განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002541338
საქმე №1/ბ-661-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ-------- ტ---–--ის
მსჯავრდებულის – ი-----–- მ------–---–ის
ადვოკატების – ი---- ა------------ის, ნ----- ჩ-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის და მსჯავრდებულ ი-----–- მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ-------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ ი-----–- მ------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
ი-----–- მ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ი-----–- მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან _ 2018 წლის 2 აპრილიდან.
ი-----–- მ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის სახელურები, სალაროს გასაღები და სალარო აპარატი, ასევე ი-----–- მ------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი ათლარიანი და სამი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული მოვერცხლისფრო დანა, ქ.სამტრედიაში, ა----–-----–-----------ს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ამოღებული მოვერცხლისფრო დანა და ნაქსოვი ქუდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაღაზიის კარის მინის გარე ზედაპირიდან აღებული ექვსი ცალი ხელის კვალი, კარის მინის შიდა ზედაპირიდან აღებული სამი ცალი ხელის კვალი, სალაროს წინა დახლიდან ამოღებული ხელის ორი კვალი და სალაროს მახლობლად იატაკიდან ამოღებული ღია ფერის სამი ცალი თმისმაგვარი ღერი, ი-----–- მ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ხელის ნახჭის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკები, ასევე ქ-------–-----------------–---------–- მდებარე შ---------–-ს” მაღაზიის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ერთ ცალ დისკად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.
· ყავისფერი ტყავის საფულე, ერთი ცალი ორმოცდაათ ევროიანი კუპიურით, „სამსუნგ ს-8“-ს მოდელის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბრალდებულ ი-----–- მ------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- მ------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, დანით შეიარაღებული ი-----–- მ------–---–ი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ქ---------–---------------------–--------------–- მდებარე მაღაზია „-----–-ში” მოლარე-კონსულტანტებს _ ე-–--- დ------ს და ე-–---- რ------ს. ე-–--- დ------ს სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა. ყაჩაღობის შედეგად თავდამსხმელმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შ---------–-ს” კუთვნილი 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ი-----–- მ------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ი-----–- მ------–---–ს ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ მან აღიარა დანაშაული, უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები და აქედან გამომდინარე, მისთვის მოსალოდნელი იყო გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა სასჯელის მინიმალური ზღვრული ოდენობა, ი-----–- მ------–---–მა აგრესია გამოიჩინა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისადმი და განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ბრალმდებელს. აქედან გამომდინარე, მისი პიროვნების შესახებ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი არ არის განმსჭვალული მართლწესრიგისადმი პატივისცემით და მის მიმართ გამოყენებული ყველაზე მსუბუქი სასჯელი არაა მისი პიროვნების პროპორციული. ი-----–- მ------–---–ის პიროვნების, ასევე მის მიერ განხორციელებული ქმედების ძალმომრეობითი ხასიათის, ინტენსივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით არ არის საკმარისად მკაცრი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.
მსჯავრდებულ ი-----–- მ------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- ჩ-------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ი-----–- მ------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდებულმა გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია, ი-----–- მ------–---–ი არის 21 წლამდე ასაკის პირი, დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო 18 წლის, ჰყავს შვიდი თვის შვილი, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი არ არის დიდი ოდენობის და ანაზღაურებულია სრულად, მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის არ მიუყენებია არავითარი ფიზიკური დაზიანება და საქმის მასალებით დასტურება, რომ დანა მხოლოდ საილუსტრაციოდ გამოიყენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------- ტ---–--ემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მსჯავრდებულმა ი-----–- მ------–---–მა, ასევე მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ----- ჩ-------მა და ი---- ა------------ემ ითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ადვოკატ ნ----- ჩ-------ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: თავად ბრალდებულ ი-----–- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულების _ ე-–---- რ-----ის, ე-–--- დ------ს და მოწმეების _ ჯ--–--- დ------–---–ის, ბ---- ჯ---------ს, ბ----- ა---–-------ს, ლ---- მ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, ი-----–- მ------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ი-----–- მ------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოცნობის ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი-----–- მ------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე ითხოვს მსჯავრდებულ ი-----–- მ------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რასაც პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე, ბრალდებულის პიროვნება და მისი ასაკი, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ი-----–- მ------–---–ი ნასამართლობის არმქონე პირია, მან აღიარა ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
რაც შეეხება პროკურორის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ი-----–- მ------–---–მა აგრესია გამოიჩინა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისადმი და განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლოს სხდომის დარბაზში შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ბრალმდებელს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა, რაშიც იგულისხმება განსახილველ საქმეზე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე არსებული ნასამართლობა და არა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე ან მისი გამოტანის შემდეგ ჩადენილი სხვა დანაშაული და მასზე წარმოშობილი ნასამართლობა, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს დამნაშავის წარსული ცხოვრების კონტექსტში გათვალისწინებული უნდა იქნეს განსახილველი დანაშაულის ჩადენამდე არსებული ნასამართლობა, დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს პიროვნების შეფასებისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ასევე განსახილველ საქმეზე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ ჩადენილი ქმედებისათვის არსებული ნასამართლობა, დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ი-----–- მ------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლას, რასაც სააპელაციო პალატა ასევე არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ი-----–- მ------–---–მა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ პალატა ითვალისწინებს რა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივ ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიზანშეუწონლად მიიჩნევს ი-----–- მ------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს, რომ ბრალდებულმა გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი, რომ იგი არის 21 წლამდე ასაკის პირი, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ი-----–- მ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით დაუნიშნა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით დაწესებული მინიმალური სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის და მსჯავრდებულ ი-----–- მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ-------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის და მსჯავრდებულ ი-----–- მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ-------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი ი-----–- მ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ი-----–- მ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
4.ი-----–- მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 აპრილიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის სახელურები, სალაროს გასაღები და სალარო აპარატი, ასევე ი-----–- მ------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი ათლარიანი და სამი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული მოვერცხლისფრო დანა, ქ.სამტრედიაში, ა----–-----–-----------ს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ამოღებული მოვერცხლისფრო დანა და ნაქსოვი ქუდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაღაზიის კარის მინის გარე ზედაპირიდან აღებული ექვსი ცალი ხელის კვალი, კარის მინის შიდა ზედაპირიდან აღებული სამი ცალი ხელის კვალი, სალაროს წინა დახლიდან ამოღებული ხელის ორი კვალი და სალაროს მახლობლად იატაკიდან ამოღებული ღია ფერის სამი ცალი თმისმაგვარი ღერი, ი-----–- მ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ხელის ნახჭის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკები, ასევე ქ-------–-----------------–---------–- მდებარე შ---------–-ს” მაღაზიის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ერთ ცალ დისკად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
· ყავისფერი ტყავის საფულე, ერთი ცალი ორმოცდაათ ევროიანი კუპიურით, „სამსუნგ ს-8“-ს მოდელის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ბრალდებულ ი-----–- მ------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–- მ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/