განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001978641
საქმე №2ბ/7361-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - შპს ,,მ-----------------------------–-------------------“
წარმომადგენელი - მ-----------------–-
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-–--------------
წარმომადგენელი - გ--------------–---–-
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1.მოსარჩელე ლ-–-------------ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ დაკმაყოფილდა სრულად.
2. 2015 წლის 18 ნოემბრის #14173 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 03 მარტიდან განისაზღვრა ძირითადი თანხის 10983,78 აშშ დოლარიდან შემცირებული პირგასამტეხლო - 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხის წინაშე ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 03 მარტიდან, რა დროიდანაც წარმოიშვა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2015 წლის 18 ნოემბერს შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და ლ-–--------------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #14173, რომლის საფუძველზე, საკრედიტო ორგანიზაციამ ლ-–--------------ზე გასცა სესხი 11 000 აშშ დოლარი, 10 წლის ვადით, წლიური სარგებლის 60%-ს დარიცხვით.
ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, განისაზღვრა დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2015 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #14173(ს.ფ. 14-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2015 წლის 18 ნოემბერს, შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და დ-------–---–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება #14173, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა, დ-------–---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, გ-----–---–----------–--------–--–-----, #123, დაზუსტებული ფართობი: 342.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------.
აღნიშნული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 18 ნოემბერს შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და ლ-–--------------ს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებითმომსახურების შესახებ ხელშეკრულება #14173.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015წლის 18ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება #151261657(ს.ფ. 19-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დავალიანების შესახებ #34004 ცნობის თანახმად, შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და ლ-–--------------ს შორის დადებული #14173 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკრედიტო ორგანიზაციის წინაშე ლ-–-------------ის დავალიანებამ შეადგინა 15249.75 აშშ დოლარი, სადაც სესხის ძირი თანხაა 10983.78 აშშ დოლარი, რომელსაც 02.03.2017 წლიდან ერიცხება სარგებელი 1%-ს ოდენობით, ხოლო 2017 წლის 02 მარტიდან ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,5%-ის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ცნობა დავალიანების შესახებ #34004(ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და ლ-–--------------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #14173 (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე, საკრედიტო ორგანიზაციამ ლ-–--------------ზე გასცა სესხი 11 000 აშშ დოლარი, 10 წლის ვადით, წლიური სარგებლის 60%-ს დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო, რაც შეეხება მსესხებელს - ლ-–--------------ს, მან ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, რის გამოც მის მიმართ შეიქმნა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების თანხა შეადგენს 15249.75 აშშ დოლარს, სადაც სესხის ძირი თანხაა 10983.78 აშშ დოლარი, რომელსაც 02.03.2017 წლიდან ერიცხება სარგებელი 1%-ს ოდენობით და ამავე პერიოდიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,5%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში თავად მოპასუხე მხარემაც დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად 0.5%-სა, 0.05%ის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ლ-–--------------ს უარი უნდა ეთქვას პირგასამტეხლოს 0.41%-ზე მეტად შემცირებაზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო 0.05%-ის ზე ზევით არის სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი, არ არის დასაბუთებული აღნიშნული მსჯელობა. ამასთან, თავად მოწინააღმდეგე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დაზუსტების დროს არ განუსაზღვრია ბაჟის ოდენობა, რითაც დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რადგან აპელანტს არ მიეცა თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ბაჟის ოდენობის - 2400 ლარის ფარგლებში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ლ-–-------------ის მიერ აპელანტის წინაშე ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 03 მარტიდან, რა დროიდანაც წარმოიშვა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
2015 წლის 18 ნოემბერს შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და ლ-–--------------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #14173, რომლის საფუძველზე, საკრედიტო ორგანიზაციამ ლ-–--------------ზე გასცა სესხი 11 000 აშშ დოლარი, 10 წლის ვადით, წლიური სარგებლის 60%-ს დარიცხვით.
ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, განისაზღვრა დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2015 წლის 18 ნოემბერს, შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და დ-------–---–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება #14173, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა, დ-------–---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, გ-----–---–----------–--------–--–-----, #123, დაზუსტებული ფართობი: 342.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------.
აღნიშნული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 18 ნოემბერს შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და ლ-–--------------ს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #14173.
დავალიანების შესახებ #34004 ცნობის თანახმად, შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და ლ-–--------------ს შორის დადებული #14173 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკრედიტო ორგანიზაციის წინაშე ლ-–-------------ის დავალიანებამ შეადგინა 15249.75 აშშ დოლარი, სადაც სესხის ძირი თანხაა 10983.78 აშშ დოლარი, რომელსაც 02.03.2017 წლიდან ერიცხება სარგებელი 1%-ს ოდენობით, ხოლო 2017 წლის 02 მარტიდან ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,5%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
2015 წლის 18 ნოემბერს შპს ,,მ-----------------------------–------------------სა“ და ლ-–--------------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #14173 (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე, საკრედიტო ორგანიზაციამ ლ-–--------------ზე გასცა სესხი 11 000 აშშ დოლარი, 10 წლის ვადით, წლიური სარგებლის 60%-ს დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
პალატას საქმეზე უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო, მსესხებელმა - ლ-–--------------მ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, რის გამოც მის მიმართ შეიქმნა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების თანხა შეადგენს 15249.75 აშშ დოლარს, სადაც სესხის ძირი თანხაა 10983.78 აშშ დოლარი, რომელსაც 02.03.2017 წლიდან ერიცხება სარგებელი 1%-ს ოდენობით და ამავე პერიოდიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,5%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ ზემოხსნებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე დღეში 0.41%-ის ფარგლებში პირგასამტეხლოს არაგონივრულად შეფასების დაუშვებლობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის წარმომადგენლის იმ პოზიციას, რომ ზემოხსენებული ცვლილებით - სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით განისაზღვრა ფინანსური სანქციის ოდენობა წლიური 150%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად 0.41%-ს გულისხმობს და რომ აღნიშნულმა ნორმამ ახალი რეალობა შექმნა პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერების დასადგენად (იხ. სააპელაციო საჩივარი). აპელანტის ზემოაღნიშნული პოზიციის საპირისპიროდ, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესით დაწესდა საკანონმდებლო შეზღუდვა, კერძოდ, მაქსიმალური ზღვარი სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ჯამური ოდენობის განსაზღვრის მიმართ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 150 პროცენტის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს გამსესხებლისათვის დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ფინანსური სანქციის განსაზღვრას ჯამურად სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150 პროცენტზე მეტი ოდენობით.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის ზემოხსენებული შინაარსი არ წარმოადგენს სასამართლოსთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილების ფარგლების განმსაზღვრელ ნორმას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებს თუ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, აღნიშნული კი უნდა დადგინდეს განსახილველი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და ის უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 0.05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 03 მარტიდან, ანუ, ლ-–-------------ის მიერ ხელშეკრულების დარღვევის დღიდან.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.20217 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი