განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115819462
საქმე №1ბ/294-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ბ-----–-–---–ის,მსჯავრდებულების - ზ-------–--–-–---–ის, ი-–--------–--–--ის,ადვოკატების - ჯ------------–--ის, თ--------------ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ბ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ-----------–--------–--–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ი--------–-----------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, დ-----------------------------------------, ბინა N--–-. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ი-–------------------–--–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–-------–-------–-------------------------ში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
ზ-------–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით.
ი-–--------–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
ზ-------–--–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 19 ივლისს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გ------------–---–სა და ი/მ „მ----------–---–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა სოფელ მისაქციელსა და სოფელ ნიჩბისის საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ღირებულებით 54 998.90 ლარი. 2013 წლის 3 ოქტომბერს ხსენებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, სამუშაოს ღირებულება გაიზარდა 10%-ით და შეადგინა 60 498.80 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბერი. 2009 წლის 10 სექტემბრის მინდობილობის საფუძველზე, ი/მ „მ----------–---–ის“ წარმომადგენელს წარმოადგენდა ზ-------–--–-–---–ი, რომელმაც განიზრახა არასრულყოფილად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და მოტყუებით დაუფლებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ-------–--–-–---–მა კეთილმოწყობის სამუშაოებზე გაფორმებულ ფორმა N2-ებში მიუთითა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 45 854 ლარს, რის საფუძველზეც 2013 წლის 7 აგვისტოდან, 2013 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში საბანკო ანგარიშზე სრულად ჩაერიცხა ხსენებული თანხა. რეალურად კი შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 33 573 ლარი და ზ-------–--–-–---–ი მოტყუებით დაეუფლა მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 12 281 ლარს.
ი-–--------–--–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 19 ივლისს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გ------------–---–სა და ი/მ „მ----------–---–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა სოფელ მისაქციელისა და სოფელ ნიჩბისის საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ღირებულებით 54 998.90 ლარი. 2013 წლის 3 ოქტომბერს ხსენებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, სამუშაოს ღირებულება გაიზარდა 10%-ით და შეადინა 60498.80 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბერი. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი შემსყიდველის მხრიდან უნდა განეხორციელებინა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ი-–--------–--–--ეს, რომელიც ხსენებულ თანამდებობაზე დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.
ი-–--------–--–--ემ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა, რომ ი/მ „მ----------–---–ის“ წარმომადგენლის ზ-------–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილ კეთილმოწყობის სამუშაოებზე გაფორმებულ ფორმა N2-ებში მითითებული სამუშაოების ღირებულება რეალურად არ შეესაბამებოდა შესრულებულ სამუშაოს, რის შემდეგაც ზ-------–--–-–---–ს ზედმეტად ჩაერიცხა მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 12 281 ლარი და არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ბ-----–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ზ-------–--–-–---–ისა და ი-–--------–--–--ისათვის ძირითადი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე მათ მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება და ი-–--------–--–--ისათვის თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში, ვინაიდან სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; კერძოდ - დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწუნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათ და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია ზიანი და ზ-------–--–-–---–სა და ი-–--------–--–--ეს დაუნიშნა წარდგენილი ბრალდებისათვის განსაზღვრული სანქციის ყველაზე უფრო მსუბუქი ფორმა, რაც აპელანტის განმარტებით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულების ი-–--------–--–--ისა და ზ-------–--–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლის სოფიო ბოჭორაძის, მოწმეების: ი-–---–-–-–---–----–-------------–-–---–---------------------–---–-------------------–---–-----------------------------------–----–-–---–------------------------–---–---------------–---–-----–--–----------–---–----------–-----------–-–---–-----------------–---–------------–--–-----------------------–---–----------------–-------–---–-------------------------------------–-–---–------–--------------–---–----------------–---–-------------–-------------–------------------–---------–-----–--–---–------------------------------------------------------------–-------–-–----------–---–---------------–----, ი-–--------–--–--ის ჩვენებებს; 2013 წლის 19 ივლისის N4- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას, 2013 წლის 3 ოქტომბრის სახელწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართ შეთანხმება N--ს; 2009 წლის 10 სექტემბრის მინდობილობას; 2013 წლის 15 ოქტომრბის მიღება-ჩაბარების აქტს; 2013 წლის 9 ივლისის ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 2013 წლის 18 ივნისის მცხეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმ N--ს; 2013 წლის 7 თებერვლის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N-- ბრძანებას; 2013 წლის 17 სექტემბრის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის N635 ბრძანებას; 2015 წლის 2 მარტის საინჟინრო-ტექტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნას; 2015 წლის 5 მარტის დასკვნას; 2010 წლის 14 სექტემბრის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის N----- ბრძანებას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული იქნა მხარეთა მონაწილეობით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ-------–--–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ი-–--------–--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მათ მსჯავრი უნდა დაედოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულების ზ-------–--–-–---–ისა და ი-–--------–--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ზ-------–--–-–---–ისა და ი-–--------–--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, დანაშაულის აღიარება და მსჯავრდებულ ზ-------–--–-–---–ის მისწრაფება - აანაზღაუროს ზიანი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ზ-------–--–-–---–ისა და ი-–--------–--–--ის მიმართ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნულია ადეკვატური, მათი პიროვნებებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ზ-------–--–-–---–ისა და ი-–--------–--–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ბ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი;
ზ-------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით.
ზ-------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით ბრალდებულ ზ-------–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 10 000 (ათიათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ი-----–----–--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ს---------------------------–------------ში - 3218.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე მოთავსებულ 159 კვ.მ ერთსართულიან სახლს დამხმარე სათავსოებით 51 კვ.მ კეთილმოწყობილი ეზოთი, საკადასტრო კოდით 5-----------) იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;
ი-–--------–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
ი-–--------–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე