განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001571864
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1355-18 01 მაისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერა---ე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ს----------–-------------------–--–---–-----------------------“ ზ----- შა---ე, მ------ და---–---–ი, გ---–- ძნ-----ე შპს ,,კ----------- სა----ე“ თ----- წი--------ი, დ----- ყი-----ი (დირექტორი)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, შპს ,,კ----------- სა----ე“-სთვის, შპს ,,ს----------–-------------------–--–---–-----------------------“-ს სასარგებლოდ დამატებით, დავალიანების თანხის, კერძოდ მომსახურების საფასურის (მიმდინარე სითხის გატარების) - 35104,80 ლარის გადახდის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, შპს ,,კ----------- სა----ე’’, 2010 წლის 0-------------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „-----------–-------------------–--–---–------------------------- მომხმარებელია. 2014 წლის მარტიდან, მოპასუხე თავს არიდებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, ჩამდინარე სითხის გატარების საფასურის გადახდას, რაც კომპანიის ბილინგის მონაცემებით, 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 39544.33 ლარს. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეს დავალიანება დღემდე არ დაუფარავს, თუმცა არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია გაფრთხილების წერილებში მითითებული თანხების გადახდაზე და ეტაპობრივად ახდენდა დავალიანების დაფარვას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა, მოპასუხისათვის 36988.43 ლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანება არ ერიცხებათ, ყველა თანხა გადახდილი აქვთ, თუმცა მოსარჩელემ მის ბაზაში შეგნებულად არ მოახდინა თანხების ზუსტი და დეტალური აღრიცხვა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2--0--2---წ. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------------------–---------------–---------------–---------------------------------- მიერ გაცემული დასკვნით დადგენილი დავალიანების თანხის - 1883.63 ლარის ნაწილში. მათვე განმარტეს, რომ შპს ,,კ----------- სა----ე“, თავად მომსახურე კომპანიის მოთხოვნით, სეზონზე, წინსწრებით იხდიდა თანხებს. ამიტომ, დავალიანების ზუსტი ოდენობის დასადგენად, არაერთხელ მიმართეს მოსარჩელეს, რომ მოეხდინათ დოკუმენტების შედარება და თანხების დაანგარიშება, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, დავის პროცესში მოსარჩელემ არ გადასცა ყველა დოკუმენტაცია ესპერტისთვის წარსადგენად, ხოლო შემდეგში წარმოადგინეს ახალი ამონაწერი ბილინგიდან, რომელიც განსხვავებული იყო სარჩელზე დართული ამონაწერისაგან, რის გამოც მას მტკიცებულების მნიშვნელობა ვერ მიენიჭებოდა. მოპასუხემ იმავდროულად აღნიშნა, რომ მოსარჩელე დავალიანებას ითხოვდა უკვე ხანდაზმული პერიოდისთვის, რაც ასევე გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. შპს „-----------–-------------------–--–---–------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. შპს ,,კ----------- სა----ეს’’, შპს „-----------–-------------------–--–---–------------------------- სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების, მომსახურების საფასურის (ჩამდინარე სითხის გატარების) გადახდა 1883.63 (ერთიათას რვაასოთხმოცდასამი ლარი და 63 თეთრი) ლარის ოდენობით; 3. მოპასუხე, შპს ,,კ----------- სა----ეს’’, მოსარჩელის, შპს „-----------–-------------------–--–---–------------------------- სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 28,25 ლარის ანაზღაურება; 4. მოსარჩელე, შპს „-----------–-------------------–--–---–-------------------------“ (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს, 2016 წლის 17 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105,27 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ს------------------–-------------- გადამხდელის ბანკი: სს „ლიბერთი ბანკი” L-------- მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი T-------- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------; ხოლო 1053,14 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2010 წლის 04 სექტემბერს, შპს ,,კ----------- სა----ეს’’ და შპს ,,ს----------–-------------------–--–---–-----------------------ს’’ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია უზრუნველყოს ,,შემსყიდველისათვის’’ სასმელი წყლის მიწოდება და აგრეთვე სასმელი წყლისა და ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება და გაწმენდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №-- დადგენილებით ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 11 მარტამდე. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ დადებულა, თუმცა ურთიერთობა მათ შორის გრძელდება. 2.2. საქმეზე ჩატარებული, 18.05.2---წ. საბუღალტრო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილი იქნა შემდეგი: ,,წარმოდგენილ ამონაწერში (აბ/ნ 3------) დაფიქსირებული დარიცხვების ჯამი 2010 წლის 01 ოქტომბრიდან-2016 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, შეადგენს სულ-155 289, 41 ლარს, ხოლო ჩარიცხული თანხების ჯამი - 145 069, 53 ლარს. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს -10219, 88 ლარს (155289,41-145069,53). შესაბამისად, ზემოთ მითითებული ამონაწერის მიხედვით, დავალიანება შეადგენს - 10219,88 ლარს, ნაცვლად 39544,33 ლარისა. წარმოდგენილ ამონაწერში, რომელიც ეხება 2010 წლის 01 ოქტომბრიდან- 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაწეულ მომსახურებას, დაფიქსირებული დარიცხვების ჯამი შეადგენს სულ - 185435,92 ლარს, ხოლო ჩარიცხული თანხების ჯამი შეადგენს სულ - 176298,53 ლარს. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს - 9137,39 ლარს (185435,92-176298,53). შესაბამისად, წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით დავალიანება შეადგენს - 9137,39 ლარს. შპს „----------- სა----ის“ მიერ, შპს „ს----------–-------------------–--–---–----------------------ისათვის“ ჩარიცხული თანხები სრულად არ არის დაფიქსირებული მითითებულ ამონაწერში (აბ/ნ 3------), ან არასრულად არის დაფიქსირებული ჩარიცხული თანხა. კერძოდ: ამონაწერში არ არის დაფიქსირებული 2010 წლის 06 ოქტომბერს ჩარიცხული თანხები: 1269 ლარი, 65,25 ლარი, 574,50 ლარი და 1256 ლარი. ჯამურად, 2010 წლის 06 ოქტომბერს ჩარიცხული თანხა შეადგენს 3164,75 ლარს. შპს „----------- სა----ის“ მიერ, შპს „ს----------–-------------------–--–---–----------------------ისათვის“ წარდგენილი საგადასახადო დავალიანების თანახმად, 2011 წლის 14 სექტემბერს ჩარიცხულია 27276 ლარი, ხოლო ამონაწერში აღნიშნული თანხის ნაცვლად გადახდა დაფიქსირებულია 23860,55 ანუ (27276-23860,55) 3415,45 ლარით ნაკლები. ჩარიცხული თანხების რაოდენობა, რომლებიც არ არის დაფიქსირებული ამონაწერში (რითაც გაანგარიშებულია საერთო დავალიანება), შეადგენს სულ - 6580,20 ლარს. ზემოთ აღნიშნული თანხების ჩარიცხვები ასევე დაფიქსირებულია შპს „----------- სა----ის“ მიერ წარმოდგენილი ბარათების ამონაწერებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----------- სა----ეს“ შპს „-----------–-------------------–--–---–------------------------- მიმართ ერიცხება დავალიანება გაწეულ მომსახურებაზე, 2010 წლის 01 ოქტომბრიდან-2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, საერთო თანხით - 2557,19 ლარი. 2.3. საქმეზე ჩატარებული 2--0--2---წ. საბუღალტრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით დადგენილი იქნა შემდეგი: ა) შპს „ს----------–--------------------–---–---–-----------------------ის“ მიერ წარმოდგენილ ბარათის ამონაწერში დაფიქსირებულია, რომ 2010 წლის ივლის-აგვისტო-სექტემბერში, კომპანიაზე გადასახდელად დარიცხულია წყლის გადასახადი, შესაბამისად, 3761,25+5490,75+36148,67=45400,65 ლარი, ხოლო შესაბამის პერიოდში გადახდილია 9783,50+3128+3164,75=16076,25 ლარი და 2010 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით დაფიქსირებულია დავალიანება 29324,40 ლარი (45400-16076,25). აღნიშნულ მონაცემებზე და დავალიანებაზე (29324,40 ლარი) სქემაში არ არის მათი რეალობის ამსახველი არავითარი დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტი, ასევე ეს მონაცემები არ არის დაფიქსირებული საქმეში არსებულ სხვა ამონაწერებში. ამასთან, ის არ არის დაფიქსირებული ,,კ---------- სა----ის’’ მიერ საქმეში არსებულ არცერთ დოკუმენტში. ყოველივე აღნიშნულის გამო, 2010 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით, გადასახდელი თანხის ნაშთის-29324,40 ლარის რეალობის აღიარება, ან არ აღიარება ექსპერტიზით ამ ეტაპზე შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია დავალიანების ნაშთის დადგენა 2010 წლის 04 სექტემბრიდან 2010 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში. წარმოდგენილი ბარათის ამონაწერის (გვ.159-160) მიხედვით, შპს „----------- სა----ეს“ შპს „-----------–-------------------–--–---–------------------------- მიმართ, 01.10.2010 წლიდან-01.03.2014 წლამდე პერიოდში, 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40 ლარი) გარეშე ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 28984,61 ლარი, ხოლო თუ დადგინდება (შედგება შედარების აქტი, ან წარმოდგენილი იქნება სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40 ლარი) რეალობა, ასეთ შემთხვევაში ერიცხება გადასახდელი თანხა (29324,40–28984,6) 339,79 ლარი. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ შპს „----------- სა----ის“ მიერ, შპს „ს----------–-------------------–--–---–----------------------ისათვის“, ზემოთ დასახელებულ პერიოდში ჩარიცხული თანხები სრულად არ არის დაფიქსირებული საქმეში არსებულ ამონაწერში (აბ/ნ3------), ან არასრულად არის დაფიქსირებული ჩარიცხული თანხა. კერძოდ: ამონაწერში არ არის დაფიქსირებული 2010 წლის 06 ოქტომბერს ჩარიცხული თანხები: 1269 ლარი, 65,25 ლარი, 574,50 ლარი, 1256 ლარი. ჯამურად, 2010 წლის 06 ოქტომბერს ჩარიცხული თანხა შეადგენს 3164,75 ლარს. ამასთან, შპს „----------- სა----ის“ მიერ შპს „ს----------–--------------------–---–---–----------------------ისათვის“ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების თანახმად, 2011 წლის 14 სექტემბერს ჩარიცხულია 27276, ხოლო ამონაწერში აღშნიშნული თანხის ნაცვლად გადახდა დაფიქსირებულია 23860, 55 ლარი, ანუ 3415,45 ლარით ნაკლები. ჩარიცხული თანხების რაოდენობა, რომლებიც არ არის დაფიქსირებული ამონაწერში (რითაც გაანგარიშებულია საერთო დავალიანება) შეადგენს სულ 6580,20 ლარს (3164,75+3415,45). ზემოთ აღნიშნული თანხების ჩარიცხვები, ასევე დაფიქსირებულია შპს „----------- სა----ის“ მიერ წარმოდგენილი ბარათების ამონაწერებში. აქედან გამომდინარე, შპს „----------- სა----ეს“ შპს „-----------–-------------------–--–---–-----------------------ის“ მიმართ, 01.10.2010 წლიდან 01.03.2014 წლამდე პერიოდში, 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40 ლარი) გარეშე ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი (28984,61+6580,20) 35564,81 ლარი, ხოლო თუ დადგინდება 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40) რეალობა, ასეთ შემთხვევაში ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი (35564,81-29324,40) 6240,41 ლარი. ბ) შპს „----------- სა----ეს“, შპს „-----------–-------------------–--–---–------------------------- მიმართ, 01.03.2010 წლიდან-01.08.2016 წლამდე პერიოდში (კონკრეტულად ამ პერიოდში) ერიცხება გადასახდელი თანხის ნაშთი, სულ 37448,44 ლარი. 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით (2010 წლის 01 ოქტომბრიდან), შპს „----------- სა----ეს“, შპს „ს----------–--------------------–---–---–-----------------------ის“ მიმართ, 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40 ლარი) გარეშე ერიცხება გადასახდელი თანხის ნაშთი (37448,44-35564,81) 1883,63 ლარი, ხოლო თუ დადგინდება 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40) რეალობა, ასეთ შემთხვევაში ერიცხება გადასახდელი თანხის ნაშთი (1883,63+29324,40) 31208,03 ლარი. 2.4. სასამართლო სხდომაზე დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა, ს------ აბ-–--ემ განმარტა, რომ მის მიერ დასკვნის შედგენა მოხდა საქმეზე წარმოდგენილი ყველა შესაბამისი დოკუმენტის შედარებით. ასევე დაადგინა, რომ ,,კ---------- სა----ეს’’ ნამდვილად აქვს წინსწრებით გადახდილი თანხები წყალმომარაგების კომპანიისთვის, რაზეც არსებობს გადახდის დოკუმენტები, თუმცა ყველა მათგანი არაა ასახული შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ ბილინგის ბაზაში, არც არსებულ საბუღალტრო დოკუმენტაციას არ ახლავს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები. მან, თანხები დაიანგარიშა, როგორც წინა, ისე სადავო პერიოდისათვის და დასკვნაში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, თვლის, რომ დავალიანების თანხა არის 1883.63 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე 361-ე მუხლებზე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N-- დადგენილების ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” მესამე, მეცხრე, მეთერთმეტე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა: შპს ,,კ----------- სა----ე’’, როგორც მყიდველი, შპს „-----------–-------------------–--–---–-----------------------დან“ ყიდულობს წყალს, ასევე ახდენს ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება-გაწმენდას და იხდის შესაბამის საფასურს. წლების განმავლობაში ორივე მხარე თავის ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად. 2.6. სასამართლომ, 2--0--2--- წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ მოპასუხეს გააჩნდა 2014 წლის მარტიდან-2016 წლის 1 აგვისტომდე მომსახურების (ჩამდინარე სითხის გატარების) დავალიანება 1883.63 ლარი, რომელიც მოპასუხემ ცნო კიდეც. რაც შეეხება მოსარჩელეს მოთხოვნას, 2010 წლის 01 ოქტომბრამდე წარმოშობილი დავალიანების-29324.40 ლარის გადახდევინების თაობაზე, სასამართლომ, სსკ-ის 128-130-ე მუხლებზე დაყრდნობით ხანდაზმულად და იმავდროულად დაუსაბუთებლად ჩათვალა და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა 29324.40 ლარის ოდენობით დავალიანების რეალურად არსებობის სათანადო მტკიცებულებები, ასევე ვერ მიუთითა გარემოებებზე, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას გამოიწვევდა, რაც გამორიცხავდა ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დაიწყო 2010 წლის ივნისიდან, რა დროსაც მოპასუხე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იყო როგორც შპს "კ----------- სა----ე", თუმცა ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა მოგვიანებით 04.09.2010წ. 3.2. 2--0--2---წ. ს--------–---------------------- დადგინდა, რომ 01.03.2014 წლიდან - 01.08.2016 წლამდე ფიქსირდებოდა დავალიანება 37448,44 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა კომპანიას დააბრალა, რომ 29324,40 ლარის წარმოშობის და სხვადასხვა პერიოდში ზედმეტად გადახდილი თანხის (ჯამში 6240,41 ლარის ოდენობით) გადახდის დოკუმენტები არ იყო ასახული ბილინგის ბაზაში და ამის გათვალისწინებით, დარჩენილი დავალიანება იყო 1883,63 ლარი. სასამართლომ ისე გაიზიარა ექსპერტის არასრული დასკვნა და მისი განმარტება, რომ არც შეუმოწმებია დასკვნაში მოყვანილი მონაცემები სხვა უტყუარ მტკიცებულებებთან და არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში. 3.3. გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ 29324,40 ლარი წარმოადგენს 2010 წლის 01 ოქტომბრამდე არსებულ დავალიანებას, რომლის მოთხოვნა ხანდაზმულია. გაუგებარია, რომელი სამართლებრივი ნორმის მსჯელობით მივიდა სასამართლო მსგავს დასკვნამდე. 3.4. შეგებებული სარჩელის არარსებობის პირობებში, სასამართლოს უფლებამოსილება არ გააჩნდა, დაენიშნა ისეთი სახის საბუღალტრო ექსპერტიზა, რაც სცილდება დავის საგანს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა ე.წ. საექსპერტო დაანგარიშება და მიაკუთვნა, მხოლოდ 1883,63 ლარი, ნაცვლად მოთხოვნილი (დაზუსტებული) 36988,43 ლარისა. 3.5. საყურადღებოა, რომ მოპასუხის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა სხვადასხვა პერიოდში დავალიანების არსებობის ფაქტი, რომლის დაგროვების პროცესი 2010 წლის სექტემბრიდან ათვალა. მოპასუხე აცხადებდა, რომ წინმსწრები გადახდით ახორციელებდა დავალიანების დაფარვას, რაც კომპანიის მიერ წარმოებული ბილინგის მონაცემებით არ დასტურდება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს 2.5-2.6 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები-სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე მუხლები; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებული ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” მესამე, მეცხრე, მეთერთმეტე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს, აბონენტზე 2010 წლის ოქტომბრის მდგომარეობით დარიცხული სასმელი წყლის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების თანხის-39544,33 ლარის დაკისრება. ასეთ ვითარებაში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი. 4.4. მოცემული ურთიერთობის რეგულირებისათვის, ასევე გამოიყენება დავალიანების წარმოშობის დროისათვის, 2010 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებული ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” წესები, რომლის 1.1. მუხლის მიხედვით, ეს წესები არეგულირებდა სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. 4.5. მითითებული წესების 2.1. პუნქტის „ე“ვ“ ქვეპუნქტების, 3.2, 3.3, 4.11, 9.3, 9.4, 9.5, 10.1, 10.5, 20.1 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებელისთვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად), ასევე განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე, სათანადოდ გაწმენდის უზრუნველყოფა. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აბონენტის რეგისტრაციის შემდეგ, სასმელი წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს განაცხადში ასახული მონაცემები და სასმელი წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და სასმელი წყლის მრიცხველის გეგმიური შემოწმების პერიოდი. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად. მომხმარებელმა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, სამომხმარებლო ტარიფი... ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში... მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა კუბურ მეტრებში და ღირებულება. ასევე, მომხმარებელზე დარიცხული თანხა და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა... მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელს მოთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე...თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს, სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი. 4.6. მხარეთა შორის გაფორმებული 2010 წლის 0-------------- ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, „მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა „შემსყიდველისათვის“ მოთხოვნის შესაბამისად საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ჩ.გ.დ. ინვოისი, წყალმზომი ჩვენების აქტი. 4.7. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც სასამართლო დაეყრდნო ე.წ. საექსპერტო დაანგარიშებას და მიაკუთვნა, მხოლოდ 1883,63 ლარი, ნაცვლად ბილინგის მონაცემებში ასახული და დაზუსტებული დავალიანების თანხის, 36988,43 ლარისა, ასევე არასწორად იქნა მიჩნეული მოთხოვნა ხანდაზმულად. აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.). 4.8. საქმის მასალების თანახმად, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხისათვის წყლის მიწოდება ხორციელდებოდა ინდივიდუალური მრიცხველის მეშვეობით, მოპასუხემ სადავო გახადა დავალიანების არსებობა, მოსარჩელემ კი, მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის წარმოადგინა, მხოლოდ, მის მიერვე, მარტივი ფორმით შედგენილი ცხრილი, ე.წ. ბილინგის მონაცემები, სადაც ასახულია, მხოლოდ დარიცხული თანხის ოდენობა და არ შეიცავს რაიმე სახის ჩანაწერს 2010 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მრიცხველის ჩვენებისა და მოხმარებული წყლის ხარჯის შესახებ, რამაც გაანაპირობა სარჩელით განსაზღვრული ოდენობით დავალიანების დაკისრებაზე მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სსკ-ის 102.3-ე მუხლის თანახმად, რელევანტური მტკიცებულებით ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, ვერ წარმოადგინა ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N-- დადგენილებით დამტკიცებული სავალდებულო წესების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა სასმელი წყლის მრიცხველის საწყისი ჩვენებები, სამომხმარებლო ტარიფი... მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა კუბურ მეტრებში და ღირებულება და მისგან გამომდინარე მომხმარებელზე დარიცხული თანხა, რაც გამორიცხავს დავალიანების გადახდევინების შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, მხოლოდ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ნაწილში (1883,63 ლარი) დაკმაყოფილდა მოთხოვნა დასაბუთებულია. 4.9. გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კერძოდ: წარმოდგენილი სარჩელით და მასზედ თანდართული ე.წ. ბილინგის მონაცემთა ამსახველი ცხრილით ირკვევა, რომ დაზუსტებული დავალიანების თანხა-36988,43 ლარი წარმოადგენს 2010 წლის ოქტომბრამდე, სამი თვის განმავლობაში დარიცხული თანხის ნაწილს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მიმდინარე დავალიანებაზე ზედმეტად თანხის ნაწილის გადახდით მოპასუხემ, ფაქტობრივად აღიარა ძველი დავალიანება. მოპასუხის მტკიცებით, სეზონური მოხმარებიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ახდენდნენ წინსწრებით თანხების დეპონირებას. პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. ვინაიდან, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ დარიცხულზე მეტობით გადახდილი თანხა წარმოადგენდა სწორედ, 2010 წლის ოქტომბრამდე დარიცხული დავალიანების ნაწილს, გამორიცხავს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის თაობაზე, აპელანტის მიერ მითითებული გარემოების გაზიარების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იმავდროულად ხანდაზმულია, რაც სწორად იქნა დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–-----------------------“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-1479,52 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ს----------–-------------------–--–---–-----------------------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე