განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/480-18 23 მარტი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი – გ----------------ე
წარმომადგენელი – ი-----------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ------------ი
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის შემცირება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ----------------ის (პირადი №6----------) სარჩელი მ------------ის (პირადი №6----------) მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. გ----------------ე და მ------------ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი მ---------------- ცხოვრობს მოპასუხე მ------------თან ერთად;
2.2. მოსარჩელე გ----------------ის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქუთაისი, გ---–-–---–--------–------, თუმცა მხარე ფაქტობრივად არ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე;
2.3. გ----------------ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტი არასრულწლოვანი მ---------------ის სასარგებლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ ორჯერ, 2015 წლის 13 მაისს და 2016 წლის 08 სექტემბერს;
2.4. მოსარჩელე გ----------------ეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის, ოფიციალურად რაიმე შემოსავალი არ უფიქსირდებოდა. იგი იმ პერიოდშიც არ იყო დასაქმებული და არ გააჩნდა სტაბილური შემოსავალი მყარი თანხის სახით;
2.5. გ----------------ეს აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან მ----------------სთან;
2.6. გ----------------ეს და მ------------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 17 იანვარს შეეძინათ შვილი მ----------------;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/1626-14) მ------------ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე გ----------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის, მ---------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2014 წლის 17 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომაროების სხვაგვარად შეცვლამდე;
2.8. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაცემული N2/1626-14 სააღსრულებო ფურცელი და ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება. მოვალე გ----------------ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში. აღსრულების მიმდინარეობისას მოძიებული იქნა მოვალის ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოში მოქმედ ბანკებში. მოკვლევით დადგინდა, რომ მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება ან/და ავტოსატრასნპორტო საშუალება. საბანკო ანგარიშებზე თანხის დადებითი ნაშთი არ ირიცხება;
2.9. გ----------------ემ შპს ,,კ-–-------–--“-ში 2016 წლის 12 თებერვალს ჩაიტარა ხერხემლის გულმკერდის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. გამოკვლევის შედეგად დადგინდა: გულმკერდის მალთაშუა დისკები ჰიპოინტენსიური და დადაბლებულია, რაც პულპოზური ბირთვების გაუწყლოებაზე მეტყველებს. ისახება TH7 დისკის დორსომედიალური თიაქარი ლატერალიზაციით მარცხნივ 3.8 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად; TH5 დისკის მედიოლატერალური თიაქარი მარჯვნის 3.4 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად. ისახება TH6 დისკის მედიოლატერუალური თიაქარი მარჯვნივ 3.5. მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად; TH8 დისკი მცირედ პროდრუზირებულია მედიოლატერალურად მარცხნივ 3.0 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად. დურალური პარკი მცირედ დეფორმირებულია Th5, TH6, TH7, TH8 დისკების დონეზე; ზურგის ტვინი ხილულ დონეზე ისახება ჰომოგენური სიგნალით, დეფორმაციის გარეშე; პერივერტებრული რბილი ქსოვილები პათოლოგიური ცვლილებების გარეშე; TH7 დისკის დორსომედიალური თიქარი ლატერალიზაციით მარცხნივ. TH5, TH6 დისკების მედიოლატერალური თიაქარი მარჯვნივ. TH8 დისკის მედიოლატერალური პროტრუზია მარცხნივ. 2017 წლის 30 ოქტომბერს ექიმ ქ--------------–--ის მიერ გ----------------ისათვის დანიშნულია ოთხი სახეობის სამედიცინო მედიკამენტები;
2.10. მ------------–---–ი 2015 წლის 16 ივნისიდან 2015 წლის 23 ივნისის ჩათვლით სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი დიაგნოზია: С4-ЕР1 მეტალოსპონდილოდეზის შემდგომი მდგომარეობა, სპონდილარტროზი M470.L3 ვენტრალური ლისთეზი. TH10- TH11 სეგმენტში. ქვედა ღრმა პარაპეზი. ABSC23. გადატანილი დაავადებებია 2014 წლის დეკემბერში ნაოპერაციები C5 და C6 დისკექტომია და C4- TH1 წინა სპონდილოდეზი მეტალის ფირფიტით. მ------------–---–ს ტკივილის სინდრომის მოხსნის მიზნით ღებულობს და ესაჭიროება პრეპარატი;
2.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზების მიხედვით, ინფორმაცია ი/მ მ------------–---–ის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ არ ფიქსირდება.
მ------------–---–ს სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 3163.41 (სამი ათას ას სამოცდასამი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი;
2.12. მოპასუხე მ------------ი დასაქმებულია შპს ,,ს---–---ში“ და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 820 (რვაას ოცი) ლარს; სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოპასუხე მ------------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები ხელფასის სახით შეადგენს:
2017 წლის იანვრის თვეში - 1162.8 ლარს, თებერვლის თვეში - 1226.2 ლარს, მარტის თვეში - 1167.1 ლარს, აპრილის თვეში - 1153.3 ლარს, მაისის თვეში - 1186.5 ლარს, ივნისის თვეში - 1201.5 ლარს, ივლისის თვეში - 1181 ლარს, აგვისტოს თვეში - 1245.9 ლარს, სექტემბრის თვეში - 1312,3 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1259.3 ლარს;
2.13. სსიპ შემოსავლების სამსახურს ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, 2017 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით, გ----------------ის მიერ 2012 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან _ 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გ----------------ეს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება;
2.14. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ო-----------ს მუნიციპალიტეტი, დ-----------, საკადასტრო კოდი 2-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხ---------------ის სახელზე;
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე გ----------------ემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა და ამასთან, გაურესდა მოსარჩელე მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
დადგენილია, რომ გ----------------ეს და მ------------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 17 იანვარს შეეძინათ შვილი მ----------------. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ.
არასრულწლოვანი მ---------------- ცხოვრობს დედასთან, მ------------თან ერთად (3.2.1., 3.1.1).
დადგენილია აგრეთვე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/1626-14) მ------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე გ----------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის, მ---------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2014 წლის 17 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომაროების სხვაგვარად შეცვლამდე (3.2.2).
დადგენილია, რომ გ----------------ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტი არასრულწლოვანი მ---------------ის სასარგებლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ ორჯერ, 2015 წლის 13 მაისს და 2016 წლის 08 სექტემბერს (3.1.3).
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვედა სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაცემული N2/1626-14 სააღსრულებო ფურცელი და ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება. მოვალე გ----------------ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში (3.2.3).
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.
ამავდროულად, სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ იქვე აღნიშნა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ მოპასუხე მ------------ი დასაქმებულია და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 820 (რვაას ოცი) ლარს; შესაბამისად, მოპასუხეს სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტორნულ მონაცემთა ბაზაში უფიქსირდება მიღებული დასაბეგრი შემოსავლები (3.2.8). ამავდროულად, სასამართლოს 2015 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული იქნა გ----------------ის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა და ბავშვის, არასრულწლოვანი მ---------------ის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების, ასევე მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გონივრულ და სამართლიანად მიიჩნია ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე გ----------------ეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის, ოფიციალურად რაიმე შემოსავალი არ უფიქსირდებოდა. იგი იმ პერიოდშიც არ იყო დასაქმებული და არ გააჩნდა სტაბილური შემოსავალი მყარი თანხის სახით (3.1.4). სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ალიმენტვალდებულ პირს, გ----------------ეს, ჰქონდა შესაძლებლობა, გადაეხადა ყოველთვიურად არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის მიზნით 200 (ორასი) ლარი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების (2015 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება N2/166-14) მიღების შემდეგ შეიცვალა მისი ოჯახის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, მოსარჩელის ოჯახმა შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა და მხარეს ოჯახის წევრების მხრიდან აღარ გააჩნია ფინანსური მხარდაჭერა. ამავდროულად, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კერძოდ, მას გააჩნია ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ფიზიკური დატვირთვა (მათ შორის დიდი ხნით ფეხზე დგომა) არ შეუძლია, ამიტომ ვერ ახერხებს დასაქმებას. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი, კერძოდ, შპს ,,კ-–--------–--“-ში 2016 წლის 12 თებერვალს ჩატარებული ხერხემლის გულმკერდის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკვლევის შედეგები. დადგინდა, რომ გულმკერდის მალთაშუა დისკები ჰიპოინტენსიური და დადაბლებულია, რაც პულპოზური ბირთვების გაუწყლოებაზე მეტყველებს. ისახება TH7 დისკის დორსომედიალური თიაქარი ლატერალიზაციით მარცხნივ 3.8 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად. ისახება TH5 დისკის მედიოლატერალური თიაქარი მარჯვნის 3.4 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად. ისახება TH6 დისკის მედიოლატერუალური თიაქარი მარჯვნივ 3.5. მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად. TH8 დისკი მცირედ პროდრუზირებულია მედიოლატერალურად მარცხნივ 3.0 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად. დურალური პარკი მცირედ დეფორმირებულია Th5, TH6, TH7, TH8 დისკების დონეზე. ზურგის ტვინი ხილულ დონეზე ისახება ჰომოგენური სიგნალით, დეფორმაციის გარეშე. პერივერტებრული რბილი ქსოვილები პათოლოგიური ცვლილებების გარეშე;არსებული მრ. კვლევით ვლინდება გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზი. TH7 დისკის დორსომედიალური თიქარი ლატერალიზაციით მარცხნივ. TH5, TH6 დისკების მედიოლატერალური თიაქარი მარჯვნივ. TH8 დისკის მედიოლატერალური პროტრუზია მარცხნივ. 2017 წლის 30 ოქტომბერს ექიმ ქ--------------–--ის მიერ გ----------------ეს დაენიშნა ოთხი სახეობის სამედიცინო მედიკამენტები, რომელთა შეძენაშიც მხარის განმარტებით, ეხმარებიან მეგობრები.
სასამართლომ მიუთითა ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სტატუსის მინიჭება ხორციელდება ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს არ ერთვოდა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (კომპეტენტური ორგანოს დასკვნა), რომ მოსარჩელე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფიზიკური დატვირთვა, მუშაობა არ შეუძლია. მხარეს არათუ აღნიშნული დოკუმენტი არ წარუდგენია, არამედ საქმის მასალებით არ დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ მისთვის დადგენილი დიაგნოზი (დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); ხოლო რაც შეეხება ექიმის დანიშნულებას სამედიცინო პრეპარატების მიღების თაობაზე, საქმის მასალებით არ იკვეთება მოსარჩელე მხარის დიაგნოზსა და ამ სამედიცინო მედიკამენტების მიღებასა შორის კავშირი და ამასთან, არ დასტურდება, ამ პრეპარატების შესაძენად, მოსარჩელე მხარის მიერ რაიმე ხარჯის გაღება. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გართულების დასადგენად, რაც მისი შრომის უნარის შეზღუდვას (თუნდაც ნაწილობრივ) გამოიწვევდა. მით უფრო, რომ პირის შრომის უნარის შეზღუდვის დასადგენად საჭიროა სამედიცინო დაწესებულების სათანადო დასკვნა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ შეიძლება გახდეს დადგენილი ალიმენტის შეცვლის საფუძველი; რაც შეეხება მხარის მატერიალურ მდგომარეობას, სსიპ შემოსავლების სამსახურს ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, 2017 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით, გ----------------ის მიერ 2012 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გ----------------ეს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება (3.2.9). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც მატერიალური კუთხით შეცვლილა მხარის მდგომარეობა, ვინიდან როგორც აღინიშნა, გ----------------ეს მატერიალური შემოსავალი არ უფიქსირდება 2012 წლის იანვრის თვიდან. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ გ----------------ეს, გარდა არასრულწლოვანი მ---------------ისა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია გ----------------ის ბებიის - მ------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც მითითებულია მისი დიაგნოზი, ჩატარებული მკურნალობა და სამედიცინო გამოკვლევები. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოსარჩელე მხარის მიერ რაიმე ხარჯის გაღება ბებიის, მ------------–---–ის მკურნალობისა და დანიშნული სამედიცინო მედიკამენტების შესაძენად, ხოლო სხვა მხრივ, აღნიშნულ მტკიცებულებებს, განსახილველ დავასთან კავშირი არ აქვს, ვინაიდან სასამართლოს 2015 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა მოხდა არა ბებიის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, არამედ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ,,მართალია, გ----------------ეს მატერიალური შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში, მამამ, გ----------------ემ უნდა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა“.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი ადგენს მშობელთა მოვალეობას არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი მ---------------ის ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მშობლების ფინანსური მდგომაროება, სტაბილური მატერიალური შემოსავლის არარსებობა, არ ამცირებს არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს. სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა მასზედ, რომ 2015 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ნაკლები ოდენობის იყო და გასათვალისწინებელია ისიც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამ კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვი რჩენის ვალდებულება; ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
აღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნენ ვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს ალიმენტის ოდენობაში ცვლილებების შეტანა სასამართლოს მიერ, თუმცა ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულებანი იმისა, რომ მას ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ. ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის ასაკი, ასაკისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობა და მისი უფლება, მიიღოს მშობლებისაგან აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება, მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სტაბილური შემოსავალი მოსარჩელე მხარეს არც დღეის მდგომარეობით არ აქვს. მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ არის სტაბილური მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ღებულობდა მონაწილეობას ოჯახის მიერ წარმოებულ სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ, დ----------–- მდებარე სასტუმროს ფუნქციონირებაში. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეს არ ერთვის და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის დედის, ხ---------------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, სასამართლოს შეფასებით, არ განაპირობებს მხარის ოჯახის წევრების მყარ ფინანსური მდგომარეობასა და სტაბილურობას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აღარ შესწევდა უნარი გადაეხადა მისთვის დაკისრებული ალიმენტი 200 (ორასი) ლარის ოდენობით. სასამართლომ იქვე აღნიშნა, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმზიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. კონვენვიის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ( გამოხმობის თარიღი 21.12.2017წ.). სახელმწიფოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ოდენობა შეადგენდა 2017 წლის ოქტომბრის თვისათვის - 154.1 ლარს და ნოემბრის თვისათვის 155.7 ლარს. კანონის დანაწესი ადგენს ორივე მშობლის ვალდებულებას, თანაბრად უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისათვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ----------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 17 იანვარს დაბადებული მ---------------ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მძიმე ეკონომიკური, მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაწყვეტილება გამოიტანა ხსენებული გარემოებების უგულებელყოფით; ამასთან, სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა არასწორად, რის გამოც სასამართლოს მიერ მოხმობილი მსჯელობა და დასაბუთება, სრულ წინააღმდეგობაშია მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან.
3.2. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მ------------ის შემოსავალი შეადგენს თვეში 820 ლარს; აპელატის განმარტებით, აღნიშნული თანხა შეადგენს არა 820 ლარს, არამედ 1000 ლარს.
3.3. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, მისთვის ალიმენტის დაკისრების პერიოდში, იგი მუშაობდა და გააჩნდა შემოსავალი; აქედან გამომდინარე გადაიხადა ორჯერ ალიმენტი.
3.4. აპელანტი მიუთითებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით; მასში მითითებულია, რომ ავადმყოფობა მიმდინარეობს გამწვავებული და პროგრესირებადი ფორმით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ გ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხვნის ფარგლებში იკვლევს და მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
გ----------------ე და მ------------ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად.
გ----------------ეს და მ------------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 17 იანვარს შეეძინათ შვილი მ----------------.
არასრულწლოვანი მ---------------- ცხოვრობს მოპასუხე მ------------თან ერთად,გ----------------ეს აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან მ----------------სთან;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/1626-14) მ------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე გ----------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის, მ---------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2014 წლის 17 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომაროების სხვაგვარად შეცვლამდე;
დადგენილია აგრეთვე, რომ გ----------------ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტი არასრულწლოვანი მ---------------ის სასარგებლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ ორჯერ, 2015 წლის 13 მაისს და 2016 წლის 08 სექტემბერს (აღნიშნული გარემოება დადასტურებულია სააპელაციო საჩივრითაც);
მოსარჩელე გ----------------ეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის, ოფიციალურად რაიმე შემოსავალი არ უფიქსირდებოდა. იგი იმ პერიოდშიც არ იყო დასაქმებული და არ გააჩნდა სტაბილური შემოსავალი მყარი თანხის სახით. ამასთან, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაცემული N2/1626-14 სააღსრულებო ფურცელი და ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება. მოვალე გ----------------ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში. აღსრულების მიმდინარეობისას მოძიებული იქნა მოვალის ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოში მოქმედ ბანკებში. მოკვლევით დადგინდა, რომ მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება ან/და ავტოსატრასნპორტო საშუალება. საბანკო ანგარიშებზე თანხის დადებითი ნაშთი არ ირიცხება;
დადგენილია, რომ გ----------------ემ შპს ,,კ-–-------–--“-ში 2016 წლის 12 თებერვალს ჩაიტარა ხერხემლის გულმკერდის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. გამოკვლევის შედეგად დადგინდა: გულმკერდის მალთაშუა დისკები ჰიპოინტენსიური და დადაბლებულია, რაც პულპოზური ბირთვების გაუწყლოებაზე მეტყველებს. ისახება TH7 დისკის დორსომედიალური თიაქარი ლატერალიზაციით მარცხნივ 3.8 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად; TH5 დისკის მედიოლატერალური თიაქარი მარჯვნის 3.4 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად. ისახება TH6 დისკის მედიოლატერუალური თიაქარი მარჯვნივ 3.5. მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად; TH8 დისკი მცირედ პროდრუზირებულია მედიოლატერალურად მარცხნივ 3.0 მმ. ნევრალური არხები დადაბლებულია ბილატერალურად. დურალური პარკი მცირედ დეფორმირებულია Th5, TH6, TH7, TH8 დისკების დონეზე; ზურგის ტვინი ხილულ დონეზე ისახება ჰომოგენური სიგნალით, დეფორმაციის გარეშე; პერივერტებრული რბილი ქსოვილები პათოლოგიური ცვლილებების გარეშე; TH7 დისკის დორსომედიალური თიქარი ლატერალიზაციით მარცხნივ. TH5, TH6 დისკების მედიოლატერალური თიაქარი მარჯვნივ. TH8 დისკის მედიოლატერალური პროტრუზია მარცხნივ. 2017 წლის 30 ოქტომბერს ექიმ ქ--------------–--ის მიერ გ----------------ისათვის დანიშნულია ოთხი სახეობის სამედიცინო მედიკამენტები;
დადგენილია ისიც, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზების მიხედვით, ინფორმაცია ი/მ მ------------–---–ის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ არ ფიქსირდება. მ------------–---–ს სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 3163.41 (სამი ათას ას სამოცდასამი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი;
მოპასუხე მ------------ი დასაქმებულია შპს ,,ს---–---ში“ და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 820 (რვაას ოცი) ლარს; სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოპასუხე მ------------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები ხელფასის სახით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1162.8 ლარს, თებერვლის თვეში - 1226.2 ლარს, მარტის თვეში - 1167.1 ლარს, აპრილის თვეში - 1153.3 ლარს, მაისის თვეში - 1186.5 ლარს, ივნისის თვეში - 1201.5 ლარს, ივლისის თვეში - 1181 ლარს, აგვისტოს თვეში - 1245.9 ლარს, სექტემბრის თვეში - 1312,3 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1259.3 ლარს;
სსიპ შემოსავლების სამსახურს ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, 2017 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით, გ----------------ის მიერ 2012 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს; სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გ----------------ეს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება.
4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ევროკონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები; ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. ბავშვის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალია და უმთავრესია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის, აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობიდან. სასამართლოს აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. მშობლის მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მშობლის უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა როგორიცაა ჰონორარი, წილი სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტში და ა.შ. ასევე მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ასევე დადგენილი ალიმენტის ოდენობის გადახედვის შესაძლებლობასაც. სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის გაზრდისა და შემცირების შემთხვევაშიც ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.
კონკრეტულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სტაბილური შემოსავალი მოსარჩელე მხარეს არც დღეის მდგომარეობით აქვს და არც განქორწინების საქმის მიმდინარეობისას გააჩნდა, როგორც ამას საქმის განხილვისას თავად უთითებდა, თუმცა მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ არის სტაბილური მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ შეიძლება გახდეს დადგენილი ალიმენტის შეცვლის საფუძველი, რამდენადაც მას შრომისუნარიანობის დაქვეითებისა ან/და დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო, რაც შეეხება მხარის მატერიალურ მდგომარეობას, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, 2017 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით, გ----------------ის მიერ 2012 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გ----------------ეს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება, თუმცა პალატა აღნიშნავს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა, რამდენადაც გ----------------ეს მატერიალური შემოსავალი არ უფიქსირდება 2012 წლის იანვრის თვიდან; ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აპელანტს, გარდა არასრულწლოვანი მ---------------ისა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას უპირველესია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავებულია; ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი; კერძოდ, დადგენილია, რომ მ---------------- არის 8 წლის, რომლის ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასამართლო განჩინების ასლი გაეგზავნებათ იმავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით.
მოსამართლე /ხათუნა არევაძე/