განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002183549
საქმე №1/ბ-36-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ ნ----- გ-------–--ის,ადვოკატის - ი-----–- მ-------ის,მსჯავრდებულის - ე-–--------- ბ----------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–--------- მ-----–ას ასული ბ----------ის მიმართ, პირადი №6----------, დაბადებული 195- წლის 13 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქუთაისი, თ------–---–- მე-3 შესახვევი, სახლი N 4, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, თ------–---–-ს ქუჩა N 1--- ბინა N 6-.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე-–--------- ბ----------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.რაც გამოიხატა შემდეგში:
ხულოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 05 მარტის განაჩენით, ო----- შ----ე, (დაუსწრებლად) მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო სამართალდამცველების მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ძებნა.
ო----- შ----ის ახლობლებს სურდათ ო----- შ----ის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და გამართლება, მისი ინტერესების დასაცავად კი ცდილობდნენ ადვოკატის აყვანას. 2015 წლის აპრილში, მ---- ჭ-----–---საგან, ცნობილი გახდა რა ზემოაღნიშნული გარემოება ე-–--------- ბ----------ისათვის, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მოტყუებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სურვილი. ე-–--------- ბ----------ემ მოატყუა მ---- ჭ-----–-ძე, რომ ის იყო ადვოკატი და მის კოლეგა ადვოკატ ც-–---- ბ------–---–თან ერთად შეძლებდა ო----- შ----ის დახმარებას, რის შემდეგაც მ---- ჭ-----–---ს მეშვეობით დაუკავშირდა ამ უკანასკნელის მეუღლეს - დ------- გ-------ძეს. 2015 წლის აპრილის თვის ბოლო რიცხვებში, ც-–---- ბ------–---–თან ერთად ე-–--------- ბ----------ე, ქალაქ ბათუმში, ბ-------–---–-ს ქუჩაზე შეხვდა დ------- გ-------ძეს და ეს უკანასკნელი დაარწმუნა, რომ ის იყო ადვოკატი, სხვადასხვა ინსტანციებში ჰყავდა გავლენიან ნაცნობთა ფართო წრე, რომელთა მეშვეობით შეძლებდა ო----- შ----ის მიმართ სისხლის სამართალწარმოების შეწყვეტას 2105 წლის 25 აგვისტომდე და მის გამართლებას. ხსენებულმა პირებმა, დ------- გ-------ძეს, მომსახურებისათვის თავდაპირველად გამოართვეს მომსახურების თანხა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარი, ამასთან საქმის შედეგიანად დასრულების შემთხვევაში, ე-–--------- ბ----------ემ დამატებით მოსთხოვა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, რასაც ეს უკანასკნელი დაეთანხმა. 2015 წლის ივნისში, ე-–--------- ბ----------ე ორჯერ დაუკავშირდა დ------- გ-------ძეს და განუცხადა, რომ ო----- შ----ეს, განაჩენით ჩამორთმეული ჰქონდა გირაოს სახით შეფარდებული 20 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ასევე შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა 15 000 ლარი, შესაბამისად ხსენებული 35000 ლარი ჩაერიცხა ც-–---- ბ------–---–ის ანგარიშზე, რათა საქმეზე სამართალწარმოების გაგრძელებისათვის აუცილებელი იყო, რომ ე-–--------- ბ----------ეს აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე შეეტანა, ხოლო ო----- შ----ის გამართლების შემდგომ, აღნიშნულ თანხას დ------- გ-------ძეს უკან დაუბრუნებდა. დ------- გ-------ძემ, უზრუნველყო ზემოთხსენებული თანხის შეგროვება და ს.ს. ,,საქართველოს ბანკის’’ მეშვეობით ც-–---- ბ------–---–ის ანგარიშზე, 2015 წლის 29 ივლისს გადარიცხა 15 000, 2015 წლის 31 ივლისს - 5 000 ლარი, ხოლო იმავე წლის 12 აგვისტოს, მეგობრის - ი----- ბ---–----ის მეშვეობით გადარიცხა 15 000 ლარი, სულ 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, რაც ე-–--------- ბ----------ემ გამოართვა ც-–---- ბ------–---–ს და თაღლითობის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით ე-–--------- ბ----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრდებულ ე-–--------- ბ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - აჭარის ა.რ. პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ნ----- გ-------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენში და ე-–--------- ბ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს სრულად არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა ზიანის ანაზღაურებისათვის. დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ ე-–--------- ბ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–- მ-------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა.რ. პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორს ნ----- გ-------–--ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ე-–--------- ბ----------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-----–- მ-------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე-–--------- ბ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: დ------- გ-------ძის, ი----- ბ---–----ის, მ---- ჭ-----–---ს, ც-–---- ბ------–---–ის, ე-–--------- ბ----------ის, რ------- შ----ის,ზ------ ა--–--ის გამოკითხვის ოქმებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, დათვალიერების ოქმებით, ო----- შ----ის განაჩენით, დ------- გ-------ძისაგან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ე-–--------- ბ----------ესთან განხორციელებული აიდიო-ვიდეო ჩაწერის ამსახველი კომპაქტდისკებით და მათი გაშიფრვის ამსახველი კრებსებით, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან გამოთხოვილი ინფორმაცით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ე-–--------- ბ----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულ ე-–--------- ბ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ე-–--------- ბ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა.რ. პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ----- გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ე-–--------- ბ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ე-–--------- ბ----------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ე-–--------- ბ----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ვ---- მუნიციპალიტეტი, სოფელი გ-----, ჭ--–ის ტერიტორია, საკადასტრო კოდი: 3-----------) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 27 მაისს, დ------- გ-------ძისგან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ამოღებული 03 ცალი კომპაქტ დისკი, 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის, სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 19 ივლისს, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ამოღებული 01 ცალი კომპაქტ დისკი, 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის, სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე