განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1697-15 10 იანვარი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივნები - ანა ჩიკვაიძე, მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - შპს ,,ე-----------კ-------“
წარმომადგენლები - ნ-----------------ე, მ-------------–-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები - ა---------–---------–---–ი, ს-----–----------ი, ტ----------–-------ი, მ---------------ნი
წარმომადგენელი - გ---–----------ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელის სასარგებლოდ თითოეული მოპასუხისათვის 2080 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით, შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ სარჩელი ა---------–---------–---–ის, ტ----------–-------ის, მ---------------ნის და ს-----–----------ის მიმართ, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების _ თითოეულისათვის 2082 ლარის ოდენობით დაკისრების, ასევე სამივლინებო ხარჯების _ თითოეულისათვის 60 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ა---------–---------–---–ს, ტ----------–-------ს, მ---------------ნს და ს-----–----------ს, შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ: ექსპერტიზის ღირებულების _ 17,30 ლარის, მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის ღირებულების _ 30 ლარის და გაზსადენის გამოცდისა და დაქვრის ღირებულების _ 21 ლარის ანაზღაურება.
ა---------–---------–---–ს, ტ----------–-------ს, მ---------------ნს და ს-----–----------ს, შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ, მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, თითოეულს _ 3,30 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ა---------–---------–---–ი, მ---------------ნი, ტ----------–-------ი და ს-----–----------ი არიან შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ ბუნებრივი გაზის მომხმარებლები.
2.2. ა---------–---------–---–ის, მ---------------ნის, ტ----------–-------ის და ს-----–----------ის, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძები მოწყობილია მომხმარებლების კუთვნილი ტერიტორიის გარეთ.
მრიცხველების შესანახი ყუთები არ იყო დალუქული.
2.3. ა---------–---------–---–ის, მ---------------ნის, ტ----------–-------ის და ს-----–----------ის მრიცხველის ჩვენებები კ-------ის წარმომადგენლების მიერ მოწმდებოდა ყოველთვიურად. მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს მომხმარებლები იხდიდნენ დადგენილ ვადაში.
2.4. 2014 წლის 09 მაისს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თამანშრომლების მიერ შემოწმდა ა---------–---------–---–ის G-4 ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველი N0------8, რა დროსაც მრიცხველის გაზგამტარ მილზე გამოვლენილი იქნა განსხვავებული შეფერილობის ლაქა. მრიცხველი მოიხსნა, რაზედაც შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი. ა---------–---------–---–ი მრიცხველის მოხსნას და აქტის შედგენას არ ესწრებოდა. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლებს ა---------–---------–---–ის სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არ დაუდგენიათ.
2.5. 2014 წლის 12 მაისს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თამანშრომლების მიერ შემოწმდა მ---------------ნის G-4 ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველი N0-------, რა დროსაც მრიცხველის გაზგამტარ მილზე გამოვლენილი იქნა მცირე ზომის ნახვრეტი. მრიცხველი მოიხსნა, რაზედაც შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი. მ---------------ნი მრიცხველის მოხსნას და აქტის შედგენას არ ესწრებოდა. აქტში მითითებულია: ,,გაზქურა ერთ სანათურზე, მრიცხველი არ მუშაობს“, თუმცა თავად აქტის შემდგენის _ ა-----–-------------ის და მომხმარებლის _ მ---------------ნის განმარტებებით დგინდება, რომ მსგავსი შემოწმება არ განხორციელებულა. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლებს მ---------------ნის სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არ დაუდგენიათ.
2.6. 2014 წლის 17 მაისს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თამანშრომლების მიერ შემოწმდა ტ----------–-------ის G-4 ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველი N0-------, რა დროსაც მრიცხველის გაზგამტარ მილზე გამოვლენილი იქნა მცირე ზომის ნახვრეტი. მრიცხველი მოიხსნა, რაზედაც შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი. ტ----------–-------ი მრიცხველის მოხსნას და აქტის შედგენას არ ესწრებოდა. აქტში მითითებულია: ,,გაზქურა ერთ სანათურზე, მრიცხველი არ მუშაობს“, თუმცა თავად აქტის შემდგენის - ა-----–-------------ის და მომხმარებლის ტ----------–-------ის განმარტებებით დგინდება, რომ მსგავსი შემოწმება არ განხორციელებულა. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლებს ტ----------–-------ის სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არ დაუდგენიათ.
2.7. 2014 წლის 17 მაისს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თამანშრომლების მიერ შემოწმდა ს-----–----------ის G-4 ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველი N0-------, რა დროსაც მრიცხველის გაზგამტარ მილზე გამოვლენილი იქნა მცირე ზომის ნახვრეტი. მრიცხველი მოიხსნა, რაზედაც შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი. მრიცხველის მოხსნას ესწრებოდა ს-----–----------ი და მისი მეუღლე. აქტში მითითებულია: ,,გაზქურა ერთ სანათურზეა, მრიცხველი არ მუშაობს“, თუმცა თავად აქტის შემდგენის - ა-----–-------------ის და მომხმარებლის ს-----–----------ის განმარტებებით დგინდება, რომ მსგავსი შემოწმება არ განხორციელებულა. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლებს ს-----–----------ის სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არ დაუდგენიათ.
2.8. ა---------–---------–---–ის მრიცხველი შემოწმდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მეტროლოგიის განყოფილებაში, რომლის 2014 წლის 10 ივნისის მრიცხველის მიღების და გაცემის N----- აქტის თანახმად, მრიცხველის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველის ქარხნული ბჟენი მთელია, გამზომი ბლოკის გამომავალი ყელის კედელზე შეიმჩნევა განსხვავებული შეფერილობის ლაქა, ხოლო სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–-------------“ მექანიკის ეტალონური განყოფილების 2014 წლის 11 ივნისის ბუნებრივი მრიცხველის დამოწმების N9---- ოქმით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის დამცავ ხუფზე დადებული ბჯენი მთელია, გამომავალი მილყელის წინა კედელი გახვრეტილია; შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენება შესაძლებელია; მეტროლოგიური მახასიათებლების გამოკვლევით მრიცხველი იწყებს ხარჯის აღრიცხვას 0,8 მ3/სთ-დან; დასკვნა: მრიცხველი არასრულად აღრიცხავს გატარებულ მოცულობებს და ცნობილია უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის. 2014 წლის 11 ივნისის N0----- შეტყობინების თანახმად, ავტანდილ მაზმანიშვილის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველი ცნობილია უვარგისად, მრიცხველს გააჩნია ვარგისიანობისადმი მოთხოვნებთან შეუთავსებელი წუნი.
2.9. მ---------------ნის მრიცხველი შემოწმდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მეტროლოგიის განყოფილებაში, რომლის 2014 წლის 10 ივნისის მრიცხველის მიღების და გაცემის N----- აქტის თანახმად, მრიცხველის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველის ქარხნული ბჯენი მთელია, გამზომი ბლოკის გამომავალი ყელის კედელი გახვრეტილია, ხოლო სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–-------------“ მექანიკის ეტალონური განყოფილების 2014 წლის 11 ივნისის ბუნებრივი მრიცხველის დამოწმების N9---- ოქმით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის დამცავ ხუფზე დადებული ბჯენი მთელია, გამომავალი მილყელის წინა კედელი გახვრეტილია; შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენება შესაძლებელია; მეტროლოგიური მახასიათებლების გამოკვლევით მრიცხველი იწყებს ხარჯის აღრიცხვას 1,0 მ3/სთ-დან; დასკვნა: მრიცხველი არასრულად აღრიცხავს გატარებულ მოცულობებს და ცნობილია უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის. 2014 წლის 11 ივნისის N0----- შეტყობინების თანახმად, მ---------------ნის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველი ცნობილია უვარგისად, მრიცხველს გააჩნია ვარგისიანობისადმი მოთხოვნებთან შეუთავსებელი წუნი.
2.10. ტ----------–-------ის მრიცხველი შემოწმდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მეტროლოგიის განყოფილებაში, რომლის 2014 წლის 10 ივნისის მრიცხველის მიღების და გაცემის N----- აქტის თანახმად, მრიცხველის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველის ქარხნული ბჯენი მთელია, გამზომი ბლოკის გამომავალი ყელის კედელი გახვრეტილია, ხოლო სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–-------------“ მექანიკის ეტალონური განყოფილების 2014 წლის 11 ივნისის ბუნებრივი მრიცხველის დამოწმების N9---- ოქმით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის დამცავ ხუფზე დადებული ბჯენი მთელია, გამომავალი მილყელის წინა კედელი გახვრეტილია; შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენება შესაძლებელია; მეტროლოგიური მახასიათებლების გამოკვლევით მრიცხველი იწყებს ხარჯის აღრიცხვას 0,8 მ3/სთ-დან; დასკვნა: მრიცხველი არასრულად აღრიცხავს გატარებულ მოცულობებს და ცნობილია უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის. 2014 წლის 11 ივნისის N00---- შეტყობინების თანახმად, ტ----------–-------ის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველი ცნობილია უვარგისად, მრიცხველს გააჩნია ვარგისიანობისადმი მოთხოვნებთან შეუთავსებელი წუნი.
2.11. ს-----–----------ის მრიცხველი შემოწმდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მეტროლოგიის განყოფილებაში, რომლის 2014 წლის 10 ივნისის მრიცხველის მიღების და გაცემის N-7--- აქტის თანახმად, მრიცხველის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველის ქარხნული ბჯენი მთელია, გამზომი ბლოკის გამომავალი ყელის კედელი გახვრეტილია. ხოლო სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–-------------“ მექანიკის ეტალონური განყოფილების 2014 წლის 11 ივნისის ბუნებრივი მრიცხველის დამოწმების N9---- ოქმით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის დამცავ ხუფზე დადებული ბჯენი მთელია, გამომავალი მილყელის წინა კედელი გახვრეტილია; შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენება შესაძლებელია; მეტროლოგიური მახასიათებლების გამოკვლევით მრიცხველი იწყებს ხარჯის აღრიცხვას 0,5 მ3/სთ-დან; დასკვნა: მრიცხველი არასრულად აღრიცხავს გატარებულ მოცულობებს და ცნობილია უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის. 2014 წლის 11 ივნისის N00---- შეტყობინების თანახმად, ს-----–----------ის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველი ცნობილია უვარგისად, მრიცხველს გააჩნია ვარგისიანობისადმი მოთხოვნებთან შეუთავსებელი წუნი.
2.12. 2014 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელმა ა---------–---------–---–ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N00----, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 09 მაისს ა---------–---------–---–ის მრიცხველზე გამოვლინდა ხვრელი გამომავალ მილყელზე, რომელიც არასრულად აღრიცხავს გაზის ხარჯვას.
2.13. 2014 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელმა მ---------------ნის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N00----, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 12 მაისს მ---------------ნის მრიცხველზე გამოვლინდა ხვრელი გამომავალ მილყელზე, რომელიც არასრულად აღრიცხავს გაზის ხარჯვას.
2.14. 2014 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელმა ტ----------–-------ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-----, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 17 მაისს ტ----------–-------ის მრიცხველზე გამოვლინდა ხვრელი გამომავალ მილყელზე, რომელიც არასრულად აღრიცხავს გაზის ხარჯვას.
2.15. 2014 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელმა ს-----–----------ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0----3, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 17 მაისს ს-----–----------ის მრიცხველზე გამოვლინდა ხვრელი გამომავალ მილყელზე, რომელიც არასრულად აღრიცხავს გაზის ხარჯვას.
2.16. 2014 წლის 23 სექტემბერს, შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ N- დადგენილებით, ს-----–----------ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად შეეფარდა გაფრთხილება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის N4--- გადაწყვეტილებით განუხილველი დარჩა ს-----–----------ის მიმართ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ 2014 წლის 22 სექტემბრის N0----3 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი; გაუქმდა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ 2014 წლის 23 სექტემბრის N- დადგენილება. 2014 წლის 23 სექტემბრის N- დადგენილება მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
2.17. 2014 წლის 23 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ N- დადგენილებით ტ----------–-------ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად შეეფარდა გაფრთხილება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის N4--- გადაწყვეტილებით განუხილველი დარჩა ტ----------–-------ის მიმართ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ 2014 წლის 22 სექტემბრის N0----- სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი; გაუქმდა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ 2014 წლის 23 სექტემბრის N- დადგენილება. 2014 წლის 23 სექტემბრის N- დადგენილება მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
2.18. აღსანიშნავია, რომ ა---------–---------–---–ისა და მ---------------ნის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ დადგენილებები და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები, მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ა---------–---------–---–ისა და მ---------------ნის მიმართ, გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ დადგენილებები გაუქმებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.19. ა---------–---------–---–ის, მ---------------ნის, ტ----------–-------ის და ს-----–----------ის მხრიდან მოხდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარება.
სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ბუნებრივი მრიცხველების დამოწმების ოქმებით, რომლების საფუძველზე დადგენილია მრიცხველების დაზიანების ფაქტი, რის შედეგადაც მრიცხველები აღრიცხავენ მოხმარებულზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს; შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ შეასრულა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ასეთ ვითარებაში საპირისპიროს მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეებზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ ისინი არ იყვნენ კავშირში მრიცხველების დაზიანებასთან, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. მხოლოდ მოპასუხეთა განმარტებების საფუძველზე, რაიმე ობიექტური მტკიცებულების გარეშე, სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია იმის მტკიცება, რომ მოპასუხეებმა არ იცოდნენ მრიცხველების დაზიანების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ ამ დაზიანების შედეგად მრიცხველები მათ სასარგებლოდ არასრულად აღრიცხავდნენ მოხმარებულ ბუნებრივ გაზს.
2.20. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ მიერ, ა---------–---------–---–ის, მ---------------ნის, ტ----------–-------ის და ს-----–----------ის მხრიდან უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა განისაზღვრა მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში, რამაც თითოეულის მიმართ შეადგინა 4320 მ3/თვეში, ღირებულებით 2082 ლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ის მოსაზრება, რომ მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ მოპასუხეების მიერ უკანონოდ მოხმარებული გაზის ოდენობის განსაზღვრა განახორციელა სემეკის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები საკუთარი უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზებას ახდენენ, როგორც მომხმარებლები. ამიტომ, სამომხმარებელო უფლებათა დაცვა სამართლის განსაკუთრებული რეგულირების სფეროს მიეკუთვნება. ენერგოკომპანიებსა და მათ აბონენტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები, სამომხმარებლო ურთიერთობების ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს წარმოადგენს და იმ მასობრივ გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ეკონომიკური უთანაბრობის საფუძველზეა დამყარებული. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, შპს ,,ეს ჯი გ------------“, ბაზარზე მისი დომინირებული მდგომარეობისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელი, არათანაბარ კონტრაჰენტებს წარმოადგენენ. ასეთი არათანაბარი მდგომარეობა, გარკვეულწილად განეიტრალებულია კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებულ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევით, რაც გამოიხატება კონკრეტული ნორმატიული აქტების მიღებით; კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ”, რითიც არის რეგლამენტირებული ბუნებრივი აირის აღურიცხავად მოხმარების ან დატაცების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და დარიცხვის წესი, ასევე, დატაცების შემთხვევაში გამოსაყენებელი სხვა სანქციებიც. სამოქალაქო სამართალწარმოების გზით მიმდინარე დავები ხორციელდება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, რომელიც ავალდებულებს მხარეებს თავად განსაზღვრონ, თუ რა გარემოებებზე დაამყარონ საკუთარი მოთხოვნები და რა მტკიცებულებები წარადგინონ ამ გარემოებათა დასადასტურებლად.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უწინარესად გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. თუმცა, ზიანის ოდენობა ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ მიწოდებული პროდუქციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კანონმდებელი დატაცებული ბუნებრივი აირის ოდენობის განსაზღვრის სპეციალურ წესს ითვალისწინებს, რომელიც მოცემულია სემეკ-ის 2009 წლის 09 ივლისის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში. აღნიშნული დებულება ითვალისწინებს დატაცებული ბუნებრივი გაზის ოდენობის დადგენას, იმის მიხედვით, თუ რამდენად ცნობილია მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა ან დატაცების ხანგრძლივობა.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ მიერ, დატაცებული ბუნებრივი გაზის ოდენობა განისაზღვრა მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ მიერ გამოყენებული დაანგარიშების ამგვარი ფორმა ეწინააღმდეგება, როგორც დელიქტური ვალდებულებების ძირითად პრინციპებს, ასევე ზემოთ მოყვანილი ნორმატიული აქტით რეგლამენტირებულ დაანგარიშების მეთოდებს.
2009 წლის 09 ივლისის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული წესით დაანგარიშება არ იყო მართებული და მითითებული ნორმა ადგენს დარიცხვის მაქსიმალურ ოდენობას იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღის დადგენა, თუმცა, თუ ალბათობის მაღალი ხარისხით შესაძლებელია დატაცების კონკრეტული დროის დადგენა, მაშინ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, მისი ოდენობა დადგმული სიმძლავრეების პროპორციულად უნდა დადგინდეს. სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის დასჯის მექანიზმს, არამედ ემსახურება დანაკლისის შევსებას. ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაზიანებული მრიცხველები არასრულად აღრიცხავდნენ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობას, ანუ მოპასუხეების მიერ მოხმარებული გაზის ოდენობა ნაწილობრივ აღრიცხულია და მისი ღირებულება მოპასუხეების მიერ ანაზღაურებულია. მოცემული დებულების მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიანტის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით, დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. აღნიშნული ნორმის ეს ქვეპუნქტი, არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია დატაცებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა, თუმცა ცნობილია დატაცების პერიოდი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისი №-- ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა, ხოლო ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენლის არგუმენტი, რომ მათთვის შეუძლებელი იყო იმ თარიღის დადგენა, როდესაც მომხმარებელმა დაიწყო ბუნებრივი გაზის დატაცება. მხარეთა აღიარებით დასტურდება, რომ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელები ყოველთვიურად ახდენდნენ მოპასუხეთა მრიცხველებზე დაფიქსირებული ჩვენებების შემოწმებას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვიზუალურად რამდენად აღქმადი იყო მრიცხველზე განხორციელებული ზემოქმედება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეთა მრიცხველების შესანახი ყუთები არ იყო დალუქული, საქმეში წარდგენილი ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმების ოქმებით დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ არასანქცირებული მოხმარება გამოიხატებოდა გამომავალი მილყელის წინა კედლის გახვრეტაში და შეუარაღებელი თვალით დათვალიერებისას დადგინდა გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნული ასევე დასტურდება შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლების მოწმის სახით მიცემული ჩვენებებით, რომელმაც დაადასტურეს არსებული დაზიანებების რაიმე სპეციალური ხელსაწყოს გარეშე აღმოჩენის ფაქტი. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეთა მრიცხველებთან ყოველთვიურად ამონაწერის მისაღებად მისული შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენლებისათვის, მათი პროფესიული თვისებების გათვალისწინებით, ამგვარი ვითარება ადვილად შესამჩნევი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ვინაიდან მრიცხველების ჩვენებების ბოლო ამონაწერის მიღებისას არ არსებობდა ამ სამართალდარღვევაზე შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ რეაგირების ფაქტი, ივარაუდება, რომ ამ პერიოდისათვის მოპასუხეთა მრიცხველები იყო გამართულ მდგომარეობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით ბოლო შემოწმებამდე მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის დატაცების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე უნდა გადავიდეს, რადგან, როგორც აღინიშნა, მისი წარმომადგენლების მიერ მოხდა მრიცხველის ვიზუალური დათვალიერება, თუმცა, შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლებელი იყო არასანქცირებული მოხმარების პერიოდის განსაზღვრა და მოცემულ შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა უნდა მომხდარიყო გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი მეთოდით უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დაანგარიშება საქმეში წარმოდგენილი არ არის; მეტიც, მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არც კი ყოფილა შემოწმებული და დადგენილი. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მიყენებული ზიანის ოდენობა და მისი მოთხოვნა ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი, რამაც სასამართლოს არ მისცა საშუალება ბუნებრივი გაზის მოპასუხეთა მიერ უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადგენის პირობებში, დაედგინა ზიანის ოდენობა და ემსჯელა კონკრეტული ოდენობის თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრების საფუძვლიანობაზე.
2.21. წარმოდგენილი ზიანის დაანგარიშების ცნობების, საგადახდო დავალებების, გადახდის ქვითრების და ჩეკების საფუძველზე დადგენილია, რომ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ მიერ გადახდილია მრიცხველების დამოწმების საფასური თითოეული მოპასუხის მრიცხველსთვის 17,30 ლარი. ასევე მრიცხველის მოხსნა-მონტაჟისთვის გადასახდელი ხელფასი შეადგენს 30 ლარს, ხოლო გაზსადენის გამოცდის და დაქვრის ღირებულება - 21 ლარს. რაც შეეხება ზიანის დაანგარიშების ცნობაში თბილისში მივლინების ხარჯებს თითოეული მოპასუხის მიმართ 60 ლარის ოდენობით, სასამართლომ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იყო წარდგენილი აღნიშნული ხარჯების გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, გაურკვეველია თუ რატომ მოხდა აღნიშნული თანხის თითოეულ მოპასუხეზე ცალ-ცალკე დაანგარიშება, მაშინ როცა მრიცხველები შესაბამის ლაბორატორიაში წარდგენილია ერთ დღეს ერთი და იგივე პირის მიერ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია აბონენტის მიერ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ, შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად განაპირობებს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა -ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:
1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც; შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის სათანადო წესით დაანგარიშების დამადასტურებელი მტკიცებულება; შესაბამისად, ამ ნაწილში ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა. ასევე მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ამ მოთხოვნათა ნაწილში არ არსებობს მოპასუხეთათვის, წარმოდგენილი მტკიცებულებების პირობებში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, ვინაიდან, მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის ზემოაღნიშნული წესით გადანაწილების შედეგად ვერ დაადასტურა მოპასუხეთა ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობა.
ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ სარჩელი ა---------–---------–---–ის, ტ----------–-------ის, მ---------------ნის და ს-----–----------ის მიმართ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების თითოეულისათვის 2082 ლარის ოდენობით დაკისრების, ასევე სამივლინებო ხარჯების თითოეულისათვის 60 ლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის საფუძვლით.
რაც შეეხება შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ სასარგებლოდ თითოეული მოპასუხისათვის ექსპერტიზის ღირებულების 17,30 ლარის, მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის ღირებულების 30 ლარის და გაზსადენის გამოცდის და დაქვრის ღირებულების 21 ლარის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა, ვინაიდან დადასტურებულ იქნა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის აღნიშნული ზიანის მიყენების ფაქტი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტით, არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბუნებრივი გაზის მომხმარებლები მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს იხდიდნენ დროულად; მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები ბუნებრივ გაზს უკანონოდ მოიხმარდნენ, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის დატაცებას და ისინი მოიხმარდნენ ბევრად უფრო მეტი მოცულობის გაზს, ვიდრე ამას მათი დაზიანებული გაზის მრიცხველები აღრიცხავდნენ; შესაბამისად, მოპასუხეები ფაქტობრივად, მათ მიერ რეალურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურზე ბევრად ნაკლებს იხდიდნენ. აქედან გამომდინარე, მოპასუხეები არა თუ დროულად იხდიდნენ მათ მიერ ფაქტიურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს, არამედ საერთოდ არ იხდიდნენ. მოპასუხეები იხდიდნენ მხოლოდ მათი მრიცხველების მიერ აღრიცხული გაზის საფასურს. მოპასუხეების მრიცხველები კი დაზიანებული იყო თავად მოპასუხეების მიერ და ისინი მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე ნაკლებს აღრიცხავდნენ.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა---------–---------–---–ის, ს-----–----------ის, ტ----------–-------ის და მ---------------ნის მხრიდან, განხორციელდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარება. მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტში სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის იმ მოსაზრებას, რომ კ-------ის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია და ამიტომ მოპასუხეების მიერ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს სემეკის 2009 წლის 09 ივლისის №-- დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
აპელანტის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, არ არის დაფუძნებული მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე და იგი აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე; სასამართლო, ,,ვარაუდებზე და ალბათობის მაღალ ხარისხზე" დაყრდნობით, არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ნამდვილად შეუძლებელია მოპასუხეების მხრიდან გაზის უკანონოდ მოხმარების თარიღის და მოცულობის დადგენა და ამიტომ ასკვნის, რომ უკანონოდ მოხმარებული გაზის მოცულობის დაანგარიშება უნდა მოხდეს სემეკის 2009 წლის 09 ივლისის №-- დადგენილების არა მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის, არამედ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე;
აპელანტის განმარტებით, საქმეზე დაკითხულმა უკლებლივ ყველა მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ-------ისათვის არ იყო ცნობილი მოპასუხეთა მხრიდან მრიცხველების დაზიანების და შესაბამისად, ბუნებრივი გაზის დატაცების თარიღი. მოწმის სახით დაკითხულმა ს-----–-----------მა დაადასტურა, რომ მან მოპასუხეთა თხოვნით და გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, დააზიანა მათი მრიცხველები; ამასთან, მან ვერ გაიხსენა მრიცხველების დაზიანების ზუსტი თარიღი და იქვე განმარტა, რომ მრიცხველები დააზიანა 2014 წელზე ბევრად ადრე.
აპელანტი მიუთითებს, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება, რითაც ისინი შეეცდებოდნენ მოსარჩელის არგუმენტების უარყოფას, მტკიცებულებების გაბათილებას. ისინი საერთოდ არ აღიარებენ სარჩელს, შემოიფარგლებიან მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებებით და აღნიშნავენ, რომ მათ არანაირი კავშირი არა აქვთ მრიცხველების დაზიანებასთან, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბუნებრივი გაზის დატაცებას. დასახელებული პოზიციის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ, სასამართლოში წარადგინა მისი მოთხოვნის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ამდენად, აპელანტი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მოპასუხეების მიერ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების თარიღის დადგენა და ის სავარაუდოდ შეიძლება იყოს 2014 წლის მაისის დასაწყისი. როგორც აღინიშნა, მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არც ერთ მხარეს არ წარუდგენია; მეტიც - მოპასუხეები არც შესაგებელში და არც სასმართლო პროცესზე არ მიუთითებენ იმის შესახებ, რომ დაანგარიშება უნდა მოხდეს სემეკის 2009 წლის 12 ივლისის დადგენილების არა მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე და შესაბამისად, არც ამის დამადასტურებელ მტკიცებულებები არ წარუდგენიათ; აღნიშნულის საპირისიროდ, ისინი საერთოდ არ აღიარებენ სარჩელს, უარყოფენ მრიცხველების მათ მიერ დაზიანების და ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა მოცემულ დავაზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
_ ა---------–---------–---–ი, მ---------------ნი, ტ----------–-------ი და ს-----–----------ი მოიხმარენ ბუნებრივ გაზს, რომელიც მათ მიეწოდებათ განაწილების ლიცენზიატის შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ მიერ.
_ აღნიშნული პირების _ ა---------–---------–---–ის, მ---------------ნის, ტ----------–-------ის და ს-----–----------ის ბუნებრივი გაზის მრიცხველები მოწყობილია მომხმარებლების კუთვნილი ტერიტორიის გარეთ.
_ დადგენილია ის გარემოებაც, რომ მრიცხველებზე არ იყო განთავსებული ბრჯენები;
_ ა---------–---------–---–ის, მ---------------ნის, ტ----------–-------ის და ს-----–----------ის მრიცხველის ჩვენებები, კ-------ის წარმომადგენლების მიერ მოწმდებოდა ყოველთვიურად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ:
_ 2014 წლის 09 მაისს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თამანშრომლების მიერ შემოწმდა ა---------–---------–---–ის G-4 ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველი N0------8; შემოწმებისას მრიცხველის გაზგამტარ მილზე გამოვლენილი იქნა განსხვავებული შეფერილობის ლაქა. მრიცხველი მოიხსნა, რაზედაც შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი. ა---------–---------–---–ი მრიცხველის მოხსნას და აქტის შედგენას არ ესწრებოდა. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლებს ა---------–---------–---–ის სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არ დაუდგენიათ.
_ 2014 წლის 12 მაისს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თამანშრომლების მიერ შემოწმდა მ---------------ნის G-4 ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველი N0-------; შემოწმებისას მრიცხველის გაზგამტარ მილზე გამოვლენილი იქნა მცირე ზომის ნახვრეტი. მრიცხველი მოიხსნა, რაზედაც შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიხცველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი. მ---------------ნი მრიცხველის მოხსნას და აქტის შედგენას არ ესწრებოდა. აქტში მითითებულია: ,,გაზქურა ერთ სანათურზე, მრიცხველი არ მუშაობს“, თუმცა თავად აქტის შემდგენის ა-----–-------------ის და მომხმარებლის მ---------------ნის განმარტებებით დგინდება, რომ მსგავსი შემოწმება არ განხორციელებულა. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლებს მ---------------ნის სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არ დაუდგენიათ.
_ 2014 წლის 17 მაისს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თამანშრომლების მიერ შემოწმდა ტ----------–-------ის G-4 ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველი N0-------; შემოწმებისას მრიცხველის გაზგამტარ მილზე გამოვლენილი იქნა მცირე ზომის ნახვრეტი. მრიცხველი მოიხსნა, რაზედაც შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი. ტ----------–-------ი მრიცხველის მოხსნას და აქტის შედგენას არ ესწრებოდა. აქტში მითითებულია: ,,გაზქურა ერთ სანათურზე, მრიცხველი არ მუშაობს“, თუმცა თავად აქტის შემდგენის - ა-----–-------------ის და მომხმარებლის ტ----------–-------ის განმარტებებით დგინდება, რომ მსგავსი შემოწმება არ განხორციელებულა. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლებს ტ----------–-------ის სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არ დაუდგენიათ.
_ 2014 წლის 17 მაისს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თამანშრომლების მიერ შემოწმდა ს-----–----------ის G-4 ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველი N0-------; შემოწმებისას მრიცხველის გაზგამტარ მილზე გამოვლენილი იქნა მცირე ზომის ნახვრეტი. მრიცხველი მოიხსნა, რაზედაც შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი. მრიცხველის მოხსნას ესწრებოდა ს-----–----------ი და მისი მეუღლე. აქტში მითითებულია: ,,გაზქურა ერთ სანათურზეა, მრიცხველი არ მუშაობს“, თუმცა თავად აქტის შემდგენის - ა-----–-------------ის და მომხმარებლის ს-----–----------ის განმარტებებით დგინდება, რომ მსგავსი შემოწმება არ განხორციელებულა. შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ თანამშრომლებს ს-----–----------ის სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობა არ დაუდგენიათ.
ა---------–---------–---–ის მრიცხველი შემოწმდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მეტროლოგიის განყოფილებაში, რომლის 2014 წლის 10 ივნისის მრიცხველის მიღების და გაცემის N----- აქტის თანახმად, მრიცხველის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველის ქარხნული ბჟენი მთელია, გამზომი ბლოკის გამომავალი ყელის კედელზე შეიმჩნევა განსხვავებული შეფერილობის ლაქა. სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–-------------“ მექანიკის ეტალონური განყოფილების 2014 წლის 11 ივნისის ბუნებრივი მრიცხველის დამოწმების N9---- ოქმით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის დამცავ ხუფზე დადებული ბჯენი მთელია, გამომავალი მილყელის წინა კედელი გახვრეტილია; შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენება შესაძლებელია; მეტროლოგიური მახასიათებლების გამოკვლევით მრიცხველი იწყებს ხარჯის აღრიცხვას 0,8 მ3/სთ-დან; დასკვნა: მრიცხველი არასრულად აღრიცხავს გატარებულ მოცულობებს და ცნობილია უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის. 2014 წლის 11 ივნისის N0----- შეტყობინების თანახმად ა---------–---------–---–ის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველი ცნობილია უვარგისად, მრიცხველს გააჩნია ვარგისიანობისადმი მოთხოვნებთან შეუთავსებელი წუნი.
მ---------------ნის მრიცხველი შემოწმდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მეტროლოგიის განყოფილებაში, რომლის 2014 წლის 10 ივნისის მრიცხველის მიღების და გაცემის N----- აქტის თანახმად, მრიცხველის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველის ქარხნული ბჯენი მთელია, გამზომი ბლოკის გამომავალი ყელის კედელი გახვრეტილია. სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–-------------“ მექანიკის ეტალონური განყოფილების 2014 წლის 11 ივნისის ბუნებრივი მრიცხველის დამოწმების N9---- ოქმით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის დამცავ ხუფზე დადებული ბჯენი მთელია, გამომავალი მილყელის წინა კედელი გახვრეტილია; შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენება შესაძლებელია; მეტროლოგიური მახასიათებლების გამოკვლევით მრიცხველი იწყებს ხარჯის აღრიცხვას 1,0 მ3/სთ-დან; დასკვნა: მრიცხველი არასრულად აღრიცხავს გატარებულ მოცულობებს და ცნობილია უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის. 2014 წლის 11 ივნისის N0----- შეტყობინების თანახმად მ---------------ნის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველი ცნობილია უვარგისად, მრიცხველს გააჩნია ვარგისიანობისადმი მოთხოვნებთან შეუთავსებელი წუნი.
ტ----------–-------ის მრიცხველი შემოწმდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მეტროლოგიის განყოფილებაში, რომლის 2014 წლის 10 ივნისის მრიცხველის მიღების და გაცემის N----- აქტის თანახმად, მრიცხველის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველის ქარხნული ბჯენი მთელია, გამზომი ბლოკის გამომავალი ყელის კედელი გახვრეტილია. სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–-------------“ მექანიკის ეტალონური განყოფილების 2014 წლის 11 ივნისის ბუნებრივი მრიცხველის დამოწმების N9---- ოქმით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის დამცავ ხუფზე დადებული ბჯენი მთელია, გამომავალი მილყელის წინა კედელი გახვრეტილია; შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენება შესაძლებელია; მეტროლოგიური მახასიათებლების გამოკვლევით მრიცხველი იწყებს ხარჯის აღრიცხვას 0,8 მ3/სთ-დან; დასკვნა: მრიცხველი არასრულად აღრიცხავს გატარებულ მოცულობებს და ცნობილია უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის. 2014 წლის 11 ივნისის N00---- შეტყობინების თანახმად ტ----------–-------ის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველი ცნობილია უვარგისად, მრიცხველს გააჩნია ვარგისიანობისადმი მოთხოვნებთან შეუთავსებელი წუნი.
ს-----–----------ის მრიცხველი შემოწმდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მეტროლოგიის განყოფილებაში, რომლის 2014 წლის 10 ივნისის მრიცხველის მიღების და გაცემის N-7--- აქტის თანახმად, მრიცხველის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველის ქარხნული ბჯენი მთელია, გამზომი ბლოკის გამომავალი ყელის კედელი გახვრეტილია. სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–-------------“ მექანიკის ეტალონური განყოფილების 2014 წლის 11 ივნისის ბუნებრივი მრიცხველის დამოწმების N9---- ოქმით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის დამცავ ხუფზე დადებული ბჯენი მთელია, გამომავალი მილყელის წინა კედელი გახვრეტილია; შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალების არამართებულად გამოყენება შესაძლებელია; მეტროლოგიური მახასიათებლების გამოკვლევით მრიცხველი იწყებს ხარჯის აღრიცხვას 0,5 მ3/სთ-დან; დასკვნა: მრიცხველი არასრულად აღრიცხავს გატარებულ მოცულობებს და ცნობილია უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის. 2014 წლის 11 ივნისის N00---- შეტყობინების თანახმად ს-----–----------ის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველი ცნობილია უვარგისად, მრიცხველს გააჩნია ვარგისიანობისადმი მოთხოვნებთან შეუთავსებელი წუნი.
2014 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელმა ა---------–---------–---–ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N00---- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე; აღნიშნული ოქმის მიხედვით, 2014 წლის 09 მაისს ა---------–---------–---–ის მრიცხველზე გამოვლინდა ხვრელი გამომავალ მილყელზე, რომელიც არასრულად აღრიცხავს გაზის ხარჯვას.
_ 2014 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელმა მ---------------ნის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N00---- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე; აღნიშნული ოქმის მიხედვით, 2014 წლის 12 მაისს მ---------------ნის მრიცხველზე გამოვლინდა ხვრელი გამომავალ მილყელზე, რომელიც არასრულად აღრიცხავს გაზის ხარჯვას.
_ 2014 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელმა ტ----------–-------ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0----- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე; აღნიშნული ოქმის მიხედვით, 2014 წლის 17 მაისს ტ----------–-------ის მრიცხველზე გამოვლინდა ხვრელი გამომავალ მილყელზე, რომელიც არასრულად აღრიცხავს გაზის ხარჯვას.
_ 2014 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ წარმომადგენელმა ს-----–----------ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0----3 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე; აღნიშნული ოქმის მიხედვით, 2014 წლის 17 მაისს ს-----–----------ის მრიცხველზე გამოვლინდა ხვრელი გამომავალ მილყელზე, რომელიც არასრულად აღრიცხავს გაზის ხარჯვას.
_ 2014 წლის 23 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ N- დადგენილებით ს-----–----------ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად შეეფარდა გაფრთხილება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის N4--- გადაწყვეტილებით განუხილველი დარჩა ს-----–----------ის მიმართ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ 2014 წლის 22 სექტემბრის N0----3 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი; გაუქმდა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ 2014 წლის 23 სექტემბრის N- დადგენილება.
_ 2014 წლის 23 სექტემბერს შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ N- დადგენილებით ტ----------–-------ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად შეეფარდა გაფრთხილება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის N4--- გადაწყვეტილებით განუხილველი დარჩა ტ----------–-------ის მიმართ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ 2014 წლის 22 სექტემბრის N0----- სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი; გაუქმდა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ 2014 წლის 23 სექტემბრის N- დადგენილება.
_ მხარეები ადასტურებენ, რომ ა---------–---------–---–ის და მ---------------ნის მიმართ გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ დადგენილებები გაუქმებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით.
_ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადასტურებულია და სააპელაციო სასამართლოც იზიარებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეების (მოწინააღმდეგე მხარეების) _ ა---------–---------–---–ის, მ---------------ნის, ტ----------–-------ის და ს-----–----------ის მხრიდან, განხორციელდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარება.
_ საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ განაწილების ლიცენზიატს - შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ მიერ, ა---------–---------–---–ის, მ---------------ნის, ტ----------–-------ის და ს-----–----------ის მხრიდან უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა განისაზღვრა მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში, რამაც თითოეულის მიმართ შეადგინა 4320 მ3/თვეში, ღირებულებით 2082 ლარი.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხეების მიერ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარება, სარჩელი განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ არ გაიზიარა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მოსარჩელის მიერ მითითებული გაანგარიშება (სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მიყენებული ზიანის ოდენობას); კერძოდ, პირველის ინსტანციის სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული წესით - სემეკის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა არამართებულია, რადგან მოცემული ნორმა ადგენს დარიცხვის მაქსიმალურ ოდენობას იმ ვითარებაში, როდესაც შეუძლებელია მომხმარებლის მხრიდან ბუნებრივი გაზის უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღის დადგენა; იქვე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ალბათობის მაღალი ხარისხით შესაძლებელია ბუნებრივი გაზის დატაცების კონკრეტული დროის დადგენა, მაშინ მისი ოდენობა უნდა დაგინდეს დადგმული სიმძლავრეების პროპორციულად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის, სემეკის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წესზე;
პირველ ყოვლისა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხეთა მხრიდან ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად. ამ მხრივ საქმის სხვა მასალებთან ერთად, რის თაობაზეც დაწვრილებითაა მითითებული წინამდებარე განჩინებაში, მნიშვნელოვანია მოწმე ს-----–-----------ის მიერ 2015 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება; კერძოდ, მან მიუთითა, რომ იგი ადრე მუშაობდა მოსარჩელე კ-------აში, მოპასუხეებს პირადად იცნობს, ზოგთან მისივე შეთავაზებითა და ზოგის მხრიდან დაკვეთით, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ (იგი მიუთითებს, რომ თითოეულმა მოპასუხემ გადაუხადა 200 ლარი) მათი კუთვნილი გაზის მრიცხველები დააზიანა _ გახვრეტა, რათა მრიცხველზე ბუნებრივი გაზი მოხმარებულისაგან განსხვავებული _ ნაკლები ოდენობით აღრიცხულიყო. ს-----–-----------ის ჩვენებით, მან თავად მოხსნა, წაიღო, გახვრიტა, შემდგომში კი მიიტანა და დაამონტაჟა მოპასუხეთა კუთვნილი მრიცხველები, რაც, მისვე განმარტებით, ემსახურებოდა მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადის ეკონომიას. აქვე სააპელაციო პალატა მიუთითებს ტომი პირველი, ს.ფ. 170-171, ს.ფ. 182-ზე განთავსებულ წერილობით მტკიცებულებებზე; კერძოდ, საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსის 2----–-–---------–---ს წერილში აღნიშნულია, რომ ს-----–-----------ი დაკავებული იყო სს კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (კერძოდ, ბუნებრივი აირის მრიცხველების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით); ამავე წერილის მიხედვით, იგი თავის ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ მან განახორციელა ბუნებრივი გაზის მომხარებელ პირთა ინიციატივით, მათივე კუთვნილი მრიცხველების დაზიანება (გახვრეტა), შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, იმ მიზნით, რომ მრიცხველებს აღერიცხათ არა რეალურად მოხმარებული ბუნებრივი გაზი, არამედ მისი შედარებით ნაკლები ოდენობა; ასევე წარმოდგენილია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 სექტემბრის განაჩენი საქმეზე N1/47-2014 სს კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პროკურატურასა და ბრალდებულ პირებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, იყო თუ არა შესაძლებელი ბუნებრივი აირის დატაცების საწყისი პერიოდის დადგენა შესაძლებელი და რა მეთოდით უნდა განხორციელდეს კომპანიისათვის ბუნებრივი აირის დატაცების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის გაანგარიშება.
ზემოხსენებული გარემოებების დადგენის მიზნით, სააპელაციო პალატა კვლავ დაუბრუნდება პირველი ინსტანციის სასამართლოში 2015 წლის 20 თებერვლის სხდომაზე მოწმე ს-----–-----------ის მიერ მიცემულ ჩვენებას; კერძოდ, იგი აცხადებს, რომ არ ახსოვს მის მიერ კონკრეტულად როდის განხორციელდა მოპასუხე პირთა კუთვნილი მრიცხველების დაზიანება (გახვრეტა); ხოლო რაც შეეხება მოპასუხეთა მრიცხველებზე ლუქის (ე.წ. ბრჯენი) არსებობას, მისი ჩვენების მიხედვით, მომხმარებელთა 90%-ის შემთხვევაში მრიცხველებზე იგი არ იყო განთავსებული; წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ შეძლებდა მრიცხველებზე მის მიერ განხორციელებული მანიპულაციის ჩატარებას და ლუქის ისევ იმგვარად, პირვანდელი სახით დადებას; მოწმის განმარტებით, მის მიერ განხორციელდა მხოლოდ მრიცხველების მოხსნა, მავთულის გაცხელებით 3-4 მმ დიამეტრის ნახვრეტის გაკეთება, რა დროსაც ბუნებრივი გაზი აღირიცხება რეალურად მომხარებულისაგან ნაკლები ოდენობით და მრიცხველების კვლავ დამონტაჟება. ამ მხრივ საგულისხმოა ასევე, შპს ,,ე-----------კ-------ს“ თანამშრომლის - არ---------------ის ჩვენება, რომლის მიხედვით, მრიცხველებზე დაზიანების აღმოჩენა გარეგნული დათვალიერებით არ იყო შესამჩნევი; მათი შემოწმება მოხდა მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი დანაკლისი დაფიქსირდა წინა პერიოდთან შედარებით; მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მოხდა მრიცხველების შემოწმება. არ---------------ის ჩვენებიდან დგინდება ისიც, რომ მრიცხველზე დატანილი ნახვრეტი რთული შესამჩნევი იყო, მხოლოდ სინათლის სხივზე მოხერხდა იმის შემჩნევა, რომ მრიცხველს ჰქონდა ნახვრეტი, რაც დაფარული იყო შედარებით ღია ფერის სილიკონით. მოგვიანებით კი დადგინდა, რომ ამ დაზიანების შედეგად მრიცხველები მოპასუხეთა სასარგებლოდ არასრულად აღრიცხავდნენ მოხმარებულ ბუნებრივ გაზს. სააპელაციო პალატა, აღნიშნული დაზიანების შესახებ უფრო დეტალური აღქმისათვის მიუთითებს ტომი პირველი, ს.ფ. 160-ზე წარმოდგენის დისკზე; მასზე თვალსაჩინოდაა ასახული მრიცხველებზე არსებული ზემოთ დასახელებული დაზიანება, რომლის აღმოჩენა ჩვეულებრივი გარეგნული დათვალიერების (მისი მოხსნის, დაშლის და შიგთავსის შემოწმების გარეშე; ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მრიცხველებს არ გააჩნდათ ბრჯენი) გზით შეუძლებელია.
ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში შეფასების გზით, მოწმეთა ჩვენებებით, ცალსახად დგინდება ის გარემოება, რომ ბუნებრივი გაზის დატაცების საწყისი პერიოდის დადგენა შეუძლებელია, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მოპასუხეთა მხარესაა, რომელთა მიერაც ვერ იქნა მითითებული და წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბუნებრივი აირის დატაცების კონკრეტული თარიღიდან ათვლის ფაქტს; მოპასუხეები კვლავ შემოიფარგლებიან მათ მიერ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების უარყოფით, ისე, რომ ვერ მიუთითებენ აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპირო მტკიცებულებებზე. შესაბამისად, ზიანის ოდენობის გაანგარიშების თვალსაზრისით ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება.
ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.
ზემოხსენებული ნორმების შინაარსისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ არასანქცირებული მოხმარების პერიოდის განსაზღვრა და მოცემულ შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა, უნდა მომხდარიყო გაზის დანადგარების სიმძლავრეების წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღის განსაზღვრა შესაძლებელი იყო.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის მოსაზრებას მასზედ, რომ მოპასუხეების მიერ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს სემეკის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით და არა ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, ბუნებრივი აირის დატაცების საწყისი პერიოდის დადგენა შეუძლებელია და აღნიშნული შემთხვევის დროს ზიანის გაანგარიშების მეთოდს სწორედ 2009 წლის 09 ივლისი N12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი გვთავაზობს.
აქვე საპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე - შპს ,,ე-----------კ-------ს“ ცნობებზე (ტომი 1, ს.ფ. 105-112), რომელთა მიხედვით დეტალურად არის დაანგარიშებული N1--- აბონენტი - მოპასუხე ტ----------–-------ის, N6-- აბონენტი - მოპასუხე ა---------–---------–---–ის, N--- აბონენტი - მოპასუხე მ---------------ნისა და N1--- აბონენტი - მოპასუხე ს-----–----------ის მიერ, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა და ამ გზით კ-------ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა; კერძოდ, ხსენებული ცნობების თანახმად, მრიცხველის მაქსიმალური გამტარიანობა შეადგენს 6 მ3/სთ; აღნიშნული მონაცემი მიღებულია 30 დღის განმავლობაში 24 საათიანი სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით, რაც თვეში შეადგენს 4320 მ3-ს ღირებულებით 2082 ლარი (4320 X 0.482); შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული ზიანის ოდენობის გაანგარიშება სრულად შეესაბამება, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისთვის შესაბამის გაანგარიშების მეთოდს;
4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა, მის სასარგებლოდ თითოეული მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 2082 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია, რის გამოც შპს ,,ე-----------კ-------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ე-----------კ-------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე; კერძოდ, თითოეულ მოპასუხეს - ა---------–---------–---–ს, მ---------------ნს, ტ----------–-------ს და ს-----–----------ს, შპს ,,ეს ჯი გ------------ს“ სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, უნდა დაეკისროს 2082 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი და სარჩელის მოთხოვნა _ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მოსარჩელის სასარგებლოდ თითოეული მოპასაუხისათვის 2082 ლარის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ამავდროულად, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის განხილვის მიზნით შპს ,,ე-----------კ-------ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 400 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 37, 155), ხოლო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 600 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 257, ტომი 3, ს.ფ. 9); პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადასახდელად დაეკისრათ თითოეულს 3.30 ლარი, რაც ოთხი მოპასუხის შემთხვევაში შეადგენს 13.2 ლარს და უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ გადახდილ 400 ლარს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შპს ,,ე-----------კ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ჯამში 986.8 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ე-----------კ-------ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ამ საქმეზე ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება შპს ,,ე-----------კ-------ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის (მოსარჩელის სასარგებლოდ თითოეული მოპასუხისათვის 2082 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის) ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს ,,ე-----------კ-------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ა---------–---------–---–ს შპს ,,ე-----------კ-------ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2082 ლარის გადახდა.
5. ს-----–----------ს შპს ,,ე-----------კ-------ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2082 ლარის გადახდა;
6. ტ----------–-------ს შპს ,,ე-----------კ-------ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2082 ლარის გადახდა.
7. მ---------------ნს შპს ,,ე-----------კ-------ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2082 ლარის გადახდა.
8. შპს ,,ე-----------კ-------ს“ მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, ა---------–---------–---–ს, ს-----–----------ს, ტ----------–-------ს და მ---------------ნს დაეკისროთ შპს ,,ე-----------კ-------ს“ სასარგებლოდ 986.8 ლარის გადახდა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/
მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/