განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2019
საქმის ნომერი
160210018002409849
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210018002409849

საქმე №2ბ/5315-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შ--------------–-------–-–-------------------ი (მოსარჩელე)

 

წარმომადგენელი – გ------ გ--–-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ---- მ-–---–---ი (მოპასუხე)

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. შ--------------–-------–-–-------------------მა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გ---- მ-–---–---ის მიმართ და მოითხოვა გ---- მ-–---–---ისათვის სა---------–-------–-–-------------------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 5128 ლარის ოდენობით.

 

2. შ--------------–-------–-–-------------------ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

2015 წლის 13 თებერვალს, გ---- მ-–---–---ი ,,ტ-------------–----“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახ. NC------, მოძრაობდა თ--–------------–ოს საავტომობილო გზაზე, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანა. 08.06.2015 წლის შ-------------–------------–-ის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თანახმად, გ---- მ-–---–---მა ჩაიდინა შსს-ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა არასწორი ექსპლოატაციის შედეგად სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებაში, რითაც შ-------------ოს მიადგა ქონებრივი ზიანი.

შპს ,,ტ---------–-------------–--ში“ ავტომანქანის ტექნიკური შემოწმებით დადგენილია, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომანქანის წინა ხიდი და ავტომანქანის ჰიდრო ტუმბო, რაც გამოწვეულია ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაციის შედეგად. მოპასუხის მიერ ჩადენილი ქმედებით შ--------------–-------–-–-------------------ის მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5128 ლარი.

 

3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით გ---- მ-–---–---მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი 2015 წლის 13 თებერვალს პირველად იჯდა ხსენებულ ,,ტ-------------–----“-ის მარკის (სახ. NC------) სამსახურებრივ ავტომანქანის საჭესთან, მოძრაობდა ასფალტიან გზაზე, მოძრაობდა ნელი სვლით. მიემართებოდა ს----------–-- პოლიციის განყოფილებიდან, თ--–---------–--–-ის მიმართულებით. მას ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაცია არ განუხორციელებია, არ გადაუხვევია ასფალტიანი გზიდან. აღნიშნული ავტომანქანა არ იმყოფებოდა გამართულ მდგომარეობაში, ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. ავტომანქანას საჭის მართვის მექანიზმი და ხიდი ჰქონდა მწყობრიდან გამოსული. შეუძლებელი იყო ამ ავტომანქანით 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, დაახლოებით გაიარა 20 კმ. სოფელ ფარცხისთან იგრძნო სუნი და სალონში შემოვიდა ბოლი. მან მაშინვე გააჩერა ავტომობილი და დაუკავშირდა უშუალო ხელმძღვანელს, ო–----–----------------------ს და ს--------------–--–ის თანამშრომელს ბ--- გ----------ს, რომელიც ადგილზე მივიდა დაახლოებით 40 წუთში და ევაკუატორით ავტომანქანა გადაყვანილი იქნა ტ---------–-------------–--ში. ავტომანქანა არ იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში დასაწყისშივე, როცა მან იგი სამართავად გადაეცა.

 

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით შ--------------–-------–-–-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობას მოპასუხისათვის გადაბარებამდე. ავტომანქანის მოპასუხისათვის გადაბარებამდე არსებული ტექნიკური მდგომარეობა კი წარმოადგენდა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის დადგენის გარეშე შეუძლებელია იყო მსჯელობა მოპასუხის ბრალეულობაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და დაზიანდა მოპასუხის ბრალეული ქმედებით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ავტომანქანა ,,ტ-------------–----ი“ (სახ. NC------) ირიცხებოდა შ-------------ოს სა---------–-------–-–-------------------ის ბალანსზე. 2015 წლის 13 თებერვალს გ---- მ-–---–---ი აღნიშნული ,,ტ-------------–----“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახ. NC------, მოძრაობდა თ--–------------–ოს საავტომობილო გზაზე, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანა. დაზიანებული ავტომანქანა ტექნიკური დათვალიერების მიზნით გადაყვანილი იქნა შპს ,,ტ---------–-------------–--ი“-ში, რის შემდეგ დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომანქანის წინა ხიდი და ავტომანქანის ჰიდრო ტუმბო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების (ნ-----–---- ჯ----–-, კ------- ჭ----------ე, ბ--- გ----------ი, ა-–---------- ბ---–----ე) ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ავტომანქანა არ იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, უკვე მანამდე, სანამ სამართავად გადაეცემოდა მოპასუხეს. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი მოპასუხის მფლობელობაში ავტომანქანის გადაცემის დროს ან მანამდე ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე არ წარდგენილა მოპასუხის მიერ ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაციის შედეგად დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მტკიცებულების სახით სარჩელს დაურთო შპს ,,ტ---------–-------------–--ი“-ს სერვისის დირექტორის წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გადახურების გამო მწყობრიდან იყო გამოსული ა/მ წინა ხიდი, რაც გამოწვეული იყო არასწორი ექსპლოატაციის შედეგად, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა ხიდის შემადგენელი ნაწილები და ჩობალების გადახურების შედეგად გამოჟონა ზეთმა. მწყობრიდან იყო გამოსული ა/მ ჰიდრო ტუმბო, რაც ასევე გამოწვეული იყო არასწორი ექსპლოატაციის შედეგად (გადახურებები, ხანგრძლივი ,,ბუქსაობა“, საჭის ბოლომდე ძალისმიერი ჩაკეცვა და სხვა).

სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილი იყო ავტომანქანის დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესახებ, თუმცა მასში არსად არ იყო ასახული მსჯელობა ექსპლოატაციის ხანგრძლივობაზე, ერთჯერადი არასწორი ექსპლოატაციის თუ მრავალჯერადი ექსპლოატაციის შედეგი იყო ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლა. (აღნიშნული დოკუმენტის მე-2 პუნქტში მიზეზად მითითებულია ,,გადახურებები“, ხანგრძლივი ,,ბუქსაობა“, რაც იძლევა ავტომანქანაზე არაერთჯერადი ზემოქმედების ვარაუდის საფუძველს), მაშინ როდესაც დადგენილი იყო, რომ მოპასუხე 13 თებერვალს პირველად მართავდა აღნიშნულ ავტომანქანას, 15-20 წუთის განმავლობაში.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე სადავო ფაქტთან (მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანს და მოპასუხის ქმედებას შორის) დაკავშირებით ფაქტობრივად მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. სასამართლოს განმარტებით, მითითებული სადავო გარემოება - მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ შედეგში, წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა- განმარტება სასამართლოსათვის არ იყო სარწმუნო და საკმარისი. რაც შეეხება საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ შ-----------–------------–-ის დასკვნას, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნა ეყრდნობოდა მხოლოდ შპს ,,ტ---------–-------------–--ი“-ს სერვისის დირექტორის წერილს, რომელიც თავის მხრივ არ შეიცავდა დასაბუთებას, რომ ავტომანქანა დაზიანდა გ---- მ-–---–---ის ბრალით, არ შეიცავდა თუნდაც ინფორმაციას იმის შესახებ, შესაძლო იყო თუ არა ტექნიკურად გამართული ავტომანქანა დაზიანებულიყო იმ სახით, რა სახითაც წარედგინა სერვის ცენტრს, არასწორი ექსპლოატაციის შედეგად ხანმოკლე დროში.

სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიჩნეულიყო სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდებოდა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ შეძლო დაემტკიცებინა მოსარჩელის მოთხოვნების უსაფუძვლობა და დაუსაბუთებლობა, კერძოდ, შეძლო დაემტკიცებინა მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ--------------–-------–-–-------------------მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს "ტ---------–-------------–--ი"-ის 2----–-–---------------–------------ დასკვნის მიხედვით, ვერ დგინდება და შეუძლებელია ავტომანქანის დაზიანებაზე ბრალეულ პირზე მსჯელობა. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული დადგენილებით მოხდა სიტყვების სხვა ინტერპრეტაციით გამოყენება (დასკვნაში არ არის ინფორმაცია ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია ხანგრძლივმა ექსპლოატაციამ რაშიც მოიზრება სხა თანამშრომლების მიერ არასწორი ექსპლუატაცია თუ ხანმოკლე არასწორმა ექპლოატაციამ) და არ გაითვალისწინა დასკვნა, რა ფაქტების ერთობლიობით არის მიღებული. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშული ა/მ ნაწილების დაზიანება მოქ. გ---- მ-–---–---ის მიერ მხოლოდ კონკრეტული მოქმედებითაა გამოწვეული.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ არ მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზიანებული ა/მ "ტ-------------–----ი"-ის რეგისტრაციის მოწმობა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ გამოშვების წელი არის 2013, ხოლო იგი დარეგისტრირებულია 2013 წლის 7 სექტემბერს. დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფატი, რომ ა/მ დაზიანდა 2015 წლის 13 თებერვალს. გამომდინარე აქედან, აღნიშნული ა/მ იყო ახალი, 5 თვის. დაზიანებულ ა/მ მანქანას ვერ მივიჩნევთ, რომ იმყოფებოდა ხანგრძლივი მოხმარების საგანი. ამასთან, დაზიანებული ავტომანქანა მაღალი გამავლობის ჯიპია და სასამართლოში მოწმეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით მუდმივი პატრულიერბისთვის არ გამოიყენება და განკუთვნილია კონკრეტული დავალებებისთვის.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქ. გ---- მ-–---–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო განზრახ ზიანის მიყენებას შ--------------–-------–-–-------------------ისთვის.

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ შპს "ტ---------–-------------–--ი"-ის 2----–-–---------------–------------ დასკვნის მიხედვით, ა/მ წინა ხიდის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია აღნიშნულის გადახურებამ, რასაც იწვევს არასწორი ექსპლუატაცია. აღნიშნული გულისხმობს კონკრეტულ მოქმედებას (და არა მრავალმხრივ მოქმედებებს), რომელსაც ნაწილის მწყობრიდან გამოსვლა თან სდევს. ასევე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა/მ ხიდის ნაწილების გადახურების შედეგად გამოჟონა ზეთმა, რაც გულისხმობს, რომ როდესაც გ---- მ-–---–---ი მართავდა ავტომანქანას, მასზე ხიდები იყო ჩართული. გ---- მ-–---–---ის 2015 წლის 21 დეკებრის ახსნა-განამრტებიდან ირკვევა, რომ ა/მ გააჩერა მას შემდეგ, რაც იგრძნო სალონში სუნი და შემოვიდა გამონაბოლქვი. აპელანტის განმარტებით, ავტომანქანა, რომელიც ღვრის ზეთს წინა ხიდიდან და აღნიშნული ესხმევა ძრავს, ხდება მისი წვა, რომელსაც აქვს კვამლი. აღნიშნული ფაქტების ერთობლიობა ადასტურებს, რომ ა/მ გ---- მ-–---–---ი მართავდა ხიდებ ჩართული, მისმა კონკრეტულმა მოქმედებამ ა/მ ხიდის გადახურებამ (ახსნა-განმარტების მიხედვით მოძრაობდა ასფალტირებულ გზაზე), არასწორმა ექსპლოატაციამ (ასფალტირებულ გზაზე ჩართული ხიდით მოძრაობა არ შეიძლება, ვინაიდან დაშვებული სიჩქარით ა/მ ვერ მოძრაობს და იწვევს მის გადახურებას) გამოიწვია ხიდის მწყობრიდან გამოსვლა. აღნიშნული ფაქტების დადასტურება მტკიცებას არ საჭიროებს.

აპელანტის მითითებით, აღნიშნულ დასკვნას თან ახლავს დაზაინებული ნაწილების სურათები, სადაც მკვეთრად ჩანს, რომ მოგლეჯილია მსხვილი მეტალები, რომელიც პრაქტიკიდან გამომდინარე საჯაროდაა ცნობილი, რომ ახალი მანქანის ხანგრძლივი ექსპლოატაციის შედეგად არ ზიანდება (ავტომანქანა გახლდათ თითქმის ახალი) და ტყდება მხოლოდ არასწორი ექსპლოატაციით.

აპელანტის მითითებით, სასამართლოში წარმოდგენილმა ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ უშვალოდ თვითონ ჰქონდა შეხება დაზაინებულ ავტომანქანასთან. მათ განმარტეს, რომ უბრალოდ გაგებული ჰქონდათ, რომ საჭის მექანიზმი იყო დაზიანებული აღნიშნულ მანქანაზე, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ა/მ ხიდების მუშაობასთან. დასმულ კითხვაზე, თუ ყოფილა დაზიანებული ა/მ მათი მართვის ქვეშ, ან გაფუჭების შემთხვევაში, თუ მიგიმართვათ შესაბამისი სამსახურისთვის, მათ არ დაადასტურეს. დაადასტურეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ სმენიათ, რომ ა/მ გაფუჭებული ჰქონდა საჭის მექანიზმი, მაგრამ ა/მ მაინც დადიოდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა და იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომელმაც გაიჟღერა საქმის განხილვისას. კერძოდ, მხარის ახსნა-განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშული ავტომანქანა იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, მაგრამ დავალების შესასრულებლად მაინც გაემგზავრა. "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისთვის პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას, ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, ამავე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად კი, მძღოლს ეკრძალება საჭის მექანიზმის გაუმართაობისას მოძრაობა, ასევე აღნიშნული მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად მძღოლი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, სახეზეა მართლსაწინააღმდეგო განზრახ ზიანის მიყენება შ--------------–-------–-–-------------------ისთვის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. გ---- მ-–---–---ი 2015 წლიდან მუშაობდა შ--------------–-------–-–-------------------ის ქ-------------–-------------------------–-----------–--------------–-------------------------------–-------------–--------------–-------------ის თანამდებობაზე;

 

9. ავტომანქანა ,,ტ-------------–----ი“ (სახ. N C------) ირიცხება შ--------------–-------–-–-------------------ის ბალანსზე;

 

10. 2015 წლის 13 თებერვალს, გ---- მ-–---–---ი ,,ტ-------------–----“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახ. NC------, მოძრაობდა თ--–------------–ოს საავტომობილო გზაზე, რა დროსაც დაზიანდა აღნიშნული ავტომანქანა;

 

11. დაზიანებული ავტომანქანა ტექნიკური დათვალიერების მიზნით გადაყვანილი იქნა შპს ,,ტ---------–-------------–--ი“-ში, რის შემდეგ დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომანქანის წინა ხიდი და ავტომანქანის ჰიდრო ტუმბო;

 

12. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხე მხარისათვის შ--------------–-------–-–-------------------ის მიმართ ავტომანქანის დაზიანების გამო, ზიანის - 5128 ლარის ოდენობით, გადახდის დაკისრების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

13. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 თებერვალს გ---- მ-–---–---ი ავტომანქანა ,,ტ-------------–----“-ის (სახ. N C------) მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით (ავტომანქანა ,,ტ-------------–----ი“ (სახ. N C------) ირიცხება შ-------------ოს სა---------–-------–-–-------------------ის ბალანსზე) მოძრაობდა თ--–------------–ოს საავტომობილო გზაზე, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანა. დაზიანებული ავტომანქანა ტექნიკური დათვალიერების მიზნით გადაყვანილი იქნა შპს ,,ტ---------–-------------–--ი“-ში, რის შემდეგ დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომანქანის წინა ხიდი და ავტომანქანის ჰიდრო ტუმბო. სასარჩელო განცხადებით, შ--------------–-------–-–-------------------ი მოითხოვს მის სასარგებლოდ გ---- მ-–---–---ისათვის ავტომანქანის დაზიანების გამო მიყენებული ზიანის - 5128 ლარის, დაკისრებას.

 

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

15. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი). საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016).

 

16. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).

 

17. მოცემულ შემთხვევაში, შ--------------–-------–-–-------------------მა მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამტკიცებლად, სასამართლოს მტკიცებულების სახით წარმოუდგინა შ-------------–------------–-ის დასკვნა, შპს ,,ტ---------–-------------–--ი“-ს სერვისის დირექტორის წერილი, თანდართული ფოტოსურათებით და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების და მომსახურების ღირებულების შესახებ ინფორმაცია.

 

18. გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით, ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე ჩატარებულია სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც ეყრდნობა შპს ,,ტ---------–-------------–--ი"-ს წერილს. თავის მხრივ, შპს ,,ტ---------–-------------–--ი“-ს სერვისის დირექტორის წერილში, აღნიშნულია, რომ გადახურების გამო მწყობრიდან არის გამოსული ა/მ წინა ხიდი, რაც გამოწვეულია არასწორი ექსპლოატაციის შედეგად, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა ხიდის შემადგენელი ნაწილები და ჩობალების გადახურების შედეგად გამოჟონა ზეთმა; მწყობრიდან არის გამოსული ა/მ ჰიდრო ტუმბო, რაც ასევე გამოწვეულია არასწორი ექსპლოატაციის შედეგად (გადახურებები, ხანგრძლივი ,,ბუქსაობა“, საჭის ბოლომდე ძალისმიერი ჩაკეცვა და სხვა).

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მართალია აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილია ავტომანქანის დაზიანების გამომწვევი მიზეზები, თუმცა დასკვნა არ შეიცავს მსჯელობას ექსპლოატაციის ხანგრძლივობაზე. კერძოდ, ერთჯერადი არასწორი ექსპლოატაციის თუ მრავალჯერადი ექსპლოატაციის შედეგია ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლა, მაშინ როდესაც დადგენილია, რომ მოპასუხე 13 თებერვალს პირველად მართავდა აღნიშნულ ავტომანქანას, 15-20 წუთის განმავლობაში. პალატა ყურადრებას გაამახვილებს აღნიშნული დოკუმენტის მე-2 პუნქტში მითითებულ მიზეზებზე: ,,გადახურებები“, ხანგრძლივი ,,ბუქსაობა“, რაც იძლევა ავტომანქანაზე არაერთჯერადი ზემოქმედების ვარაუდის საფუძველს.

 

20. მოპასუხე მხარე სარჩელის გამომრიცხავი შესაგებლით, მიუთითებს, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო გაუმართავ მდგომარეობაში, ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. მას არ განუხორციელებია ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაცია. ავტომანქანის გადაბარებისას ავტომანქანა არ იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. მართალია ავტომანქანა დაზიანდა, როდესაც ის მას მართავდა, მაგრამ იგი არ არის ბრალეული ავტომანქანის დაზიანებაში. ამ გარემოებების დასადასტურებლად, მოპასუხემ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე.

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების (1. მოწმე ნ-----–---- ჯ----–-ს განმარტებით, იგი მუშაობდა ს----------–-- პ---–-–--ში, ქ-------------–-------------------------–------------------------------–---------------ის თანამდებობაზე, ხოლო გ---- მ-–---–---ს ეკავა პატრულ-ინსპექტორის თანამდებობა. დილით, სამსახურებრივი ავტომანქანების გადაბარებისას ხდებოდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება. ხოლო ტექნიკურად, შიგნით თუ როგორ მდგომარეობაში იყო ავტომანქანა, არ მოწმდებოდა. თუ ავტომანქანის მფლობელი შეატყობდა რამეს ავტომანქანას, ატყობინებდა ხელმძღვანელობას და ახდენდნენ რეაგირებას. გ---- მ-–---–---ი 2015 წლის 13 თებერვალს პირველად იჯდა აღნიშნულ ავტომანქანის საჭესთან. გ---- მ-–---–---მა ავტომანქანით გასვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში შეატყობინა ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ; 2. მოწმე კ------- ჭ----------ის განმარტებით, იგი 2015 წელს მუშაობდა მ-------------------------–--------------–-------------ად, მისი მეწყვილე იყო გ---- მ-–---–---ი. 15 თებერვალს დილით გავიდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით წალკის მიმართულებით. ავტომანქანას რაიმე განსაკუთრებული ხმა არ ჰქონია, შეუძლებელი იყო მიხვედრა, ჩართული იყო თუ არა ავტომანქანის ხიდი. საჭის მართვის მექანიზმი არ იყო სრულყოფილად გამართული, წინა დღის მორიგე შემადგენლობის გადმოცემით ავტომანქანა არ იყო მწყობრში. განყოფილებიდან გასვლიდან დაახლოებით 20 წუთში ავტომანქანამ გაუშვა ბოლი; 3. მოწმე ბ--- გ----------ის განმარტებით, მუშაობს ს----------–-- პოლიციის ს--------------–--–ში, 2015 წლის 13 თებერვალს გ---- მ-–---–---მა და კ------- ჭ----------ემ გადაიბარეს ავტომანქანა, რამდენიმე ხანში დაურეკეს და შეატყობინეს რომ ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან. ზოგადად აღნიშნულ ავტომანქანას ჰქონდა პრობლემები. აღნიშნული ავტომანქანა იმყოფებოდა ყოველდღიურ ექსპლოატაციაში. ხელმძღვანელობამაც იცოდა, რომ ავტომანქანას ჰქონდა დაზიანებული ჰიდრავლიკის სისტემა; 4. მოწმე ა-–---------- ბ---–----ის განმარტებით, ის და მოპასუხე 2015 წელს ერთად მუშაობდნენ ს----------–-- პ---–-–--ში. ავტომანქანა ტექნიკურად იყო ცუდ მდგომარეობაში, ხშირად ფუჭდებოდა და მიჰყავდათ ევაკუატორით. აღნიშნული ავტომანქანით 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით არ მოძრაობდნენ) ჩვენებებით დგინდება, რომ ავტომანქანა არ იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მანამდე, სანამ სამართავად გადაეცემოდა მოპასუხეს.

 

21. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მოპასუხის მფლობელობაში ავტომანქანის გადაცემის დროს ან მანამდე ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე არ წარმოდგენილა მოპასუხის მიერ ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაციის შედეგად დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება კი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს სსსკ-ის 4.1., 102-ე და 103.1. მუხლების საფუძველზე.

 

22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება - მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანს და მოპასუხის ქმედებას შორის. მოსარჩელე სადავო ფაქტთან (მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანს და მოპასუხის ქმედებას შორის) დაკავშირებით სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული სადავო გარემოება - მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ შედეგში, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. რაც შეეხება საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ შ-----------–------------–-ის დასკვნას, როგორც აღინიშნა, იგი ეყრდნობა მხოლოდ შპს ,,ტ---------–-------------–--ი“-ს სერვისის დირექტორის წერილს, რომელიც თავის მხრივ არ შეიცავს დასაბუთებას, რომ ავტომანქანა დაზიანდა გ---- მ-–---–---ის ბრალით, არ შეიცავს თუნდაც ინფორმაციას იმის შესახებ, შესაძლო იყო თუ არა ტექნიკურად გამართული ავტომანქანა დაზიანებულიყო იმ სახით, რა სახითაც წარედგინა სერვის ცენტრს, არასწორი ექსპლოატაციის შედეგად ხანმოკლე დროში.

 

23. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ შეძლო დაემტკიცებინა მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

24. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შ--------------–-------–-–-------------------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

26. აპელანტი შ--------------–-------–-–-------------------ი ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ--------------–-------–-–-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი