განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-354-2018წ.
(080100117001942160)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ გ--- დ--------–--ის,ადვოკატის - ს--–---- ბ--------–---–ის,მსჯავრდებულის - გ------- ყ----–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ო----ს ძე ყ----–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი,პ--–----- მ--------, #14.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ყ----–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- ყ----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - მაკაროვის კონსტრუქციის 9მმ კალიბრის პისტოლეტი, რომელსაც ინახავდა ქუთაისში, პ--–----- ქუჩის მ--------------–ი, მის საცხოვრებელ მისამართზე და რომელიც გ------- ყ----–---–ისაგან ამოღებული იქნა 2017 წლის 21 აპრილს, ქუთაისის ს----–-----------------–--------–-–----------------------–---–- ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად.
2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, პ--–----- ქუჩის #- ტერიტორიაზე გ------- ყ----–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლასაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს - მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტს, რაც ამოღებულ იქნა 2017 წლის 21 აპრილს ქუთაისის ს----–-----------------–--------–-–----------------------–---–- ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად.
2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, პ--–----- ქუჩის #--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ყ----–---–ს მის მეზობელ ბ---- ხ---------–თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც გ------- ყ----–---–ი ბ---- ხ---------–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კონფლიქტის დროს ქუთაისში, პ--–----- ქუჩის #--ში არსებული ბ---- ხ---------–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის მისამართით განახორციელა რამოდენიმე გასროლა. გ------- ყ----–---–ის ქმედების გამო, ბ---- ხ---------–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით:
გ------- ყ----–---–ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
გ------- ყ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- ყ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 151-ე მუხლით (ძვ. რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- ყ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- ყ----–---–ი დაპატიმრებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 აპრილიდან.
გ------- ყ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 21 აპრილიდან - 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით .
მსჯავრდებულ გ------- ყ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქ------- უ-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში და გ------- ყ----–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მ--- ნაწილით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ამორიცხვის ნაწილში განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან კანონმდებელმა ცალ-ცალკე დააწესა პასუხისმგებლობა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის - სსკ-ის 236-ე მუხლის მ--- ნაწილით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, კერძოდ ნაპოვნის დაუფლება და საცხოვრებელი სახლის ეზოში მისი შენახვა არის დამთავრებული, დამოუკიდებელი დანაშაული, რისთვისაც დაწესებულია შესაბამისი სასჯელი, ხოლო ცალკე დამოუკიდებელ ქმედებას წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რომელიც არ მოიცავს უკვე დამთავრებულ ქმედებას - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვას. შესაბამისად გ------- ყ----–---–ი ასევე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მ--- ნაწილით.
აპელანტი - მსჯავრდებული გ------- ყ----–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ს--–---- ბ--------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ------- ყ----–---–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას და ამ ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ყ----–---–ი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ. მან აღიარა მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, კერძოდ, ყ----–---–ი იარაღს ინახავდა, მაგრამ იარაღს არ ატარებდა და არც არასოდეს უტარებია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით თუ არ ჩავთვლით მსჯავრდებულის ჩვენებას, ვერ დგინდება საიდან აიღო გ------- ყ----–---–მა იარაღი, ეს არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერშია და არც ერთ მოწმეს არ დაუნახავს, როგორ და საიდან აიღო იარაღი. ყ----–---–ს თან არ ჰქონია იარაღი ეს ცალსახად დგინდება, მან უკანონოდ შენახული იარაღი თავის დასაცავად გამოიყენა, მან აღელვებულ მდგომარეობაში ჩათვალა, რომ ხ---------–ი მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მხოლოდ ეს ქმედება შეაშინებდა მათ. მოწმეებმა და მსჯავრდებულმა დაადასტურეს, რომ როცა გაისროლა მათი ჭიშკრის მიმართულებით, ხ---------–ები იქ აღარ იდგნენ. კანონმდებელი განსაზღვრას რა შემთხვევაშია იარაღის ტარება და რა ქმედების განხორციელებისას შეიძლება ჩაითვალოს ტარება, ამ ქმედებებიდან ყ----–---–ს არცერთი არ ჩაუდენია, ის არ ატარებდა იარაღს არც ტანსაცმელით, არც ჩანთით და არც საზოგადოების თავშეყრის ადგილას, როცა გაისროლა იქ არავინ იყო. იარაღის გასროლა არავის დაუნახავას, რაც დაადასტურეს მოწმეებმა სასამართლოში. იარაღის ტარების ნაწილში ბრალდებას არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რასაც ბრალდება ეყრდნობა ყველა არის მსჯავრდებულისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ--- დ--------–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ გ------- ყ----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ს--–---- ბ--------–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა; სასამართლო სხდომაზე ასევე მოითხოვეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ყ----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 151-ე მუხლით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოქვეყნებული ა.წ გარდაცვლილი დაზარალებული ბ---- ხ---------–ის მიერ გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მყოფი ბრალდებული გ------- ყ----–---–ი აგინებდა, ესროდა ქვებს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რის შემდეგაც, გ------- ყ----–---–ი გაიქცა თავისი საცხოვრებელი სახლისაკენ, საიდანაც მალევე დაბრუნდა და დაზარალებულის განმარტებით ,,ნათლად” დაინახა, რომ გ------- ყ----–---–ს ხელში ეჭირა იარაღის მაგვარი საგანი. დაზარალებულის განმარტებით, მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში სიცოცხლის მოსპობისა და სწორედ აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით სიცოცხლის გადასარჩენად შევიდა სახლში. ხოლო, იქვე მყოფ დედამისს ნ-----–ა ხ---------–ს მოუწოდა, რომ ისიც შესულიყო სახლში. მაგრამ ამ უკანასკნელმა სახლში შესვლა ვერ მოასწრო და გაისმა კიდეც იარაღიდან გასროლის ხმა. დაზარალებული იქვე განმარტავს, რომ გ------- ყ----–---–ი მას ადრეც დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით თუ კი თავს არ დაანებებდა მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ბოლომდე მიყვანის მოთხოვნას.
მოწმის სახით დაკითხულ ნ-----–ა ხ---------–ის ჩვენების თანახმად, გ------- ყ----–---–ის ოჯახთან მომხდარ ფაქტამდე ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. მას შვილი ეუბნებოდა, რომ ხშირად ემუქრებოდნენ გ------- ყ----–---–ი და ასევე მისი ,,ს-----“. ყ----–---–ების ოჯახთან ცუდი ურთიერთობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი გაძარცვეს და ფიქრობს, რომ სხვა პირებთან ერთად მსჯავრდებულიც იღებდა მონაწილეობდა ამ ფაქტში. მოწმის განმარტებით გ------- ყ----–---–ი და მისი მეგობრები ხშირად ემუქრებოდნენ მათ სიცოცხლის მოსპობით და უძახოდნენ ,,ქრისტიანების საფლავზე დაგკლავთო“. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს დაინახა თუ როგორ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს გ------- ყ----–---–ი და მისი აწ. გარდაცვლილი შვილი ბ---- ხ---------–ი, ეს საუბარი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა, მათ შორის როგორც ეს შორიდან ჩანდა. შემდეგ ბ---- ხ---------–ი და ბრალდებული გ------- ყ----–---–ი ერთად წამოვიდნენ შემოსასვლელი ჭიშკრისკენ და რა დროსაც მისი შვილი შევარდა ეზოში და გადაკეტა ჭიშკრის კარები, ხოლო გ------- ყ----–---–მა გარედან დაუწყო ქვების სროლა და თან აგინებდა და უძახოდა მის შვილს ,,სულერთია მაინც მოგკლავო“. ამ დროს გ------- ყ----–---–მა ჩაირბინა თავისი სახლისკენ და საიდანაც მალე დაბრუნდა იარაღით ხელში და გაისროლა მისი შვილის მიმართულებით სამჯერ, რა დროსაც მისმა შვილმა ბ---- ხ---------–მა მოასწრო, ქვის კედელს ამოფარება. მოწმის განმარტებით, აღნიშნული გასროლებიდან ორი ტყვია მოხვდა გარაჟის კარებს და მესამე ცოტათი ზემოთ. ამის შემდგომ ბ---- ხ---------–მა შეატყობინა პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ და პოლიციის თანამშრომლები საკმაოდ მალე მივიდნენ მათთან. მოწმე განმარტავს, რომ ერთ დღეს ქუჩაში მსვლელობის დროს გააჩერა გ------- ყ----–---–ის დედამ და უთხრა ,,რატომ არ მიდიხართ აქედან, ხომ იცი ჩემი შვილი შენს შვილს მაინც მოკლავსო“. ადასტურებს, რომ სანამ გ------- ყ----–---–ი იარაღის მოსატანად სახლისკენ წავიდოდა, მისმა შვილმა ბ---- ხ---------–მა აივნიდან ერთი რკინის ,,ალმატურა“ესროლა მას, რომელიც ასცდა და მოხვდა მათი მეზობლის ავტომანქანას. მას და მის ოჯახს არასოდეს არ ჰქონია კონფლიქტი სამეზობლო წრესთან გარდა გ------- ყ----–---–ის ოჯახისა, რადგანაც გ------- ყ----–---–იც იყო ეჭვმიტანილი მისი ოჯახის გაქურდვაში.
მოწმის სახით დაკითხული კ------------ე ბ---------ას ჩვენების თანახმად, პოლიციის განყოფილებაში საპატრულო პოლიციის მიერ შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად მოხდა შემთხვევის ადგილზე გასვლა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება. აღნიშნული ადგილიდან მოხდა ტყვიის მაგვარი დეტალის და რკინის ფრაგმენტის ამოღება. ასევე დათვალიერებული იქნა დაზიანებული ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული ქონდა წინა საქარე მინა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ მის მიერ ჩატარებული იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გ------- ყ----–---–ის განყოფილებაში გამოცხადების ოქმის შედგენა და გ------- ყ----–---–ის დაკავება. გ------- ყ----–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა ის იარაღი, რომლითაც მისივე განმარტებით მოახდინა გასროლები. მის მიერ ამოღებული იქნა ვიდეო ჩანაწერის სასტუმრო ,,ბ-------------. აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერება მოხდა გ------- ყ----–---–ისა და მისი ადვოკატის თანდასწრებით. განმარტავს, რომ ვიდეო ჩანაწერზე კარგად ჩანდა, შემთხვევის ადგილის ტერიტორია და მასზე კარგად არის გადმოცემული თუ რა მოხდა შემთხვევის მომენტში. კერძოდ, ჩანაწერში ჩანს თუ როგორ მიდის გ------- ყ----–---–ი ბ---- ხ---------–ის ჭიშკართან მდებარე გარაჟთან და საკმაოდ გაღიზიანებული საუბრობს ვიღაცეების მიმართ. თუ ვის მიმართ საუბრობდა ვიდეო ჩანაწერზე კარგად არ ჩანს. ამის შემდგომ გ------- ყ----–---–თან მიდის მისი დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რა დროსაც, ზემოდან იწყება რკინის ფრაგმენტების სროლა. პირველი ნასროლი ცდება გ------- ყ----–---–ის შვილს, ხოლო მეორე ნასროლმა დააზიანა იქვე მდგარი ავტომანქანის წინა საქარე მინა. ამის შემდგომ გ------- ყ----–---–ს მისი მეუღლე გამოიყვანს შემთხვევის ადგილიდან, ხოლო, სულ რამდენიმე წამში ბრუნდება ის და მის ხელთ არსებული იარაღით ისვრის ბ---- ხ---------–ის ჭიშკრის მიმართულებით. განმარტავს, რომ ბ---- ხ---------–ს მასთან მიცემული ჩვენების დროს არ უხსენებია, რომ მან რაიმე რკინის ფრაგმენტები ისროლა მისი გარაჟიდან გ------- ყ----–---–ის მიმართულებით. შესაბამისად არ მოუხდენია ყურადღების მიქცევა იმ რკინის ფრაგმენტების მიმართ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო. სანამ არ მოხდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის დათვალიერება.
მოწმის სახით დაკითხულ კ------------ე მ-------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 17 აპრილს პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერების საგამოძიებო მოქმედებაში. მასთან ერთად იმყოფებოდა გამომძიებელი კ------------ე ბ---------ა და ასევე პოლიციის განყოფილების თანამშრომელი თ------ მ-------–---–ი. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნახა სახლის წინ მდებარე ავტოფარეხზე ორი ნატყვიარი, ხოლო ავტოფარეხის ზემოთ ე.წ ,,მოაჯირზე“ ერთი ნატყვიარი. განმარტავს, რომ ამის შემდეგ მოხდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ტყვიის მაგვარი დეტალის და რკინის ფრაგმენტი. განმარტავს, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი აღნიშნული გასროლები მოუხდენია გ------- ყ----–---–ს.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელმა თ------ მ-------–---–მა და განმარტა, რომ ექსპერტების მონაწილეობით, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც, გზაზე ამოღებული იქნა ორი ტყვიის გულის ნაწილი, რომელებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, იქვე შეიტყვეს, რომ მეზობლებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ ქუჩის სხვადასხვა მხარეს დაახლოებით 30-35 მეტრის დაშორებით, მომხდარი შელაპარაკების შედეგად, ერთ-ერთ მეზობელს მოუხდენია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა.
მოწმის სახით დაკითხულ თ----- კ------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს გ------- ყ----–---–ის მეზობლად. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს იყო აღდგომის მეორე დღე და იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც, ქუჩიდან გაიგონა სამი გასროლის ხმა. მათთან სახლში მივიდა მეზობელი, რომელმაც აცნობა, რომ დაზიანებული იყო მათი ქუჩაში მდგომი ავტომანქანა. იქვე მეზობელმა უთხრა, რომ მათი ავტომანქანა დაუზიანებია ბ---- ხ---------–ს, იმ დროს, როდესაც შელაპარაკება მომხდარა ბ---- ხ---------–სა და გ------- ყ----–---–ს შორის. როდესაც გარეთ გავიდა დაინახა, რომ თავის სახლთან იდგა ბ---- ხ---------–ის დედა ნ-----–ა ხ---------–ი. ნახა, რომ, დაზიანებული იყო ავტომანქანის წინა საქარე მინა. მათ შორის კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია. განმარტავს, რომ შემთხვევის შემდგომ იგი შეხვდა მის მეზობელს ბ---- ხ---------–ს, რომელმაც დაადასტურა, რომ მის მიერ ნასროლი საგანი აცდენია გ------- ყ----–---–ს და ამის შემდგომ მოხვედრია მათ ავტომანქანას. ამ უკანასკნელმა აუნაზღაურა მიყენებული ზარალი. განმარტავს, რომ როგორც მეზობლებისაგან შეიტყო გ------- ყ----–---–ს, იმის გამო, რომ რკინის ნაჭერი უსვრია მისთვის ბ---- ხ---------–ს, ვერ მოუთმენია და იარაღი უსვრია ბ---- ხ---------–ის კარების მიმართულებით. იცნობს გ------- ყ----–---–ს და მისგან რაიმე სახის აგრესიას არ შესწრებია. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე ნახა ის რკინის ნაჭერი, რომელიც ისროლა ბ---- ხ---------–მა, იგი სქელი რკინის ნაჭერი იყო.
მსჯავრდებულმა გ------- ყ----–---–მა საქმის სასამართლო განხილვის დროს თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ თავს დამნაშავედ სცნობს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში, ხოლო მის ტარებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მის მეზობლად ცხოვრობს აწ. გარდაცვლილი ბ---- ხ---------–ის ოჯახი, შემთხვევამდე წლების განმავლობაში, როგორც ბ---- ხ---------–ი, ასევე, მისი დედა ნ-----–ა ხ---------–ი, მის მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ლანძღავდნენ და წყევლიდნენ მას და მის ოჯახს, იმის გამო, რომ აბრალებდნენ მას და ასევე მის მეზობელსაც 17 წლის წინ მომხდარ მათი სახლის გაქურდვის ფაქტში მონაწილეობას. ბრალდებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს იყო 17 აპრილი, აღდგომის მ------ დღე და იგი იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში და აპირებდა მეუღლისა და შვილის ქალაქში წაყვანას, რა დროსაც, შემთხვევით შეხვდა მისი მეზობელი ბ---- ხ---------–ი. რადგანაც მას გაგონილი ქონდა, რომ ბ---- ხ---------–ი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მის ოჯახს ,-----------ში, მივიდა მასთან და წყნარად უთხრა, რომ თავი დაენებებინა მათთვის. რა დროსაც, ბ---- ხ---------–ი გაემართა თავისი ჭიშკრისაკენ, დაუძახა მას, თუ რატომ არ ეშვება და დაიწყო მისი მისამართით გინება, რომელსაც აჰყვა მისი დედა ნ-----–აც, რომელმაც დაიწყო მისი მისამართით წყევლა და ამბობდა, რომ ,,მეუღლე მომიკალითო, სახლს გადაგიწვავთო“. ამ დროს ბ---- და მისი დედა იმყოფებოდნენ ავტოფარეხის თავზე არსებულ აივანზე. ბრალდებული განმარტავს, რომ ამ დროს მას ახლდა მისი მეუღლე და შვილი, ადასტურებს, რომ მანაც რამდენჯერმე შეაგინა მათ. ბ---- ხ---------–მა დაიწყო აივნიდან რკინის საგნების სროლა მისი მისამართით, ერთი რკინის საგანი მოხვდა ქუჩაში მდგომ მისი მეზობლის ავტომანქანას. ადასტურებს, რომ ის მხოლოდ აგინებდა მათ და რაიმე მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია. შესაძლებელი იყო ბ---- ხ---------–ის ნასროლ საგნებს მისი ბავშვი დაეზიანებინა. ისინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მის მეუღლეს. ადასტურებს, რომ შევიდა საცხოვრებელ სახლში, საიდანაც გამოიტანა მის მიერ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და მათი შეშინების მიზნით ესროლა ჭიშკარს. ამ დროს მისი მიზანი იყო, რომ შეეშინებინა ისინი და შეეწყვიტათ მათი ლანძღვა და შესულიყვნენ სახლში. განმარტავს, რომ როდესაც გაისროლა ავტოფარეხის ჭიშკრისაკენ ბ---- და მისი დედა ნ-----–ა ხ---------–ი ამ დროს აივანზე არ იმყოფებოდნენ. განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის დროს. ეს იარაღი იყო მაკაროვის სისტემის იარაღი, როდესაც იგი იპოვა მასში მოთავსებული იყო სამი ტყვია. ეს იარაღი ისროდა თუ არა, არ გაუსინჯავს, არ შეუმოწმებია. იგი შენახული ქონდა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში. განმარტავს, რომ ბ---- ხ---------–ი და მისი ოჯახი ცხოვრობენ მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 30 მეტრში. განმარტავს, რომ ბ---- და მისი დედა ნ-----–ა ხ---------–ი სახლის გაქურდვას აბრალებდნენ არა მარტო მას, ასევე, მის მეგობრებსაც, ისინი ხშირად ლანძღავდნენ მას და მისი ოჯახის წევრებს.
მოწმის სახით დაკითხული თ----- მ–---–----ის ჩვენების თანახმად, გ------- ყ----–---–ი არის მისი მეუღლე. შემთხვევის დღეს იყო აღდგომის მ------ დღე და დაახლოებით შვიდი საათისათვის მეუღლესთან და შვილთან ერთად აპირებდა ქალაქში სასეირნოდ გასვლას და იმყოფებოდა თავის საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ ქუჩაში. რა დროსაც დაინახა, რომ მათი ჩიხის თავში მისი მეუღლე გ------- ყ----–---–ი ესაუბრებოდა მათ მეზობლად მცხოვრებ ბ---- ხ---------–ს. ამ დროს ბ---- ხ---------–მა დაიწყო ლანძღვა მისი მეუღლისა და მისი ოჯახის მისამართით. იგი ცდილობდა მისი მეუღლე გ------- ყ----–---–ი წაეყვანა სახლში. ხოლო, ბ---- ხ---------–ი კვლავ აგრძელებდა მის ლანძღვას ნ-----–ა ხ---------–თან ერთად. ისინი იმყოფებოდნენ მათ ეზოში არსებულ ავტოფარეხის თავზე. ამ დროს ბ---- ხ---------–მა დაიწყო რკინის ნაჭრების სროლა მათი მიმართულებით. ეს რკინის ნაჭრები აცდა მათ. ამ დროს მისი მეუღლე გ------- ყ----–---–ი შევიდა სახლში. ხოლო, ბ---- ხ---------–ი მისი მისამართით იყენებდა უცენზურო სიტყვებს, მისი მეუღლეც აგინებდა მათ. ამ დროს მისი მეუღლე ჩავიდა სახლში საიდანაც დაბრუნდა და ხელში ეკავა იარაღი, რომელიც ისროლა ბ---- ხ---------–ის აივნისაკენ. ამ დროს ბ---- და ნ-----–ა ხ---------–ები აივანზე არ იდგნენ. განმარტავს, რომ მისი მეუღლის ხელში ადრე იარაღი არ უნახავს. ადასტურებს, რომ როცა მისი მეუღლე სახლიდან გამოიქცა დაინახა, რომ ამ უკანასკნელმა ისროლა იარაღი ბ---- ხ---------–ის გარაჟის ჭიშკრის მიმართულებით, მის ხელში იარაღი შენიშნა იმ დროს, როდესაც მოხდა გასროლა. მის მეუღლეს იარაღი ეჭირა მარჯვენა ხელში. ამ იარაღის აღწერა მას არ შეუძლია. ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ გ------- ყ----–---–მა ბ---- ხ---------–ის ჭიშკრის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა. აღნიშნული ნატყვიარები ემჩნევა ჭიშკარს. განმარტავს, რომ ბ---- ხ---------–ის მხრიდან მათი მიმართულებით ნასროლი რკინის ფირფიტები იყო სქელი. როდესაც ბ---- ხ---------–ი მათი მიმართულებით ისროდა ამ რკინის ნაჭრებს ბ----ს დედა იძახდა ,,მოკალიო“. ადასტურებს, რომ ბ---- ხ---------–ის ნასროლი ერთ-ერთი რკინის ნაჭრით დაზიანდა მისი მეზობლის ავტომანქანა.
მოწმის სახით დაკითხული ლ-–- გ------–-–---–ის ჩვენების თანახმად, გ------- ყ----–---–ი არის მისი ნათლული. ასევე ახლოს იცნობდა ბ---- ხ---------–ს და მეგობრობდა მასთან სოციალური ქსელის საშუალებით. აქედან ცნობილია მისთვის, რომ ბ---- ხ---------–მა სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა გ------- ყ----–---–ის მეუღლეს. მისთვის ცნობილია, რომ დაძაბული ურთიერთობა არსებობდა გ------- ყ----–---–სა და ბ---- ხ---------–ს შორის. ბ---- ხ---------–ს დაძაბული ურთიერთობა ქონდა ასევე სხვა მეზობლებთანაც. განმარტავს, რომ ბ---- ხ---------–მა მიაღწია იმას, რომ გ------- ყ----–---–ი გამოიყვანა წყობილებიდან. ასევე მან იცოდა იმის შესახებ, რომ გ------- ყ----–---–ს ეტყოდა აღნიშნული სტატუსის შესახებ. ასევე, გ------- ყ----–---–ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ,,წყევლას“ ადგილი ქონდა ბ---- ხ---------–ის დედის ნ-----–ა ხ---------–ის მხრიდანაც.
მოწმის სახით დაკითხული გ------- ხ-------ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 17 აპრილს შეესწრო გ------- ყ----–---–სა და ბ---- და ნ-----–ა ხ---------–ების ჩხუბს. დაინახა, რომ ბ---- ხ---------–მა გ------- ყ----–---–ის მიმართულებით აივნიდან რკინის ,,ალმატურის“ ნაჭრების სროლა დაიწყო, რომელიც ასცდა გ------- ყ----–---–ის ბავშვს და მოხვდა მეზობლის ავტომანქანას და ჩაუმსხვრია მინა. ამის შემდეგ იგი შევიდა თავის სახლში, იარაღის გასროლის ხმა არ გაუგონია. იგი როდესაც სახლიდან გამოვიდა შემთხვევის ადგილზე უკვე მისული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
მოწმის სახით დაკითხული ნ--- ბ---------ას ჩვენების თანახმად, ახლოს იცნობს, როგორც გ------- ყ----–---–ს, ასევე, ახლოს იცნობდა აწ. გარდაცვლილ ბ---- ხ---------–საც. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ შემთხვევის ფაქტს არ შესწრებია. როდესაც სახლში ბრუნდებოდა ქუჩაში დაინახა პოლიციის თანამშრომლები და იქვე შეიტყო მომხდარი ,,ინციდენტის“ შესახებ. განმარტავს, რომ ბ---- და მისი დედა ნ-----–ა ხ---------–ი ყველას წინაშე ამცირებდნენ და წყევლიდნენ გ------- ყ----–---–სა და მის ოჯახის წევრებს. ისინი ასეთივე განწყობით იყვნენ სხვა მეზობლების მიმართაც. მათი მხრიდან ასეთი აგრესია დაახლოებით გრძელდება 15-20 წლის განმავლობაში. მისი აზრით მათ მაინც შეძლეს გ------- ყ----–---–ის ,,პროვოკაციაზე“ წამოგება.
მოწმის სახით დაკითხული ღ-------–- ჭ-------ას ჩვენების თანახმად, ცხოვრობს პ--–----- ქუჩაზე. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს იმყოფებოდა გარეთ. დაინახა, რომ ქუჩაში მოდიოდნენ გ------- ყ----–---–ი და მისი ოჯახის წევრები. იქვე აივანზე იდგნენ ბ---- ხ---------–ი და მისი დედა. რომელთაც დაიწყეს გინება გ------- ყ----–---–ის მისამართით. ისინი ილანძღებოდნენ ძალიან ცუდი უცენზურო სიტყვებით. გ------- ყ----–---–ს ეუბნებოდნენ, რომ ,,ქურდი ხარო“. ულანძღავდნენ ცოლს დედას. გ------- ყ----–---–ი კი ხმას არ იღებდა. მოულოდნელად ბ---- ხ---------–მა აივნიდან რაღაც გადმოაგდო, რომელიც ასცდა გ------- ყ----–---–ის ბავშვს და დაეცა იქვე მყოფ ავტომანქანას. გ------- ყ----–---–ი წავიდა სახლში, ცოტა ხნის შემდეგ გაიგონა სროლის ხმა. როდესაც გარეთ გამოვიდა, უკვე ქუჩაში მისული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.
მოწმის სახით დაკითხული ნ----- ს-----ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს იმყოფებოდა სახლში, ცხოვრობს ნ-----–ა და ბ---- ხ---------–ების წინ. სახლში ესმოდა ყვირილის ხმა, როდესაც ჭიშკართან გამოვიდა, დაინახა, რომ ნ-----–ა და ბ---- ხ---------–ები ილანძღებოდნენ. მან შენიშვნა მისცა ბ---- ხ---------–ს თუ რატომ ილანძღებოდა, დაინახა, რომ ისინი ლანძღავდნენ მის მეზობლად მცხოვრებ გ------- ყ----–---–ს, მის მეუღლესა და დედამისს. ამის შემდგომ იგი შევიდა სახლში და იქ გაიგონა იარაღიდან გასროლის ხმა. პოლიციის მოსვლის შემდეგ ნახა, რომ დაზიანებული იყო ქუჩაში მდგომი ერთ-ერთი ავტომანქანის მინა.
მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ბ-----ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. სადაც ქუჩიდან გაიგონა ხმაური. ასევე გაიგონა გასროლის ხმაც. როდესაც გარეთ გავიდა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. გასროლის მომენტს არ შესწრებია. დაინახა გ------- ყ----–---–ი, რომელიც იყო აღელვებული. მას ხელში რაიმე საგანი თუ ეჭირა არ დაუნახავს. ადასტურებს, რომ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს გაიგონა ორი გასროლის ხმა.
მოწმის სახით დაკითხული გ------- ხ-------მა დაადასტურა, რომ იცნობდა, როგორც აწ გარდაცვლილ ბ---- ხ---------–ს, ასევე, იცნობს ბრალდებულ გ------- ყ----–---–ს. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს, თავის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც, ქუჩაში შეესწრო ბ---- და ნ-----–ა ხ---------–ების მიერ გ------- ყ----–---–ის მისამართით ჩხუბის ფაქტს, შემთხვევის ადგილზე მყოფი გ------- ყ----–---–ი მათ ,,ამშვიდებდა“, მაგრამ ისინი მაინც ლანძღავდნენ ამ უკანასკნელს. დაინახა, რომ თავისი საცხოვრებელი სახლის ,,ბალკონიდან“ ბ---- ხ---------–მა გ------- ყ----–---–ის მისამართით დაიწყო რკინის ,,ალრმატურების“ სროლა. ერთ-ერთი ასცდა გ------- ყ----–---–ის არასრულწლოვან შვილს და მოხვდა მეზობლის მანქანას და ჩაუმტვრია საქარე მინა. ამის შემდგომ, იგი წავიდა თავის საცხოვრებელ სახლში და იარაღის გასროლის ხმა არ გაუგონია. იგი სახლიდან გამოვიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მისული იყო პოლიცია.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,პ-------–------------------------------------------- არის ქარხნული წესით დამზადებული 1--- წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მ-----–---------------–-------------–----, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. პისტოლეტზე კონსტრუქციული გადაკეთების რაიმე კვალი არ აღინიშნება. საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი პირის ექსპერტ გ------ კ-----ას მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი და აქედან გამომდინარე, დასკვნაში მითითებული გარემოებებიც.
ბალისტიკური ექსპერტიზის ექსპერტის გ------- შალიკიანის მიერ, 2017 წლის 04 მაისს გაცემული იქნა #----- ბალისტიკური დასკვნა. სადაც მითითებულია, რომ ,,ქარხნული წესით დამზადებული 9-------–--------------------------------–--–-----------------–--–-----------–------ მაკაროვის პისტოლეტიდან და ცეცხლსასროლი იარაღის საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია. ტყვიის გარსის დეფორმირებული ნაწილაკი შესაძლებელია წარმოადგენს 9-------–-------------------–--------------------–--–-----–-----–----–-----------–--–----------------–------ მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან და წარმოდგენილი მდგომარეობით იგი ცეცხლსასროლი იარაღის იდენტიფიკაციისათვის უვარგისია“.
2017 წლის 25 მაისს შედგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის N 1---- დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 9------–------------- ტიპის ვაზნის ერთი ცალი ტყვია (იხ. 2017 წლის 4 მაისის ექსპერტის დასკვნა N 1----) ცეცხლსასრლი იარაღის საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია და გასროლილია ექსპერტიზაზე წარდგენილი 9------–--------------------------------------- პისტოლეტიდან (იხ. 2017 წლის 22 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა N 1----).
ტყვიის გარსის დეფორმირებული ნაწილაკი (იხ. 2017 წლის 4 მაისის ექსპერტის დასკვნა N1----) შესაძლებელია წარმოადგენს 9------–------ დაუდგენელი ნიმუშის ვაზნის ტყვიის გარსის ნაწილაკს, შესაძლებელია გასროლილი იყოს 9------–------ დაუდგენელი ნიმუშის ვაზნის ტყვიის გარსის ნაწილაკს. შესაძლებელია გასროლილი იყოს 9--------–------ მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან და წარმოდგენილი მდგომარეობით იგი ცეცხლსასროლი იარაღის იდენტიფიკაციისათვის უვარგისია“.
საქმეში არსებული 2017 წლის 20 აპრილს შედგენილი სასაქონლო ექსპერტიზის N 5--- დასკვნის თანახმად ,,ექსპერტიზაზე წარდგენილი 2003 წელს გამოშვებული ,,-------------------” სახელმწიფო ნომრით B-------- ავტომობილის წინა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო- აღდგენითი სამუშაოს გათვალისწინებით დღევანდელი მდგომაროებით საორიენტაციოთ შეადგენს 350 ლარს“.
2017 წლის 15 მაისს შედგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით ,,ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ,, ფ---–-------------------- მოდელის სახ. ნომრით B-------- ავტომობილზე აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვლები, მინის ტეხვის და დაბზარვის სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალით რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.“
2017 წლის 17 აპრილს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში პ--–----- ქუჩის მე-4 ჩიხში, ამავე ქუჩის N8-ში მცხოვრები ბ---- ხ---------–ის სახლის ავტოფარეხის წინ ქუჩაში. ბ---- ხ---------–ის სახლს შესასვლელი აქვს როგორც პ--–----- ქუჩის მხრიდან, ისე ამავე ქუჩის მ--------ს მხრიდან. მ-------- მიმართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით და მისი სიგანეა 10 მეტრი. ბ---- ხ---------–ი სახლს დასავლეთიდან ესაზღვრება აღნიშნული ჩიხი, ხოლო სამხრეთიდან ესაზღვრება პ--–----- ქუჩის N10- ში მდებარე გ-----–------- ეზო. მის წინ ჭიშკართან ჩიხში ნაწილობრივ ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე დგას გ-----–------- მეუღლის თ----- კ------ის კუთვნილი მორუხო ფერის 2004 წელს გამოშვებული ,,--------------------ის მარკის მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით ,,--------, წინა მხრით ჩრდილოეთისკენ. აღნიშნულ ავტომანქანას გამჭილად დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა. კერძოდ, რაღაც საგნის მოხვედრით დამსხვრეულია მისი ქვედა მარცხენა კუთხე. თ----- კ------ის განმარტებით, აღნიშნული დაზიანება, მის ავტომანქანას მიადგა ბ---- ხ---------–ისაგან ნასროლი და მოხვედრილი რაღაც საგნის შედეგად, მინის მცირე ნამსხვრევები ყრია, როგორც ავტომანქანის ძარაზე, ისე ავტომანქანის სალონში. წინა მოპირკეთების მარცხენა კიდეში, მონაცემთა დაფის ზემოთ. ბ---- ხ---------–ი ავტოფარეხში ჩამონტაჟებულია ნაცრისფერი ორფრთიანი მასიური რკინის კარები. ავტოფარეხის ზემოთ განლაგებულია ღია ტერასა, რომელსაც ქუჩის მხრიდან აქვს ლითონის ფურცლებისგან დამზადებული მოაჯირი და მასში ჩამონტაჟებულია ორფრთიანი ლითონის კარები. ავტოფარეხის კარების გასწვრივ ჩრდილოეთით დამონტაჟებულია ეზოში შესასვლელი ერთფრთიანი კარები, რომელშიც ჩამონტაჟებულია საკეტი სახელურით. ავტოფარეხის კარებებზე ტერასის ლითონის მოაჯირზე მის კარებებზე და ერთფრთიან კარებზე მიდუღებულია ლითონის კუთხოვანი ღეროებისაგან დამზადებული სხვადასხვა ორნამენტები. ავტოფარეხის მარჯვენა სამხრეთით დამონტაჟებულ ფრთაზე აღინიშნება მცირე ზომის დეფორმაციის ორი კვალი. ხოლო მის ზემოთ ტერასის ლითონის კარების ზედაპირზე აღინიშნება ერთი მცირე ზომის დეფორმაციის კვალი და მათზე მოცილებულია საღებავის ფენა. ავტოფარეხის კარების წინ ქვაფენილზე აგდია ლითონის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომელიც ექსპერტების მიერ ამოღებული და დალუქული იქნა F--------- ნომრის პოლიეთილენის პარკში. ასევე, ავტომანქანის სავალ გზაზე ჩიხის დასავლეთ მხარეს ქვაფენილზე აგდია ტყვიის მაგვარი გულას ლითონის დეტალი, რომელიც ექსპერტების მიერ ამოღბული და დალუქული იქნა F--------- ნომრის პოლიეთილენის პარკში.გ-----–------- სახლის სამხრეთით განთავსებულია ქუთაისის თეატრალური საზოგადოების ხანძრისგან დაზიანებული შენობა, რომლის წინა მხარეს პირველ სართულზე ასასვლელი კიბის ბაქანი გადახურულია ოვალური სახურავით დამის ქვემოთ კედელზე დამონტაჟებულია იქვე ახლოს წ-------–-- ქუჩის მ--- ჩიხის N2-ში მდებარე სასტუმრო ,,ბ-------------“- ის კუთვნილი ვიდეო სათვალთვალო კამერა, რომლის ობიექტივიც მობრუნებულია ჩრდილოეთით. გ-----–------- და ბ---- ხ---------–ის სახლების ჭიშკრების მხარეს. ქუთაისის თეატრალური საზოგადოების შენობის შუა ნაწილში მესამე სართულამდე აქვს ღია გასასვლელი - თაღი, რომლის გავლის შემდეგ შევდივართ იქ არსებული სახლების საერთო ეზოში და მის სიღრმეში განთავსებულია სასტუმრო ,,ბ-------------“-ის უკანა შესასვლელი. ბ---- ხ---------–ი ჭიშკრის ჩრდილოეთით აშენებულია თლილი ქვის ღობე, რომელზედაც მიყუდებულია მართკუთხა პროფილის ლითონის მილის ორი გადანაჭრელი. პ--–----- ქუჩის მ--- ჩიხში ქუჩის ორივე მხარეს განთავსებულია საცხოვრებელი სახლები და სასტუმრო, ხოლო ჩიხის ბოლოში არის მდინარე რიონის ნაპირზე ჩასასვლელი კიბე“. შემთხვევის ადგილის ოქმი შედგენილია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის კ------------ე ბ---------ას მიერ. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიციის მ--- განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებლები კ------------ე მ-------ე და თ------ მ-------–---–ი. ასევე, მონაწილეობდნენ იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები ო-----ი ხ---------ია და გ--- ხ-----ა. ოქმის თანახმად, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ლითონის მცირე ზომის ფრაგმენტი, ტყვიის მაგვარი გულას ლითონის დეტალი. ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2017 წლის 20 მაისს გამომძიებელ კ------------ე ბ---------ას მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,კომპიუტერის მონიტორზე გამოისახა ქ. ქუთაისში პ--–----- ჩიხის მე-4-–--------- ქუჩის ნაწილი მისი დასაწყისიდან ვიდეო კამერის დამონტაჟების ადგილამდე. კერძოდ, ქვედა მხარეს ჩანს ლითონის მოაჯირიანი ქვის კიბე, რომელიც ჩადის ამავე ჩიხის ქვაფენილი მოპირკეთებულ სავალ ნაწილზე, ზედა კიდეში ჩანს ამავე კიბის სახურავის კიდე, მარჯვენა მხარეს ჩანს ამავე შენობის ფასადი და მასში შესასვლელი კარების გარედან დამონტაჟებული ლითონის ჟალუზი. ასევე ჩანს ამავე შენობის გვერდით მის გასწვრივ არსებულ ჩიხში ღია შესასვლელი და მის შემდგომ მდებარე შენობების ფასადები. მარცხენა მხარეს და შუა ნაწილში ჩანს ამავე ჩიხის სავალი ნაწილი, სადაც ქუჩის მარჯვენა მხარეს არსებულ ქვეითად მოსიარულეთა ბილიკთან და ნაწილობრივ მასზე დგას ავტომანქანები, კერძოდ, წინ დგას მოწითალო ფერის ,,-----–------------–---ს“ მარკისა და მოდელის ავტომანქანა. მის შემდგომ ჩანს ,,ფ---–-------------------- მარკისა და მოდელის რუხი ფერის ავტომანქანა. მოშორებით ასევე დგას მოთეთრო ფერის მსუბუქი ავტომანქანები, რომელთა ფირმის და მოდელის გარკვევა რთულია. ჩანაწერის ცუდი გარჩევადობის გამო. ქუჩის მარცხენა მხარეს ჩანს მშენებარე ობიექტის ტერიტორიის დამცავი ლითონის ღობე, ჩანაწერის ზედა მარცხენა კიდეში გამოსახულია ჩანაწერის განხორციელების დაწყების თარიღი და დრო : ,,2---------------“ ჩანაწერის ყურებისას ჩანს, რომ ჩიხში ორივე მხარეს მოძრაობენ ქვეითები და ავტომანქანები, გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთი იწყება 18:37:01 საათზე როდესაც ჩანაწერის მარცხენა ქვედა მხარიდან გამოჩნდებიან ჩიხის ბოლოდან ჩიხის დასაწყისისკენ ქვეითად მიმავალი მამაკაცი და მის უკან მიმავალი მცირეწლოვანი გოგონა. მამაკაცს აცვია მოშავო ფერის შარვალ-კოსტუმი, კოსტუმის შიგნით მოთეთრო ფერის მაისური, ხოლო, გოგონას აცვია შავი შარვალი და ცისფერი მოსაცმელი. გ------- ყ----–---–ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის თვითონ და ბავშვი არის მისი ქალიშვილი ნ---- ყ----–---–ი. ისინი მცირე ხნით ჩერდებიან და შემდგომ თვითონ აგრძელებენ გზას. ჩიხის დასაწყისთან მისვლამდე ბუნდოვნად ჩანს, რომ გ------- ყ----–---–ი ხვდება ვიღაც პირებს და ჩერდება მათთან. ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო არ ჩანს გ------- ყ----–---–ისა და მასთან მყოფი პირების მოქმედებები. შემდეგ გ------- ყ----–---–ი უკან ბრუნდება სხვა მამაკაცებთან ერთად და თან ჩანს, რომ ერთმანეთთან საუბრობენ. თანმხლები მამაკაცებიდან ერთ-ერთი, რომელსაც აცვია ცისფერი ტანსაცმელები მარტო მიდის ჩიხის მარჯვენა მხარეს აღებს ვიწრო ჭიშკარს შედის და ხურავს ჭიშკარს. გ------- ყ----–---–ის განმარტებით, ეს მამაკაცი არის ბ---- ხ---------–ი, გ------- ყ----–---–ი მიჰყვება მას ჩერდება ჭიშკართან ახლოს და ამ დროს ჩანს, რომ ვიღაც ხელის კვრით ცდილობს გ------- ყ----–---–ი მოაშოროს იმ ადგილს. გ------- კი უძალიანდება მას. მიუხედავად ამისა იმ პირს გ------- გაჰყავს შუა ქუჩაში და შემდგომ მშენებარე ობიექტის ღობისაკენ. ამ პირს აცვია გრძელი მოსაცმელი და მუქი შარვალი. გ------- ყ----–---–ის განმარტებით, ეს პირი არის მისი მეუღლე თ----- მ–---–----ე, გ-------სთან, ასევე მიდის მ------ ქალბატონი, რომელიც გ------- ყ----–---–ის განმარტებით, ეს პირი არის მისი დედა შ------- ჯ--------ე და ისიც ხელის კვრით ცდილობს მოაშოროს გ------- იმ ადგილს, აიძულებს ჩიხის ბოლოსკენ წასვლას ანალოგიურს ცდილობს თ----- მ–---–----ეც, მაგრამ გ------- მათ უძალიანდება და კვლავ მიდის ქუჩის მარჯვენა მხარეს მდებარე სახლთან. დგება ,,ფ---–-------------------- წინ იხედება ზევით, ვიღაცას მიმართავს და ხელს იშვერს მისკენ. თ----- მ–---–----ე ხელის კვრით აგდებს გ-------ს ქუჩის შუა ნაწილისაკენ და ამ დროს მარჯვენა მხრიდან ზემოდან გ------- ყ----–---–ის მხარეს ვარდება რაღაც მოშავო ფერის ჯოხის ფორმის საგანი, საგნის ჰაერში მოძრაობისას თ----- მ–---–----ე შეხტება და უკან იხევს, ხოლო, ქვაფენილზე საგნის დავარდნის შემდეგ გ------- მიბრუნდება იმ მხარეს საიდანაც გადმოვარდა საგანი. იღებს ამ საგანს მალევე აგდებს იქვე და კვლავ მიდის მარჯვენა მხარეს, თ----- მ–---–----ე კვლავ ექაჩება გ-------ს მკლავზე დ ისევ აგდებს ქუჩის მარჯვენა მხარეს, მაგრამ გ------- კვლავ მიდის ქუჩის მარჯვენა მხარეს, დგება ისევ ,,ფ---–-------------------- წინ იხედება ზევით და ვიღაცას მიმართავს. მისი მეუღლე კვლავ მიდის გ-------სთან ექაჩება მას და აიძულებს მოშორდეს იმ ადგილს და როდესაც გ------- მეუღლის მხრიდან გამოთრევის გამო ინერციით მიდის ქუჩის შუა ადგილისაკენ ამ დროს კიდე ვარდება იმავე მხრიდან მ------ ისეთივე საგანი, მაგრამ თ----- მ–---–----ის მიერ ამ გამოთრევის გამო გ------- ის საგანი არ ხვდება ვარდება იქვე ქვაფენილზე, ამ დროს ქუჩაში გ-------ს გარდა იმყოფებიან სხვა მამაკაცები და ერთ-ერთი ხელის მოძრაობით ანიშნებს გ-------ს წავიდა ქუჩის ბოლოსაკენ, იგივეს აკეთებს გ-------ს დედაც. გ------- უჯერებს იმ მამაკაცს და მიდის ჩიხის ბოლოსაკენ ვიდეო კამერის მხარეს 18:41:36 საათზე გადის მარცხენა მხარეს და თვალს მიეფარება. მას უკან მიჰყვება და ამავე მხარეს გადიან გ-------ს დედა და ქალიშვილი. ხოლო, მეუღლე რჩება შუა ქუჩაში და იხედება მარჯვენა მხარეს. შემდეგ ხელს იშვერს რამდენიმეჯერ იმ მხარეს, ჩანს, რომ ვიღაცას მიმართავს. თან მიდის ისიც ჩიხის ბოლოსაკენ და გადის მარცხნივ თვალს მიეფარება 18:42:55 საათზე. ამის შემდეგ ჩიხის ის ნაწილი ცარიელდება 18:45:39 საათზე ზურგის მხრიდან ჩანს მარცხენა მხრიდან ჩიხის დასაწყისისაკენ გაქცეული გ------- ყ----–---–ი, რომელსაც უკან ასევე სირბილით მისდევს მისი მეუღლე. გ------- გასცდება და წინიდან უვლის ,,ფ---–-------------------- ავტომანქანას. მივარდება ჩიხის მარჯვენა მხარეს ვიღაცის სახლთან და მარჯვენა ხელს იშვერს წინ და ზევით. მასზე მიდევნებული მისი მეუღლე ამ დროს წამიერად ყოვნდება ოდნავ იხრება თითქოს კრთება, შემდეგ ხელს კიდებს ქუჩის შუა ნაწილისკენ გამოსულ გ-------ს და მიათრევს სახლისაკენ. ამ დროს ჩანს, რომ გ-------ს მარჯვენა ხელში უჭირავს რაღაც მოგრძო, მბზინავი საგანი და გ------- მის მეუღლეს მიჰყავს ჩიხისაკენ. თვალ მიეფარებიან 18:45:56 საათზე. ამის შემდეგ ჩანაწერში გ------- და მისი ოჯახის წევრები აღარ ჩანან. ჩიხში მოძრაობენ სხვა მოქალაქეები 18:58:05 საათზე ჩიხში შეუხვევს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა მიდის ვიდეო კამერასთან, აბრუნებს იქვე არსებულ ჩიხის შესასვლელში გადის უკან და აჩერებს იქვე მარცხენა მხარეს. იქედან გადმოდიან პოლიციის თანამშრომლები და შედიან ჩიხის მარჯვენა მხარეს მდებარე იმავე ვიწრო ჭიშკარში, სადაც, მანამდე შევიდა ბ---- ხ---------–ი. ამის შემდეგ საინტერესო არაფერი ჩანს და ჩანაწერი მთავრდება 18:59:59 საათზე“. ოქმის თანახმად ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების დასრულების შემდგომ ჩანაწერი გადაწერილი იქნა კომპიუტერულ მეხსიერებაში, ხოლო, ჩანაწერის DVD დისკი მოთავსებული იქნა ქაღალდის პაკეტში და დაილუქა N 3------- პაკეტში. კომპიუტერის მეხსიერებაში ჩანაწერი ვიდეო ჩანაწერი გადაწერილი იქნა სხვა დისკზე და გადაეცა გ------- ყ----–---–ს. ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ დათვალიერებაში მონაწილე პირები გ------- ყ----–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის მოტივაციას გ------- ყ----–---–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მ--- ნაწილის ამორიცხვის და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შესაბამისად ვერ გაზიარებს დაცვის მხარის აპელაციას მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, პალატა ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გ------- ყ----–---–მა საცხოვრებელ სახლიდან გამოიტანა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და ბ---- ხ---------–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის მისამართით განახორციელა რამოდენიმე გასროლა.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტასაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება თავისთავად მოიცავს შენახვასაც, (რამე რომ ატარო სადმე უნდა ინახავდე მას) და დამატებითი კვალიფიკაცია 1-ლი ან მ--- ნაწილით საჭირო არ არის. იარაღის ტარება ასევე მოიცავს მის მართლსაწინააღმდეგო შეძენასაც, რადგან იგი შეძენის ლოგიკური გაგრძელებაა (რომ ატარო ჯერ უნდა შეიძინო), ამიტომ როგორც უკვე აღინიშნა დამატებითი კვალიფიკაცია პირველი ან მ------ ნაწილით საჭირო არაა, თუნდაც მისი შეძენის ფაქტი უტყუარად იყოს დადასტურებული. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას არ ექნება ადგილი, როცა პირი იარაღით იმყოფება ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება საფრთხე შეექმნას საზოგადოებრივ უშიშროებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და დებულებებს გ.ყ----–---–ის დამნაშვედ ცნობის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 151-ე მუხლით (ძვ.რედაქცია) შერაცხული დანაშაულის ჩადენას. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმ------ბის გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------- ყ----–---–ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ------- ყ----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს--–---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------- ყ----–---–ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მ------ ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
გ------- ყ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- ყ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 151-ე მუხლით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- ყ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- ყ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 აპრილიდან.
გ------- ყ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 21 აპრილიდან - 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით .
მსჯავრდებულ გ------- ყ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის # 1-------–. განჩინებით დაყადაღებულ შ------- ჯ--------ის (პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ქუთაისი, ს---------- ქუჩა #14 (ყოფილი პ--–----- ქუჩა, მ--------) საკადასტრო კოდით # 0------------------ გირაოთი განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების ნაწილში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- გ------- ყ----–---–ისგან ამოღებული მაკაროვის კონსტრუქციის 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით - გადაეგზავნოს შსს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ლითონის მცირე ზომის ფრაგმენტი და ტყვიისმაგვარი გულა ლითონის დეტალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------ განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი და შპს ,,ბ-------------“-ის გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს ამავე საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე