განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001824643
საქმე №2ბ/426-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - მ------ მ------–-–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ----------ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,თ----------მა’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მ------ მ------–-–---–ის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მის სასარგებლოდ მ------ მ------–-–---–ისათვის: 1) 2----–-–---------------ის №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 3882,62 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 2644,95 აშშ დოლარი, პროცენტი - 705,97 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500,00 აშშ დოლარი, დაზღვევა - 31,70 აშშ დოლარი; 2) დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან)2----–-–---------------ის №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2644,95 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35,26 აშშ დოლარს; 3) 2----–-–---------------- №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2645,86 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1834,38 აშშ დოლარი, პროცენტი - 489,65 აშშ დოლარი, ჯარიმა - 300,00 აშშ დოლარი და დაზღვევა 21,83 აშშ დოლარი. 4) დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) 2----–-–---------------- №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1834,38 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 24,45 აშშ დოლარს; 5) 2----–-–---------------–ის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1585,48 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1166,94 აშშ დოლარი, პროცენტი - 214,04 აშშ დოლარი, ჯარიმა - 200,00 აშშ დოლარი და დაზღვევა 4,50 აშშ დოლარი. 6) დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) 2----–-–---------------–ის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1166,94 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 15,55 აშშ დოლარს.
2. სს ,,თ----------ი’’ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
სს „თ-----------სა“ და მ------ მ------–-–---–ს შორის 2----–-–----------------ს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3400,00 აშშ დოლარის ოდენობით, 2557 დღის ვადით, 2018 წლის 15 დეკემბრამდე. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 16%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის სარგებლის დაფარვა განხორციელდებოდა ყოველთვიურად, ძირი თანხა დაიფარებოდა 2014 წლის 15 იანვრიდან. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 10,00 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კრედიტის მიმდინარე ოდენობით. GGGGG
მ------ მ------–-–---–მა 2015 წლის 15 ივლისს დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხეს 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5958,63 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2644,95 აშშ დოლარი, პროცენტი - 705,97 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2576,01 აშშ დოლარი და დაზღვევა - 31,70 აშშ დოლარი.
სს „თ----------სა“ და მ------ მ------–-–---–ს შორის 2----–-–---------------ს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3400,00 აშშ დოლარის ოდენობით, 2378 დღის ვადით, 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 16%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 10,00 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კრედიტის მიმდინარე ოდენობით.
მ------ მ------–-–---–მა 2015 წლის 15 ივლისს დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხეს 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4059,40 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1834,38 აშშ დოლარი, პროცენტი - 489,65 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1713,54 აშშ დოლარი და დაზღვევა - 21,83 აშშ დოლარი.
სს „თ----------სა“ და მ------ მ------–-–---–ს შორის 2----–-–----------------–ს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1450,00 აშშ დოლარის ოდენობით, 2190 დღის ვადით, 2019 წლის 10 თებერვლამდე. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 16%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 10,00 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კრედიტის მიმდინარე ოდენობით.
მ------ მ------–-–---–მა 2016 წლის 10 ოქტომბერს დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხეს 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2533,04 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1166,94 აშშ დოლარი, პროცენტი - 214,04 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1147,56 აშშ დოლარი და დაზღვევა - 4,5 აშშ დოლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 2018 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:50:05)
3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მ------ მ------–-–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, კრედიტის ძირი თანხების, პროცენტისა და დაზღვევის თანხების ნაწილში (იხ. 2018 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:57:44).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა:
მ------ მ------–-–---–ს, 2----–-–---------------ის №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების გადახდა 3882,62 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 2644,95 აშშ დოლარი, პროცენტი - 705,97 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500,00 აშშ დოლარი, დაზღვევა - 31,70 აშშ დოლარი;
მ------ მ------–-–---–ს დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან), 2----–-–---------------ის №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 2644,95 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35,26 აშშ დოლარს;
მ------ მ------–-–---–ს, 2----–-–---------------- №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების გადახდა 2645,86 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1834,38 აშშ დოლარი, პროცენტი - 489,65 აშშ დოლარი, ჯარიმა - 300,00 და დაზღვევა 21,83 აშშ დოლარი;
მ------ მ------–-–---–ს დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან), 2----–-–---------------- №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 1834,38 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 24,45 აშშ დოლარს;
მ------ მ------–-–---–ს, 2----–-–---------------–ის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების გადახდა 1585,48 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1166,94 აშშ დოლარი, პროცენტი - 214,04 აშშ დოლარი, ჯარიმა - 200,00 და დაზღვევა 4,50 აშშ დოლარი;
მ------ მ------–-–---–ს დაეკისრა, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან), 2------–-–-------------------–ის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 1166,94 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 15,55 აშშ დოლარს.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სადავოდ ხდიდა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: 1) მ------ მ------–-–---–ს სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდა დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 2576,01 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელემ შეამცირა და ითხოვდა მოპასუხისათვის 500,00 აშშ დოლარის დაკისრებას; 2) მ------ მ------–-–---–ს სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდა დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 1713,54 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელემ შეამცირა და ითხოვდა მოპასუხისათვის 300,00 აშშ დოლარის დაკისრებას; 3) მ------ მ------–-–---–ს სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდა დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 1147,56 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელემ შეამცირა და ითხოვდა მოპასუხისათვის 200,00 აშშ დოლარის დაკისრებას.
სასამართლომ მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თ----------ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხების 2644,95 აშშ დოლარის, 1834,38 აშშ დოლარისა და 1166,94 აშშ დოლარის ნაწილში, პროცენტის - 705,97 აშშ დოლარის, 489,65 აშშ დოლარისა და 214,04 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე დაზღვევის თანხის - 31,70 აშშ დოლარის, 21,83 აშშ დოლარისა და 4,5 აშშ დოლარის ნაწილში. ამდენად, ამ ნაწილში, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 208.3. მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 414-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. 2----–-–---------------ის, 2----–-–----------------ა და 2----–-–---------------–ის საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხების შესაბამისი წლიური 16%-ის ოდენობით. სს ”თ----------მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ------ მ------–-–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2017 წლის 13 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 2----–-–---------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2644,95 აშშ დოლარზე წლიური 16%-ის გადახდა, ასევე, 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1834,38 აშშ დოლარზე წლიური 16%-ის გადახდა და 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1166,94 აშშ დოლარზე წლიური 16%-ის გადახდა.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე და 625.8 მუხლებზე მითითებით, მიიჩნია, რომ მსესხებელს მ------ მ------–-–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა: 2----–-–---------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 500,00 აშშ დოლარის გადახდა, რაც არ იყო შეუსაბამოდ მაღალი ძირითად თანხასთან (2644,95 აშშ დოლარი) მიმართებით. 2----–-–---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 300,00 აშშ დოლარის გადახდა, რაც არ იყო შეუსაბამოდ მაღალი ძირითად თანხასთან (1834,38 აშშ დოლარი) მიმართებით; ხოლო 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 200,00 აშშ დოლარის გადახდა, რაც არ იყო შეუსაბამოდ მაღალი ძირითად თანხასთან (1166,94 აშშ დოლარი) მიმართებით.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მ------ მ------–-–---–მა, რომელმაც ამ ნაწილებში გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოების კიდევ უფრო შემცირებული ოდენობების დაკისრება, ხოლო მიუღებელი შემოსავლების დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უსწოროა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 1000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. აპელანტის განმარტებით, სს ,,თ----------მა’’ უგულებელყო საქართველო სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის დანაწესი, რაც გამოიხატა ,,ბანკის’’ მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელოვნურ ზრდაში, რამაც მოპასუხე მხარე უკიდურეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
აპელანტი გადაწყვეტილებას ასევე ასაჩივრებს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში. აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხე მხარეზე მიუღებელი შემოსავლის სახით, თანხის დაკისრების საფუძველი.
ამდენად, მ------ მ------–-–---–ი სააპელაციო საჩივრით მოითხოვს: 1) პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 1000 აშშ დოლარის 500 აშშ დოლარამდე, შემცირებას; 2) მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, სს ,,თ----------ის’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 1--------- წელს, სს „თ----------სა“ და მ------ მ------–-–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3 400,00 აშშ დოლარის ოდენობით, 2 557 დღის ვადით, 12/15/2018-მდე. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 16%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 10,00 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების 0,5% -ის ოდენობით.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კრედიტის მიმდინარე ოდენობით IH-ში (ტომი 1; ს.ფ. 17-26 - საბანკო კრედიტის ხელშეკრულება).
9. 0--------- წელს, სს „თ----------სა“ და მ------ მ------–-–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2 170,00 აშშ დოლარის ოდენობით, 2 378 დღის ვადით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 16%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 10,00 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების 0,5% -ის ოდენობით.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კრედიტის მიმდინარე ოდენობით IH-ში (ტომი 1; ს.ფ. 30-39 - საბანკო კრედიტის ხელშეკრულება).
10. 1--------- წელს, სს „თ----------სა“ და მ------ მ------–-–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1 450,00 აშშ დოლარის ოდენობით, 2 190 დღის ვადით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 16%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 10,00 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების 0,5%-ის ოდენობით.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კრედიტის მიმდინარე ოდენობით I-ში (ტომი 1; ს.ფ. 46-56 - საბანკო კრედიტის ხელშეკრულება).
11. მ------ მ------–-–---–ს სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით 2 644,95 აშშ დოლარი, პროცენტის სახით - 705,97 აშშ დოლარი, ხოლო დაზღვევა - 31,70 აშშ დოლარი (ტომი 1; ს.ფ. 27-29 - გადახდების ისტორია; ს.ფ. 61 - დავალიანების შესახებ ცნობა).
12. მ------ მ------–-–---–ს სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით 1834,38 აშშ დოლარი, პროცენტის სახით - 489,65 აშშ დოლარი, ხოლო დაზღვევა - 21,83 აშშ დოლარი (ტომი 1; ს.ფ. 40-42 - გადახდების ისტორია; ს.ფ. 61 - დავალიანების შესახებ ცნობა).
13. მ------ მ------–-–---–ს სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით 1166,94 აშშ დოლარი, პროცენტის სახით - 214,04 აშშ დოლარი, ხოლო დაზღვევა - 4,5 აშშ დოლარი (ტომი 1; ს.ფ. 57-59 - გადახდების ისტორია; ს.ფ. 61 - დავალიანების შესახებ ცნობა).
14. აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 2576,01 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეამცირა 500,00 აშშ დოლარამდე.
15. აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 1713,54 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეამცირა 300,00 აშშ დოლარამდე.
16. აპელანტი ასევე, სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას სს „თ----------ის“ წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდა დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 1147,56 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეამცირა 200,00 აშშ დოლარამდე.
17. მ------ მ------–-–---–ი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს №1--------------, №2-------------- და №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოებს დაკისრების ნაწილში, კერძოდ, მოითხოვს სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს, ჯამში, 1000 აშშ დოლარის 500 აშშ დოლარამდე შემცირებას. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) 2----–-–---------------ის (№1--------------), 2----–-–-------------ისა (№2--------------) და 2----–-–---------------–ის (№2--------------) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირ თანხებზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდის დაკისრების ნაწილში), სს ,,თ----------ის’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
18. პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,თ----------ის’’ მიერ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 500,00 აშშ დოლარი, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 300,00 აშშ დოლარი, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 200,00 აშშ დოლარი, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 1000 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, და შესაბამისად, არ არსებობს მათი შემცირების საფუძველი.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების 2.6-2.7 მუხლი), რომლიც ვალდებულების დარღვევისას ითვალისწინებს 10 აშშ დოლარის ოდენობით ფიქსირებულ და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობას.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა(იხ. სუსგ ას-914-864-2015; 04/12/2015 წ.).
22. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოები, ძირითად ვალდებულებებსა და დარღვევის პერიოდებთან მიმართებით, არის თანაზომიერი და გონივრული, რის გამოც არ არსებობს მათი შემცირების საფუძველი.
23. სს ,,თ----------ი’’ ასევე მოითხოვდა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) 2----–-–---------------ის (№1--------------), 2----–-–-------------ისა (№2--------------) და 2----–-–---------------–ის (№2--------------) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირ თანხებზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდის დაკისრებას.
24. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით და რომლის ოდენობაც, შესაბამისობაში იყო მხარეთა მიერ შეთანხმებულ საპროცენტო განაკვეთთან.
25. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარედ საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი, კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოითხოვს.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მ------ მ------–-–---–ს უნდა დაკისრებოდა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა სს ,,თ----------ს’’ მიუღებელი შემოსავლის სახით.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მ------ მ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის არ ქმნის გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------ მ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი