განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
080100118002294197
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002294197

საქმე №1/ბ-287-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- გ-------ს ძე გ------–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ს--------------- ქ. №24;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- გ------–-–---–მა ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის;

 

- სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით ოჯახში ძალადობაზე გასამართლებულმა გ------- გ------–-–---–მა, 2017 წლის 14 დეკემბერს დაახლოებით 23:00 საათზე, ქუთაისში თ----------------ა N24-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- გ------–-–---–ის თანდასწრებით მეუღლეს ზ---------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით, აღნიშნულის შემდგომ ხელი დაარტყა სახის არეში რა დროსაც ზ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში, ქუთაისში თ----------------ა N24-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ------–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ზ---------ს კერძოდ, უძახდა, რომ მოკლავდა. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით გ------- გ------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- გ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. გ------- გ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენში გ------- გ------–-–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გ------- გ------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელი განესაზღვროს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ასევე საბოლოოდ დანიშნული სასჯელი 01 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს უფრო მკაცრი სასჯელით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გ. გ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი 06 თვით თავისუფლების აღკვეთა ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველ ნაწილს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, ამიტომ მსჯავრდებულს ამ კვალიფიკაციით უნდა განსაზღვროდა თავისუფლების 01 წლის ვადით; ამასთან ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი, 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ჩადენილ ქმედებებს და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

აპელანტი - მსჯავრდებული გ------- გ------–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენში და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაცვლად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო რაც შეეხება წინა განაჩენით განსაზღვრულ პირობით მსჯავრს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია, ჰყავს ორი შვილი, ავადმყოფი, უსინათლო მამა, იგი გამოძიების დაწყების ეტაპიდან აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- გ------–-–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მოწმეების: ს------- წ--------ის, კ---- გ--------ის, ხ------- გ----–-–---–ის, ზ---------ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------- გ------–-–---–ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ , ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს) განსაზღვრული წესის მიხედვით, ასევე გაუმკაცრდეს საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან ბრალდების მხარეს დანიშნული სასჯელი მიაჩნია არასამართლიანად, ხოლო აპელანტი მსჯავრდებული გ------- გ------–-–---–ი კი მიიჩნევს რა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ზედმეტად მკაცრად, ითხოვს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

მსჯავრდებულ გ------- გ------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისი ქმედების და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გააანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენს, რომლის მიხედვით გ------- გ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 380 საათის ვადით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათის ვადით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენი გ------- გ------–-–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გ------- გ------–-–---–ის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------- გ------–-–---–მა სიცოცხლის მოპსობის მუქარა ჩაიდინა 2017 წლის 14 დეკემბერს, ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით სასჯელის გამკაცრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და ამ კვალიფიკაციით მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 01 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

რაც შეეხება გ------- გ------–-–---–ის მიმართ საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 01 წლისა და 06 თვის ვადით, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------- გ------–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები; პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, განუსაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით (თავისუფლების აღკვეთა - 01 წლისა და 06 თვის ვადით), რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სასჯელის მიზნებს. ამდენად, სააპელაციო პალატა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გ------- გ------–-–---–ის მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე ვერ გაიზიარებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის თაობაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

მსჯავრდებულ გ------- გ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

გ------- გ------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით -თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- გ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ------- გ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე