განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
080100118002337245
ინსტანცია
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080100118002337245

საქმე №1/ბ-777-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

პროკურორ - დ--------------------ას

ადვოკატის - თ-------–----ას

მსჯავრდებულ - ზ------------–---–ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-------–-------------–---–ის მიმართ დაბადებული 1--- წლის 25 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თერჯოლის რაიონის სოფელ ს-------–ი; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, რ. თ------–---–-------------ში.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ოჯახში ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა ზ------------–---–მა 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში ქუთაისში, რ.თ------–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (რამოდენიმეჯერ მოქაჩა თმებში) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ხ----------------–--ეს. ძალადობის შედეგად ხ---------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, ზ------------–---–ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 (რვა) თვე და 14 (თოთხმეტი) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ზ------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ-------–----ას მიერ, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ზ------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ--------–---–ის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა. დაცვის მხარე ასევე თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა მტკიცებულებითი სტანდართი, რასაც წარმოადგენს ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაშიც იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იძლევა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტებს - მსჯავრდებულ ზ------------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - თ-------–----ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

მოწინააღმდეგე მხარეს, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ--------------------ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ხ----------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ივლისიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ზ------------–---–თან, ისინი ქირით ცხოვრობდნენ ქალაქ ქუთაისში, თ------–---–-------/19-ში. 2018 წლის 6 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, მთელი დღის მუშაობის და გადატვირთული რეჟიმის გამო ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინა და არ გაუგია როგორ გატეხა მისმა მეუღლემ შემოსასვლელი კარი და შევიდა სახლში. დაზარალებულის განმარტებით ზ--------–---–მა ის გააღვიძა, დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მოქაჩა თმებში, რითაც ძალიან შეშინდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზ----ს უთხრა, რომ თავს თუ არ დაანებებდა პოლიციაში დარეკავდა, თუმცა ეს უკანასკნელი მუქარამ არ შეაკავა, უფრო მეტიც, ცდილობდა ჩაქუჩის გამოყენებით გაეტეხა ტელეფონი, რათა ხ----------------–--ეს არ შეძლებოდა პოლიციაში დარეკვა. ამ კონფლიქტური სიტუაციის შემდეგ, დაახლოებით 0400 საათზე, როდესაც ზ------------–---–ს ჩაეძინა, მან დარეკა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ბ--------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 თებერვალს, 112-დან შევიდა შეტყობინება, ინიციატორი იყო მოქალაქე ხ----------------–--ე, რომელიც აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული გამოძიება, ხოლო შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი დ---------------ის და გ----------------ის შემადგენლობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ოპერატიული ჯგუფის წევრების განმარტებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მხოლოდ შესასვლელი კარის სახელური იყო მოტეხილი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით დაზიანებული უნდა ჰქონოდა ზ------------–---–ს. თავად შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა სისტემატური სატელეფონო კავშირი ჰქონდა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებთან, მათ მიერ ადგილზე იქნა შეფასებული სიტუაცია და მიიღეს გადაწყვეტილება ზ------------–---–ის დაკავების შესახებ. ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის მეოთხე განყოფილებაში.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის - დ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 0400 საათზე შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მოქალაქე ხ----------------–--ე ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების შესვლისთანავე, დაუყოვნებლივ, თავად და მისი მეწყვილე გ----------------ე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ქუთაისში, თ------–---–--------ში. ადგილზე მისულებს სახლში შესასვლელი კარი დახვდათ დაზიანებული, სახლში იმყოფებოდნენ გამოძახების ინიციატორი ხ----------------–--ე და მისი მეუღლე ზ------------–---–ი. ქალბატონი იყო ძალიან განერვიულებული და პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მასმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოქაჩა თმაში და მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ------------–---–ი პოლიციელების თანდასწრებითაც ცდილობდა მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა და მოხდა მისი ადგილზე დაკავება.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის - გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 თებერვალს იგი იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 0400 საათზე შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად ქალაქ ქუთაისში, თ------–---–--------ში მოხდა ოჯახური ძალადობა და დახმარებას ითხოვდა მოქალაქე ხ----------------–--ე. აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ თანამშრომელ დ---------------ესთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე სამსახურებრივი ავტომანქანით. სახლში მისულებს დახვდათ დაზარალებული ხ----------------–--ე, რომელიც იმყოფებოდა განერვიულებულ მდგომარეობაში და მათ განუმარტა, რომ მეუღლემ ზ------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა, იგი ითხოვდა დახმარებას. ზ------------–---–ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ზ---- მარუაშვილი დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის ექსპერტის - ნიკოლოზ სართანიას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 თებერვალს იგი შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ ბ--------–---ასთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ქალაქ ქუთაისში თ------–---–--------ში, ადგილზე მისულებს სახლში დახვდათ ქალბატონი, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მეუღლემ ზ------------–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ქალბატონმა თანხმობა განაცხადა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე, რის შემდგომაც დაიწყეს დათვალიერება. მისი ფუნქცია იყო შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება და შესაბამისი საგნების ამოღება. სახლში შესასვლელი კარის საკეტი იყო დაზიანებული, მოტეხილი იყო სახელური, რაც აღბეჭდილ იქნა ფოტოზე და შემდგომ გადაეგზავნა გამომძიებელს.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 თებერვალს გამოძიება დაიწყო ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - ქუთაისში, რ.თ------–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ------------–---–ის მიერ მეუღლის ხ----------------–--ისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

2018 წლის 6 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში, რ------------–-----------------–-, სადაც არის ხ------- კინაველიძის საცხოვრებელი ბინა. ბინას აქვს ხის კარები, რომლის საკეტი არის დაზიანებულ მდგომარეობაში, კერძოდ აღნიშნული კარების საკეტი არის დამტვრეული, მოტეხილი აქვა სახელურები და საკეტი გულა.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2018 წლის 6 თებერვალს 0030 საათზე მოძალადე (ზ---- მ------–--–-ა) მსხვერპლს (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ----------------–--ეს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ორდერი ხელმოწერილია მსხვერპლის ხ----------------–--ის და პატრულ-ინსპექტორ ბ-----–------ის მიერ.

ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებისას, 2018 წლის 6 თებერვალს 06:25 საათზე ზ------------–---–ს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით ზ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით ზ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება). მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიუ-რი, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, და მისი შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში.

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ------------–---–ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თითქოს, ზ------------–---–ის ხ----------------–--ეზე არ უძალადია, და იმას, რომ რთულია გარედან იმ კარის გატეხვით გაღება, რომელიც გარეთ იღება, რაც დაცვის მხარის მხრიდან ზ---------–---–ის მიერ კარის გატეხვის უარყოფას ნიშნავს - აღნიშნული გარემოებები, არ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რის გამოც პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.

მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში მსჯავრდებულ ზ------------–---–ის მიერ, ხ----------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად პალატას მიაჩნია დაზარალებულ ხ----------------–--ის ჩვენება, დაზარალებულის ჩვენებას ასევე ამყარებს მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლების - დ---------------ის და გ----------------ის ჩვენებები, რომლითაც დგინდება, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ზ------------–---–ი პოლიციელების თანდასწრებით ხ----------------–--ეს მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ცდილობდა ამ უკანასკნელისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დასტურდება, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ზ------------–---–ისაგან ხ----------------–--ის მიმართ არაერთჯერ ჰქონდა ადგილი. წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვისა მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ზ------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------–----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ზ------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 (რვა) თვე და 14 (თოთხმეტი) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ზ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე