განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
050100118002459208
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002459208

საქმე №1/ბ-426-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----ნ რ----ნის ძე ხ--------–--ლის მიმართ დაბადებული: 1--- წლის 0- სექტემბერს, პირადი ნომ----: 3----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ოზურგეთის რაიონი, სოფელი მ----ა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

რ----ნ ხ--------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ოსრული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ, ორი და მეტი პირის მიმართ. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ მ----აში მცხოვრები, რ----ნ ხ--------–--ლი, 2002 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი---- ხ--------–--ლთან. 2016 წლიდან რ----ნ ხ--------–--ლმა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის სისტემატურად მიღება, რის შემდეგაც იგი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რადგან მეუღლეს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, არ აძლევდა ი---- ხ--------–--ლს უფლებას, რომ სურვილისამებრ ესაუბრა მობილური ტელეფონით, ესარგებლა სოციალური ქსელით და კომუნიკაცია ჰქონოდა მეზობლებთან და ნათესავებთან, ამასთან სისტემატურად, არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით, შეურაცხყოფდა და ამცირებდა, როგორც ი---- ხ--------–--ლს, აგრეთვე მათ არასრულწლოვან შვილებს: 2003 წლის 7 თებერვალს დაბადებულ ნ--- ხ--------–--ლს, 2005 წლის 17 ივლისს დაბადებულ ჟ--- ხ--------–--ლს და 2010 წლის 5 ნოემბერს დაბადებულ გ--- ხ--------–--ლს. რ----ნ ხ--------–--ლის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად კი ი---- ხ--------–--ლმა, ნ--- ხ--------–--ლმა, ჟ--- ხ--------–--ლმა და გ--- ხ--------–--ლმა განიცადეს სულიერი ტანჯვა.

 

2018 წლის 11 აპრილს, შებინდებისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მ----აში მცხოვრები რ----ნ ხ--------–--ლი იმყოფებოდა რა საცხოვრებელ სახლში, განაწყენებულმა იმით, რომ არასრულწლოვანმა შვილმა გ--- ხ--------–--ლმა უარი უთხრა საკვების მიღებაზე, ასევე, არასრულწლოვანი შვილების: ჟ--- და ნ--- ხ--------–--ლების თანდასწრებით, ხელი გაარტყა სახეში გ--- ხ--------–--ლს, რომლებმაც მამის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მ----აში მცხოვრები, რ----ნ ხ--------–--ლი, იმყოფებოდა რა საცხოვრებელ სახლში, განაწყენებულმა იმით, რომ არასრულწლოვანმა შვილმა ჟ--- ხ--------–--ლმა, ვინაიდან სტკიოდა თითი, უარი უთხრა ჭურჭლის გარეცხვაზე, ასევე არასრულწლოვანი შვილის, ნ--- ხ--------–--ლის თანდასწრებით, ჯერ ყავის ჭიქა ესროლა ჟ--- ხ--------–--ლს და მოარტყა მარჯვენა ფეხზე, ხოლო შემდეგ კი სახეში გაარტყა ხელი. მამის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად კი ჟ--- ხ--------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით რ----ნ ხ--------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და რ----ნ ხ--------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ რ----ნ ხ--------–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 12 აპრილიდან - 2018 წლის 18 აპრილამდე.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----ა ჩ----ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და რ----ნ ხ--------–--ლის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----ნ ხ--------–--ლის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2018 წლის 12 აპრილის შეტყობინებით, რ----ნ ხ--------–--ლის დაკავების ოქმით, ალკოტესტზე შემოწმების ოქმით თანდართული შემოწმების ქვითრით, დადგენილებებით: ი---- ხ--------–--ლის, ნ--- ხ--------–--ლის, ჟ--- ხ--------–--ლის და გ--- ხ--------–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მათი გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ----------–---------------------–-------- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 12 აპრილის შეტყობინება, რ----ნ ხ--------–--ლის დაკავების ოქმით, ალკოტესტზე შემოწმების ოქმით თანდართული შემოწმების ქვითრით, დადგენილებით გ--- ხ--------–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმებით, დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გ--- ხ--------–--ლის მიმართ, მოწმეების: გ----------–---------------------–-------- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 12 აპრილის შეტყობინებით, რ----ნ ხ--------–--ლის დაკავების ოქმით, ალკოტესტზე შემოწმების ოქმით თანდართული შემოწმების ქვითრით, დადგენილებით ჟ--- ხ--------–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმებით, დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ჟ--- ხ--------–--ლის მიმართ, მოწმეების: გ----------–---------------------–-------- გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ რ----ნ ხ--------–--ლის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ რ----ნ ხ--------–--ლის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----ა ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

რ----ნ ხ--------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და რ----ნ ხ--------–--ლს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ რ----ნ ხ--------–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 12 აპრილიდან - 2018 წლის 18 აპრილამდე.

მსჯავრდებულ რ----ნ ხ--------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. რ----ნ ხ--------–--ლის (პირადი ნომ---- 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ბ------------ის (პირადი ნომ---- 3----------) ზ------------ის (პირადი ნომ---- 3----------), ი-–-----------ის (პირადი ნომ---- 3----------) და ლ--–----------ის (პირადი ნომ---- 3----------) თანასაკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ----ა (ხვარბეთი), ფართობით 1100 კვ.მ. შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ო----------------------------------------------------------–------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე