განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080100118002493943
№1/ბ-424-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - რ-----------------ას
ადვოკატების - ა-----------–--ის, ლ-------------ის, ი-–---------–--ის მონაწილეობით
გამართლებულის - კ-------------–---–ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ-------------------------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2--0--1--- წელი, პირადი ნომერი: 3----------, რეგისტრირებული: სამტრედია, ჯ.თავაძის ქ.№38
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2015 წლის 06 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში კ---------------ში მდებარე ინდმეწარმე „გ---------------ის“ სასურსათო მაღაზიის წინ დაახლოებით 2130 საათზე მივიდა კ-------------–---–ი, სადაც იმყოფებოდა გ------- გ------აძე. მან ეს უკანასკნელი გვერდით გაიხმო ვინაიდან მასზე წარსულში განაწყენებული იყო, შურისძიების მოტივით განზრახ ცივი იარაღით მიაყენა მრავლობითი დაზიანება კისრისა და გულ-მკერდის წინა უკანა მარჯვენა და მარცხენა არეში, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გ------- გ------აძე მიღებული მრავლობითი დაზიანებით რამდენიმე წუთში საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით კ-------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი - გ----–-----–-ას მიერ გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი, რომელმაც განაჩენის გაუქმება და კ-------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მონაწილეობით, თუმცა მათ გამოკვლევას არ დასწრებია კ-------------–---–ი, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა, რაც უდავოდ ადასტურებს იმას, რომ ბრალდებული თავს არიდებდა მოსალოდნელ პასუხისმგებლობასა და სასჯელს.
ბრალდების მხარის შეხედულებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხულ, გამოძიების მწარმოებელი პირების - მ------–-----–-ას, თ---------–--ის, ლ-–-------ის, ი-----–---------ისა და გ------- მ------–---–ის მიერ გადმოცემული ინფორმაციით გამოკვლეულ იქნა რა მათ მიერ ნაწარმოებ საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ამსახველი წერილობითი მტკიცებულებები, მათი სისწორე და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული პირების ჩვენებებითა და მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების შინაარსი ცალსახად ადასტურებს კ-------------–---–ის მიერ ზემოხსენებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა, როგორც ზემოთ ხსენებული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე უშუალოდ თითოეული მათგანიდან გამომდინარე და სრულ თანხვედრაში არსებული სხვა მრავალი სისხლის სამართლის საქმეზე დართული დოკუმენტი, ამასთან დაიკითხნენ კონკრეტული მოწმეები, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ ფლობდნენ ინფორმაციას მომხდარი ფაქტის ირგვლივ, რომლებმაც მოგვიანებით შეიტყვეს მომხდარი მკვლელობის დეტალები. აპელანტ მხარეს პრეტენზია გააჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები სასამართლომ არასწორად შეაფასა და სათანადო დასაბუთების გარეშე უარი ეთქვა კ-------------–---–ის მიმართ გამამტყნებელი განაჩენის გამოტანაზე.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ რ-----------------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ კ-------------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს - ლ-------------ეს, ა-----------–--ეს და ი-–---------–--ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ნ-----–ია კ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს გ----------აძე მასთან მთვრალ მდგომარეობაში იყო მისული, რომელიც დიდხანს არ დარჩენილა. მისმა ძმისშვილმა წაიყვანა მანქანით. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაურეკა ს-----------------ამ მის ქალიშვილს და უთხრა რომ „ელისო მამაშენი ჩხუბში დაუჭრიათ და საავადმყოფოშიაო“ მაშინვე წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც გაიგეს, რომ გ----------აძე უკვე გარდაცვლილი იყო. როდესაც დაინტერესდნენ თუ რა მოხდა, ხალხისაგან (ვინც გ-- საავადმყოფოში მიიყვანა იმან თქვა) გაიგო, რომ კ-------------–---–მა დაჭრა გ--. აღნიშნულ დღეს ქალიშვილთან ერთად პოლიციაში წავიდა სადაც დაკითხეს. მოწმის განმარტებით დაკითხვის დროს სხვა მოწმეებსაც კითხავდნენ, მან მოისმინა მ------–---–ის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ მაღაზიიდან გამოსვლისას დაინახა, რომ კ---------–---–ი დანას ურტყამდა გ.გ------აძეს. ასევე, მოწმის განმარტებით პოლიციაში ერთ-ერთმა მოწმემ მკვლელიც ამოიცნო ფოტო-სურათით. კ-------------–---–სა და გარდაცვლილ გ------- გ------აძეს შორის როგორი ურთიერთობა იყო ზუსტად არ იცის, მაგრამ როგორც მისთვის ცნობილია კ-------------–---–მა ერთხელ მისი შვილი სცემა, აღნიშნული უთანხმოება გოგოს გამო უნდა მომხდარიყო, როგორც მას დ----- გ------აძემ უთხრა, კ-------------–---–ი გ----------აძეს უნდა დაეჭრა და ალბათ ამის გამო ჰქონდა მისი მოკვლის ინტერესიო. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ დაკრძალვიდან დაახლოებით ერთ თვეში ის შეხვდა ე--------------–---–ს, აინტერესებდა რა მოხდა, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილიშვილი ლ----, ე---------------–---–მა განუცხადა, რომ შემთხვევის დღეს აღნიშნავდნენ ბავშვის ჭიდაობაში წარმატებას, მათთან ერთად იმყოფებოდა გ.გ------აძეც, როდესაც რამდენიმე წუთში მოვიდა კ----, გაიხმო გ------აძე, გადახვია ხელი და დაუწყო ხანჯლის მაგვარი დანის ცემა, ე--------------–---–თან ერთად სვამდნენ ძ---–--ე და ბ----ი, რომლის გვარიც არ ახსოვს. მისთვის ცნობილია, რომ ე--------------–---–მა, ბ---- ს-----ემ და სხვებმა ჩვენებები შეცვალეს, რომ თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა, რაც მისთვის ძალიან გასაოცარი და დაუჯერებელია. დაზარალებულის განმარტებით, მისი მაზლიშვილი ყველაფრის დამნახავი იყო, რადგანაც გ------- მან წაიყვანა მანქანით და მკვლელობის მომენტში ის თავისი მანქანით შემთხვევის ადგილზე უნდა ყოფილიყო. მან მკვლელი, რომ კ-------------–---–ია შეიტყო მ------–---–ისაგან.
მოწმის ლ---- კ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მე-7 კლასის მოსწავლეა, მოკლული გ------- გ------აძე იყო მისი ბაბუა, რომლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო სამტრედიაში „ჯ--------------–ში“ ყოფნის დროს. მოწმის განმარტებით სახლში საუბრის დროს გაიგო, რომ ბაბუამისი მოკლული ჰყავდა კ-------------–---–ს. რის გამოც ის და მისი ბებია ნ-----–ია კ------–---–ი შეხვდნენ ე--------------–---–ს, რომელიც არის აღნიშნული შემთხვევის თვითმხილველი და მან იცის თუ როგორ მოკლეს გ------- გ------აძე. ისინი ე--------------–---–ს შეხვდნენ საღამოს დაახლოებით 0700 საათზე, ემზარმა მათ განუცხადა, რომ იმ დროს იყო მაღაზიაში და აპირებდა ნესვის დაჭრას, როდესაც კ-------------–---–ი და გ----------აძე გვერდზე გავიდნენ. უცებ კ-------------–---–მა ორჯერ დაარტყა დანა და გ.გ------აძე წაიქცაო, წაქცეულს ბევრი ჭრილობა მიაყენა, როგორც ფილტვებში, ასევე ყელში. ჭრილობა ხანჯლის მაგვარი დანით მიაყენა და გაიქცაო. ემზარმა მათ უთხრა, რომ ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოვასწარითო. მოწმემ განმარტა, რომ ე--------------–---–ი იქნება ბაბუამისის ასაკის, დაბალი, ყავისფერი თმით, იცის, რომ მას მაღაზია აქვს მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიკლინიკის გვერდით, სწორედ ამ პოლიკლინიკის გვერდით განახორციელა კ-------------–---–მა ბაბუამისის მკვლელობა.
მოწმის გ---–--ო ს--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იმყოფებოდა ურეკში, როდესაც დაურეკა მისმა შვილმა და გ--ს (გ-------ს) დაჭრის შესახებ აცნობა. ვიდრე საავადმყოფოში მივიდოდა გაიგო გ--ს გარდაცვალების შესახებ, ამიტომ პირდაპირ პოლიციაში წავიდა. მან ხალხისგან გაიგო, რომ მისი მაზლი გ----------აძე თითქოს კ---------–---–ის მოკლულია, პირველად ამის შესახებ ნ-----–იამ უთხრა, გ-- იყო მაღაზიასთან, როდესაც მასთან მივიდა კ---- და დაჭრა იგიო. ჭრილობები წვეტიანი დანით ქონდა მიყენებული. ასევე ხალხისგან შეიტყო, რომ თითქოს ადრე კ---- დაეჭრათ, რაც გ----------აძეს ბრალდებოდა.
მოწმის ს------ონ გ------აძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს შეიტყო მისი ძმის დაჭრის ამბავი, როდესაც საავადმყოფოში მივიდა ის უკვე გარდაცვლილი იყო, მან შეიტყო რომ მისი ძმა მაღაზიასთან დაეჭრა კ-------------–---–ს. აღნიშნული მას შეატყობინა მისი ძმის პირველმა ცოლმა ნ-----–ია კ------–---–მა. ასევე ხალხისაგან შეიტყო, რომ თითქოს ადრე კ---- ვიღაცას დაეჭრა და ეს დაჭრა მის ძმას ბრალდებოდა. კონკრეტულად როგორ მოკლეს მისი ძმა ზუსტად არ იცის, იცის ექიმისგან, რომ მას 21 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აღნიშნული ინფორმაცია მომხდარის შესახებ იცის ხალხისაგან.
მოწმის სახით დაკითხული ე----------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს მან და გ----------აძემ ცოტა სასმელი დალიეს, შემდეგ შვილიშვილმაც დაურეკა და წავიდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაურეკა მისმა შვილმა ნ---------------ამ, რომელიც მაშინ ურეკში იყო და აცნობა გ----------აძის დაჭრა, ის და მისი მეუღლე წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც გ----------აძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მან გასვენებაში გაიგო, რომ თითქოს გარდაცვლილის შვილი დაუჭრია მკვლელს ადრე. იგი მკვლელს არ იცნობს, კონკრეტული ადამიანის ვინაობა, რომელიც იძახდა რომ „ კ----მ დაჭრა გ------აძე-ო “ არ იცის.
მოწმის ს-------------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი გ----------აძე იყო მისი დეიდის მაზლი. შემთხვევის დღეს 2015 წლის 06 აგვისტოს ბავშვის ნათლობასთან დაკავშირებით მათთან სახლში იმყოფებოდა გ----------აძე, მან და მამამისმა ერთი-ორი ჭიქა დალიეს, შემდეგ კი მისმა დეიდაშვილმა წაიყვანა სახლში. 30-40 წუთის შემდეგ მას დაურეკა მისმა დამ და უთხრა, რომ გ----------აძე ვიღაცას დაეჭრა და საავადმყოფოში ყავდათ წაყვანილი. მისი მეუღლე და მშობლები წავიდნენ საავადმყოფოში, თვითონ კი გ----------აძის შვილს მისწერა და აცნობა მამის მდგომარეობის შესახებ - ცუდად, რომ იყო და იმყოფებოდა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით მან მშობლებისაგან გაიგო, რომ გ----------აძე კ-------------–---–ს მოუკლავს, ხოლო აღნიშნული მისმა მშობლებმა ხალხისაგან იცოდნენ.
მოწმის გ---------–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს სამტრედიის „ჯ--------------–ში“ ექიმად. აღნიშნულ დღეს იყო მორიგე, როდესაც სასწრაფოს ბრიგადამ მოიყვანა სიკვდილის წინა ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, აღნიშნული დაზიანებები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, მას მიყენებული ჰქონდა რამდენიმე ათეული ჭრილობა, მათ შორის ზურგის არეში, კიდურებზე. თუ ვინ დაჭრა დაზარალებული მისთვის უცნობია.
მოწმის ნ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. სამტრედიაში აქვს პატარა მაღაზია, 2015 წლის 06 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 10 საათისთვის ჰყავდა კლიენტი ლ------------–---–ი ბავშვთან ერთად, მას არც ხმაური და არც ვიზუალურად არაფერი დაუნახავს, მხოლოდ კარების გაღების დროს გაიგონა ხმაური და დაინახა შეგროვებული ხალხი, გარეთ გასულმა დაინახა ძირს მწოლიარე გასისხლიანებული კაცი. მოწმის განმარტებით შემთხვევამდე ცოტა ხნით მასთან მაღაზიაში იმყოფებოდნენ ე--------------–---–ი და მასთან მყოფი ორი პიროვნება, რომელთა ვინაობაც არ იცის, მათ აიღეს ერთი ნესვი, არაყი და გაიტანეს იქვე მდგომ პატარა მაგიდასთან. მან შენიშნა, რომ მკვლელობამდე მათ გ------აძე ელაპარაკებოდათ შორიდან. ამის შემდეგ, დაახლოებით 5-10 წუთში მოხდა ყველაფერი, მისი განმარტებით იგი კ-------------–---–ს არ იცნობს, მათ მაღაზიაში კონდენციონერი ჰქონდათ ჩართული, კარები მიხურული იყო და შესაბამისად ხმაურის ხმა არ შედიოდა. ბიჭებმა, ვინც მისგან არაყი და ნესვი აიღეს თან დანაც გამოართვეს ნესვის დასაჭრელად, ხოლო როცა გარეთ გავიდა დანა მაგიდაზე იდო და არაყსაც არ ჰქონდა მოკლებული.
მოწმის ვ---------–--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექიმი და მუშაობს ქ. სამტრედიაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში. 2015 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით რვა საათისთვის, ისინი შეაჩერეს და თხოვეს დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანა, მათ გააჩერეს ავტომობილი, გადმოვიდნენ და მივიდნენ დაჭრილთან, რომელიც არ იყო კონტაქტური, აღარც სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა. აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, როგორც გულ-მკერდის აგრეთვე ყელის არეში. დაჭრილი მიყვანილ იქნა საავადმყოფოში. გარდაცვლილი საშუალო ასაკის იქნებოდა, მოგვიანებით გაიგო, რომ აღნიშნული პაციენტი გ------აძე იყო გვარად. მოწმის განმარტებით მკვლელი ვინ არის არ იცის და არც არავის უთქვამს.
მოწმის მ------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სამტრედიის სასწრაფო დახმარების სამსახურში მედდად. 2015 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა გამოძახებაზე სოფელ ოფეთში და იქიდან გადაჰყავდათ პაციენტი სამტრედიის საავადმყოფოში. გზად, საავადმყოფოსთან მისვლამდე, ძალიან ახლოს დაახლოებით 100 მეტრში სასწრაფოს მანქანა გააჩერეს, გადაუდგნენ წინ და ითხოვეს დახმარება. ადგილზე იყო სავარაუდოდ გარდაცვლილი მამაკაცი. მათ აღნიშნული მამაკაცი სწრაფად შეიყვანეს მანქანაში და დაახლოებით 1 წუთში მიიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით იგი არ იცნობს იმ ადამიანებს, ვინც ისინი გააჩერა. დაშავებული პირი ტრასასთან ახლოს იყო მწოლიარე მდგომარეობაში, კონტაქტური არ იყო. ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში რადგან სჭირდებოდა სწრაფი რეაგირება, გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. დანაშაულის შესახებ მოწმეს ინფორმაცია არ გააჩნია.
მოწმის ი-----–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით ათი საათისთვის ხმაურზე ქუჩაში გამოვიდა, სადაც შეხვდა თავის ძმას - ლ------------–---–ს, მას ბავშვი ახლდა, რომელმაც უთხრა, რომ იყო ჩხუბი, ხოლო თუ ვინ ჩხუბობდა არ უთქვამს. მან განმარტა, რომ მის მიმართ პოლიციის მხრიდან ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი. იგი არც კ-------------–---–ს და არც მოკლულ გ----------აძეს არ იცნობს. გ----------აძის გარდაცვალება შეიტყო ხალხისგან. მან აღნიშნა, რომ მისი ძმის დაკითხვის შემდეგ მას ყელის არეში ემჩნეოდა სიწითლე. როგორც ძმამ განუმარტა დაზიანება მიიღო პოლიციაში, ხოლო რა ჩვენება მისცა მისმა ძმამ მისთვის უცნობია.
მოწმის ე--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ზაფხულში, შემთხვევის დღეს ის მეგობრებთან ბ---- ს-----ესთან და პ----- ძ---–--ესთან ერთად აღნიშნავდნენ მისი შვილის წარმატებას თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა. მათ მაღაზიის გამყიდველმა ნ---------------ემ გამოუტანა ნესვი და არაყი, რომლის მოტანისთანავე მათთან მივიდა აწ. გარდაცვლილი გ------- გ------აძე, რომელსაც მიესალმნენ და მოიკითხეს, ცოტა ხნის შემდეგ გ.გ------აძე მათგან წავიდა და იქვე შორიახლოს მდგომ ხალხს ესაუბრებოდა. დაახლოებით 5-10 წუთის გასვლის შემდეგ, შემოესმა შემზარავი ყვირილი, როდესაც გაიხედა დაინახა, რომ წვერებიან კაცს ხელი ჰქონდა მოხვეული გ.გ------აძისათვის და ურტყამდა დანის მაგვარ საგანს. მან დაინახა, რომ წვერებიანმა კაცმა დანა სამჯერ დაარტყა გ------აძეს, გ------აძე წაიქცა, ხოლო წვერებიანი კაცი კი გაიქცა. დაჭრილი გ------აძე სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაში დაიკითხა, ჩვენებაც წაიკითხა და ხელიც მოაწერა, მაგრამ იგი არ ეთანხმება აღნიშნულ ჩვენებას, ის არ იცნობს არც კ-------------–---–ს და არც მამამისს, ხოლო აღნიშნულ ჩვენებას იმიტომ მოაწერა ხელი რომ ჰქონდა ინფორმაცია სხვა მოწმეთა ცემის შესახებ და თვითონაც გაუჩნდა ფსიქოლოგიურად შიში იმისა, რომ თუ ხელს არ მოაწერდა მასაც სცემდნენ. იგი ორჯერ დაიკითხა გამოძიებაში და მისი განმარტებით სწორია ის ჩვენება, რომელიც ადვოკატთან ერთად მისცა. რაც შეეხება ფოტოსურათებით ამოცნობას, წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ყველაზე უფრო მხარბეჭიანი პიროვნება შეესაბამებოდა მკვლელს, ის აშკარად გამორჩეული და გამოკვეთილი იყო სხვა პიროვნებებისაგან და მას ხელი ამიტომ დაადო. მოწმის განმარტებით ფოტოსურათით ამოცნობის დროს მან ვერ შეძლო დადასტურებულად გ------აძის მკვლელის ამოცნობა და ამ მომენტისათვის არ შეუძლია ამოიცნოს იგი. მოწმემ აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ იგი ესაუბრა გ------- გ------აძის მეუღლეს. მოწმემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მან ცემის შიშით დაადო ხელი აღნიშნულ პიროვნებას ფოტოსურათებით ამოცნობის დროს. აღნიშნულ ჩვენებას აძლევს თავის სურვილით და მასზე ზეწოლა ან მუქარა არავის არ მოუხდენია.
მოწმის ლ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში იმყოფებოდა მაღაზიასთან. მისივე განმარტებით ის შესული იყო მაღაზიაში და ყიდულობდა „ქინდერის“ სათამაშოს ბავშვისთვის. ამ დროს გარეთ გაისმა ყვირილის და კივილის ხმა. ბავშვი შეშინდა და დაიწყო ტირილი. შეეცადა, რომ ბავშვი დაეწყნარებინა. ამ დამშვიდებაში მისივე გადმოცემით გავიდა დაახლოებით რამდენიმე წუთი, როდესაც გავიდა გარეთ დაინახა, რომ დაზარალებული შეჰყავდათ სასწრაფო დახმარების ავტომობილში, ხოლო ვის შეჰყავდა არ იცის. არც ის იცის ვინ იყო დაზარალებული და რა მოხდა. მაღაზიაში ყოფნისას არაფერი გაუგია. მისივე განმარტებით მისი მიზანი იყო წასულიყო და ბავშვი მიეყვანა სახლამდე, რადგან მეზობლის ბავშვი იყო, მიიყვანა სახლში, დააწყნარა და დაახლოებით 10 წუთში გამოვიდა ისევ, სადაც დაინახა, რომ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და საუბრობდნენ, რომ გ------აძე წაიყვანეს სავადმყოფოში, ხოლო რა მოხდა და როგორ მისთვის უცნობია. შემდგომ წავიდა სახლში და დაახლოებით 1200 საათზე აპირებდა დაძინებას როდესაც მივიდა მასთან პოლიცია და თხოვეს მათ წაყოლოდა განყოფილებაში. როდესაც მიიყვანეს განყოფილებაში, დასვეს სადღაც ოთახში, სამტრედიის პოლიციის შენობაში და დაკითხეს მოწმის სახით, მისივე გადმოცემით მან იქ იგივე განაცხადა, რასაც სასამართლოში ამბობს. ამის შემდგომ შედგა დოკუმენტი და მოაწერა ხელი, თუმცა არ წაუკითხავს, რადგან მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა და ასევე აყენებდნენ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით მან არ იცის ვინ იყო დაზარალებული ან დამნაშავე, არცერთს არ იცნობს. მეორედ დაკითხვისას სავარაუდოდ ადვოკატი ესწრებოდა, ზუსტად ვერ იხსენებს, რასაც ხსნის იმით, რომ დიდი დროა გასული მას შემდეგ. იგი, ორჯერ დაიკითხა ქუთაისში, კონკრეტულად რომელ შენობაში არ იცის, რადგან ქუთაისს არ იცნობს. რაც შეეხება ბ---- ს-----ეს და ე--------------–---–ს მოწმე არ იცნობს. არ ახსოვს ვინ ჰყავდა ადვოკატი და არც ის იცის მ------–---–ს ან ს-----ეს ვინ ჰყავდა, ან დაიკითხნენ თუ არა მასთან ერთად. მისი გადმოცემით, პირველი ჩვენება რომელიც მან გამოძიებას მისცა არ იყო გააზრებული და ის იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაკარნახევი. მან არ იცის თუ ვინ მოკლა გ------- გ------აძე. მას ყველა სიტყვის ბოლოს ცემდნენ პოლიციელები და არ ახსოვს თუ რით წამოვიდა ან ვინ წამოიყვანა პოლიციის შენობიდან.
მოწმის ბ---- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სამტრედიაში. ე.წ „თ------------ის“ მაღაზიის წინ, ე------- მ------–---–თან და მის მეგობარ - პ----- ძ---–--ესთან ერთად, დაახლოებით 500 საათი იქნებოდა, აღნიშნავდნენ ე--------------–---–ის შვილის ჩემპიონობას ჭიდაობაში. მოწმის განმარტებით იგი ალკოჰოლს არ სვამდა, ხელში ეჭირა კოკა-კოლას ბოთლი და იდგა ზურგით, როდესაც უკან მოიხედა დაინახა წაქცეული ადამიანი. მას არ დაუნახავს თუ როდის მოვიდა ის პიროვნება რომელიც წაქცეული იყო და არც ის იცის ვინ იყო. ხმაურის მომენტში, რომ გახედა წაქცეულ პიროვნებას დაინახა თუ როგორ გარბოდა მეორე პიროვნება, რომელსაც თეთრი მაისური ეცვა, ხოლო ხელში ეჭირა თუ არა რაიმე თეთრ მაისურიან პიროვნებას მას არ დაუნახავს. როდესაც მივიდა წაქცეულ ადამიანთან მას სისხლი სდიოდა, თუმცა რა დაარტყეს მისთვის უცნობი იყო, სისხლი სდიოდა ზურგიდან. შემდეგ სასწრაფო გააჩერეს, პ----- ძ---–--ის დახმარებით ჩასვა მანქანაში დაჭრილი პიროვნება. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის თუ ვინ იყო ის პიროვნება ვისაც დაეხმარა და არც კ-------------–---–ს არ იცნობს. ის პოლიციაში ცემა დაახლოებით 15-მა პოლიციელმა და სწორედ ამიტომ მისცა არასწორი ჩვენება გამოძიებაში. ამის შემდგომ მონაწილეობა მიაღებინეს ფოტოსურათით ამოცნობაში, რაზეც მოწმემ განმარტა, რომ ფოტოზე გამოსახულ პიროვნებას არ იცნობდა. მან არ იცის თუ ვინ მოკლა გარდაცვლილი.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს განყოფილების უფროსის თ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს დეპარტამენტში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით. მოწმის განმარტებით გამომძიებელ ლ-–-------ესა და კრიმინალისტებთან ერთად პირადად მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ორი ცალი „ჩუსტი“ რომელთაგან ერთ-ერთი იყო დაზიანებული, ასევე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ნიმუშები, ორი ცალი სიგარეტის ნამწვი და ლუდის მინის ბოთლი, ყველა ნივთი დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა ხელმოწერა. ასევე შედგენილ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დათვალიერდა სამტრედიის „ჯ--------------–ის“ მიმღების ჟურნალი. მოწმის განმარტებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა კ-------------–---–ს. ამის გამო წარმოიშვა მისი სახლის გაჩხრეკის აუცილებლობა, მის მიერ გაცემულ იქნა დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომელიც გაეცნო კ---- მ-------–---–ის მამას, რომელმაც მათ ნებაყოფლობით წარმოუდგინა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, ე.წ. „კისტის“ და სანადირო თოფები. შემდეგ დაკითხულ იქნა თვითონ კ----ს მამა, რომელმაც განმარტა, რომ მის შვილს აქვს სმენის პრობლემა ამიტომ ზედმეტ სახელად „ყ-----“ ეძახიანო. მან თავისი შვილი ბოლოს ნახა 2015 წლის 06 აგვისტოს დილით. მას შემდეგ იგი აღარ უნახავს. კ-------------–---–ის მამის განმარტებით ოთხი წლის წინ მის შვილს საცხოვრებელ სახლში ესროლეს სანადირო თოფიდან და მძიმედ დაჭრეს იგი, აღნიშნულ საქმეზე სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება. მოწმის განმარტებით მის მიერ ასევე დაკითხულ იქნა გ------- გ------აძის ძმისშვილი დ----- გ------აძე, რომელმაც აღნიშნა, რომ რადგან კ-------------–---–ის დაჭრა ბრალდებოდა გ------- გ------აძეს, შესაძლოა შურისძიების მოტივით იგი კ-------------–---–ს მოეკლა.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის - ლ-–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო მ------–-----–-ამ, ხოლო თვითონ მონაწილეობდა როგორც ერთ-ერთი გამომძიებელი, მოწმის განმარტებით მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებულ იქნა მამაკაცის წყვილი ,,ჩუსტები”, სიგარეტის 2 ცალი ნამწვი და ერთი ცალი მინის (ლუდის) ბოთლი. ყველა ამოღებული ნივთი დაილუქა და მოეწერა ხელი, ხოლო ექსპერტმა განახორციელა ფოტოგადაღება. მის მიერ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული იქნა პ----- ძ---–--ე, რომელიც ბ---- ს-----ესთან და ე--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა და უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი იყო, რომელმაც აღნიშნა ის გარემოებები თუ რა ვითარებაში იქნა მოკლული გ------- გ------აძე.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის - გ----------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას დათვალიერებული აქვს გ----------აძის გვამი, ექსპერტის თანამონაწილეობით აღებული აქვს ნიმუშები, აქვს დათვალიერებული გ------აძის მობილური ტელეფონი. გვამის დათვალიერება მოხდა 2015 წლის 06 აგვისტოს ღამის საათებში, როგორც ახსოვს მას 21 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გვამი დაათვალიერა ექსპერტ გ--------------ესთან ერთად. რაც შეეხება ნიმუშებს აღებული იქნა სისხლის, კანის ნიმუში, თმისა და ფრჩხილის ნიმუშები. აღებული ნიმუშები ექსპერტის მიერ სათანადოდ დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის - გ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა კ-------------–---–ის მეუღლის სახლის ჩხრეკა, დაკითხული ჰყავს კ-------------–---–ის მეუღლე, რომელმაც განუცხადა რომ მას კ-------------–---–ი ერთი თვე ნანახი არ ჰყავდა, ბოლოს ნახა ერთი თვის წინ როდესაც ის სტუმრად იყო მისული ბავშვის სანახავად. მან განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს მან არაფერი არ იცოდა და ეს ყველაფერი გაიგო ახლახანს სახლის ჩხრეკის დროს და მან კ----ს ადგილსამყოფელი არ იცოდა. მოწმის განმარტებით საქმის მასალებიდან გამომდინარე მკვლელობა კ-------------–---–ს ჰქონდა ჩადენილი და სწორედ მან მიაყენა გ------- გ------აძეს სხეულზე ჭრილობები. დღეის მდგომარეობით კ----ს ადგილსამყოფელი უცნობია. მისი მეტსახელია „ყ----“.
მოწმის სახით დაკითხული შსს-ს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებლის - მ------–-----–-ა ჩვენებით დადგენილია, რომ კ-------------–---–ს არ იცნობს, ხოლო დაზარალებულ გ------- გ------აძესთან სამტრედიაში მუშაობის პერიოდში ჰქონდა შემხებლობა. აღნიშნული საქმეზე ჩატარებული აქვს შემდეგი სახის საგამოძიებო მოქმედებები: საავადმყოფოში გვამის მიყვანის შემდგომ მიღებულ იქნა შეტყობინება და პირადად მის მიერ მოხდა სისხლის სამართლის საქმის დარეგისტრირება და ამის შემდგომ გამომძიებლების მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. აგრეთვე, მის მიერ დანიშნულ იქნა გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და მოახდინა მოწმეების დაკითხვა სამტრედიის პოლიციაში. შემთხვევა მოხდა 2015 წლის 6 აგვისტოს, შეტყობინება, რომ საავადმყოფოში მოყვანილ იქნა გ------- გ------აძის გვამი, გადმოგზავნილ იქნა სამტრედიის რაიონული სამმართველოდან. გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით და შემდგომშიც დარჩა აღნიშნული კვალიფიკაცია. გამოძიების პროცესში მასთან ერთად ჩაერთო გამომძიებლები თ---------–--ე, ლ-–-------ე, გ----------------–--ე და სხვები. საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა პარალელურ რეჟიმში, სხვადასხვა გამომძიებლების მიერ. პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სხვადასხვა გამომძიებლების მიერ და შემდგომ გაგრძელდა პირადად მის მიერ. პირველ ეტაპზე დაკითხულ იქნა მოწმეები, დადგენილ იქნა უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირთა წრე და აღნიშნული პირები იქნენ დაკითხულნი. აგრეთვე, დაკითხული იქნა ბ---- ს-----ე და მისი მონაწილეობით ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, ვინაიდან იგი პირდაპირ მიუთითებდა დანაშაულის ჩამდენ პირზე, ასევე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ლ------------–---–ი და მისი ძმა, ასევე უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმე ე--------------–---–ი, რომელიც მეორე დღეს გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რადგან მოწმის გადმოცემით იგი იმ დღეს თბილისში წავიდა შვილის დასახვედრად და ტელეფონით ესაუბრა პოლიციის უფროსს, რომელთან საუბარშიც განაცხადა და მიუთითა რომ დანაშაულის ჩამდენი იყო კ-------------–---–ი და პოლიციის უფროსს განუცხადა, რომ გამოცხადდებოდა თბილისიდან ჩამოსვლისთანავე და 2015 წლის 7 აგვისტოს დილის საათებში გამოცხადდა პოლიციაში და დაიკითხა მოწმის სახით. დაზარალებულის სახით დაკითხულ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ-----–ია კ------–---–ი და მას გაეცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, განემარტა უფლებები და გაეცნო საქმის მასალები. ასევე დაკითხულ იქნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიაში, პურის საცხობში და აფთიაქში მომუშავე პირები, ბრალდების დადგენილება წარედგინა ადვოკატს, რადგან გამომძიებლის განმარტებით კ-------------–---–ის ცხელ კვალზე პოვნა ვერ მოხერხდა, რადგან იგი იმყოფებოდა მიმალვაში და მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ და გადაეცა ადვოკატს. შემდგომ, მოწმის განმარტებით დაკითხულ იქნენ გარდაცვლილის ახლო ნათესავები: ძმა, რძალი, ძმისშვილი, ძმის მეუღლის და და დისშვილი. მტკიცებულებები გადაეცა დაცვის მხარეს. მოწმის განმარტებით მოწმე ბ---- ს-----ე მიუთითებდა, რომ ის იყო უშუალოდ დანაშაულის თვითმხილველი, თუმცა განაცხადა რომ მისთვის უცნობი იყო პიროვნება და მისი ვინაობის შესახებ გაიგო იქ მყოფი პირებისგან. მის მიერ ფოტოსურათით ამოცნობის დროს მითითებულ იქნა კ-------------–---–ი როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენი პირი. ხოლო მოწმე ე---------------–---–ი პირდაპირ მიუთითებდა კ-------------–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და განაცხადა, რომ კ-------------–---–ს მანამდეც იცნობდა. მოწმე მ------–-----–-ას განმარტებით, საქმის თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც წარმოდგენილ იყვნენ პოლიციაში იყვნენ: ბ---- ს-----ე, ძმები მ------–---–ები და სხვები. ასევე თავდაპირველად მოწმის სახით იქნა დაკითხული ნ-----–ია კ------–---–ი, ხოლო შემდგომ მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. მოწმე მ------–-----–-ას განმარტებით აღნიშნული პირები დაიკითხნენ სამტრედიის რაიონული სამმართველოს შენობაში. მოწმე ბ---- ს-----ემ უჩვენა, რომ ის იმყოფებოდა სამტრედიაში, კ-------ას ქუჩაზე, თავის ნაცნობ ე--------------–---–თან და პ----- ძ---–--ესთან ერთად, რომლებიც აღნიშნავდნენ იმას, რომ ე--------------–---–ის შვილი გახდა ევროპის ჩემპიონი ისინი იმყოფებოდნენ მაღაზიის წინ მდებარე ტერიტორიაზე სადაც მივიდა გარდაცვლილი გ------- გ------აძე, რომელიც იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. აღნიშნული პირები იცნობდნენ გარდაცვლილს. გ------- გ------აძეც მიწვეულ იქნა მათთან, რამდენიმე წუთში მათ მიუახლოვდათ კ-------------–---–ი, რომელმაც გ------- გ------აძე გაიყვანა რამდენიმე მეტრის მოშორებით და დაუწყო მას ცემა, როგორც შემდეგ დაინახეს ურტყამდა დიდი ზომის დანას, ეს პირები აღნიშნავდნენ, რომ იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები რაიმე რეაგირებაც კი ვერ მოასწრეს. დაზიანების მიყენების შემდეგ კ-------------–---–ი გაუჩინარდა, იქვე მაღაზიის გვერდით მდებარე ქუჩის მიმართულებით. მ------–-----–-ას განმარტებით აღნიშნული პირები პოლიციაში იყვნენ წარმოდგენილნი ეტაპობრივად და დეტალურად აღწერდნენ ვითარებას. მ------–-----–-ამ დაკითხვისას უჩვენა, რომ კ-------------–---–ი ცხოვრობს თავაძის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან 200-300 მეტრში. შესწავლილ იქნა მისი პიროვნება და დადგენილ იქნა, რომ იგი წარსულში ნასამართლევი იყო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ასევე სარგებლობდა ავტორიტეტით კრიმინალურ წრეებში, იყო კრიმინალური წარსულის მქონე, ასევე გამოკვეთილ იქნა სავარაუდო მოტივი რაც შესაძლებელია ყოფილიყო რამდენიმე წლით ადრე გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის მომხდარი შელაპარაკება რის გამოც მათ ფიზიკური დაპირისპირებაც ქონდათ. ყველა დაკითხული მოწმე ადასტურებდა, რომ დანაშაულის ფაქტს ნამდვილად ქონდა ადგილი და დანაშაულის ჩამდენი შესაძლებელია ყოფილიყო კ-------------–---–ი, რომელსაც მეტსახელად ეძახოდნენ „ყ-----“. მ------–-----–-ამ განმარტა, რომ კ-------------–---–ის მიმართ აქტიურად ხორციელდება სამძებრო მოქმედებები რადგან ის იმყოფება მიმალვაში. რაც შეეხება მოწმეებს, აღნიშნული მოწმეები დაკითხულ იქნენ 2-2 ჯერ ვინაიდან მათ თავდაპირველად მიცემული ჩვენებები უარყვეს და თქვეს, რომ ისინი მიცემულ იქნა ზეწოლის შედეგად და სურდათ მათი შეცვლა. დამატებითი დაკითხვა მოხდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის განყოფილებაში, ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქუჩაზე და მათ დაკითხვას ესწრებოდა ადვოკატი თ---------------ი, სამივე პიროვნებას ერთი და იგივე ადვოკატი ჰყავდა. პოლიციის უფროსის კაბინეტი არის მესამე სართულზე, ხოლო დაკითხვები მიმდინარეობდა მეორე სართულზე. დამატებითი დაკითხვის დროს მოწმე ს-----ემ არსებითად შეცვალა მისი პირველი ჩვენება, სადაც ამხელდა კ-------------–---–ს როგორც დანაშაულის ჩამდენ პირს და შემდგომ, მეორე დაკითხვისას განაცხადა, რომ არ იცოდა ვინ იყო დანაშაულის ჩამდენი პირი, ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ მოხდა ზეწოლა პოლიციაში და სწორედ ამიტომ მისცა პირველ ჯერზე არასწორი ჩვენება. მ------–---–მა და ს-----ემ განაცხადეს რომ პირველი ჩვენება მისცეს ზეწოლის ქვეშ, თუმცა მოწმე მ------–-----–-ამ განაცხადა ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ არა პირველი დაკითხვის დროს, არამედ დამატებითი დაკითხვისას, როდესაც შეცვალეს ჩვენება და უარყვეს ის ფაქტები რაც თავდაპირველად განუცხადეს გამოძიებას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და ფოტოცხრილის თანახმად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თ---------–--ის მიერ 2015 წლის 06 აგვისტოს 2325 საათიდან 07 აგვისტოს 0045 საათის მონაკვეთში, ქ.სამტრედიაში მ---------------------ში მდებარე გ---------------ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ასევე ექსპერტი გ-------–-------ი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი-----–--------ე, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი ლ-–-------ე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში მ. კ-------ას ქუჩაზე, სამტრედიიდან სამეგრელოს რეგიონისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, იქვე მცხოვრები გ---------------ის საცხოვრებელი სახლისა და წინამდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის კუთვნილი მ----------------–- მდებარე ერთსართულიანი კაპიტალურად ნაგები სასურსათო მაღაზიის წინ, აღნიშნული საავტომობილო გზა და შესაბამისად შემთხვევის ადგილი განათებულია გარე განათების სისტემით, რაც ღამის პირობებში ხილვადობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. შემთხვევის ადგილის მოპირდაპირედ ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობს ზ----------------ას კუთვნილი ერთსართულიანი კაპიტალურად ნაგები სასურსათო მაღაზია, რომელიც განთავსებულია მ----------------------ში ზ----------------ას კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან მარცხენა მხარეს 20 მეტრში, კ-------ას ქუჩა N3-ში მდებარეობს კომპანია „ნაბეღლავის“ ერთსართულიანი, კაპიტალური ნაგები საწყობი. არც ერთ ნაგებობაზე გარე მეთვალყურეობის ვიდეო კამერები განთავსებული არ არის. ზ----------------ას კუთვნილი სასურსათო მაღაზიის უკან მდებარეობს კაპიტალურად ნაგები ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო ხელმარჯვნივ მოშორებით მდებარეობს სამტრედიის „ჯ--------------–სის“ საავადმყოფო. უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან ხელმარჯვნივ შედის საავტომობილო გზა ვ-–---------–----ის სახელობის ქუჩაზე. აღნიშნული ქუჩის დასაწყისში კი მდებარეობს ჯ------ მ------–---–ის საცხოვრებელი სახლი. უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან ხელმარცხნივ მდებარეობს ირაკლი რუსიას საცხოვრებელი სახლი. უშუალოდ შემთხვევის ადგილის მახლობლად გ---------------ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიის წინ ჩაედინება მცირე ზომის არხი, რომელზეც მაღაზიის წინ გაკეთებულია კაპიტალურად ნაგები ბოგირი თავისივე გადმოხურვით. რაც მაღაზიის წინ ქმნის ღია ვერანდას, ხოლო აღნიშნული ვერანდის გვერდით არის ხის გრძელი სკამი. აღნიშნული მაღაზიის წინ ადის 02 მეტრი სიგანის ტროტუარი, რომელიც დაფარულია ფილებით, ხოლო მის გვერდით არის 2,3 მეტრი სიგანის საველოსიპედე ბილიკი, რის შემდეგაც იწყება საავტომობილო გზა, რომელიც 12 მეტრი სიგანისაა. უშუალოდ შემთხვევის ადგილი არის საავტომობილო გზის კიდესთან, სადაც საველოსიპედე ბილიკის დასასრულსა და საავტომობილო გზის დასაწყისთან დევს მუქი ფერის მამაკაცის ტყავის საზაფხულო ჩუსტი, რაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში F-------- (პაკეტი N1), აღნიშნული ჩუსტიდან ერთ მეტრში ასევე ერთი მეტრის რადიუსში მოასფალტებული გზის საფარზე აღინიშნება დიდი ოდენობით სისხლისმაგვარი ლაქები (გუბეები) საიდანაც ერთ-ერთ გუბეში ამობრუნებულ მდგომარეობაში დევს ისეთივე, მუქი ფერის მამაკაცის ტყავის ჩუსტი დაზიანებულ მდგომარეობაში (ზედა მხრიდან დაზიანებული აქვს ტყავის სალტეები) და მთლიანად მოსვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით. აღნიშნული ჩუსტი ამოღებულ იქნა და დაილუქა ექსპერტის მიერ საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში F-------- (პაკეტი N2). აღნიშნულის შემდეგ ექსპერტის მიერ სპეციალური ჩხირით ამოღებული იქნა ასფალტის ზედაპირზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, რომელიც საკონტროლო ნიმუშთან ერთად დაილუქა ქაღალდის კონვერტში N-- ლუქის ბეჭდით (პაკეტი N3) უშუალოდ გ---------------ის სასურსათო მაღაზიის წინ ტროტუარის კიდედან 58 სმ-ში, საველოსიპედე ბილიკზე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის სიგარეტის ნამწვი წარწერით „ვინსტონ“ რაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში F-------- (პაკეტი N4) აღნიშნული სიგარეტის ნამწვიდან საავტომობილო გზის მხარეს 3 მეტრში აღმოჩენილი იქნა ასეთივე მოთეთრო ფერის სიგარეტის ნამწვი წარწერით „სობრანიე“რაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში F-------- (პაკეტი N5) გ---------------ის სასურსათო მაღაზიის გვერდით განთავსებულ ხის გრძელი სკამიდან 70 სმ-ში აღმოჩენილი იქნა ლუდი ნატახტარის „კასპის“ მინის ბოთლი, რაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში F-------- (პაკეტი N6) აღნიშნულის შემდეგ დეტალურად დათვალიერდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ სხვა გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, საგანი ან კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა. ექსპერტის მიერ განხორციელდა ფოტოგადაღება „ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოკამერით, რაც დაერთო ოქმს. აღნიშნულით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 09 სექტემბრის N--------- სამედიცინო დასკვნით დგინდება, რომ მოქ. გ------- გ------აძის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებით დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 06 საათი. მოქ. გ------- გ------აძის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სხეულის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ლავიწის შუა ხაზზე, ტერფის ძირიდან 150სმ-ის დაშორებით-კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, II-III ნეკნთა შორის კუნთების, პარიესულ პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესულ პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით), მარჯვენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, ოდნავ მარჯვნიდან-მარცხნივ, ზემოდან- ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 9 სმ-ჭრილობა პირობითად N2 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე, IV-V ნეკნების საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 131 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების IV-V ნეკნთა შორის კუნთების, პარიესულ პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) მარჯვენა ფილტვის შუა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, ოდნავ მარჯვნიდან-მარცხნივ, ზემოდან-ქვემოთ, ჭრილობის არხი სიღრმით 8,5 სმ. ჭრილობა პირობითად N6. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ მკერდის ძვლიდან ოდნავ მარჯვნივ, ნეკნთა რკალის გასწვრივ, ტერფის ძირიდან 126 სმ-ის დაშორებით კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, დიაფრაგმის დაზიანებით, შემავალი მარჯვნივ მუცლის ღრუში (მიმდებარე რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) ღვიძლის დიაფრაგმალური ზედაპირის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ზემოდან-ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 10 სმ ჭრილობა პირობითად N7. ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე იღლიის წინა ხაზზე, ნეკნთა რკალის გასწვრივ, ტერფის ძირიდან 125 სმ-ის დაშორებით კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, დიაფრაგმის დაზიანებით, შემავალი მარცხნივ მუცლის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები), კუჭის დიდი სიმრუდის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ზემოდან-ქვემოთ, ჭრილობის არხი სიღრმით 7-9 სმ. (ჭრილობის არხის სიღრმის ზუსტად აღება შეუძლებელია, ვინაიდან იგი შემავალია ღრუში) ჭრილობა პირობითად N8. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე იღლიის უკანა ხაზზე, VII-VIII ნეკნების საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 146 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, VII-VIII ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) მარცხენა ფილტვის ქვედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან-წინ, ოდნავ მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან- ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 8,5 სმ. ჭრილობა პირობითად N10. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ბეჭის ხაზზე, III-IV ნეკნების საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 148 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) მარჯვენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან-წინ, ოდნავ მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან-ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 9 სმ. ჭრილობა პირობითად N18. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ V-VI ნეკნების საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 131 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, V-VI ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) მარჯვენა ფილტვის შუა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან-წინ, ოდნავ მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან-ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 9,5 სმ. ჭრილობა პირობითად N20. განვითარებულნი არიან რაიმე ცალმხრივ ლესილი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან, სიკვდილთან.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ „გ------- გ------აძის“ წარმოდგენილ პერანგზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში აღინიშნება დაზიანებები: განვითარებული როგორც ჭრით, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ასევე დარღვევით, ხევით, გლეჯვით მექანიკური (შესაძლოა ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად.
სავარაუდოდ ერთ წყვილ (ცალ-ცალკე ფუთებში მყოფ) ქოშიდან მარცხენა ქოშზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებულ კვალთა მორფოლოგია დამახასიათებელია ჩამაგრებულ მიდამოებიდან თასმების მექანიკური ზემოქმედებით ამოგლეჯვისათვის.
2015 წლის 07 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა ბ---- ს-----ემ განმარტა, რომ წარმოდგენილი სურათებიდან რიგით მეორე სურათზე გამოსახულია ის პიროვნება, რომელიც 2015 წლის 06 აგვისტოს, ქ. სამტრედიაში, კ-------ას ქუჩაზე, მაღაზიის წინ გ------- გ------აძეს მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები და მიიმალა.
გვამის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2015 წლის 07 აგვისტოს 0215 საათზე და დამთავრდა 2015 წლის 07 აგვისტოს 0310 წუთზე. გვამის დათვალიერებაში მონაწილეობდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი გ--------------ე. გვამის დათვალიერებით ირკვევა, რომ სასექციო მაგიდაზე ასვენია მამრობითი სქესის დამაკმაყოფილებელი კვების გვამი. გვამს აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შორტი, რომლის მარჯვენა წინა ჯიბეში მოთავსებულია შავი ფერის ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონის აკუმულატორი. გვამის სხეული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით. გვამს მარცხენა თვალის ქუთუთო აქვს ოდნავ ღია, ხოლო მარჯვენა დახურული. გვამს კისერი აქვს საშუალო სიმაღლის, გულ-მკერდი კასრისებური ფორმის, მუცელი ოვალური ფორმის, ბუნებრივი ხვრელებიდან რაიმე გამონადენი არ აღენიშნება. გვამს გარეგნულად აღენიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობები. კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე, გულმკერდის გვერდითა ზედაპირზე, მარცხენა და მარჯვენა ზემო კიდურებზე და გულმკერდის უკანა ზედაპირზე საერთო რაოდენობით ოცდაერთი. სხეულზე გარდა ჭრილობებისა სხვა დაზიანებები არ აღენიშნება.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება კ-------------–---–ის მიერ გ------- გ------აძის მიმართ განზრახ მკვლელობის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ნ-----–ია კ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან ხალხისაგან გაიგო კ-------------–---–ის მიერ გ.გ------აძის დაჭრის შესახებ, ხოლო პოლიციაში დაკითხვის დროს კი მოისმინა მ------–---–ის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ მაღაზიიდან გამოსვლისას დაინახა თუ როგორ ურტყამდა კ---------–---–ი დანას გ.გ------აძეს; მოწმე ლ---- კ---–---–ის ჩვენების თანახმად მან სახლში საუბრის დროს შეიტყო, რომ ბაბუამისი მოკლული ჰყავდა კ-------------–---–ს. ასევე ის და მისი ბებია - ნ-----–ია კ------–---–ი შეხვდნენ ე--------------–---–ს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ როდესაც კ-------------–---–ი და გ----------აძე გვერდზე გავიდნენ, უცებ კ-------------–---–მა ორჯერ დაარტყა დანა და გ.გ------აძე წაიქცა, წაქცეულს ბევრი ჭრილობა მიაყენა ხანჯლის მაგვარი დანით და გაიქცაო; მოწმის გ---–--ო ს--------ას ჩვენების მიხედვით დასტურდება, რომ მისი მაზლი - გ----------აძე ხალხის თქმით კ---------–---–ის მოკლულია; ს------ონ გ------აძის ჩვენებით დგინდება, რომ მისი ძმა მაღაზიასთან დაჭრა კ-------------–---–მა, რაც მას შეატყობინა ნ-----–ია კ------–---–მა; ს-------------------ას ჩვენების მიხედვით მან მშობლებისაგან შეიტყო, რომ გ----------აძე კ-------------–---–ს მოუკლავს; მოწმის ე--------------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი გ.გ------აძის მკვლელობის ფაქტზე გამომძიებელმა ორჯერ დაკითხა და სწორია ის ჩვენება, რაც მან ადვოკატის თანდასწრებით მისცა: მან არ იცის თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები გ.გ------აძეს, ხოლო პოლიციაში ფოტოსურათით ამოცნობის დროს, პოლიციელთა მხრიდან მოსალოდნელი ცემის შიშის გამო დაადო ხელი ხსენებულ სურათს, სინამდვილეში კი მკვლელის ამოცნობა მას არ შეუძლია; ლ------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მან არც ის იცის ვინ იყო დაზარალებული და არც ის თუ რა მოხდა სინამდვილეში - მაღაზიაში ყოფნის დროს არაფერი გაუგია; ბ---- ს-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის მაღაზიაში ზურგით იდგა და როდესაც უკან მოიხედა დაინახა წაქცეული ადამიანი. მას არ დაუნახავს თუ როდის მოვიდა ის პიროვნება, რომელიც წაქცეული იყო და არც ის იცის ვინ იყო. ხმაურის მომენტში, როცა გახედა წაქცეული პიროვნება შენიშნა, ხოლო მეორე პიროვნება, რომელსაც თეთრი მაისური ეცვა, გარბოდა; მოწმის სახით დაკითხული შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის - მ------–-----–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ საქმის თვითმხილველი მოწმეები: ბ---- ს-----ე, ძმები მ------–---–ები და ე--------------–---–ი გამოკითხვის დროს თავდაპირველად მიუთითებდნენ, რომ გ.გ------აძეს სწორედ კ-------------–---–მა მიაყენა დანით სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობებიო, ხოლო ხსენებულმა მოწმეებმა შემდგომში, გამოძიების პროცესშივე ადვოკატის თანდასწრებით თავდაპირველად მიცემული ჩვენებები უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ არ იციან თუ ვინ მოკლა გ.გ------აძე;
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა მხოლოდ ის, რომ გ------- გ------აძეს, შემთხვევის ადგილზე მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია, მაგრამ ამ ქმედებისათვის კ-------------–---–ის ბრალეულობა დადასტურებული ვერ იქნა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ კ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა. ისინი, მათ შორის პოლიციელთა ჩვენებები, თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს.
პალატის აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა გამართლებულ კ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-31 მუხლიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ-------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - გ----–-----–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი კ-------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
კ-------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
კ-------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია. გამართლებულ კ-------------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, სიგარეტის ნამწვები, მინის ბოთლი, გ------- გ------აძის გვამის ნიმუშები, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.
გ------- გ------აძის პერანგი, ჯინსის შორტი, მობილური ტელეფონი და აკუმულატორი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩუსტები - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე