განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210019002467449
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-148-19 01 მაისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ა---–----–--ე, მ--------- ზო----–--- მ--- მუ--–--ე ლ---- შ----- რ---–---- შ-----
დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა შელახეს მისი პირადი არაქონებრივი უფლებები, კერძოდ, მედიასაშუალებებით გაავრცელეს მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური ცნობები, რაც მიმართულია მოსარჩელის დისკრედიტაციისაკენ. მოპასუხეთა ცილისწამებები სავალდებულო თმენის ფარგლებს ძალიან გასცდა, მათი მიზანმიმართული ქმედებები უკვე ზღვარს გადასულია და მოსარჩელის მძიმე ემოციური განცდების მინიმუმამდე დასაყვანად აუცილებელს ხდის ხელყოფილი არაქონებრივი უფლებების დაცვას სამართლებრივი მექანიზმებით. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხეებმა, იმავე საინფორმაციო საშუალებებით უარყონ, მათ მიერ გავრცელებული არასწორი ცნობები. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეეებმა სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის გამო და აღნიშნეს, რომ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ვერ შეფასდება ცილისწამებად, მოსარჩელის სახელის გამტეხ განცხადებებად. მათი მხრიდან გამოხატული იქნა მოსარჩელის მიმართ აზრი იმგვარად, რომ სრულად შეესაბამება საჯარო პირის მიმართ აზრის გამოხატვის უფლების ფარგლებს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ლ---- შ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე ა---–----–--ეს დაევალოს: 2.1. ტელეკომპანია ,,რ-------------ის გადაცემა შ------------------ს საშუალებით, 2--------- წელს გამოქვეყნებული ცნობის უარყოფა ტელეკომპანია ,,რ-------------ის გადაცემა შ------------------ს მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის შესახებ; 2.2. საინფორმაციო სააგენტო ,,ლ---------’’-ს საშუალებით, 18.05.2--- წელს გამოქვეყნებული ცნობის უარყოფა საინფორმაციო სააგენტო ,,ლ---------’’-ს მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის შესახებ; 2.3. რადიო ,,ა--------’’-ს ვებგვერდის საშუალებით, 18.05.2--- წელს გამოქვეყნებული ცნობის უარყოფა რადიო ,,ა--------’’-ს ვებგვერდის მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის შესახებ. 3. მოპასუხე მ--------- ზო----–---ს დაევალოს: 3.1. ტელეკომპანია ,,რ-------------ის გადაცემა შ------------------ს საშუალებით, 2--------- წელს და გადაცემა კურიერის მეშვეობით, 18.05.2--- წელს გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა ტელეკომპანია ,,რ-------------ის იმავე საშულებების მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის, ასევე, ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის შესახებ; 3.2. საინფორმაციო სააგენტო ,,მ------------’’-ს საშუალებით 18.05.2--- წელს გამოქვეყნებული ცნობის უარყოფა საინფორმაციო სააგენტო ,,მ------------’’-ს მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ, კონტრაბანდის კონტროლის შესახებ; 4. სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 5. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოსარჩელე ლ---- შ-----, სადავო პერიოდში იყო ა--–---------------------------–-------------------------------–------–--–----------------------–----–-------------------–----------- მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუ------------ი. შესაბამისად, იგი წარმოადგენს საჯარო პირს. 2.2. მოპასუხე ა---–----–--ე არის ,,ე-----------–------–---------------------------------------------–--- ხ--–---------–ი, ხოლო მოპასუხე მ--------- ზო----–--- - ,,ე-----------–------–------------------------------–---------------–-------------–--ს ხ--–---------–ი. შესაბამისად, ისინი არიან საჯარო პირები. 2.3. 2--- წლის 28 აპრილს, გადაცემა ,,შ-----------------ში“, მოპასუხე ა---–----–--ემ, ს--------–-----------------------------------ი რეგიონში კონტრაბანდული სიგარეტის კონტრაბანდის მფარველად დაასახელა და განაცხადა: ,,ეს არის კონკრეტული ჯგუფი შე----–--ს ხ--–---------–ობით, დ----- შე----–--ს ხ--–---------–ობით, შე----–-- მარტო არ მოქმედებს, შე----–--ს ყავს ე.წ. კრიშა ამ შემთხვევაში, გუ------------ ლ---- შ-----ს სახით". იმავე გადაცემაში, მოპასუხე მ--------- ზო----–--- ამტკიცებს: ,,მათი (ლ---- შ-----, დ----- შე----–--) მთავარი ამოცანა იყო, კონტრაბანდული სქემების აწყობა აფხაზეთიდან და ამ სქემებში ცხადია მონაწილეობდნენ აფხაზი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები. კონტრაბანდა ციდან არ ვარდება, კონტრაბანდა გადმოაქვთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან და იქ, რომ გამოიაროს ამ ტვირთმა ამას სჭირდება აქტიური მონაწილეობა იქ არსებული ფაქტობრივი ძალების, ოკუპანტების, რუსი ოკუპანტების და აფხაზი სეპარატისტების კონკრეტული დაჯგუფებების და მათ აქვთ ერთმანეთში მჭიდრო კავშირი, ხდება ამ ბიზნესიდან თანხების გაყოფა და არიან პირდაპირი მეწილეები, პარტნიორები ამ საქმიანობაში". 2.4. 2--- წლის 18 მაისს, მ--------- ზო----–---მ, ტელეკომპანია ,,რ-------------ის ეთერში განაცხადა შემდეგი: ,,ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად უნდა დაიკითხოს გუ------------ი და თუ გამოძიება იქნება ობიექტური და ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ცხადია, მას დააპატიმრებენ. ინტენსიური გამოძიების წარმოების შემთხვევაში მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში გუ------------ი შ----- უნდა დააპატიმრონ, იმისთვის, რომ ის არის უშუალოდ კონტრაბანდის მფარველი". 2.5. 2--- წლის 18 მაისს, საინფორმაციო სააგენტო ,,მ------------’’-ში გამოქვეყნდა მოპასუხე მ--------- ზო----–---ს შემდეგი შინაარსის განცხადება: „ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად უნდა დაკითხოს გუ------------ი და თუ გამოძიება იქნება ობიექტური და ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ცხადია, მას დააპატიმრებენ. ინტენსიური გამოძიების წარმოების შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში გუ------------ი შ----- უნდა დააპატიმრონ იმისთვის, რომ ის არის უშუალოდ კონტრაბანდის მფარველი”. 2.6. 2--- წლის 18 მაისს, საინფორმაციო სააგენტო ,,ლ---------ს’’ მეშვეობით, გავრცელდა „ნ-–------–--------------------------------------------ციის ხ--–---------– ა---–----–--ის განცხადება, რომელიც საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და მას კითხვები კონტრაბანდის გავრცელებაში გუ------------ ლ---- შ-----ს მონაწილეობის შესახებ დაუსვეს. კონკრეტულად, ა---–----–--ემ განაცხადა: „კითხვები ძირითადად ეხებოდა კონტრაბანდას და სქემაში გუ------------ შ-----ს მონაწილეობას. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მასაც დაიბარებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა და შესაბამისად, დაველოდებით ამ საქმის მიმდინარეობას. კონტრაბანდა არის ტოტალური. ბაზარში, რომ კონტრაბანდული საქონელი იყიდება, მაღალი თანამდებობის პირების და უშუალოდ გუ------------ის მფარველობის გარეშე შეუძლებელია. მტკიცებულებების მოძიება კი უკვე ფინანსური პოლიციის ვალდებულებაა. ასეთი სქემა 90-იან წლებშიც მოქმედებდა და მასში მონაწილეობდა შ------შე----–--სთან ერთად, ობიექტური გამოძიების პირობებში დარწმუნებული ვარ, რომ გუ------------ი შ----- აუცილებლად აღმოჩნდება გისოსებს მიღმა“. 2.7. 2--- წლის 18 მაისს, რადიო ,,ა--------ს’’ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა „--------- ნ-–------–--------------------------------------------ციის ხ--–---------–ის, ა---–----–--ის განცხადება ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დაბარების თაობაზე. მან განაცხადა: „კითხვები ეხებოდა კონტრაბანდას და ამ სქემაში გუ------------ის მონაწილეობას. მე მათ ვუთხარი სამეგრელოში ტოტალური კონტრაბანდული საქონლის შემოტანისა და გასაღების შესახებ. ჩვენი პრეროგატავა არ არის მტკიცებულებების მოძიება. ჩვენ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმურ ეჭვს. შ------შე----–-- სწორედ ამ სქემით მოქმედებნენ 90-იან წლებში და თუ გამოძიება ობიექტური იქნება, გუ------------ი უნდა დააკავონ“. 2.8. ნასამართლობის შესახებ ცნობითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ლ---- შ----- არ არის ნასამართლევი და არც ძებნაში იმყოფება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31.5-ე; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10; სამოქალაქო კოდექსის მე-18; ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ბ“ი“კ“ პუნქტებზე, მე-7.5, მე-14, მე-19 მუხლებზე; ,,ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2.1,,უ“ მუხლზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირია. ხოლო მოპასუხეები არიან საზოგადოების აქტიური წევრები, ცნობადი პიროვნებები. საზოგადოებრივ ასპარეზზე მათი აზრი იწვევს საზოგადოებრივ ყურადღებას, რაც უდავოდ აქცევს მხარეებს საჯარო პირებად. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე დავობს რამდენიმე ეპიზოდზე, ამდენად, მოპასუხის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ თითოეულ განცხადებაზე, მის ადრესატს ცალ-ცალკე წარმოეშობა სასარჩელო მოთხოვნის უფლება ცილისწამებასთან დაკავშირებით, საიდანაც კანონით დადგენილი 100 დღის გასვლის შემდგომ, სარჩელი მოპასუხის მითითების შესაბამისად, ხდება ხანდაზმული. 2.10. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2--- წლის 28 მაისს. შესაბამისად, 2--- წლის 24 აპრილსა და 18 მაისს გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე სარჩელი ხანდაზმული არ არის. ასეთ შემთვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებს, თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). აღნიშნული აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 2.11. ფაქტისა და აზრის გამიჯვნისათვის აუცილებელია გამიჯვნის კრიტერიუმების დადგენა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მინიმალურ სტანდარტს აწესებს აზრისა და ფაქტის გამიჯვნისათვის, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. თავად აზრის დეფინიცია მოცემულია ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. 2.12. სასამართლომ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის გამომხატველი უფლება, იგი შეიძლება შეიზღუდოს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, მასში ჩარევა გამართლებულია. ჩარევის მიზანია ერთი ან მეტი ინტერესის ან ღირებულების დაცვა, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა სხვათა რეპუტაცია და სხვა უფლებები. ერთ-ერთი ასეთი უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპსა და დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს. დანაშაულის დადგენა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მოპოვებულ მტკიცებულებებს. 2.13. მოპასუხეები არ უარყოფენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში ასახული და მათი მხრიდან გავრცელებული სადავო განცხადებები (ამ გადაწყვეტილების 2.3-2.7 პუნქტები) გაკეთებულია, როგორც მოპასუხე ა---–----–--ის, ისე მ--------- ზო----–---ს მიერ. განცხადებებში, ა----–----–--ის მსჯელობა ეხება ლ---- შ-----ს მიერ, სიგარეტის კონტრაბანდის მფარველობას, ხოლო მ--------- ზო----–---ს პოზიცია მოიცავს მსჯელობას, როგორც მითითებული ფაქტის, ისე ლ---- შ-----ს ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული პუბლიკაციები და სატელევიზიო ეთერები მიუთითებენ მასზედ, რომ მოპასუხეები მოსარჩელეს აბრალებენ კონკრეტული დანაშაულის ჩადენას და შესაბამისად, განცხადებებით გამოცემული ფაქტები არ არის მოკლებული ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს. მოპასუხეთა გამონათქვამები კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავს, მოპასუხე მხარე მტკიცებით ფორმაში ადანაშაულებს მოსარჩელეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისად, განცხადებების დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ განაჩენის არარსებობის პირობებში, ასეთი განცხადებები აშკარად ლახავს მოსარჩელის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. 2.14. აღნიშნული მსჯელობის დასაბუთებისთვის, სასამართლომ მიუთითა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევა, შეიძლება გამოიხატოს ღვარძლიან კრიტიკაში, რომელიც სცილდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და მიზნად ისახავს ადრესატის ღირსების შელახვას. პატივისა და ღირსების შელახვას, ასევე ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მესამე მხარისადმი მიმართვისას, ერთი ადამიანი, მეორის ღირსებას, რეპუტაციას ან მდგომარეობას მოიხსენიებს იმგვარი ფორმით, რომ ამცირებს პირს მოქალაქეთა თვალში, იწვევს სიძულვილს ან ზიზღს. ამდენად, პირს დაცვის უფლება ენიჭება მაშინ, როდესაც დისკრედიტირებულია მისი საზოგადოებრივი რეპუტაცია. მართალია, კრიტიკის ფარგლები პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოხელეების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო ფიზიკური პირების მიმართ, მაგრამ კრიტიკამ არ უნდა გადალახოს საზღვარი, რომელიც დადგენილია „სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის“ დასაცავად (იხ. საქმე №3კ-337-02 25 ივნისი, 2002 წელი). 2.15. სხვა საქმეზე, როდესაც სტატიის ავტორი (განმცხადებელი) უთითებდა ფაქტებს და ირწმუნებოდა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა დანაშაული, საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს, რომ ამ ფაქტების ჭეშმარიტების დადასტურება, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებითაც, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France ). შეუძლებელია, თუნდაც სამოქალაქო საქმეზე, პირს იმის მტკიცება მოეთხოვებოდეს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, ამ ინფორმაციის შემცველი განცხადება ცილისმწამებლურია და ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას (იხ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, №ას-1011 -972-2016, 26 ივლისი, 2017 წელი). 2.16. საქმეში, იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი და სანდო მტკიცებულება, რაც 2--------- წლიდან შეუქმნიდა მოპასუხეს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის ფარგლებში ჩამოყალიბებულ აზრს, მოსარჩელის მხრიდან კონტრაბანდის მფარველობის, ასევე ამ უკანასკნელის ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის შესახებ-წარმოდგენილი არ არის. ამრიგად, მოპასუხეთა ბრალდებები მოსარჩელის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, წარმოადგენენ მტკიცებას ფაქტის შესახებ, რაც ვერ მოექცევა აზრის გამოხატვის დაცულ კატეგორიაში და მიჩნეულ უნდა იქნეს მოსარჩელის, როგორც საჯარო პირის მიმართ ცილისწამებად, რადგან განაჩენის გარეშე ისინი წარმოადგენენ არსებითად მცდარ ფაქტებს, ხოლო ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცველი გარემოებები საქმეზე არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ვალდებულება, უარყონ 2--------- წელს და 18.05.2--- წელს, მათ მიერ გავრცელებული ცნობები (ამ გადაწყვეტილების 2.3-2.7 პუნქტები).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეები, თითქოსდა მტკიცებით ფორმაში ადანაშაულებენ მოსარჩელეს კონტრაბადისტების მფარველობაში, თუმცა შეფასების გარეშე დატოვა მოპასუხეთა კონტექსტის ის ნაწილი, სადაც, ა---–----–--ე სვამს კითხვას: „რანაირად შეიძლება კონტრაბანდა გამოდიოდეს 4 ბლოკპოსტს, კონტრაბანდით დატვირთული მანქანები შემოდიოდნენ ხიდზე, გადიოდნენ ქართული მხარის კონტროლს და ქართული საგუშაგოები ვერ ამჩნევდნენ კონტრაბანდული საქონლის გადმოტანას, გაუგებარია“. აღნიშნული კონტექსტი ცალსახად მიუთითებს მითითებული აზრის ერთიანობაზე, რაც ობიექტური დამკვირვებლისათვის ლოგიკური არგუმენტების და დასკვნის სხვა შესაძლებლობას არ იძლევა, რადგან მოპასუხე წარმოადგენდა უშუალოდ პასუხისმგებელ პირს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. 3.2. არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რომ იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი და სანდო მტკიცებულება, რაც 2--------- წლიდან შეუქმნიდა მოპასუხეს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის ფარგლებში ჩამოყალიბებულ აზრს მოსარჩელის მხრიდან კონტრაბანდის მფარველობის, ასევე ამ უკანასკნელის ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის შესახებ, წარმოდგენილი არ არის. ასეთი მითითებისათვის სასამართლოს, მინიმუმ უნდა ემსჯელა საქმეში არსებულ საეთერო ჩანაწერის იმ კადრებზე, რომლითაც ცალსახად დადასტურებულია, რომ სამეგრელოს რეგიონში ღია და თავისუფალ მიმოქცევაშია კონტრაბანდული საქონელი, იყიდება ბაზარში, რაც უდაოს ხდის სამეგრელოში კონტრაბანდული საქონლის არსებობას. ასევე, სათანადო შეფასება უნდა მიეცა თავად მოსარჩელე მხარის მიერ, იმავე სიუჟეტში გაკეთებული კომენტარისათვის, სადაც იგი ფაქტობრივად ადასტურებს კონტრაბანდული საქონლის არსებობას, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. აღნიშნული ფაქტები სადავო არ გამხდარა მოსარჩელე მხარის მიერ და პირდაპირ კავშირიშია მოსარჩელის მიმართ აზრის ჩამოყალიბებასთან. 3.3. სასამართლომ არასწორად მოახდინა მტკიცების ტვირთის გადანაწილება, რადგან განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსაჩელის მხარეს არის მტკიცების ტვირთი, დაადასტუროს მის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების მცდარობა. საქმეში, გარდა მოპასუხის განმარტებებისა, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა რეგიონში კონტრაბანდული საქონლის არსებობის ფაქტებს, გუ------------ის პასუხისმგებლობის ფარგლებს, აღნიშნული ფაქტების აღკვეთის პროცესში მის მონაწილეობას და ა.შ. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ცილისწამების განსაზღვრასთან დაკავშირებით (№ას-1278-1298-2011), რომლის მიხედვითაც, ცილისწამების განსაზღვრისათვის აუცილებელი პირობაა ფაქტისა და მოსაზრების (აზრის) გამიჯვნა, ვინაიდან ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ კანონის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და, შესაბამისად, შეფასებითი მსჯელობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად. 3.5. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სარჩელი საფუძვლიანია, თუ სახეზეა შემდეგი კუმულატიური პირობები: 1. თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ; 2. ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა; 3. განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. კუმულატიური პირობები გულისხმობს, რომ საჭიროა მათი ერთდროულად არსებობა, პასუხისმგებლობის დადგომისათვის. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მითითებული სამი გარემოებიდან ვერ დაასაბუთა ვერც ერთი. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი 3.6. სასამართლომ დაადგინა რომ ორივე მხარეს წარმოდგენილი პირები არიან საჯარო პირები. მოპასუხეები არიან პოლიტიკოსები, რომელთა პირდაპირი ფუნქცია არის გააკეთონ ამა თუ იმ ფაქტის შეფასება და ანალიზი. მოპასუხეებმა საზოგადოების ყურადღება გაამახვილეს უდაო ფაქტებზე, კერძოდ, კონტრაბანდული საქონლის არსებობაზე, რომელსაც არ ებრძვის და არ აღკვეთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. შესაბამისად, მოპასუხეებს სრულიად ლოგიკურად ჩამოუყალიბდათ ადგილობრივ ხელისუფლებაზე და მის ხ--–---------–ზე ის აზრი, რაც დაფიქსირებული იქნა სიუჟეტში, სადაც ასევე აფიქსირებენ, რომ ფაქტების გამოძიების ლეგიტიმაცია გააჩნია საგამოძიებო უწყებებს და მოუწოდებენ მათ გამოიძიონ ფაქტები და ამ ფაქტების უკან მდგარი პირები. 3.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიერ გაკეთებული განცხადებებები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ცილისწამებად, მით უფრო, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობად.
4. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხ--–---------–ობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ---- შ-----ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.8. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.9-2.16 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს კონსტუციის 31.5-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი; სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი; ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ბ“ი“კ“ პუნქტები, მე-7.5, მე-14, მე-19 მუხლები; ,,ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2.1,,უ“ მუხლი და აპელანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს პირადი არაქონებრივი უფლებებიდან. მხარეთა შორის სადავოა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატის შესაფასებელია, მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არის თუ არა მოსარჩელისათვის, სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. 4.4. იმის გადასაწყვეტად, მოპასუხეების გამონათქვამები შეიცავენ, თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოპასუხეთა მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“, თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისათვის კი უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა, გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი. დამტკიცების თვალსაზრისით სპეციალური კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს „აზრისა“ და „ფაქტის“ სფეროს. აზრს, როგორც გონებითი სფეროს რეზულტატს/შედეგს დამტკიცებასავალდებულო ფაქტობრივ გარემოებათა წრიდან გამორიცხავს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,აზრი ეს არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახის ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამდენად, ვიდრე სასამართლო იმსჯელებს სადავო სტატიის და ინტერვიუს შინაარსის სინამდვილესთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და მათი დამტკიცების ვალდებულებაზე, უნდა გაირკვეს სადავო სტატიის და ინტერვიუს შინაარსის - სადავო გამონათქვამების ფაქტის სფეროსთან რელ----ტურობა და მათი დამტკიცების პროცესუალური სავალდებულობა. 4.5. პალატა არ იზიარებს აპელანტი მხარის მტკიცებას, რომ გავრცელებულ სადავო განცხადებებში მათ გამოხატეს, მხოლოდ თავიანთი შეხედულება-აზრი, რაც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა მოსარჩელის მიერ პატივისა და ღირსების შელახვად მიჩნეული ამ გადაწყვეტილების 2.3-2.7 პუნქტებში ასახული, ა---–----–--ის და მ--------- ზო----–---ს მიერ, ტელეკომპანია ,,რ----------“-ში, საინფორმაციო საშუალება ,,ლ--------–-“, საინფორმაციო სააგენტო ,,მ-----------–-“, რადიო ,,ა--------ს“ ვერგვერდზე გამოქვეყნებული გამონათქვამები და მიაჩნია, რომ სადავო განცხადებებში აპელანტებს თავისი დამოკიდებულება კი არ გამოუხატავთ ლ---- შ-----ს მიმართ, არამედ მიუთითეს კონკრეტულ მოვლენებზე, ფაქტებზე, რომლებსაც მათი შეხედულებით ,,ნამდვილად“ ჰქონდა ადგილი, კერძოდ, ლ---- შ-----ს მიერ კონტრაბანდის კონტროლის, ასევე ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის თაობაზე. აღნიშნული გამონათქვამები შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, ე.ი. მათი როგორც დადასტურება, ასევე უარყოფაც სავსებით შესაძლებელია. 4.6. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. ის ფაქტი, ჩაიდინა თუ არა მოსარჩელემ დანაშაული, უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული შემაჯამებელი აქტით. მოსარჩელემ (შეზღუდვის ინიციატორი) სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები (ნასამართლობის შესახებ ცნობა, მხარეთა ახსნა-განმარტებები), რომლითაც დადგენილია, რომ ლ---- შ----- არ არის ნასამართლევი და არც ძებნაში იმყოფება, ხოლო საქმეში სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც ზემოხსენებული დანაშაულებრივი გარემოებების ნამდვილობა დადგინდებოდა, არ არსებობს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებმა, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე ბრალი დასდეს მოსარჩელეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში და გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისი სახელის გამტეხი განცხადებები. 4.7. ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-14 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისთვის, რომ დადგეს პასუხისმგებლობა ცილისწამების გამო, აუცილებელია: 1. სადავო განცხადება იყოს ფაქტების შემცველი; 2. უნდა იყოს დამაჯერებელი, ისეთი, რომ ადამიანმა, რომელიც სრულყოფილად არ იცნობს საქმის ვითარებას, სარწმუნოდ მიიჩნიოს იგი; 3. უნდა იყოს შეურაცხმყოფელი; 4. განცხადებაში უნდა ხდებოდეს პირის „იდენტიფიცირება“, თან არ არის აუცილებელი, პირდაპირ იყოს დასახელებული ის პირი, რომლის შესახებაც კეთდება განცხადება. საკმარისია, რომ ადამიანთა ჯგუფისათვის სავსებით ნათელი იყოს და, ზოგადად, ეჭვს არ იწვევდეს, თუ ვის ეხება იგი; 5. განცხადებაში მითითებული ფაქტები უნდა იყოს სიცრუე 6. აღნიშნული, განცხადებაში მითითებულ პირს, უნდა აყენებდეს ზიანს. 4.8. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტებს, მართებულად მიეთითა, რომ მოპასუხეები, ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის, წარმოადგენდნენ საჯარო პირებს, მათი აზრი, უთუოდ, ახდენს მნიშვნელოვან გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მათდამი მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. ამდენად, საჯარო პირებისაგან ლ---- შ-----ს მისამართით პატივის, ღირსებისა და განსაკუთრებით საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებით, დისკრედიტირებული იქნა მოსარჩელის საზოგადოებრივი რეპუტაცია, რაც ცდება საჯარო პირის მიერ თმენის ვალდებულების ფარგლებს და პირს ენიჭება დაცვის უფლება. ვინაიდან, გავრცელებული განცხადებები იყო ფაქტების შემცველი, დამაჯერებელი, შეურაცხმყოფელი, შეეხო, უშუალოდ, მოსარჩელეს და ზიანი მიაყენა მას, შესაბამისად, სახეზეა ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა კომპონენტი. 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია-დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ა---–----–--ის და მ--------- ზო----–---ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ლ---- შ-----ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ა---–----–--ის და მ--------- ზო----–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ა---–----–--ის და მ--------- ზო----–---ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150-150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა---–----–--ის და მ--------- ზო----–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე