განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100118002394375
საქმე №1/ბ-381-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ლ--- ბ---–--ს,მსჯავრდებულის - მ------- ყ---–----ს,ადვოკატის - გ---–- შ--–--ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) მ------- რ-----ს ძე ყ---–----ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გალი, კ-–------–-ს ქ.N46, ფაქტობრივად მცხოვრები: რ-------–------ს ქ. 4-6/31;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------- ყ---–----მ ჩაიდინა ოჯახი ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ზუგდიდში, რ. ლ-----ის ქ. N4, ბინა N31-ში, ურთიერთშელაპარაკების გამო ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალმა მ------- ყ---–----მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანა ესროლა მეუღლეს, ე-–---- ჭ---------–--ს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო მუცლის ღრუში შემღწევი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით მ------- ყ---–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მ. ყ---–----ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, მ------- ყ---–----ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 თებერვლიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატი გ---–- შ--–-- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენში და მ------- ყ---–----ს შეუმსუბუქდეს სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მ------- ყ---–----მ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ხელი შეუწყო გამოძიებას, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შერიგებ---–-- დაზარალებულთან, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ---–- შ--–--ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამნყოფილების პროკურორს ლ--- ბ---–--ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა მ------- ყ---–----ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------- ყ---–----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვისას მხარეებს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდიათ. მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე-–---- ჭ---------–--ს გამოკითვის ოქმით, მოწმეების: ბ. ს---------ს, ლ. ს-------ს, შ. ხ------------ს, ნ. ჭ-----ს, ი. ჩ-----ს, ე. ჭ---------–--ს, თ. თ-------ს, ს. მ------ს, მ. ბ--------ს, ე. მ---–-----ს, ბ. რ------ს, მ. ძ------ს და ნ. კ------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111117-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებულის და მისი ადვოკატი) ითხოვენ მსჯავრდებულს შეუმსუბუქდეს სასჯელი.
მ------- ყ---–----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შერიგებ---–-- დაზარალებულთან, ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი; ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მ------- ყ---–----ს მიმართ ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს და მან ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
ამდენად, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ხოლო მ------- ყ---–----ს წარსული არ იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი აღარ ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს და თავისუფლების აღკვეთის გარეშე შესაძლებელი იქნება მისი გამოსწორება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ------- ყ---–----ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---–- შ--–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი მ------- ყ---–----ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ------- ყ---–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველო სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს მ------- ყ---–----ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------- ყ---–----ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მ------- ყ---–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 თებერვლიდან.
ნივთმტკიცებები: ორი ცალი რეზინის ხელთათმანი და სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქებიანი ბამბის ნაგლეჯები, ე-–---- ჭ---------–--ს სისხლის ბიოლოგიური ნიმუში, მ------- ყ---–----ს ნერწყვის ბიოლოგიური ნიმუში და ერთი ცალი დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს; ე-–---- ჭ---------–--ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ე-–---- ჭ---------–--ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რ----------’’-დან მიღებული ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;
საქართველოს შსს სსიპ 1---დან მიღებული აუდიო ფაილის ამსახველი ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე