განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
820210117002160311
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 8202101170021603-1

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-84-19 01 მაისი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,მ------–- 2-’’ ლ---- მა----–--ე თ------ ვა--–----ე ნ------- ბო-–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2010 წლის 07 მაისს, ლ---- მს---–--ემ, 100%-იანი წილის ფლობით დააფუძნა შპს ,,მ------–- 2-".

2012 წლის 12 ივნისს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს და შპს ,,მ------–- 2-"-ის დამფუძნებელსა და დირექტორს-ლ---- მს---–--ეს შორის გაფორმდა მიზნობრივი ხელშეკრულება N---------, რომლის შესაბამისად, შპს ,,მ------–- 2-"-ს, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხ--–----------------–----–------------------------ი, სადაც, 2013 წლის 20 მაისს უნდა აშენებულიყო რესტორანი და სასტუმრო.

2014 წლის 03 ოქტომბერს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლითაც, შპს ,,მ------–- 2-", ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 7000 ლარით, ხოლო მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2015 წლის 01 ივნისამდე.

შპს ,,მ------–- 2-"-ის დამფუძნებელი დირექტორი-ლ---- მს---–--ე 2013-15 წლებში, სისტემატიურად, სესხის სახით მისგან იღებდა თანხებს, რომლის ოდენობამ 2015 წლის 5 იანვარს შეადგინა 2-0 000 აშშ დოლარი.

ლ---- მს---–--ემ სესხად აღებული ფული დახარჯა შპს ,,მ------–- 2-"-ის საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთზე რესტორნის, სასტუმროს, კოტეჯების, სპორტული მოედნის მოსაწყობად, რომლის აშენებაც დასრულდა 2015 წელს და შევიდა ექსპლუატაციაში.

მხარეთა მოლაპარაკების შედეგად, ლ---- მს---–--ემ თავისი ხელით შეადგინა ხელწერილი თ------ ვა--–----ის მიმართ დავალიანების არსებობის შესახებ, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 5 იანვარს. ხელწერილი დადასტურდა შპს ,,მ------–- 2-"-ის ბეჭდით.

2016 წლის 5 იანვარს, შპს ,,მ------–- 2-"-ის დირექტორმა ლ---- მს---–--ემ არ შეასრულა ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება და სესხად აღებული თანხა არ დააბრუნა. ამასთანავე, ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით ფორმალურად, ცხრა ლარად გაასხვისა რამდენიმე მილიონად ღირებულ შპს-ს წილი.

ამჟამად, შპს ,,მ------–- 2-"-ის 100%-იანი წილის მფლობელი არის შ--–--- ბე----ე, თუმცა ლ---- მს---–--ე კვლავაც დირექტორია და გააჩნია ვალდებულებები.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან შპს ,,მ------–- 2-“-ს სესხი არ აუღია, შესაბამისად, იგი არის არასათანადო მოპასუხე. სათანადო მოპასუხე ლ---- მს---–--ეა, ვინაიდან, მან, სესხი პირადად აიღო, როგორც ფიზიკურმა პირმა, რასაც ადასტურებს ხელწერილის შინაარსი. აღნიშნულ ხელწერილზე იურიდიული პირის ბეჭდის დასმა არ შეიძლება სამართლებრივად განხილული იქნეს სესხის მიღების დასტურად.

ლ---- მს---–--ეს აღნიშნული თანხა კომპანიის საქმიანობისათვის არ გამოუყენებია, მისი მშენებლობისათვის მთლიანი თანხები გაიღო შპს ,,მ------–- 2-"-ის ამჟამინდელმა 100%-იანი წილის მფლობელმა შ--–--- ბე----ემ.

ამდენად, სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე შპს ,,მ------–- 2-“-ის დირექტორმა ლ---- მს---–--ემ განმარტა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა აღებული სესხი თ------ ვა--–----ისაგან 150 000 დოლარის ოდენობით, რაზეც ყოველთვიურად იხდიდა პროცენტს. ძირითადი ვალი გადაიხადა. ამჟამად დარჩენილია 70000 დოლარამდე, მაგრამ ეს არის, არა შპს ,,მ------–-ს“, არამედ შპს ,,ბ----------“ ვალი.

რაც შეეხება ხელწერილს, ის დაწერა ფორმალურად, რადგან თ------ ვა--–----ეს სჭირდებოდა სხვა მევალისათვის საჩვენებლად. თ------ ვა--–----ე არის მისი მეგობარი, ენდობოდა და რასაც ის ეტყოდა ნებისმიერ თანხას დაუწერდა. მისთვის უცნობია, თუ როგორ მოხდა მის პირად ვალზე დაწერილ ხელწერილზე შპს ,,მ------–-ს“ ბეჭდის დასმა. შესაძლებელია, ის თავად თ------ ვა--–----ეს დაესვა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. თ------ ვა--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე, შპს ,,მ------–- 2-“-ს (ს/კ 4--------), თ------ ვა--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2-0 000 (ორას ორმოცაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; 3. მოპასუხე, შპს ,,მ------–- 2-“-ს (ს/კ 4--------), თ------ ვა--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 3000 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარის, სულ 3050 ანაზღაურება. 4. სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,მ------–- 2--ს" აეკრძალა, თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ხ--–----------------------------–----------- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, დარჩა უცვლელად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2010 წლის 07 მაისს, ლ---- მს---–--ემ, 100%-იანი წილის ფლობით დააფუძნა შპს ,,მ------–- 2-" (ს/კ 4--------). 2015 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ლ---- მს---–--ემ, შპს ,,მ------–- 2-"-ის 100%-იანი წილიდან, 45 % 9 ლარად მიყიდა მ--- მა------ეს. 2016 წლის 8 თებერვალს, მ--- მა------ემ თავის კუთვნილი 45 % წილი გაუფორმა შ--–--- ბე----ეს, ხოლო ლ---- მს---–--ემ დარჩენილი 55%-დან, 5 % წილი უსასყიდლოდ გადასცა შ--–--- ბე----ეს, რის შედეგადაც, შპს ,,მ------–- 2-"-ის 50%-50% წილის მესაკუთრეები გახდნენ შ--–--- ბე----ე და ლ---- მს---–--ე. 2017 წლის 23 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ლ---- მს---–--ემ, შპს ,,მ------–- 2-“-ის კუთვნილი 50% წილი უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში შ--–--- ბე----ეს. სარჩელის აღძვრის დროისათვის, შპს ,,მ------–- 2-“-ის 100 % წილის მესაკუთრე არის შ--–--- ბე----ე, დირექტორი - ლ---- მს---–--ე. 2.2. 2012 წლის 12 ივნისს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს და შპს ,,მ------–- 2-"-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, ლ---- მს---–--ეს შორის გაფორმდა მიზნობრივი ხელშეკრულება N---------, რომლის შესაბამისად, შპს ,,მ------–- 2-"-ს, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხ--–----------------–----–------------------------ი, სადაც 2013 წლის 20 მაისს უნდა აშენებულიყო რესტორანი, კოტეჯი და სპორტული მოედანი, სადაც დასაქმდებოდა 20 ადამიანი. 2013 წლის 20 დეკემბერს ცვლილება შევიდა 12.06.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტში და ნასყიდობის საგანს დაემატა 3676 კვ.მ, ს.კ. 2----------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხ--–----------------–----–-------------------------. 2014 წლის 3 ივნისის და 03 სექტემბრის ცვლილებებით, მიზნობრივად გაყიდულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანის ვადა, საბოლოოდ გაგრძელდა 2015 წლის 01 ივნისამდე. ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი. შპს ,,მ------–- 2-"-ის საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთზე რესტორნის, სასტუმროს, კოტეჯების, სპორტული მოედნის მშენებლობა და მოწყობა დასრულდა 2015 წელს და შევიდა ექსპლუატაციაში. 2.3. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგინდა, რომ შპს ,,მ------–- 2-“-ის ანგარიშზე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ლ---- მს---–--ის მიერ შეტანილი იქნა 20 ლარი და 50 100 აშშ დოლარი. 2.4. 2015 წლის 5 იანვარს, ლ---- მს---–--ემ, თ------ ვა--–----ისათვის შეადგინა ხელწერილი, სადაც დააფიქსირა: ,,მე ლ---- მს---–--ემ სესხად ავიღე თ----- ვა--–----ისაგან 2-0 000 დოლარი. დახურვა მოხდება 5.01.16.“ ხელწერილი დამოწმებული იქნა შპს ,,მ------–- 2-“-ის ბეჭდით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 3-6-ე, 3-7-ე, 361-ე, 623-ე, 62--ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან, ამასთან მოცემული დავის ფარგლებში სადავოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. თ------ ვა--–----ის მიერ, ლ---- მს---–--ეზე 2-0 000 აშშ დოლარის გადაცემა. 2. თ------ ვა--–----ის მიერ გაცემული სესხის თანხის შპს „მ------–- 2-“-სათვის გადაცემა და ლ---- მს---–--ის მიერ აღნიშნული თანხის შპს ,,მ------–-სათვის“ გამოყენების ფაქტი. 3. ლ---- მს---–--ის მიერ გაცემულ სესხის ხელწერილზე, შპს ,,მ------–- 2-“-ის ბეჭდის დასმის ფაქტი. 2.6. მტკიცების ტვირთის განაწილების თვალსაზრისით სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ------–- 2-“-ისათვის სესხად თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცება უნდა დაკისრებოდა თ------ ვა--–----ეს; შპს ,,მ------–- 2-“-ს უნდა დაემტკიცებინა, რომ სესხი შპს-ზე არ გაცემულა და ეს იყო კერძო პირებს შორის დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ლ---- მს---–--ეს უნდა დაემტკიცებინა, რომ სესხის თანხა არ იყო 2-0 000 აშშ დოლარი და თანხა, რასაც იგი აღიარებდა მოხმარდა შპს ,,ბ----------“. 2.7. მხარეთა განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ განმარტა: მართალია, სადავო ხელწერილში მითითებული იქნა, რომ ლ---- მს---–--ემ სესხად აიღო აღნიშნული თანხა, თუმცა ნების გამოვლენის განმარტებით ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სესხის ხელწერილზე დასმული შპს „მ------–- 2-“-ის ბეჭედი, ასევე შპს ,,მ------–- 2-“-ის ანგარიშზე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით ლ---- მს---–--ის მიერ 20 ლარის და 50 100 აშშ დოლარის შეტანის დოკუმენტები ადასტურებდა, რომ 2-0 000 აშშ დოლარი თ------ ვა--–----ის მიერ, ლ---- მს---–--ეზე, როგორც შპს ,,მ------–- 2-“-ის დამფუძნებელსა და დირექტორზე, შპს „მ------–- 2-“-ის საქმიანობისათვის იქნა გადაცემული, რომლის გადახდის ვადა იყო 2016 წლის 5 იანვარი. 2.8. გაზიარებული არ იქნა, ლ.მს---–--ის მითითება, რომ სესხი იყო შპს ,,ბ----------“ საქმიანობისათვის აღებული, ვინაიდან ხელწერილზე დასმული არ იყო შპს ,,ბ----------“ ბეჭედი, ხოლო ამ ფაქტის დამადასტურებელი სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომ ნასესხები თანხები ხმარდებოდა შპს ,,ბ----------“, წარმოდგენილი არ ყოფილა. 2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ სესხად ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ, შპს “მ------–- 2-“-საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, შპს “მ------–- 2-“ ვალდებული იყო თანხა დაებრუნებინა. ვინაიდან, შპს “მ------–- 2-“-მა მისი დირექტორის სახით დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს “მ------–- 2-“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მ------–- 2-“-ის მიმართ სარჩელი საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ---- მს---–--ემ თ------ ვა--–----ისაგან 2-0 000 აშშ დოლარი სესხად აიღო, როგორც "შპს "მ------–- 2-"–ის დამფუძნებელმა და დირექტორმა. სასამართლოს მსჯელობა, რომ სესხის ხელწერილზე დასმული საზოგადოების ბეჭედი არის კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელი-არასწორია. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების თანახმად, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაამტკიცოს, რომ მან სესხი ნამდვილად საზოგადოებას გადასცა და არა ფიზიკურ პირს. სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი მტკიცებულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი დაავალა მოპასუხე მხარეს, რითაც დაარღვია მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპი. 3.2. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. ამდენად, სადავო ხელწერილზე მისი დასმით რაიმე ფაქტის მტკიცება შეუძლებელია. გარდა ამისა, მოპასუხე თავიდანვე შეედავა ხელწერილზე შპს "მ------–- 2-"–ის ბეჭდის არსებობის ფაქტს და განმარტა, რომ მისთვის უცნობია, თუ როგორ მოხდა ხელწერილზე აღნიშნული ბეჭედი. თ------ ვა--–----ე არის ლ.მს---–--ის მეგობარი, სისტემატურად იმყოფებოდა მასთან ოფისში, იცოდა რომ ბეჭედი ინახებოდა დაუცველ ადგილას და სრული შესაძლებლობა ჰქონდა მასვე დაესვა. ამ მოცემულობაში, თ------ ვა--–----ე იყო ვალდებული დაემტკიცებინა, მის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილ ხელწერილზე არსებული ბეჭედი, ნამდვილად ლ---- მს---–--ის მიერ, რომ იყო დასმული. 3.3. ხელწერილში ცალსახად და გასაგებად არის მითითებული, რომ სწორედ ფიზიკურმა პირმა, ლ---- მს---–--ემ აიღო სესხი თ----- ვა--–----ისაგან 2-0 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი. ხელწერილის ჩანაწერი არის კატეგორიული, მისი შინაარსი არ შეიცავს საეჭვო ან ბუნდოვან გამონათქვამებს და არ იძლევა სხვაგვარად ინტერპრეტაციის საფუძველს. მასში არ არის მითითებული, რომ ლ---- მს---–--ემ სესხი აიღო როგორც შპს „მ------–- 2-“–ის დირექტორმა და დამფუძნებელმა. 3.4. ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოსდა ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ ნასესხები თანხები ხმარდებოდა შპს "ბ----------". აღნიშნულ საკითზე თავად ლ---- მს---–--ემ დამაჯერებლად განმარტა, რომ თ------ ვა--–----ე მისი ახლო მეგობარია, რომელსაც 2009 წელს შესთავაზა მისი საკუთარი დანაზოგი თანხები ჩაედო პარტნიორ ფირმაში-შპს „----------–-“ თხევადი გაზის შეძენა–რეალიზაციის მიზნით, საიდანაც ყოველთვიურად იღებდა ძირი თანხის 5%–ს. ასევე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა, შპს "ბ----------" ბუღალტერმა მ-----–- ნი---ემ დაადასტურა, რომ იგი ყოველთვიურად პირადად გადასცემდა თ------ ვა--–----ეს შპს 'ბ----------" პარტნიორებისათვის გადაცემული სესხის 5%–ს, რომლის რაოდენობა საერთო ჯამში 2-0 000 აშშ დოლარზე მეტი იყო. 3.5. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ---- მს---–--ის მიერ მიღებული სესხის თანხები არ გახარჯულა შპს "მ------–- 2-"–ის საქმიანობისათვის, გარდა ლ---- მს---–--ის, მოწმე მ-----–- ნი---ის და შპს "მ------–- 2-"–ის ამჟამინდელი მფლობელის – შ--–--- ბე----ის განმარტებისა, დადასტურებულია აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს "მ------–- 2-"–ის ანგარიშზე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით შეტანილია შემდეგი თანხები: შ--–--- ბე----ის მიერ-2-7 202 ლარი, 19 245 ევრო და 8 000 აშშ დოლარი, რომელსაც სწორედ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ გადაეცა საკუთრებაში შპს "მ------–- 2-"-ის წილი, ხოლო ლ---- მს---–--ის მიერ 2012 წლის აპრილის თვეში – 2- 50 აშშ დოლარი და 2012 წლის მაისის თვეში – 2- 50 აშშ დოლარი ანუ, სესხის აღებამდე ორი წლით ადრე და არა 2014–2015 წლებში. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასამართლოს მცდელობა, სესხად აღებული თანხები დაუკავშიროს შპს "მ------–- 2-"–ის ანგარიშზე ლ---- მს---–--ის მიერ შეტანილ თანხებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შპს ,,მ------–- 2-“-ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებითა და შპს „-----------------“ მიერ, 2017 წლის 12 დეკემბერს შედგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, ლ---- მს---–--ის მიერ შპს ,,მ------–- 2-“-ის ანგარიშზე თანხები შეტანილია 2012 წელს, კერძოდ, აპრილის თვეში – 20 ლარი და 2-050 აშშ დოლარი, მაისის თვეში – 2-050 აშშ დოლარი (სულ 20 ლარი და 50100 $) ანუ, სესხის ხელწერილის დადებამდე სამი წლით ადრე. (იხ.ს.ფ.163-164, 171-186) სამართლებრივი დასაბუთება 4.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2015 წლის 05 იანვარს, ლ---- მს---–--ის მიერ, თ------ ვა--–----ისაგან 2-0 000 აშშ დოლარი სესხად აღებული იქნა, თუ არა შპს ,,მ------–- 2-“-ის სახელით, რაც სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოშობს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. 4.5. პალატა იზიარებს აპელანტი მხარის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ვინაიდან, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს თავისი უფლება. მას არ მოეთხოვება მოპასუხის უფლების დადასტურება. ვინაიდან, სადავო არ არის ზოგადად, ლ---- მს---–--ისათვის ხელწერილში დაფიქსირებული თანხის გადაცემის ფაქტი, ამდენად, იმ ფაქტის დადასტურება, რომ ლ---- მს---–--ემ 5.01.15წ. ხელწერილის შედგენისას, როგორც ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა-დირექტორმა გამოხატა ნება შპს ,,მ------–- 2-“-ის სახელით სესხის აღებისა- მოსარჩელეს ვალდებულებაა. მოსარჩელემ კი, ამ ფაქტის დასადასტურებლად მიუთითა ხელწერილზე შპს ,,მ------–- 2-“-ის ბეჭდის არსებობა, ასევე ლ. მს---–--ის მიერ, საზოგადოების ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა. 4.6. მოსარჩელეს მიერ მითითებული გარემოება, რომ ლ. მს---–--ემ სესხად აღებული თანხები საზოგადოების ანგარიშზე შეიტანა გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. მს---–--ის მიერ, შპს ,,მ------–- 2-“-ის ანგარიშზე თანხები შეტანილია 2012 წელს, რაც წინ უსწრებს 2015 წლის სესხის ხელწერილის შედგენას. ამდენად, ეს გარემოება ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებელ სარწმუნო გარემოებად. რაც შეეხება ხელწერილზე დასმულ საზოგადოების ბეჭედს, იმისათვის, რომ მისი მეშვეობით დადგინდეს სადავო ფაქტი, უნდა შეფასდეს საზოგადოების ბეჭედი სამართლებრივად რა ვალდებულებას წარმოშობს საზოგადოებისათვის. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელწერილის შინაარსი არ შეიცავს საეჭვო ან ბუნდოვან გამონათქვამებს და გარდა ფიზიკური პირის მიერ ნების გამოვლენისა, არ იძლევა სხვაგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, კერძოდ შპს ,,მ------–- 2-“-სთან მიმართებაში რაიმე სახის ვალდებულების აღებას, პალატის აზრით, ხელწერილზე დასმული ბეჭედი ვერ ჩაითვლება ამ ხელწერილში საზოგადოების სახელით ნების გამოვლენის დამადასტურებელ უდავო გარემოებად. ამდენად, მოსარჩელემ რელ----ტური მტკიცებულებით ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც თ------ ვა--–----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თ------ ვა--–----ის სარჩელი, შპს ,,მ------–- 2-“-სთვის (ს/კ 4--------), თ------ ვა--–----ის სასარგებლოდ 2-0 000 (ორას ორმოცაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, შპს ,,მ------–- 2-“-ს გადაუვადდა, სააპელაციო წარმოებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის-7000 ლარის გადახდა. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, ამასთან სსსკ-ის 39-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო წარმოებისათვის ფიზიკური პირების მიერ გადასახდელი ბაჟი არ აღემატება 5000 ლარს, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, თ------ ვა--–----ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 5 000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თ------ ვა--–----ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,მ------–- 2-“-ს აეკრძალა, თავის საკუთრებაში რიცხული, ხ--–--------------------------------ი-ში მდებარე, N 2----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. იმის გათალისწინებით, რომ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს, მოცემულ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოიხსნას აკრძალვა, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,მ------–- 2-“-ს აეკრძალა, თავის საკუთრებაში რიცხული, ხ--–--------------------------------ი-ში მდებარე, N 2----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ------–- 2-“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ------ ვა--–----ის სასარჩელო მოთხოვნა, შპს ,,მ------–- 2-“-სთვის, თ------ ვა--–----ის სასარგებლოდ, 2-0 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოიხსნას აკრძალვა, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,მ------–- 2-“-ს აეკრძალა, თავის საკუთრებაში რიცხული, ხ--–--------------------------------ი-ში მდებარე, N 2----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

5. თ------ ვა--–----ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის-5000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე