განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2018
საქმის ნომერი
330210015001169613
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001169613

საქმე №2ბ/5495-17

დ ა უ ს წ რ ე ბ ე ლ ი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2018წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ხ---------------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----------------

წარმომადგენელი - ქ-----------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.07.2017წ. გადაწყვეტილება.

 

დავის საგანი - ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.07.2017წ. გადაწყვეტილებით ი-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.07.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ხათუნა ჩაფიძე-რეზაკოვმა. საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად გადმოეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 25.09.2017წ..

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 31.01.2018წ. 15:00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი მხარე. აღნიშნულ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოებში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში წარმოების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები არ განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

 

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2017წ. განჩინებით ხ---------------------------ს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 06.12.2017წ. 09:30 საათზე, რომელიც აპელანტის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო 31.01.2018წ. 15:00 საათზე, რისთაობაზეც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები: აპელანტის მოწინააღმდგე მხარე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; საქმის მასალებით დადასტურებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის უცნობია აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 234-ე, 236-237-ე, 257-ე, 372-ე, 387-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აპელანტის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ გამოტანილი იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2. ხ---------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.07.2017წ. გადაწყვეტილება;

4. მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ 10 (ათი) დღის განმავლობაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი–ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი