განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
060100118002449286
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002449286

№1/ბ-104-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თ-------აზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - მ-----მ მ--–-ძის

ადვოკატის - ნ----ან ბ-------–იას

გამართლებულის - თ-----იკე ხ----–--–ავას მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-----იკე ბ---ას ძე ხ----–--–ავას მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხონის რაიონი, სოფელი ძ----–-თი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-----იკე ხ----–--–ავას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 16 აპრილს, დაახლებით 19:00 საათზე, მთვრალმა თ-----იკე ხ----–--–ავამ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხონის რაიონის სოფელ ძ----–-თში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხელების და ფეხების თავისა და გვერდების არეში დარტყმით, სცემა ორსულ მეუღლეს - ც---ა წ--------აძეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით თ-----იკე ხ----–--–ავა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–ი შ-------აძის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ-----იკე ხ----–--–ავას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ მ-----მ მ--–-ძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ თ-----იკე ხ----–--–ავას ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ----ან ბ-------–იას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, მეუღლემ - დაზარალებულმა ც---ა წ--------აძემ, დედამ - მოწმე მ---- ხ----–--–ავამ და მამამ - მოწმე ბ---ა ხ----–--–ავამ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, თ-----იკე ხ----–--–ავას წინააღმდეგ.

მოწმის სახით დაკითხული შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ფ-----ონ გ-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 აპრილს გამოძიება დაიწყო სს საქმეზე თ-----იკე ხ----–--–ავას მიერ ორსული მეუღლის ც---ა წ--------აძის, ცემის ფაქატზე, მის მიერ გამოკითხულ იქნა ც---ა წ--------იძე, რომელმაც დეტალურად აღწერა თუ, სად და რა ვითარებაში და რისი საშუალებებით მიაყენა დაზიანება მისმა მეუღლემ თ-----იკე ხ----–--–ავამ. მის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა საიდაც მიღებული პასუხის თანახმად ც---ა წ--------აძეს დაუდგინდა სხეულის მსუბუქი დაზიანება. ასევე მის მიერ გამოკითხული იქნა ოჯახის წევრები, კერძოდ, თ-----იკე ხ----–--–ავას დედა და მამა, რომლებმაც დაადასტურეს მათი შვილის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

მოწმის სახით დაკითხული შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ა-–-------რე ქ-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 აპრილს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება თ-----იკე ხ----–--–ავას მიერ მისი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. შეტყობინება შევიდა 16 აპრილის ღამის საათებში, 17 აპრილს ღამით იგი გამოცხადდა ხონის რაიონის სოფელ ძ----–-თში თ-----იკე ხ----–--–ავას საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა იგი ოჯახთან ერთად. მის მეუღლეს ც---ა წ--------იძეს ვიზუალური დაკვირვებით ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიერ ადგილზევე მოხდა თ-----იკე ხ----–--–ავას დაკავება და განემარტა მას მისი უფლებები. მის მიერ ჩატარდა ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლეშიც მინაწილეობას იღებდა დაზარალებული, მისი მეუღლე ც---ა წ--------იძე, რომელმაც მიუთითა ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ განახორციელა ძალადობა, აღნიშნულის შემდგომ თ-----იკე ხ----–--–ავა გადმოყვანილი იქნა შსს ხონის რაიონულ სამმართველოში. ალკოლურ თრობაზე შემოწმებისას კი მას დაუდგინდა სიმთვრალე, რის გამოც იგი გამოკითხული იქნა 17 აპრილს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, რა დროსაც მან აღიარა ჩადენილი ძალადობის ფაქტი, ასევე მის მიერ 2018 წლის 18 აპრილს თ-----იკე ხ----–--–ავას წარედგინა ბრალდება.

მოწმის სახით დაკითხული შსს ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ა-–-------რე ღ------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 აპრილს აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორების განყოფილებაში შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნილ იქნა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები, იგი გაეცნო მასალებს, რის საფუძველზეც მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელიც გადაეცათ ორივე მხარეს, რომლის შინაარსაც დაეთანხმენ ისინი.

მოწმის სახით დაკითხული შსს ხონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ლ-–ა ო-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით იგი მონაწილეობდა საგამოძიებო ჯგუფში, მის მიერ გაგზავნილი იქნა მიმართვა ი/მ თ-------აზ მ----–--ლის სახელზე, საიდანაც მოვიდა ც---ა წ--------აძის ორსულობის ულტარაბგერითი გამოკვლევა, რითაც დადსტურებულ იქნა, რომ იგი იყო ორსულად, გარდა ამისა იგი ესაუბრა სასამართლო-ფსიქატრიული ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტს, რომელმაც განსაზღვრა დასკვნის გადაცემისათვის კონკრეტული ვადა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის მიხედვით, მოქალაქე ც---ა წ--------აძეს სხეულზე გარეგნულად, აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ შუბლ-თხემის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოოისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 1,8X1,0 სმ. (აღნიშნული მიდამო მცირედ შეშუპებული იყო) მარჯვენა ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით 1,0 X 0,8 სმ. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში, აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5 X 1,5 სმ. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 3,8 X 1.2სმ. კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 0,8 ხ 0,7 სმ. კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1,6 X 0,8 სმ. მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასევე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5 X 1,53 სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 4,5 X 3,5 სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2,2 X 1,02სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1,8 X 1,02სმ. შუბლ-თხემის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 3,5 X 0,4 სმ. მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი, ზომით:0,5 X 0,4 სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი თითის ძირითად ფლანგზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი, ზომით: 0,3 X 0,1 სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა შ----ა თ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

თ-----იკე ხ----–--–ავამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ცხოვრობს ხონის რაიონის სოფელ ძ----–-თში მეუღლესთან ც---ა წ--------აძესთან და 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად. 2018 წლის 16 აპრილს იგი იმყოფებოდა მეზობელთან, ეხმარებოდა ყანაში და მიღებული ჰქონდა ცოტაოდენი ალკოჰოლი, სახლში დაბრუნებულს დახვდა მისი მეუღლე, ც---ა წ--------იძე, რომელსაც თვალთან ჰქონდა დაზიანება, შეკითხვაზე კი უპასუხა, რომ კიბიდან გადმოვარდა. მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა და მისი მხრიდან არავითარ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატას თ-----იკე ხ----–--–ავას მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამც---ებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით თ-----იკე ხ----–--–ავას მიერ, მეუღლის - ც---ა წ--------აძის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად ც---ა წ--------აძემ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება, ასევე ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება არ მისცეს ფაქტის შემსწრეებმა მ---- ხ----–--–ავამ და ბ---ა ხ----–--–ავამ.

მართალია საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც თ-----იკე ხ----–--–ავას მიერ განხორციელდა ოჯახური ძალადობა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, თ-----იკე ხ----–--–ავას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ც---ა წ--------აძის, ასევე მოწმეების მ---- და ბ---ა ხ----–--–ავების ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენებები ბრალდებულ თ-----იკე ხ----–--–ავას წინააღმდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: ფ-----ონ გ-----ას, ა-–-------რე ქ-----ას, ა-–-------რე ღ------ძის და ლ-–ა ო-------ას, ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ც---ა წ--------აძის მონათხრობს, მეუღლის თ-----იკე ხ----–--–ავას მხრიდან მის მიმართ ძალადობისა ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - ც---ა წ--------აძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) თ-----იკე ხ----–--–ავას მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თ-----იკე ხ----–--–ავას მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–ი შ-------აძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–ი შ-------აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი თ-----იკე ხ----–--–ავას მიმართ დარჩეს უცვლელად:

თ-----იკე ხ----–--–ავა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

თ-----იკე ხ----–--–ავას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გამართლებულ თ-----იკე ხ----–--–ავას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე