--------ეს ნაჯახის გამოყენებით დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ-- ქ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ--- ქ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი მისი პიროვნების გათვალისწინებით არის მსუბუქი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

საპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ--- ქ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--- ქ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სა-ხე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცე-ვა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გან-საზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავი-დან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრ-ებული არის ხანდაზმული, პენსიონერი, მის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი არ არის წარსულში ნასამართლევი და გ--- ქ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვა-ლისწინებით, ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელი – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ რო-გორც ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი გ--- ქ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ--- ქ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ--- ქ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ--- ქ-------ეს 2018 წლის 24 ოქტომბრიდან 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით პატიმ-რობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ გ--- ქ-------ის მიმართ 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს – თ------ ქ-------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს „ს----------–--------ის“ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1500 (ათასხუთასი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი №-------, დასტურის №--------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili