განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
080100118002403371
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002403371

საქმე №1/ბ-342-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - დ------- ვ----------იას,მსჯავრდებულის - თ------ ქ------ის,ადვოკატის - ი-----–- შ-----–-ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) თ------ ნ--------ს ძე ქ------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი №5----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქუთაისი, კ---–----ის მე-2 შესახვევი N10, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, მ------–-–---–ის ქ. N11/23;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ ქ------ემ ჩაიდინა:

 

1.1 .ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილის გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელებლის რეალური შიში;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა თ------ ქ------ემ 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, ნ----- ქ. N40გ, ბინა N76-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი შვილის ლ--- ქ------ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი მეუღლის დედას, თ--- ბ------ეს, კერძოდ, შეაგინა და ხელი დაარტყა მას მარჯვენა მხრის არეში, რითაც თ--- ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, ნ----- ქ. N40გ ბინა N76-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში თ------ ქ------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი მეუღლის დედას, თ--- ბ------ეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენით თ------ ქ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 03 თვის ვადით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით, თ------ ქ------ეს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული თ------ ქ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულს შეუმსუბუქდეს სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცავებს არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

 

პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ თ------ ქ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-----–- შ-----–-ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ------- ვ----------იას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა თ------ ქ------ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ------ ქ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა თ------ ქ------ემ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილი ბრალდების არცერთ ეპიზოდში და განმარტა, რომ მან შემთხვევის დღეს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის სიდედრს, თ--- ბ------ეს.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდიათ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა.

 

მსჯავრდებულ თ------ ქ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოსსსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ--- ბ------ის გამოკითვის ოქმით, მოწმეების: თ---- ქ------ის და ლ--- ქ------ის გამოკითხვის ოქმებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ თ------ ქ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებულ) ითხოვს შეუმსუბუქდეს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

 

თ------ ქ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ თ------ ქ------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება;

 

სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა თ------ ქ------ემ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, წარსულში იგი ნასამართლევია ოჯახური ძალადობისათვის (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი), ასევე სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შემაკავებელ ორდერს, რომლითაც დასტურდება თ------ ქ------ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი თ--- ბ------ის მიმართ და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად არ მიაჩნია მიზანშეწონილად გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულ თ------ ქ------ის სასიკეთო ცვლილება, მით უფრო, მის მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თ------ ქ------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი თ------ ქ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ------ ქ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენი თ------ ქ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

თ------ ქ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით, უფრო მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ნაკლებად მკაცრი სასჯელიდან 03 (სამი) თვე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

თ------ ქ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე