განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002621583
საქმე №2ბ/610-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი – გ-----ა მ--------ა
წარმომადგენელი - მ------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე------ მ--------ი
წარმომადგენელი - გ-------–------–--ე
გასაჩივრებული გადაწყევტილება - თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი –ალიმენტის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით გ-----ა მ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა ქორწინება გ-----ა მ--------ას (დაბადებული: 1987 წლის 25 ოქტომბერს, პირადი N1----------) და ე------ მ--------ს (დაბადებული: 1979 წლის 17 თებერვალს, პირადი N0----------) შორის, რეგისტრირებული 2010 წლის 18 ნოემბერს, აქტის ჩანაწერი N8----------. მოპასუხე ე------ მ--------ს (პირადი N0----------), დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - ვ--–---ი მ--------ის (დაბადებული 2007 წლის 17 ივნისს, პირადი N0----------) და ა------------ას (დაბადებული 2008 წლის 19 ივლისს, პირადი N0---------9) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, თითოეულზე 100-100 (ასი - ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 06 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. გ-----ა მ--------ა და ე------ მ--------ი 2004 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 18 ნოემბერს. მხარეებს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: ვ--–---ი მ--------ი (დაბადებული 2007 წლის 17 ივნისს) და ა------------ა (დაბადებული 2008 წლის 21 ივლისს).
2.2. მოსარჩელე გ-----ა მ--------ას და მოპასუხე ე------ მ--------ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. გ-----ა მ--------ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს;
2.3. მხარეებს, გ-----ა მ--------ას და ე------ მ--------ს შორის, დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხე ე------ მ--------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, გამოიცა შემაკავებელი ორდერები 2017 წლის 16 დეკემბერს და 2018 წლის 16 აგვისტოს 30 (ოცდაათი) დღის ვადით; შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ ე------ მ--------ი თავის მეუღლეზე, გ-----ა მ--------აზე, ოჯახური ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ-----ა მ--------ას აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება;
2.4. მოპასუხე ე------ მ--------მა, 2018 წლის 05 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–--------------–ა. ს--------–---------ა (40), N40 ბ (ს/კ N0---------------) გაასხვისა ს--------------ზე და ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, გ-----ა მ--------ას 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 346.25 ლარს, თებერვლის თვეში - 593.08 ლარს, მარტის თვეში - 595.31 ლარს, აპრილის თვეში - 587.93 ლარს, მაისის თვეში - 648.75 ლარს, ივნისის თვეში - 624.96 ლარს, ივლისის თვეში - 618.61 ლარს და აგვისტოს თვეში - 865.41 ლარს;
2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, ე------ მ--------ს 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 750 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 500 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 504.8 ლარს.
2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მოპასუხე ე------ მ--------ს 2018 წლის იანვრის თვიდან არ უფიქსირდება შემოსავლების მიღება. ე------ მ--------ის განმარტებით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების (მიიღო ხერხემლის დაზიანება) გამო, არ შეუძლია ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ამიტომ, მოცემული ეპატისთვის იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;
2.9. არასრულწლოვან ვ--–---ი მ--------ს და ა------------ას აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვ--–---ი მ--------ის დიაგნოზია: ,,ბარძაყის ძვლის არასრულწლოვნების ოსტეოქონდროზი“. მას აწუხებს ტკივილები ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში. რენტგენოლოგიურად გამოხატულია ორმხრივი პერტესის დაავადება. მას ჩატარებული აქვს სამედიცინო გამოკლევები და ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა. არასრულწლოვან ა------------ას აქვს მხედველობის პრობლემა, იგი ატარებს სათვალეს და მისი მკურნალობა ასევე დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან.
2.10. არასრულწლოვანი ბავშვები, ვ--–---ი მ--------ი და ა------------ა სწავლობენ საჯარო სკოლაში. ისინი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, ასევე, ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
გ-----ა მ--------ა და ე------ მ--------ი დაქორწინდნენ 2010 წლის 28 ნოემბერს. მხარეები მანამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ვ--–---ი მ--------ი (დაბადებული 2007 წლის 17 ივნისს) და ა------------ა (დაბადებული 2008 წლის 21 ივლისს).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეებს, გ-----ა მ--------ა და ე------ მ--------ი შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.
მოპასუხე ე------ მ--------მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი, გ-----ა მ--------ას და ე------ მ--------ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
2.12. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე გ-----ა მ--------ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: ვ--–---ი მ--------ი (დაბადებული 2007 წლის 17 ივნისს) და ა------------ა (დაბადებული 2008 წლის 21 ივლისს).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. „ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ-----ა მ--------ას და ე------ მ--------ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. გ-----ა მ--------ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს. მოსარჩელე გ-----ა მ--------ა დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, გ-----ა მ--------ას 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 346.25 ლარს, თებერვლის თვეში - 593.08 ლარს, მარტის თვეში - 595.31 ლარს, აპრილის თვეში - 587.93 ლარს, მაისის თვეში - 648.75 ლარს, ივნისის თვეში - 624.96 ლარს, ივლისის თვეში - 618.61 ლარს და აგვისტოს თვეში - 865.41 ლარს.
სასამართლოს შეფასებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან ვ--–---ი მ--------ს და ა------------ას აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვ--–---ი მ--------ის დიაგნოზია: ,,ბარძაყის ძვლის არასრულწლოვნების ოსტეოქონდროზი“. მას აწუხებს ტკივილები ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში. რენტგენოლოგიურად გამოხატულია ორმხრივი პერტესის დაავადება. მას ჩატარებული აქვს სამედიცინო გამოკლევები და ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა. ამასთან, ა------------ას აქვს მხედველობის პრობლემა, იგი ატარებს სათვალეს და მისი მკურნალობა ასევე დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. არასრულწლოვანი ვ--–---ი მ--------ი გარკვეული პერიოდი მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოსარჩელე მხარეს არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც სამუშაოდ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მასაც მოუწია საქართველოში დაბრუნება.
სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახდების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, ე------ მ--------ს 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 750 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 500 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 504.8 ლარს.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მოპასუხე ე------ მ--------ს 2018 წლის იანვრის თვიდან არ უფიქსირდება შემოსავლების მიღება. ე------ მ--------ის განმარტებით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების (მიიღო ხერხემლის დაზიანება) გამო არ შეუძლია ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ამიტომ მოცემული ეპატისთვის იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. თუმცა მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოპასუხე მხარე თანახმაა, ორივე შვილის ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 100 (ასი) ლარი. სასამართლომ განმარტა, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, ვ--–---ი მ--------ი და ა------------ა სწავლობენ საჯარო სკოლაში. ისინი, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ვერ იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რაც მნიშვნელოვანია როგორც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, ასევე, ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ გაიზიარა მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი, მაგრამ მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნებოდა თვეში თითოეულისათვის 100-100 (ასი-ასი) ლარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მოპასუხითვის ალიმენტის სახით დაკისრებული თანხა არ არის საკმარისი არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მით უფრო იმ პირობებში, რომ ბავშვებს აქვთ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და მუდმივად საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ გ-----ა მ--------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გ-----ა მ--------ა და ე------ მ--------ი 2004 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 18 ნოემბერს. მხარეებს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: ვ--–---ი მ--------ი (დაბადებული 2007 წლის 17 ივნისს) და ა------------ა (დაბადებული 2008 წლის 21 ივლისს).
გ-----ა მ--------ას და მოპასუხე ე------ მ--------ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. გ-----ა მ--------ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს;
მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხე ე------ მ--------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, გამოიცა შემაკავებელი ორდერები 2017 წლის 16 დეკემბერს და 2018 წლის 16 აგვისტოს 30 (ოცდაათი) დღის ვადით; შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ ე------ მ--------ი თავის მეუღლეზე, გ-----ა მ--------აზე, ოჯახური ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ-----ა მ--------ას აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება;
მოპასუხე ე------ მ--------მა, 2018 წლის 05 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–--------------–ა. ს--------–---------ა (40), N40 ბ (ს/კ N0---------------) გაასხვისა ს--------------ზე და ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ;
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, გ-----ა მ--------ას 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 346.25 ლარს, თებერვლის თვეში - 593.08 ლარს, მარტის თვეში - 595.31 ლარს, აპრილის თვეში - 587.93 ლარს, მაისის თვეში - 648.75 ლარს, ივნისის თვეში - 624.96 ლარს, ივლისის თვეში - 618.61 ლარს და აგვისტოს თვეში - 865.41 ლარს;
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, ე------ მ--------ს 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 750 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 500 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 504.8 ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მოპასუხე ე------ მ--------ს 2018 წლის იანვრის თვიდან არ უფიქსირდება შემოსავლების მიღება. ე------ მ--------ის განმარტებით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების (მიიღო ხერხემლის დაზიანება) გამო, არ შეუძლია ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ამიტომ, მოცემული ეპატისთვის იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;
არასრულწლოვან ვ--–---ი მ--------ს და ა------------ას აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვ--–---ი მ--------ის დიაგნოზია: ,,ბარძაყის ძვლის არასრულწლოვნების ოსტეოქონდროზი“. მას აწუხებს ტკივილები ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში. რენტგენოლოგიურად გამოხატულია ორმხრივი პერტესის დაავადება. მას ჩატარებული აქვს სამედიცინო გამოკლევები და ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა. არასრულწლოვან ა------------ას აქვს მხედველობის პრობლემა, იგი ატარებს სათვალეს და მისი მკურნალობა ასევე დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან.
არასრულწლოვანი ბავშვები, ვ--–---ი მ--------ი და ა------------ა სწავლობენ საჯარო სკოლაში. ისინი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, ასევე, ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის;
4.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხე ე------ მ--------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახადი ოდენობა არასაკმარისია.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს ბავშვის რჩენის ვალდებულება აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
პალატა შენიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011).
პალატა შენიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.
როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის შეცვლა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.
პალატა შენიშნავს, რომ მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017.). პალატა შეიშნავს ასევე, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი აპელანტზეა გადატანილი, მამა აქტიურად არ/ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის - გ-----ა მ--------ას საცხოვრებელი ადგილით, დადგენილია ისიც, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ არის დასაქმებული, არ აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნების ზრდასთან ერთად იზრდება იმ აუცილებელი მინიმუმის ოდენობა, რაც მათი ნორმალური აზღდა-განვითარებისთვის არის საჭირო, ასევე - ისინი საჭიროებენ გამუდმებულ სამედიცინო მკურნალობას, სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა თითოეული არასრულწოვანის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 150-150 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, ალიმენტის განსაზღვრა აღნიშნულ ოდენობამდე ადექვატურია და წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვნების განათლებისთვის, მათი ჯანმრთელობისა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ არის საჭირო. შესაბამისად, არასრულწლოვნების საჭიროებებისათვის დანახარჯების მშობლებს შორის პროპორციულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე------ მ--------ს ალიმენტის სახით 150-150 ლარის დაკისრება გონივრული და მიზანშეწონილია.
4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გ-----ა მ--------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და ე------ მ--------ს არასრულწლოვანი შვილების - ვ--–---ი და ა------------ების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე------ მ--------ს არასრულწლოვანი შვილების - ვ--–---ი და ა------------ების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 06 ნოემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე. ამდენად, დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს (300x12) 3600 ლარით, ხოლო, სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 7%-ით, რაც შეადგენს ჯამში 252 ლარს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 39-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის (სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა) ნახევარს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ შემთხვევაში 126 ლარით უნდა განისაზღვროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-----ა მ--------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე ე------ მ--------ს (პირადი N0----------), დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: ვ--–---ი მ--------ის (დაბადებული 2007 წლის 17 ივნისს, პირადი N0----------) და ა------------ას (დაბადებული 2008 წლის 19 ივლისს, პირადი N0---------9) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, თითოეულზე 150-150 (ას ორმოცდაათ-ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 06 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
4. ე------ მ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 126 ლარის გადახდა.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი