განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2018
საქმის ნომერი
330210016001322798
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001322798

საქმე № 330210016001322798

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3352-17 10 დეკემბერი, 2018 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ქეთევან მესხიშვილი,მოსამართლეები - თამარ ალანია, ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ბ--------------–---–-

 

წარმომადგენელი - ზ-------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--–---- ჯ-----–---–ი, ნ---- ჯ-----–---–ი

 

წარმომადგენელი - ნ-----–--------–-–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მ--–---- ჯ-----–---–მა და ნ---- ჯ-----–---–მა ბ--------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხე ბ--------------–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------- N85-ის შენობა ნაგებობა N1, N4, N7-ის 12.30 კვ.მ. ფართის და ნაგებობა N5, N8, N9-ის, ს.კ. 0--------------- - თითოეული მოსარჩელის 1/3 წილის (ორივე -2/3 წილის) მესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ნ---- ჯ-----–---–ი (პ/ნ0----------) და მ--–---- ჯ-----–---–ი (პ/ნ0----------) ბ--------------–---–-ს (პ/ნ0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ჩ--------, N85-ის შენობა ნაგებობა N1, N4, N7-ში 12.30 კვ.მ ფართის და ნაგებობა N6, N8, N9 -ის /ს.კ. 0---------------/ - თითოეული მათგანი 1/3 წილის (ორივე - 2/3 წილის) მესაკუთრედ იქნენ ცნობილნი.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ------ ჯ-----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. კ----–-- ჯ-----–---–ი 2005 წლის 01 მარტს გარდაიცვალა. მას სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები - ნ---- ჯ-----–---–ი, მ--–---- ჯ-----–---–ი და ბ--------------–---–- დარჩა (ს.ფ. 31, 40, 41).

 

6. 2011 წლის 15 თებერვალს ბ------ ჯ-----–---–მა ნოტარიუსს მიმართა და კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის მიღება მოითხოვა. წარმოდგენილი საბუთებით ნათესაური კავშირი კ----–-- ჯ-----–---–ისა და აწ გარდაცვლილ ე-–-----------------–---–- შორის არ დადგინდა. ბ------ ჯ-----–---–მა კ----–-- ჯ-----–---–ის ქონება, რომელმაც მიიღო, მაგრამ ვერ მოასწრო 2003 წლის 11 მარტს გარდაცვლილი ე-–-----------------–---–- ქონების გადაფორმება, ვერ გადაიფორმა (ს.ფ. 77).

 

7. 2003 წლის 22 მაისის მდგომარეობით, ე-–-----------------–---–-ს სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო თბილისში, ჩ--------ს N85-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები N1, N4, N5, N6 და შენობა N7 ის 1/2 ნაწილი (ს.ფ. 127).

 

8. ბ------ ჯ-----–---–მა სასამართლოს კ----–-- ჯ-----–---–სა და ე-–-----------------–---–- შორის ნათესაური კავშირის დადგენის მოთხოვნით მიმართა. 2011 წლის 10 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ბ--------------–---–- 2005 წლის 01 მარტს გარდაცვლილი კ----–-- ჯ-----–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეა, რომელმაც ვერ მოასწრო 2003 წლის 11 მარტს გარდაცვლილი დედის - ე-–-----------------–---–-ს ქონების გადაფორმება. ბ------ ჯ-----–---–მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის შენობა-ნაგებობა N1, N4, N5, N6 და N7-ს ½ ნაწილი, მდებარე ქ. თბილისში, ჩ--------ს ქუჩა N85-ში (ს.ფ. 78, 42-44, 81).

 

9. მოპასუხე ბ--------------–---–-ს სახელზე უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------- N85, შენობა-ნაგებობები N1, N4, N5, N6 და N7-ის 1/2 ნაწილი დარეგისტრირდა (ს.ფ. 124).

 

10. 2015 წლის 29 სექტემბერს ქ. თბილისში, ჩ--------ს ქ. N85 (ს/კ 0---------------- მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრენი, ბ--------------–---–- და ც---–----------–---–- შეთანხმდნენ, რომ შენობა-ნაგებობა N6 ა---------– ჯ-----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირებულიყო. ამასთან, ამავე მისამართზე მდებარე შენობა N5 თანამესაკუთრეთა შეთანხმებით ც---–- ფ------–---–ს გადაეცა (ს.ფ. 128, 123).

 

11. 2015 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, ბ--------------–---–-ს სახელზე თანასაკუთრების უფლებით უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ჩ--------, N85, შენობა-ნაგებობა N1, N4, N6, N7-ში 12.30 კვ.მ. და ნაგებობა N8, N9, N12, არის რეგისტრირებული. მოპასუხე ბ------ ჯ-----–---–მა აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა N8, N9 და N12 მამკვიდრებლის კ----–-- ჯ-----–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ დაირეგისტრირა (ს.ფ. 123).

 

12. მოსარჩელეებმა მ--–---- ჯ-----–---–მა და ნ---- ჯ-----–---–მა 2016 წლის 30 მარტს ნოტარიუსს მიმართეს და უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობითი მოწმობის მიღება მოითხოვეს, მათ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი ეთქვათ, ვინაიდან 2005 წლის 01 მარტს გარდაცვლილი კ----–-- ჯ-----–---–ის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობის უფლების მოწმობით საკუთრებაში მის შვილს ბ------ ჯ-----–---–ს 2011 წლის 10 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უკვე მიღებული ჰქონდა (ს.ფ. 32, 38-39).

 

13. მამკვიდრებლის კ----–-- ჯ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხე ბ------ ჯ-----–---–ს და შპს „ა---–------–---“ შორის ხელშეკრულება დაიდო, მოპასუხე შპს „უ-–---------------–-----“ მიერ მოწოდებული სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფისათვის მომსახურების გადასახადს იხდიდა. სს „თ--–----“ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის თაობაზე წერილობითი გაფრთხილება და დავალიანების კორექტირების თაობაზე შეთანხმება ბ------ ჯ-----–---–თან განხორციელდა (ს.ფ. 65, 66-68, 69-71, 73, 75-76).

 

14. მოპასუხე ბ--------------–---–- პერიოდულად თბილისი, ქუჩა ჩ--------, N85-ში კომუნალურ გადასახადებს იხდიდა (ს.ფ. 82-85, 89-90, 86-88, 91-94).

 

15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ--–---- ჯ-----–---–ი და ნ---- ჯ-----–---–ი მამკვიდრებლის კ----–-- ჯ-----–---–ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე თბილისი, ჩ--------ს ქ. N85 ფაქტობრივად დაეუფლნენ.

 

პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ მხოლოდ მოსარჩელეების მიერ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტია გამხდარი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს მოსარჩელეების მიერ ფაქტობრივი ფლობის განხორციელების ფაქტის შემოწმება წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებაა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილ კ----–-- ჯ-----–---–ს სამი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები დარჩა. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება შეასრულოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი კ----–-- ჯ-----–---–ი 2005 წლის 9 მარტს გარდაიცვალა, შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა. მამკვიდრებელს სამი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები: ნ---- ჯ-----–---–ი, მ--–---- ჯ-----–---–ი და ბ--------------–---–- დარჩა. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება, რადგან სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა. მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, ნ---- ჯ-----–---–ი 23, ხოლო მ--–---- ჯ-----–---–ი 25 წლის იყვნენ, ისინი ოჯახთან ერთად მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაში ცხოვრობდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ზ----------–-----–---–- და გ----------–------ დაიკითხნენ, რომლებმაც არაორაზროვნად დაადასტურეს, რომ მ--–---- ჯ-----–---–ი და ნ---- ჯ-----–---–ი მამის, კ----–-- ჯ-----–---–ის გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც, სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა, მხარემ მოწმეთა სასამართლო პროცესზე გამოცხადება ვერ უზრუნველყო. საქმის მასალებში ასევე არსებობს, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ნ---- ჯ-----–---–ისა და მ--–---- ჯ-----–---–ის რეგისტრაციის მისამართს ქ. თბილისი, ჩ--------ს ქ. N85, წარმოადგენს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეები მამის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, რაც მათ მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით მიღების ფაქტს ადასტურებს.

 

16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი პრინციპი მოქმედებს, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეები, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები არ დაუფლებიან გარდაცვლილი მამკვიდრებლის (მამის) სამკვიდროს - მოპასუხეს ეკისრებოდა. იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი კი, რომ მოპასუხე მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვეში დაეუფლა სამკვიდროს, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს. აპელანტმა არაერთგზის მიუთითა, რომ მოსარჩელეები სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული არც მოსარჩელეების წარმომადგენელს უარყვია, კერძოდ, განმარტა, რომ მოსარჩელეები დაოჯახდნენ და სხვა საცხოვრებელ მისამართზე გადავიდნენ, თუმცა, ეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში არ მომხდარა. სააპელაციო პალატის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ სად ცხოვრობდა მამის გარდაცვალების შემდეგ 23 წლის ნ---- ჯ-----–---–ი, აპელანტმა სარწმუნო პასუხი ვერ გასცა და მხოლოდ ის განმარტა, რომ იგი, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მანვე განმარტა, რომ გ------- ჯ-----–---–ი მეუღლესთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. საგულისხმოა, რომ გ------- ჯ-----–---–ი სწორედ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ დაქორწინდა, შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ფაქტების ლოგიკური კონსტელაციითაც, აპელანტის პოზიცია, ფაქტების ლოგიკური ჯაჭვის კრიტერიუმით, მოსარჩელეების მიერ სამკვიდრო ქონების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში დაუფლებას ადასტურებს. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეების სხვა მისამართზე ცხოვრება, მათ მიერ სადავო ქონების ფაქტობრივი გზით დაუფლებას გამორიცხავდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პალატა აღნიშნულ მოსაზრებას გაიზიარებდა და დაადგენდა, რომ მოსარჩელეები მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში სხვა მისამართზეც ცხოვრობდნენ, აღნიშნული არ გამორიცხავს სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ფიზიკური პირის მიერ რამდენიმე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) ქონას არ კრძალავს.

 

მოსარჩელეებმა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დასადასტურებლად სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათი წარმოადგინეს, სადაც მათ რეგისტრაციის მისამართად ქ. თბილისი ს. ჩ--------ს ქუჩა N85-ია მითითებული, ასევე საქალაქო სასამართლოში ორი მოწმის გამოცხადება უზრუნველყვეს, რომლებმაც მოსარჩელეების სადავო ქონებაში ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს. ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებში დოკუმენტური მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელეების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი ეჭვქვეშ დადგებოდა, არ არსებობს, ამ პირობებში მხოლოდ ახსნა-განმარტება, როგორც მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან აპელანტი თავად წარმოადგენს პროცესის შედეგით დაინტერესებულ მხარეს და სხვა შემხვედრი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში რომელიც მის ახსნა-განმარტებებს დაადასტურებდა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მტკიცებულებების გაზიარებისთვის საჭირო სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპის რეალიზაციის პირობებში, მოსარჩელეებმა დაადასტურეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, აპელანტმა კი საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა გამაბათილებელი მტკიცებულება სასამართლოს წინაშე ვერ წარადგინა, რაც პალატას უქმნის ვარაუდს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობასა და დადგენილ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, 46-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ბ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

ბესარიონ ტაბაღუა