განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2019
საქმის ნომერი
110100118002692359
ინსტანცია
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110100118002692359

№1/ბ-14-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-----------------------------–---–ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონის სოფელ ა-–-------ში.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით დ---------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 1830 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ა-–-------ში, ა----------ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ---------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კ--------------–---–სა და ი----------–----ეს. კერძოდ, ვედრო დაარტყა კ--------------–---–ს ცხვირის არეში, რის შემდეგაც, განაგრძო ძალადობა და ი----------–----ეს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, ასევე კისერში მოუჭირა ხელი. დ---------------–---–ის ქმედებით ი----------–----ემ და კ--------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 1830 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ა-–-------ში, ა----------ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ---------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქვა ესროლა შ--------------–---–ს, რომელიც მას მოხვდა თავის არეში და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დ---------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა, შთანთქა სხვა სასჯელი და საბოლოოდ დ---------------–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) ერთი წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - რ-----------–----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - კ---------------–---–ის, შ--------------–---–ის და ი----------–----ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების პ---------------–---–ის, კ--------------–---–ის და ა----------ას გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N---------- N--------- და N--------- დასკვნებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ დ---------------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის რ-----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დ---------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

დ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დ---------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელი და საბოლოოდ დ---------------–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) ერთი წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

დ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სათლი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე