განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080100118002497902
№1/ბ-19-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - დ---------------------ს
ადვოკატის - გ-------------ის მონაწილეობით
მსჯავრდებულ - ვ-----–---–---ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ---- ნ-------ის ძე ც---–---ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ვანის რაიონი სოფელი გ-----; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, გ. მ---------ის 1-----ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ-----–---–---ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 იანვრიდან 3 მაისიდან დროის მონაკვეთში ვ-----–---–---ე მეუღლეს - ნ----------ეს სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა მასზე სხვაგვარად მათი არასრულწოვანი შვილის - თანდასწრებით. კერძოდ: 2018 წლის 20 იანვარს, საღამოს საათებში, ქუთაისში, მ---------ის ქ.№1-----ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვ-----–---–---ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ტელეფონი ჩაარტყა სახის არეში. რის გამოც ნ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 26 აპრილს დაახლოებით 00:30 საათზე, ქუთაისში, მ---------ის ქუჩა №1-----ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვ-----–---–---ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მაკრატლის გამოყენებით მიაყენა დაზიანება მარჯვენა ხელის არეში, რის გამოც ნ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 03 მაისს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქუთაისში, მ---------ის ქ.№1-----ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვ-----–---–---ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. რამდენჯერმე ხელი დაარტყა ხელის და ზურგის არეში, რის გამოც ნ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 20 იანვრის ფაქტს ესწრებოდა მათი სამი თვის შვილი - გ------ი ც---–---ე. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ----------ე ასევე განიცდიდა ტანჯვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ვ-----–---–---ეს ამოერიცხა წარდგენილი ბრალდებიდან 20.01.2018წ. ეპიზოდი, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა ამ ეპიზოდში.
საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის 02 ეპიზოდზე.
ვ-----–---–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (26.04.2018წ. ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ვ-----–---–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (03.05.2018წ. ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-----–---–---ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------------------ს მიერ, რომელმაც მოითხოვა ვ-----–---–---ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მისი საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემრბრის განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად გამამართლებელი განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რითაც არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნა შეფასებული ერთობლიობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ-----–---–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში არ იქნა მიღებული კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ-----–---–---ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს.
ამდენად, ვ-----–---–---ის მიმართ განაჩენის გამოტანისას, დარღვეულ იქნა რა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, არ შეფასდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც გამოკვლეული იქნა არსებით სხდომაზე, შესაბამისად არასწორად მოხდა ვ-----–---–---ის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ამასთან აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ მოხდა ძალადობრივი ქმედებათა სათანადო შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება სასჯელის დანიშვნისას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ---------------------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ვ-----–---–---ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ-------------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ----------ის ჩვენების თანახმად, იგი წელიწადზე მეტია, რაც ვ-----–---–---ის მეუღლეა და მათ ჰყავთ ერთი წლის ბავშვი. ისინი ცხოვრობდნენ ქუთაისში, მ---------ის ქ. N---ში. ბოლო პერიოდებში მათ გაუფუჭდათ ურთიერთობა, რის მიზეზიც იყო ის გარემოება, რომ ვ---- არ მუშაობდა, იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ამ დროს კი ბავშვის საჭიროებებისათვის არ ჰქონდათ საკმარისი თანხა. 2018 წლის 26 აპრილს ვ---- ეჩხუბა მას შემდეგ, რაც მას ბავშვის საჭმლის ყიდვა მოსთხოვა და ეს კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ ვ----მ მაკრატელი, რომლითაც ფრჩხილებს იჭრიდა, მოუქნია და მარჯვენა ხელზე მოარტყა, გაუჭრა ხელი, წამოუვიდა სისხლი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი და შეუწუხდა გული. ამ დროს ბავშვი იყო მამამისის გვერდით. რაც შეეხება 02 მაისის ფაქტს, სახლში ნასვამი დაბრუნდა ვ---- და ღამის 1130 საათზე დაიწყეს კამათი, რომელიც დიდხანს გაგრძელდა, ამ დროს მეუღლემ მას სცემა: ხელის დაარტყა გვერდებში, თავში და სახეში. კონფლიქტის დროს ბავშვი სხვა ოთახში იყო. მას სახე ისე ჰქონდა გაწითლებული დარტყმის შედეგად, რომ დიდი რაოდენობით ტონალური წაისვა მის დასაფარად. ამ ფაქტის შემდეგ დაურეკა თავის დას, რომელმაც მოაკითხა, ჩაალაგებინა ნივთები და წაიყვანა ბავშვთან ერთად დედის სახლში - ი. ა--–--ის ქუჩაზე. მოწმე ასევე იხსენებს იანვრის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ზუსტად არ ახსოვს მაშინდელი კამათის მიზეზი, თუმცა, მეუღლემ მაშინ ტელეფონი ჩაარტყა ცხვირში, რაც ეტყობოდა კიდეც ცხვირზე. ამ დროს მძინარე ბავშვი ეკავა ხელში, რომელსაც არ გაუღვიძებია. ამ ფაქტის შესახებ დას უამბო, დედას კი უმალავდა, რომ არ ენერვიულა. ბოლო შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ - 06 მაისს მან გადაწყვიტა დაერეკა „112- ში“ და სამართალდამცავებს მოახსენა ყველაფერი, ვინაიდან ეშინოდა, რომ კიდევ რაიმე ცუდ ფაქტს არ ჰქონოდა ადგილი.
მოწმე თ------------ის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-----–---–---ე არის მისი დის ნ----------ის ქმარი, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ 2018 წლის მაისამდე, დაგირავებულ ბინაში. 2018 წლის 02 მაისის ღამით, 1200 საათის შემდეგ, დაურეკა მისმა დამ და უთხრა აღელვებულმა, რომ ქმარმა სცემა. იგი ტაქსით მალევე მივიდა ნ-----თან და ნახა, რომ ნ----- სახე ჰქონდა აწითლებული ცემისგან. ვ---- ამ დროს იგინებოდა დედის მისამართით. იმ ღამით მისი და და ბავშვი წაიყვანა თავისთან. ამ ფაქტის შემდეგ ნ----მ გადაწყვიტა, რომ აღარ დაბრუნებულიყო სახლში და 6 მაისს დარეკა „112-ში“. რაც შეეხება 2018 წლის 26 აპრილის ფაქტს, იმ დღეს დაურეკა მისმა დამ და უთხრა, რომ მეუღლემ მაკრატლით დაჭრა ხელში და ეშველა მისთვის. როდესაც მივიდა ნ----- ხელიდან სისხლი სდიოდა, ხოლო ბავშვი ტიროდა. ვ---- ამ შემთხვევაშიც დედის მისამართით აგინებდა მეუღლეს და შემდეგ გავიდა სახლიდან. როგორც ახსოვს იმ დღესაც მასთან წაიყვანა სახლში მისი და. მოწმე 20 იანვრის ფაქტზე განმარტავს, რომ თუ არ ცდება ტელეფონი ჰქონდა ცხვირში მორტყმული მის დას ვ----საგან. 26 აპრილის ეპიზოდის თარიღი ზუსტად ახსოვს, ვინაიდან 24 აპრილს დედა წავიდა საზღვარგარეთ და ეს ფაქტი მოხდა 2 დღის შემდეგ. ხოლო 2 მაისის ფაქტი ახსოვს იქედან გამომდინარე, რომ იმ დღეს იყო ,,ორმაისაობა“. ბავშვი ესწრებოდა თუ არა ამ კონფლიქტებს არ იცის ზუსტად.
სასამართლოში გამოკვლეული N1------ 06/05/2018 წლის 1831 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ,,112’’ საპატრულო ეკიპაჟიდან პატრულ-ინსპექტორმა გ. გ-------ემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მორიგეს, რომ მოქალაქე ნ----------ე ითხოვდა დახმარებას, რომლის განმარტებითაც მიმდინარე წლის 26 აპრილს, ქუთაისში მ---------ის ქ. N1-----ში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, 1989 წელს დაბადებულმა ვ-----–---–---ემ, რომელმაც ასევე მაკრატლით მარჯვენა ხელის არეში მიაყენა დაზიანება. ხოლო N1------ 06/05/2018 წლის 1830 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს მ-------–-–--–-–---–ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილემ აცნობა, რომ ქუთაისში, ი-------–--ის ქ. N1/1-ში ნ----------ე (5--------) ითხოვდა დახმარებას ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით 2018 წლის 06 მაისს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ-------–-–--–-–---–მა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ---- ჯ----–---–ის, ექსპერტების გ-----------------–---–ის და დ-------------ას მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.ქუთაისში, გ-----------ის ქუჩა N1-----ში მდებარე ბინაში. ზემოთაღნიშნული ბინა განთავსებულია 9 სართულიანი ბინის მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე. საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარი არის ლითონის მასალისაგან დამზადებული, საცხოვრებელი ბინა სამ ოთახიანია, ნ----------ემ მისაღებ ოთახში მიუთითა სააბაზანო ოთახის მიმდებარე ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ 2018 წლის 03 მაისს სწორედ მითითებულ ადგილას სცემა მისმა მეუღლემ ვ-----–---–---ემ, დათვალიერება გრძელდება საძინებელ ოთახში, სადაც დგას კარადა და საწოლი, რომელზედაც გადაფარებულია თეთრეული. ნ----------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 26 აპრილს სწორედ ამ საწოლთან ყოფნის დროს ხელის მტევანზე მაკრატლით დაზიანება მიაყენა მისმა მეუღლემ. სასტუმრო ოთახში, სადაც დგას დივანი, მაგიდა და მარცხენა მხარეს კედელთან მიდგმულია შემინული კარადა. ნ----------ემ მიიყვანა ისინი აღნიშნულ კარადასთან და მიუთითა კარადის სათავსოში მოთავსებულ მოცისფრო ფერის ტარიან მაკრატელზე და განაცხადა, რომ 2018 წლის 26 აპრილს სწორედ აღნიშნული მაკრატლის გამოყენებით მიაყენა დაზიანება მეუღლემ ვ-----–---–---ემ. მაკრატელი იქვე იქნა ამოღებული 01 პაკეტად.
2018 წლის 06 მაისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ნ----------ის ახსნა-განმარტებების თანახმად ვ-----–---–---ემ მას 2018 წლის 26 აპრილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩაარტყა მაკრატელი, ხოლო 02 მაისს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე ორდერის თანახმად, ვ-----–---–---ეს აეკრძალა ნ----------ესთან მიახლოება.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად 06.05.2018 წელს 2102-2115 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ----------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე შეხორცების ფაზაში მყოფი შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობისა და მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დასკვნის სისწორე დადასტურებულ იქნა ექსპერტ მ-------------–--ის მიერ.
სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ამბულატორიული სასამართლო- ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად ვ-----–---–---ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ნ----------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
დასკვნის სისწორე დადასტურებულ იქნა ექსპერტ თ------–---–--ას მიერ.
მოწმის სახით დაკითხვისას ვ-----–---–---ემ განმარტა, რომ დაზარალებულმა შემთხვევით თავად მიიყენა დაზიანება, სამზარეულოში კარტოფილის დაჭრისას დანით, ხოლო სხვა დაზიანებები როგორ მიიღო, მისთვის უცნობია. მასსა და მის მეუღლეს - ნ----------ეს შორის ოჯახურ კონფლიქტებს ადგილი ჰქონდა სიტყვიერი ფორმით. ნ----------ეს აგრესია ჰქონდა მისი (ვ-----–---–---ის) დედის მიმართ. დედა ხშირად ურეკავდა მას, ეხმარებოდა ყოფით საკითხებში, რაზეც ნ---- ბრაზდებოდა და მოითხოვდა მისგან, რომ თავად ემუშავა და თავად უზრუნველეყო ოჯახი. მისი ბავშვი ეხლა წლის და ერთი თვის არის, ხოლო როცა დააკავეს - 7 თვის იყო. ყოველთვის ცდილობდნენ ბავშვთან კამათი არ ჰქონოდათ. მას ის მაკრატელი, რომლითაც თითქოს დაჭრა ნ----, არასოდეს უნახავს. ის არ ეთანხმება არც მისი მეუღლის და არც მისი დის ჩვენებებს, რადგან ისინი ცრუობენ.
სააპელაციო პალატა ვ-----–---–---ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვ-----–---–---ის მიერ ნ----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი). კერძოდ, მხოლოდ დაზარალებულ ნ------ის და მოწმე თ-----------ის ირიბი, ისიც სათუო ჩვენება, სადაც მოწმე ამბობს, რომ მას კარგად არ ახსოვს 20 იანვრის ძალადობის ფაქტის მისი დისაგან ნაამბობი დეტალები და ჩვენების მიცემისას იყენებს ისეთ სავარაუდო შინაარსის მატარებელ სიტყვებს, როგორიცაა - „თუ არ ვცდები“, აღნისნული ამცირებს ირიბი, ჩვენების სანდოობის ხარისხს. ასევე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაზარალებულ ნ------ეზე აღმოჩენილი არ არის ძალადობის დამადასტურებელი რაიმე კვალი (მობილური ტელეფონის სახეში დარტყმის ეპიზოდი), რაც არ იძლევა საშუალებას ობიექტურად იქნეს შეფასებული ძალადობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით საერთოდ არ შეუტყობინებია სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მაშინ, როდესაც სხვა ძალადობის ფაქტზე გააკეთა შეტყობინება „112-ში“. უფრო მეტიც, გამოძიების დაწყების შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებული დეტალურად მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის მხოლოდ 2 ეპიზოდის გარემოებებზე, ხოლო 2018 წლის 20 იანვრის ფაქტი საერთოდ არ აქვს აღწერილი.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდში) დაზარალებულ ნ------ის ჩვენება და მოწმე თ------ის ირიბი ჩვენება, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე.
ვ-----–---–---ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პალატა, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში დადგენილი ფაქტები არ იძლევა სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის კვალიფიკაციას, ვინიდან სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა გულისხმობს დროის მოკლე ინტერვალში სულ მცირე ძალადობის 3 ფაქტს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. ასევე არ არის დადგენილი ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი მეორე კომპონენტი - „რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია“, ვინაიდან თვით ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად „ვ-----–---–---ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ნ----------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს“.
რაც შეეხება 2018 წლის 26 აპრილისა და 03 მაისის ძალადობის ეპიზოდებს, წარდგენილი ოჯახური ძალადობის ბრალდება სრულად არის დადასტურებული როგორც დაზარალებულ ნ----------ის, ისე მოწმე თ-----------ის ჩვენებით, რომელიც აღნიშნულ ფაქტებს შეესწრო ცხელ კვალზე, ანუ უმალვე მისი განხორციელებისთანავე და მას შემთხვევის ადგილზე ორივე შემთხვევაში დახვდა საკმარისად აღქმადი სურათი. მოწმეთა ჩვენებების სანდოობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ შეტყობინება „112-ზე“ განხორციელდა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, როცა ფაქტები ახალი მომხდარი იყო და სახეზე იყო ძალადობის კვალი. დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებას სრულად შესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენება, რომლითაც უტყუარად დასტურდება დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობისა და ამ ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის ფაქტები. 26 აპრილისა და 3 მაისის ძალადობის ფაქტების ჩადენის გარემოებები დეტალურად აქვს აღწერილი დაზარალებულ ნ------ეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, რა დროსაც ამოიღეს დანაშაულის იარაღი - საკანცელარიო მაკრატელი, რომლითაც ექსპერტის ჩვენების თანახმად შესაძლებელი იყო ხელის მტევანზე არსებული დაზიანების მიყენება. ყველა აღნიშნული მტკიცებულება ერთობლიობაში სასამართლოს აწვდის უტყუარ და ურთიერთთავსებად ინფორმაციას მოცემული დანაშაულების შესახებ.
პალატის აზრით, განაჩენით დადგენილი ფაქტებს სრულად მოიცავს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით ვ-----–---–---ის ქმედებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სწორად იქნა გადაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ორ ეპიზოდზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ---------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ვ-----–---–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ვ---- ც---–---ეს ამოერიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან 20.01.2018წ. ეპიზოდი, ამ ეპიზოდში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის 02 ეპიზოდზე.
ვ-----–---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (26.04.2018წ. ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ვ-----–---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (03.05.2018წ. ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-----–---–---ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
ვ-----–---–---ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაკრატელი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე