განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
080100118002323831
ინსტანცია
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080100118002323831

საქმე №1/ბ-818-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - გ-------------ის

გამართლებულის - კ-----------–------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ-------------------------–------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქუთაისი, ტ------–-------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ---------–--------–-------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ-----------–------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 2330 საათზე, კ-----------–------ემ თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, რ---------–----------–-------------ში თავის მეუღლეს, ლ--–---------ეს მათი არასრულწლოვანი შვილის - გ-------–-------–------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და შუბლის არეში, ასევე წაქცეულს ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც ლ--–---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1- ოქტომბრის განაჩენით კ-----------–------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1- ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ-----------–------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მიუხედავად დაზარალებულის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარე თვლის, რომ კ-----------–------ის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს კ-------–------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ-------------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ კ-----------–------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, მეუღლემ - დაზარალებულმა ლ--–---------ემ ისარგებლა მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, კ-----------–------ის წინააღმდეგ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 იანვარს, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებული შეტყობინების საფუძველზე, ინსპექტორ-გამომძიებელ დ---------------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც, დახვდათ ლ--–---------ე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირეწლოვანი შვილი და განუმარტა მათ, რომ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ, ასევე პოლიციის თანამშრომლებს აჩვენა მის სახეზე არსებული სიწითლეები. აღნიშნული დაზიანებები ეტყობოდა ლოყაზე და თვალის არეში. ამის შემდგ დაზარალებულმა მიუთითა ეზოში მყოფ პიროვნებაზე, რომელიც იყო მისი ქმარი, რომელმაც მიაყენა აღნიშნული დაზიანებები. მოწმე ს---------------ემ მიუთითა, რომ აღნიშნულ პიროვნებას განემარტა თავისი უფლება- მოვალეობები, მოხდა მისი ადგილზე დაკავება და გადაყვანა პოლიციის პირველ განყოფილებაში. ასევე განმარტა, რომ ადგილზე ყოფნის დროს რამოდენიმეჯერ შეაგინა ბრალდებულმა კ-----------–------ემ მის მეუღლეს, ფიზიკური ძალადობის შემსწრე კი თავად არ ყოფილა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 იანვარს, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ინსპექტორ-გამომძიებელ ს---------------ესთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც დახვდათ ქალბატონი ლ--–---------ე, რომელმაც განუმარტა მათ, რომ მისმა მეუღლემ კ-----------–------ემ, მათი არასრულწლოვანი შვილის გ-------–-------–------ის თანდასწრებით მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, ლ--–---------ემ მათ აჩვენა მის სახეზე არსებული სიწითლეები, აღნიშნული დაზიანებები ეტყობა ლოყაზე, ასევე თვალის არეში. მოწმის განმარტებით ამ დროს სახლის ეზოში შემოვიდა მამაკაცი, რომელზედაც ლ--–---------ემ მიუთითა მათ, რომ აღნიშნული პირი იყო მისი მეუღლე - კ-----------–------ე, რომელმაც მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს, მისი თანდასწრებით კ-----------–------ემ მეუღლეს - ლ--–---------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც, დაკავებული იქნა ადგილზევე და გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით იგი ფიზიკური ძალადობის შემსწრე არ ყოფილა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის დ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 იანვარს დაიწყო გამოძიება ლ--–---------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული ლ--–---------ე, ასევე, გააცნო კ-----------–------ეს დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, გამოკითხა მოწმის სახით ბრალდებული კ-----------–------ე. მოწმის განმარტებით პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, ლ--–---------ე ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. როდესაც გამოკითხა დაზარალებული ლ--–---------ე მას დაზიანებები ეტყობა სახის არეში.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ინსპექტორ-გამომძიებლის გ-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის იანვრის თვეში პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომლის ავტორიც იყო ლ--–---------ე. მოწმის განმარტებით აღნიშნულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლები და დანიშნული იქნა ექსპერტიზები.

 

საქმეში არსებული, N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 20.01.2018წ. 1405-1413 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--–---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს”.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტ - მ-------------–--ის მიერ დადასტურებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით კ-----------–------ის მიერ, მეუღლის - ლ--–---------ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად ლ--–---------ემ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.

მართალია საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თუმცა ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: ს---------------ის; დ---------------ის; დ---------------ის და გ-----------------–---–ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ლ--–---------ის მონათხრობს, მეუღლის კ-----------–------ის მხრიდან მის მიმართ ძალადობისა ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - ლ--–---------ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) კ-----------–------ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა კ-----------–------ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი კ-----------–------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

კ-----------–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

კ-----------–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს ირინა ახვლედიანს (პირადი N-----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

გამართლებულ კ-----------–------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე