განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002524552
საქმე №1/ბ-824-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ მარინა მაკარიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ კ---- ს-----ის
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის _ ა-–---- კ-------–---–ის
საპროცესო წარმომადგენლის _ მ------ ხ----–--ის
ადვოკატის _ მ-----– ხ--------ის
მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის და მსჯავრდებულ ა-–---- კ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----– ხ--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვან ა-–---- კ-------–---–ის მიმართ, დაბადებულის 2-----–-–------------–------------------––-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზ------------------------------–---–--–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის და მსჯავრდებულ ა-–---- კ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----– ხ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ა-–---- კ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ა-–---- კ-------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებზე.
4.ა-–---- კ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/3-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.
5.ა-–---- კ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 ივნისიდან.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–---- კ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის ორი სახელური, ჭრელი ბალიში, მწვანე ბალიში, თეთრი და მწვანე ხაზებიანი ბალიში და საწოლის გადასაფარებელი; ო-–--- მ----–---–ისგან ამოღებული მოშავო ფერის ნაქსოვი სვიტერი, მონაცრისფრო უსახელო ჟილეტი, მოლურჯო ფერის ქვედაბოლო და მოშავო ფერის თავსაფარი; ასევე ა-–---- კ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შვიდი ცალი ას ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კარების ზედაპირიდან ამოღებული ერთი ხელის კვალი, ასევე ა-–---- კ-------–---–ისგან და ო-–--- მ----–---–ისგან აღებული ნერწყვის, ხელის თითისა და ხელის გულის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
· ა-–---- კ-------–---–ისგან ამოღებული მოყავისფრო ჟაკეტი, მოშავო მაისური და მოშავო სპორტული შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა-–---- კ-------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/