განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002178883
საქმე №1/ბ-1152-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-–----------–---–ის, ი------------–---–ის,ადვოკატ: მ--------------–-–---–ის
მსჯავრდებულ: ფ------------------ის
თარჯიმნების: ა---------–-----------------------------ას
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ფ------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ---------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-----------–--ს, საქართველოს მოქალაქის (---------------------), ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–----------–----------–-–----------–----------–-------------–-- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით:
ფ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ფ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრიდან;
ამავე განაცენით, მ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მ-----------------ს მიმართ ხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
ფ------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 27 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------–--–----------–----------–-–----------–----------–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ამავე მისამართზე მცხოვრებ ე---------------ს მეზობლებმა - მ----------------მა და ფ------------------მა თანნაქონი სამზარეულო დანის ტარისა და ე.წ კასტეტის გამოყენებით, თავის არეში ჯგუფურად მიაყენეს მძიმე ხარისხის დაზიანებები. აღნიშნულის შედეგად ე---------------ი უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაყვანილ იქნა შ----------–----------–-------------------------------–-----–-", სადაც 2017 წლის 21 ივნისს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა თავის ტვინის მძიმე ხარისხის დაჟეჟილობა, ტვინის შემდგომი შეშუპებით, მოგრძო ტვინის დისლოკაციით და კეფის ხვრელში ჩაჭედვით, გართულებული ლეპტო-მენინგიტით, რომელიც განვითარდა ქალა- ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენის გაუქმება და ფ------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტები, აღნიშნულის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ფ------------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს
გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ფ------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ თ----------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 27 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმყოფებდა სახლის გვერდით მდებარე ბაღში, ხოლო მისი შვილი - ე------ გავიდა ჭიშკრის გარეთ. რამდენიმე წუთში მისმა შვილიშვილმა სახლში ამბავი შემოიტანა, რომ ე-----ს ეჩხუბებოდნენ. ოჯახის წევრებმა გააშველეს მოჩხუბრები და ე------ თავისი ფეხით შემოვიდა ეზოში. ამასობაში თვითონაც გავიდა ბაღიდან და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები უშუალოდ მის თვალწინ მოხდა, კერძოდ, ეზოში მალევე შემოვიდა მათ მეზობლად მცხოვრები მ----------------- და ე-----ს ჯერ თავი ჩაარტყა თავში, შემდეგ ხელი და ფეხი - მუცელში, რის შედეგადაც ე------ მოიხარა და წაიქცა. ამის შემდეგ ძირს დაცემულ ე-----ს მ------მა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ე.წ კასტესტი. ამ დროს ფ--------იც შემოვიდა ეზოში და მანაც რამდენჯერმე დაარტყა დანის ტარი თავში ე-----ს. იქვე იყო ა-–------იც, თუმცა მას არაფერი მოუმოქმედებია. ამის შემდეგ სამივე გაიქცა ეზოდან. უგონო მდგომარეობაში მყოფ ე-----თან კი გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელმაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ე------ გადაიყვანა კლინიკაში, თუმცა ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად იგი გარდაიცვალა.
მოწმე ლ--------------ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 27 მაისს, დღის 15:00 საათზე იმყოფებოდა თავის სახლში, მდებარე ქ-------–--–----------–-----------–----------–----------–-------------–-- ხოლო მისი შვილი - ე------ იმყოფებოდა ჭიშკრის გარეთ, რა დროსაც მისი შვილიშვილი შევარდა სახლში და თქვა, რომ მიხმარებოდნენ ე-----ს, რომელსაც გარეთ სცემდნენ. ყველანი გავიდნენ ჭიშკარში და დაინახა, რომ ფ------------------ი ხელით აკავებდა ე-----ს, ხოლო ა-–------ მ--------ი ცდილობდა ე------ს ძირს დაცემას. მათ გააშველეს მოჩხუბრები და ე------ ეზოში შემოიყვანეს. ამ დროს მ----------------- სწრაფად შემოვიდა მათ ეზოში და ე-----ს თავი დაარტყა შუბლზე, შემდეგ ფეხი ჩაარტყა მუცელში, ე------ ჩაიკეცა და ძირს დაეცა მარჯვენა მხარეს. მ------ს ხელში ეჭირა რკინის ნაჭერი და ის ჩაარტყა რამდენჯერმე ე-----ს თავში. ე-----მა გონება დაკარგა. ამ დროს ეზოში შემოვიდა ფ------------------ი, რომელსაც ხელში ეჭირა პურის საჭრელი დანა და ტარით რამდენჯერმე ჩაარტყა ე-----ს სახესა და თავში. ეზოში შემოსული იყო ა-–------ მ--------იც, თუმცა მას არაფერი გაუკეთებია. სამივენი მალევე გაიქცნენ ეზოდან. ადგილზე მყოფებმა კი გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ე------ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა.
მოწმე ე------------ას ჩვენების თანახმად, იგი არის გარდაცვლილის და. შემთხვევის დღეს ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ მის სანახავად მისული ნათესავები. დაახლოებით 15:00 საათზე, სირბილით შევარდა სახლში მისი მცირეწლოვანი შვილი და თქვა, რომ ე-----ს ქუჩაში სცემდნენ და დახმარებოდნენ. გარეთ გასულებმა ნახეს, რომ ფ--------ს ე------ გაკავებული ჰყავდა ხელით, ხოლო ა-–------ი ცდილობდა მის ძირს დაგდებას. ამ დროს ე-----მა უკბინა ა-–------ს და თავი გაითავისუფლა. ე------ თავისი ფეხით შევიდა ეზოში, თუმცა მალევე ეზოში შევარდა მ-----------------, რომელმაც ე-----ს ჯერ თავი ჩაარტყა თავში, შემდეგ ფეხი
დაარტყა მუცელში, რის შედეგადაც ე------ მოიხარა და დაეცა. მ------მა კი გააგრძელა ძირს დაცემულის ცემა და თავში ურტყამდა ხელზე გაკეთებულ რკინას, ე.წ კასტეტს. ამასობაში ფ--------იც შევიდა ეზოში და დანის ტარი რამდენჯერმე დაარტყა ე-----ს სახეში. შემდეგ ისინი ეზოდან გაიქცნენ. მალევე მივიდა სასწრაფოც და პოლიციაც. ე------ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
მოწმე ს-----------------ამ განმარტებით, 2017 წლის 27 მაისს სანახავად იყო მისული ე------------ასთან, რა დროსაც ემას შვილი შევიდა ოთახში და თქვა, რომ ე-----ს ქუჩაში სცემდნენ. გარეთ გასულმა დაინახა, რომ ე-----ს ფ--------ი აკავებდა და ა-–------ი ურტყამდა. მათ გააშველეს მოჩხუბრები და ე------ ეზოში შემოიყვანეს, სადაც მალევე შემოვიდა მ------ი, რომელმაც ე-----ს დაარტყა ჯერ თავი სახის არეში, შემდეგ ფეხი მუცლის არეში, რის შედეგადაც ე------ დაეცა. შემდეგ კი მ------მა რკინის ნაჭერი ურტყა ე-----ს სახეში. ამასობაში ეზოში შევიდა ფ--------ი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და ე-----ს მისი ტარი ჩაარტყა თავში რამდენჯერმე, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ ეზოდან. ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და უგონო მდგომარეობაში მყოფი ე------ გადაიყვანეს კლინიკაში.
იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ლ---–--–-----------ამ და ასევე, იგივე გარემოებებია მითითებული მოწმე ვ-----–-–-----------ის გამოკითხვის ოქმში, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.
სამედიცინო დოკუმენტაციით და 2----–-–---------------------–-------------------------------------------- დგინდება, რომ ე---------------ის გვამს გარეგანი და შინაგანი გამოკვლევით აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე და ტვინის რბილ გარსებში, სუბდურული და სუბარაქნიოდული სისხლჩაქცევები თავის ტვინის ნივთიერებაში შეჭრით, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და იმყოფებიან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში ე---------------ის სიკვდილთან. ე---------------ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის მძიმე ხარისხის დაჟეჟილობა. ტვინის შემდგომი შეშუპებით, მოგრძო ტვინის დისლოკაციით და კეფის ხვრელში ჩაჭედვით, გართულებული ლეპტო-მენინგიტით, რომელიც განვითარდა ქალა ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადსტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–----------–--ემ.
მოწმის სახით დაკითხული ე---------------ის მკურნალი ექიმის, - დ------------–---–ის და ნეიროქირურგ ა-–------------–---–---ს, განმარტებით დადგინდა, რომ პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაში, კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა თავის ტვინის სუბდურალური ჰემატომა. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მარჯვენა თხემის არეში იყო ჰემატომა. ოპერაციამ ჩაიარა ხარვეზების გარეშე, თუმცა ე---------------ის თავის ტვინის დაზიანება იმდენად მძიმე ხარისხის იყო, რომ ლეტალური შედეგი ვერ იქნა
თავიდან აცილებული. პაციენტს ჰქონდა გულისა და ღვიძლის უკმარისობაც, მაგრამ თავის ტვინის მრავლობითმა მძიმე დაზიანებამ განაპირობა სასიკვდილო შედეგი.
მოწმე ნ---------------ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 27 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, იგი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა თავის სახლში, მდებარე ქ-------–--–----------–-----------–----------–----------–-------------–-- რა დროსაც მეზობლის ბავშვი შევიდა და უთხრა ფ--------ს, რომ ა-–------ი ეძახდა და გარეთ გასულიყო. მოწმე თავადაც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ე------ გავიდა გარეთ თავისი სახლიდან და ა-–------ს შეაგინა, რასაც მოჰყვა ა-–------სა და ე-----ს შორის ჩხუბი. ა-–------ი სცემდა ე-----ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. ის (მოწმე) და ფ--------ი კი მოჩხუბრებს აშველებდნენ. ე-----მა ა-–------ს უკბინა და თავი გაითავისუფლა, იგი ძირს დაეცა, მაგრამ მალევე წამოდგა და თავის სახლში შევიდა. ის (მოწმე), ფ--------ი და ა-–------ი კი შევიდნენ ნ---ს სახლში. მალევე მათ ეზოში შევიდნენ ე------ და მისი ოჯახის წევრები. ისინი ყვიროდნენ და საჩხუბრად იწევდნენ, რა დროსაც მ------მა ე-----ს ერთხელ დაარტყა სახეში ხელი, რის შედეგადაც ე------ დაეცა, შემდეგ ადგა და წავიდა თავის სახლში, მას გაჰყვნენ მისი თანმხლები პირებიც. მალევე მივიდა სასწრაფო და ე------ წაიყვანეს კლინიკაში. მოგვიანებით გაიგო, რომ ე------ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და გარდაცვლილა. მოწმის თქმით, ფ--------ს არც ეზოს გარეთ და არც ეზოში ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ე------სთვის არ დაურტყამს.
ს----------–----------–------------------------------------- დასკვნის თანახმად, დანის ტარის, ანუ შემოფარგლული ზედაპირის მქონე საგნის ადამიანის ხელით დარტყმა არ წარმოადგენს მნიშნელოვანი ძალით ზემოქმედებას და აჩქარების ტრავმის მიზეზი ვერ გახდება. ასეთი ზემოქმედებით შესაძლებელია მხოლოდ ლოკალური დაზიანების გამოწვევა, რაც სამედიცნო დოკუმენტებში აღწერილი არ არის. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------–--–---–-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ სუბდურალური ჰემატომა (მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევები) ეს არის წყარო, რომელიც იზრდება ნელ-ნელა. მას ახასიათებს გარკვეული ნათელი პერიოდი დაზიანების მიღების შემდეგ, ხოლო გონების დაკარგვა ხდება მას მერე, რაც ეს იგი ზეწოლას იწყებს თავის ტვინზე. მოწმემ განმარტა, რომ დანა არის შემოფარგლული ზედაპირის მქონე საგანი და იგი ტოვებს მხოლოდ ლოკალურ დაზიანებას იქ, სადაც იმოქმედა საგანმა. ასეთი დაზიანება ე---------------ის შემთხვევაში იზოლირებულად არსად გამოყოფილი არ არის. დანის ტარის ზემოქმედება სუბდურალურ ჰემატომას ვერ გამოიწვევდა.
ფ------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 27 მაისს, დღის სამ საათზე იმყოფებოდა თავის სახლში, მდებარე ქ-------–--–----------–-----------–----------–----------–-------------–-- ამ დროს, მას დაუძახა მეზობლის ბავშვმა და უთხრა, რომ ა-–------ მ--------ი ეძახდა და სთხოვდა გარეთ გასვლას. გარეთ
გასულმა დაინახა, რომ მისი ნაცნობი ა-–------ი და მეზობელი ე------ ერთმანეთში ჩხუბობდნენ. მან სცადა მათი გაშველება და ხელი მოჰკიდა ე-----ს, რათა განერიდებინა კონფლიქტიდან, რა დროსაც ე-----მა ბეჭზე უკბინა ა-–------ს, რის გამოც ა-–------მა ე------
დააგდო ძირს, შედეგად ე-----მა დაარტყა თავი. ამის შემდეგ ე------ შევიდა თავის სახლში, ხოლო ა-–------ი და ფ--------ი შევიდნენ ამ უკანასკნელის სახლში. მალევე ე------ და მისი ოჯახის წევრები შევარდნენ ფ--------ის ეზოში და დაიწყეს ჩხუბი. მან (ფ------------------მა) თავდაცვის მიზნით აიღო დანა და გავიდა ეზოში, რა დროსაც დაინახა, რომ მ------იც ეზოში იყო, მაგრამ მას არ დაუნახავს რაიმე მოქმედება შეასრულა თუ არა მ------მა. მას არც ე------ს დაცემის მომენტი დაუნახავს, რადგან ე------ უკვე დაცემული იყო, რომელიც ძლივს ადგა და წელში მოხრილი გავიდა ეზოდან. მას სიარულში ეხმარებოდნენ ნათესავები. მოგვიანებით შეიტყო, რომ ე------ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით გადაუყვანიათ საავადმყოფოში, სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გარდაიცვალა.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს ბრალდების მხარის მოწმეთა მიერ გამოკითხვის დროს მიცემულ ინფორმაციაზე და აცხადებს, რომ გამოკითხვისას ბრალდების მხარის მოწმეებმა მიუთითეს ფ------------------ის მიერ ე---------------ისათვის დანის ერთჯერადად სახის არეში დარტყმის შესახებ, ხოლო სასამართლოში განაცახდეს, რომ ფ------------------მა ე---------------ს დანის ტარი რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავში. გარდა ამისა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოწმის სახით გამოკითხულმა ე------------ამ, ა-–------ მ--------მა, ს----------------ამ, ვ-----–-–-----------მა, ლ--------------ამ, თ----------------მა, გ----–-------–-----------მა და ლ---–--–-----------მა გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ა-–------ მ--------მა ე---------------ი ძირს დააგდო, დააწყვიტა. ასევე, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა ა-–------ მ--------ის მიერ გამოკითხვის დროს მიცემულ განმარტებაზე, რა დროსაც მან აღნიშნა, - ასფალტზე დაცემისთანავე ე------ მაშინვე წამოდგა ფეხზე წავიდა თავისი ჭიშკრისაკენ, მისვლისთანავე დაუწყო ჭიშკარს მუშტებისა და თავის რტყმევა. დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს მოწმეთა მიერ გამოკითხვის დროს მითითებულ გარემოებებზე. რაც შეეხება აპელირებას ბრალდების მხარის მოწმეთა სიიდან ა-–------ მ--------ის მოხსნის შესახებ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს, წარადგინოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ ფ------------------ს მიწაზე დაცემული ე---------------ისთვის დანის ტარი არ დაურტყამს. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტს ვერ გაიზირაებს, ვინაიდან ბრალდების მხარეს მოწმებმაა, - თ----------------მა, ლ--------------ამ, ე------------ამ და ს----------------ამ მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში დეტალურად მიუთითეს ფ------------------ის მოქმედებების შესახებ და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ფ------------------მა ე-----ს რამდენჯერმე დაარტყა დანა თავის არეში. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მართალია დაცვის მხარე უარყოფს თავდაპირველ კონფლიქტში ფ------------------ის მონაწილეობას, თუმცა მოწმეებმა ე------------ამ, ს----------------ამ და ვ----–-–-----------მა, რომლის ჩვენებაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით, განმარტეს, რომ ფ------------------ი თავდაპირველ კონფლიქტშიც აქტიურად მონაწილეობდა. კერძოდ, ვ-----–-–-----------ის განმარტებით, ფ------------------მა ე------ ხელებით გააკავა, - უკნიდან ხელები ამოუყარა იღლიებში და ა-–------მა მძლავრად ჩაარტყა მარჯვენა მუშტი საფეთქელში, შემდეგ მოკიდა ხელი მხარში, რათა დაეწყვიტა მიწაზე, იმავდროულად ფ--------მა გაუშვა ხელი ე-----ს. როდესაც ა-–------მა ე------ მოიკიდა მხარზე, ე-----მა მას ბეჭზე უკბინ,ა რათა გაეშვა ხელი, ა-–------მა იგი მიწაზე დააწყვიტა, მაგრამ ე-----ს გონი არ დაუკარგავს და თავისით შეძლო ფეხზე წამოდგომა. მანვე განმარტა, რომ როდესაც ფ--------ი ეზოში შევიდა ხელში ეკავა მუქი ფერის სამზარეულის მოზრდილი დანა და დანის ტარი ჩაარტყა ძირსმწოლიარე ე-----ს. მოწმეებმა ე------------ამ და ს----------------ამ კი განმარტეს, რომ ე-----ს ფ--------ი აკავებდა, ხოლო ა-–------ი ურტყამდა.
რაც შეეხება აპელირებას დაცვის მხარის ინციატივით ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად დანის ტარის დარტყმა იმ შედეგს ვერ გამოიწვევდა რაც აღენიშნებოდა ე---------------ს. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხევაში სახეზე გვაქვს ჯგუფური ქმედება რა დროსაც არ არის აუცილებელი ქმედების ობიექტური შემადგენლობა სრულად განახორციელოს თითოეულმა მათგანმა და თითოეულის ნამოქმედარმა დამოუკიდებლად გამოიწვიოს მძიმე შედეგი, არამედ საკმარისია ისიც, რომ ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილი იქნეს განხორციელებული ჯგუფის წევრების (თანაამსრულებლების) მიერ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დამდგარი შედეგი, რასაც მათი განზრახვა მოიცავდა, შეერაცხება ჯგუფის ყველა წევრს იმისდა მიუხედავად, ვინ რა წვლილი შეიტანა დამდგარ შედეგში. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად ე---------------ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის მძიმე ხარისხის დაჟეჟილობა. ტვინის
შემდგომი შეშუპებით, მოგრძო ტვინის დისლოკაციით და კეფის ხვრელში ჩაჭედვით, გართულებული ლეპტო-მენინგიტით, რომელიც განვითარდა ქალა ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ფ------------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ფ------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ამასთანავე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ ფ------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი ფ------------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ფ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ფ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ე---------------ის გვამის სისხლის ნიმუში და ასფალტის ამონატეხი, მოწითალო ფერის ლაქებით (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე---------------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებული ფულადი თანხა და ე---------------ის ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე