განაჩენი

სისხლის სამართლის 04.01.2019
საქმის ნომერი
010100115794165
ინსტანცია
თარიღი
04.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010100115794165

საქმე №1/ბ-679-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები მარინა სირაძე

ვერა დოლიძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - დ--------------–ის

ადვოკატების - მ--–-----------ის და ნ---------------–--ის მონაწილეობით,გამართლებულების - გ-------–--ის და ე-------------–--------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------–---------–--ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაუოჯქახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქობულეთის რაიონი, დ--------------ი, დ------–-----–-------ში. ე----------–----–---------–--------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაუოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქობულეთის რაიონი, დ--------------ი, თ---------------ში.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, გ-------–--ეს და ე-------------–--------ს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1994 წლის 08 სექტემბერს, დაახლოებით 0100 საათზე, გ-------–--ე, წინასწარი შეთანხმებით ე-------------–--------თან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა ქობულეთის რაიონში, სოფ. მუხაესტატეში არსებულ ჩაის პლანტაციებში დ--------------იდან დაბა მუხაესტატეს მიმართულებით გამავალ საავტომობილო გზაზე. დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოინდომა ა-–------------------–--კოს კუთვნილი ავტომანქანის და ფულადი თანხის წართმევა, მაგრამ დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს, რის შემდეგ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ე-------------–--------ი და გ-------–--ე ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის (1961 წლის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდნენ.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ--------------–მა, რომელიც ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას, ე-------------–--------ისა და გ-------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (1961 წლის რედაქცია) და სასჯელის 12 (თორმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტს - პროკურორ დ--------------–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

მოწინააღმდეგე მხარეს - გამართლებულ ე-------------–--------ისა და გ-------–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს - მ--–-----------ეს და ნ---------------–--ეს, რომლებმაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ე-------------–--------ისა და გ-------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე-------------–--------ისა და გ-------–--ის მიმართ წარმოდგენილი არ არის არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მათი სანდოობისა და შესახებობის თვალსაზრისით საკმარისია დასკვნისათვის, რომ გამართლებულებმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

1994 წლის 08 სექტემბრის შეტყობინების საფუძველზე, ქობულეთის შს რაიგანყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლით, ყაჩაღობის ფაქტზე.

1994 წლის 08 სექტემბრის შეტყობინების ოქმის თანახმად, დ--------------ში უცნობმა პირებმა ა-–-----------------–--კოს წაართვეს მანქანა.

1994 წლის 08 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად ,,ოჩხამურის ნაძვებში" ნაპოვნი ა-–-----------------–--კოს მანქანიდან ამოღებული იქნა საოჯახო დანა.

1994 წლის 08 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--- აქტის თანახმად, ა-–------------------–--კოს აღენიშნება ნაჟენთები, ნაკაწრები, ნაჭდევები და ჭრილობები, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ---------–-–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1994 წლის 7 სექტემბერს დაახლოებით ღამის 0100 საათზე როდესაც ქუჩაში იდგა თავის მეგობრებთან ერთად ამ დროს გაჩერდა ა/მანქანა ვაზ. 24 მარკის, საიდანაც გადმოვიდა გ-------–--ე, იკითხა თუ სად ცხოვრობდა ა-------------------ე და მათ თხოვა დაეძახათ ა--------ათვის. ამის შემდეგ გ--- შევიდა ა------თან და მათ 3-4 წუთი ისაუბრეს. მოწმის განმარტებით იგი თავის მეგობრებთან ერთად როდესაც გამოვიდა ა-------------ის ბინიდან დაინახა, რომ ვაზ. 24 მარკის ა/მანქანასთან გ---ს ელოდებოდა 2 პიროვნება. ერთი იყო მაღალი სქელი მამაკაცი, ხოლო მეორე დაბალი ტანის ბიჭი. გ--- გამოვიდა გარეთ, ჩაჯდა ა/მანქანაში და სამივენი წავიდნენ. რაც შეეხება ყაჩაღობის ფაქტს, მოწმის განმარტებით მისთვის უცნობია მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირთა ვინაობა და იგი მომხდარი ფაქტის შემსწრე პირი არ არის.

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1994 წლის 7 სექტემბერს იქეიფა მეგობრებთან ერთად და როდესაც სახლში ბრუნდებოდა მისი ნაცნობი გ-------–--ე შეხვდა, რომელთან ერთადაც ბეტონის ცეხში მუშაობდა და იქედან იცნობდა. მოწმის განმარტებით გ---მ მას კითხა თუ სად იყო ა-------------------ე და თხოვა დაეძახებინა ა--------ათვის. ა-------- დაძახების შემდეგ იგი წავიდა სახლში. გ-------------------ემ მიუთითა, რომ იგი ე-------------–--------ს არ იცნობს და არც მომხდარი ყაჩაღობის თაობაზე არაფერი არ იცის.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის ბინაში მეზობლად ცხოვრობდა ე-------------–--------ი. მოწმის განმარტებით მან მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ ე----–--------ს და გ-----–--ეს ჩადენილი უნდა ჰქონოდათ ტაქსისტის დაყაჩაღება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე--------–-----------კის ჩვენებით დადგენილია, რომ 8-9 წლის იქნებოდა როდესაც ჩვენება მისცა გამოძიებას, ე-------------–--------ი მისი ბიძაა და უფროსებისგან გაიგო, რომ მან ყაჩაღობა ჩაიდინა გ-------–--ესთან ერთად, ხოლო ამ ამბის შემდეგ ბიძამისი - ე-------------–--------ი და მისი მეგობარი გ-------–--ე საერთოდ არ უნახავს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ტ---------–-----------კის ჩვენებით დადგენილია, მან მეუღლისაგან და შემდგომში პოლიციელებისაგან შეიტყო, რომ მისმა ძმამ - ე-------------–--------მა და გ-------–--ემ ჩაიდინეს დანაშაული - ყაჩაღობა, ორივე მათგანს ეძებდა პოლიცია და მათ სახლში ისინი შესამოწმებლად დადიოდნენ.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია, რომლის მიხედვითაც თითქოს გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება გ-------–--ის და ე-------------–--------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება ე-------------–--------ისა და გ-------–--ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. ასევე არცერთი მოწმის მიერ მიცემულ, არც სასამართლოში და არც წინასწარი გამოძიების დროს ჩვენებებში არ არის მითითებული რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია იმას, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რითაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ე-------------–--------მა და გ-------–--ემ ჩაიდინეს რაიმე დანაშაული.

განსახილველ შემთხვევაში ე-------------–--------ისა და გ-------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე განხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მათი დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც სააპელაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომლითაც ე-------------–--------ი და გ-------–--ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საქმის სასამართლოში განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე, მთავარია, ამ მტკიცებულებათა წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება წონადი და შემავსებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაც ე-------------–--------ისა და გ-------–--ის ბრალეულობას დაადასტურებდა.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 496-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ ე-------------–--------მა და გ-------–--ემ დანაშაული ჩაიდინეს. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ისინი უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (1961 წლის რედაქცია).

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ე-------------–--------ისა და გ-------–--ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების და პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენი ე-------------–--------ისა და გ-------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ე-------------–--------ი და გ-------–--ე ცნობილი იქნან უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდნენ.

გამართლებულებს ე-------------–--------სა და გ-------–--ეს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

 

მოსამართლეები: მარინა სირაძე

 

ვერა დოლიძე

 

ას