განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
020100118002432427
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100118002432427

საქმე №1/ბ-393-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - მ------ ქ------ის,ადვოკატის - პ---–- კ------ის

მსჯავრდებულის - თ------ ა-----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ შ------ ძე ა-----ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზუგდიდის რაიონი სოფელი რ----.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით თ------ ა-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წელს, ზუგდიდის რაიონში, თ------ ა-----მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1947 წლის ნიმუშის „A--” მოდელის, 7--- მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 2018 წლის 19 აპრილს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---ში, სოფელ რ----სა და რ---ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, თ------ ა----- თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ნისან სერენას“ მარკის, სახელმწიფო ნორმით X------ ავტომობილით მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, 1947 წლის ნიმუშის, ,,A--” მოდელის, 7---მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით თ------ ა----- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ------ ა-----ს განესაზღვრა 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 19 აპრილიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული თ------ ა----- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ---- ს-----ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ცვლილება იქნეს შეტანილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენში თ------ ა-----ს სასარგებლოდ და დანიშნული სასჯელის 1/3 ჩაეთვალოს პირობით, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

 

პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ თ------ ა-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ---–- კ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ------ ქ------ეს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა თ------ ა-----ს მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მსჯავრდებულ თ------ ა-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2018 წლის 19 აპრილის თ------ ა-----ს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 20 აპრილის N---- ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების: ი-----–- ფ-----ს, დ----- კ-----–---–--ს, ი-----–- ჩ-----–--ს, ფ------- ც-----ს და ლ---- უ---–---ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ თ------ ა-----ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (მსჯავრდებული და მისი ადვოკატი) ითხოვენ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის 1/3 -ის პირობითად ჩათვლას.

 

მსჯავრდებულ თ------ ა-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ სასჯელის დანიშვნა აღნიშნული მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად მოხდეს, სახეზე უნდა გვქონდეს სამი პირობა: 1. ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); 2. ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს; 3. თანამშრომლობს გამოძიებასთან. თუ აღნიშნულიდან ერთ-ერთი პირობა არ გვაქვს სახეზე, სასჯელის დანიშვნა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაუშვებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, თ------ ა-----მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა იგი წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ------ ა----- 2018 წლის 19 აპრილს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---ში, სოფელ რ----სა და რ---ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ნისან სერენას“ მარკის, სახელმწიფო ნორმით X------ ავტომობილით მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, 1947 წლის ნიმუშის, ,,A--” მოდელის, 7---მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რა დროსაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იგი შეჩერებულ იქნა სამართალდამცავების მიერ და მისი ავტომანქანის ჩრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ------ ა-----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლის თაობაზე.

 

ამასთან, სასამართლო ყურდღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თ------ ა-----ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით) განსაზღვრული აქვს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ------ ა-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ------ ა----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ------ ა-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თ------ ა-----ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 19 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ქარხნული წესით დამზადებული, 1947 წლის ნიმუშის, ”A--” მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი №--------, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

”ნისან სერენას”მარკის სახელმწიფო ნომრით X-------- ავტომობილი, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს თ------ ა-----ს ოჯახს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე