განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002698099
№1/ბ-116-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს----ო მ--–----ის ძე ი-----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ნ-----–-ძის ქ. N57-ში; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ხ-------ის ქ. N59/9-ში.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ს----ო ი-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ქუთაისში, ნ-----–-ძის ქ. N57- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ს----ო ი-----ემ იძალადა ბებიაზე - ზ--- ი-----ეზე. (რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და მოქაჩა თმებში). ძალადობის შედეგად ზ--- ი-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2012 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით ს----ო ი-----ე სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ახორციელებდა ბებიაზე - ზ--- ი-----ის მიმართ, კერძოდ ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ს----ო ი-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ს----ო ი-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ-----ო ვ----------იას მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს----ო ი-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით 1-ლი ნაწილით (02 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ--- ი-----ის, მოწმეების: გ-----------------------------–-------- და ს----ო ი-----ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; დათვალიერების ოქმით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებით; პრობაციის ბიუროს ცნობით; გათავისუფლების ცნობით; შემაკავებელი ორდერის ოქმებით; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ს----ო ი-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ს----ო ი-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ-----ო ვ----------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი ს----ო ი-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ს----ო ი-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ს----ო ი-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ს----ო ი-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 04 სექტემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე