განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/3368-18
საქმე №330310018002529375
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები - მანანა ჩოხელი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - დ----- ჩ-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
წარმომადგენელი - ს--–-------------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის სააპელაციო მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2014 წლის 06 თებერვალს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და განმარტა, რომ 2012 წლის 1------------- იმყოფებოდა სასჯელაღსრულების N- დაწესებულებაში. აღნიშნულ დღეს ჩანიშნული იყო მის მიმართ სასამართლო სხდომა. დაწესებულების კორპუსის მორიგე ექიმის ნ---------–---–ის მიერ ამავე დღის დილას გაცემული იქნა დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობა მისი სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე დღეს დაწესებულების თანამშრომელმა განუმარტა, რომ სასამართლო მივიდა დაწესებულებაში და მის დასწრებას ითხოვდნენ. დაწესებულების თანამშრომლებმა მას იმავე დღეს მეორედ მიუყვანეს ექიმი ც-----------------–-, რომელმაც მოგვიანებით გასცა ცნობა, რომ ბრალდებულ დ----- ჩ-----ს გაეწია დახმარება სიმპტომური წნევის დამწევი და დამამშვიდებელი პრეპარატებით. მოსარჩელემ 2012 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მოითხოვა არაობიექტური ცნობის ბათილად ცნობა, რაზეც 2013 წლის 21 თებერვალს განუმარტეს, რომ ცნობა იყო კანონიერი, შედგენილი კომისიური წესით, თუმცა მისთვის არ განუმარტავთ საფუძველი, რაც უფლებას აძლევდა დაწესებულების სამ თანამშრომელს მოეწერა აღნიშნული შინაარსის ცნობაზე ხელი.
დ----- ჩ-----მ 2014 წლის 06 თებერვლის განცხადებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, კომპეტენციის ფარგლებში, სთხოვა განმარტება სამედიცინო მომსახურების თაობაზე, კერძოდ: კანონით რეგულირებული ექიმის უფლება-მოვალეობის მიხედვით, რამდენად საკმარისი იყო (ექიმ ნ---------–---–ის მიერ შედგენილი ცნობის გათვალისწინებით) ც-----------------–-ს ხელმოწერილ ცნობაში მითითებული დახმარება (სრულყოფილების თვალსაზრისით) და იყო თუ არა ექიმ ც-----------------–-ს მიერ სავალდებულო ჯერ დიაგნოზის დასმა და ამისათვის სათანადო გამოკვლევის დანიშვნა და შემდგომ მისი გადაადგილებით სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობაზე დასკვნების მიღება.
2.2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 10 თებერვალს N-------- წერილით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დ----- ჩ-----ს განცხადების საფუძველზე სწავლობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულებაში მსჯავრდებულ დ----- ჩ-----სათვის 2012 წლის 1------------- გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს განხილვისათვის გადაუგზავნა დ----- ჩ-----ს განცხადება, ამასთან, ითხოვა სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და დ----- ჩ-----ს სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის დამოწმებული ქსეროასლების მიწოდება.
2.3. 2014 წლის 03 სექტემბერს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვა სამინისტროს დაედგინა - 1. ს.ა. დაწესებულებებში იყო თუ არა მის მიმართ გაწეული სათანადო და დროული სამედიცინო მომსახურება წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოცემულ პერიოდში; 2. არის თუ არა 2012 წლის 1------------ს ს.ა. N- დაწესებულების მორიგე ექიმის ც-------------–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა სრულყოფილი და კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში; 3. არის თუ არა ს.ა. N- დაწესებულების მორიგე ექიმის ც-------------–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა ფორმა N4-100 სრულყოფილი და კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობაში; 4. არის თუ არა ს.ა. N- დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმის გ--------–---–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა სრულყოფილი და კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობაში.
2.4. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 16 სექტემბერს N-------- წერილით განმეორებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დ----- ჩ-----ს განცხადებების საფუძველზე სწავლობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულებაში მსჯავრდებულ დ----- ჩ-----სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს განხილვისათვის გადაუგზავნა დ----- ჩ-----ს 2014 წლის 03 სექტემბრის განცხადება, ამასთან, ითხოვა სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და დ----- ჩ-----ს სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის დამოწმებული ქსეროასლების მიწოდება.
2.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2014 წლის 30 ოქტომბრის M----------------- წერილით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ დ----- ჩ-----ს არაერთხელ ჰქონდა მიმართული სამედიცინო დეპარტამენტისათვის და მისი ძირითადი მოთხოვნა იყო პენიტენციური სისტემის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობის ბათილად ცნობა. შემდგომში აღნიშნულს დაემატა არაკვალიფიციურად ჩატარებული მკურნალობის საკითხიც, ჯერ ოფთალმოლოგიური, შემდეგ კი ტრავმატოლოგიური კუთხით. სამედიცინო დეპარტამენტის მიერ არაერთხელ იქნა საკითხი შესწავლილი და დ----- ჩ-----ს არაერთხელ ეცნობა პასუხი. რაც შეეხებოდა მის მიმართ განხორციელებულ სამედიცინო ინტერვენციების ადეკვატურობას, აღნიშნულის დადგენის მიზნით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნა დ----- ჩ-----ს მიმართ პენიტენციურ სისტემაში ნაწარმოები სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადოდ დამოწმებული ასლი.
2.6. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის N0------- წერილით, ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ რეცენზირების მიზნით გადაეგზავნა დ----- ჩ-----ს სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ (27 ფურცელი).
2.7. 2018 წლის 12 თებერვალს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილების მეშვეობით განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების დამუშავების, მათ შორის, მონაცემების უსაფრთხოების კანონიერების შესწავლა. განცხადებაში აღნიშნა, რომ 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების N2 დანართით წარადგინა მის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებულია, როგორც 47 ფურცლად არსებული. განცხადების მოთხოვნები ეხებოდა აღნიშნულ დოკუმენტში 2012 წლის 1------------ს არასამედიცინო ჩანაწერის კანონიერების შესწავლას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 01 მარტს იხილებოდა დ----- ჩ-----სა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შორის დავა, სადაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეს დაერთო სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებული იყო, როგორც 47 ფურცლად არსებული. ამდენად დ----- ჩ-----მ მიუთითა, რომ აპარატს გააჩნდა მის მიერ წარდგენილი N------ სამედიცინო ბარათის ორივე ვერსია. ასევე მიუთითა, რომ ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტმა, 2014 წლის 30 ოქტომბრის წერილის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაცია 27 ფურცლის ოდენობით, დანართის სახით გადასცა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, 2014 წლის 05 ნოემბრის წერილის მიხედვით, ის ასევე 27 ფურცლის ოდენობით, რეცენზიისათვის გადასცა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას და წერილის მიხედვით დოკუმენტაცია წარმოადგენდა სამედიცინო N------ ბარათს. ამასთან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ორივე დოკუმენტი მონაცემების მხრივ იდენტურია, ხოლო ფურცელთა რაოდენობის სხვაობა იმით აიხსნება, რომ დოკუმენტი, რომელიც დამოწმებულია, როგორც 27 ფურცლად არსებული, დოკუმენტის ფურცლების უკანა გვერდების შეიცავს მონაცემებს და ამით კომპენსირდგება სხვაობა. აღნიშნული ორგვერდიანი დოკუმენტის გადაცემა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაგან მოითხოვა 2018 წლის 06 თებერვალს. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა მომხდარიყო ზემოთ აღნიშნულ საკითხთა შესწავლა და იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მონაცემთა განადგურებას, ან სხვა სახის უკანონო დამუშავებას მონაცემთა დაუცველობის მიმართულებით. ამასთან, ითხოვდა ინფორმაციას 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების განხილვის (სამედიცინო ბარათის სახით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შესახებ) ფარგლებში შემდგარი ზეპირი განხილვის მომენტამდე (10.02.2016 წელი) მისთვის იყო თუ არა ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან. ასევე მოითხოვა ინფორმაცია, 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო ბარათის ფორმის და მონაცემთა გვერდების რაოდენობის შესახებ. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ შესწავლილიყო ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილების მიხედვით დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის დამუშავების საკითხი მათი კანონთან შესაბამისად დაცულობის და ასეთად გაგზავნის მიმართულებით; მოცემული განცხადების პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯელობის წინსწრებად მიწოდებოდა წერილობითი ინფორმაცია მის მიერ 2015 წლის 21 დეკემბერს N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო N------ ბარათის მონაცემთა შემცველი გვერდების რაოდენობის და ფურცელთა რაოდენობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული განცხადების შეტანიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში 2016 წლის 10 თებერვლისთვის ზეპირი განხილვამდე, მისთვის იყო თუ არა აპარატისაგან ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა თუ არა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან.
2.8. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის M---------------- წერილით დ----- ჩ-----ს ეცნობა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის მიმართ ნაწარმოები სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები 2014 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში გადაგზავნილი იქნა მატერიალურად, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტაციის მეორე ეგზემპლარი სამედიცინო დეპარტამენტში არ ინახება.
2.9. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N0------ წერილით დ----- ჩ-----ს გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარდგენილი, სათანადო წესით დამოწმებული პაციენტ დ----- ჩ-----ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის (N------) ასლი 27 ფურცლად, რომელიც შედგება 21 ორივე გვერდზე ინფორმაციის მატარებელი ფურცლისგან და 6 ერთ გვერდზე ინფორმაციის მატარებელი ფურცლისგან.
2.10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 19 თებერვლის N------------ გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს 2018 წლის 12 თებერვლის განცხადება მიღებული იქნა განსახილველად.
2.11. დ----- ჩ-----მ 2018 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საკითხის შესწავლა ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტისა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, მის მიმართ ნაწარმოებ სამედიცინო ბარათში N------ არსებულ მონაცემთა დაცულობის თაობაზე. იყო თუ არა ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტის მიერ კანონიერი გზით მოპოვებული აღნიშნული ბარათი.
2.12. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 თებერვლის P---------------- წერილით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: სააგენტო ამუშავებდა თუ არა დ----- ჩ-----ს პერსონალურ მონაცემებს ამბულატორიული პაციენტის N------ სამედიცინო ბარათის სახით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითებულიყო რა გზით მოიპოვეს, რა მიზნით და რა საფუძვლით დამუშავდა აღნიშნული დოკუმენტი; სააგენტოში რამდენ ფურცლად არის დაცული N------ სამედიცინო ბარათი და სრულად წარედგინათ აღნიშნული დოკუმენტი. განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2014 წლის 05 ნოემბრის წერილით ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ გაეგზავნა N------ სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი 27 ფურცლად. ინსპექტორმა მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, მიზანი და არსებობის შემთხვევაში, ასევე მოითხოვა სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილზე თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა.
2.13. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის N-------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მოქალაქე დ----- ჩ-----ს განცხადებების (N----- 06.02.2014 წელი, N8---- 03.09.2014 წელი) საფუძველზე, მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან, გამოთხოვილი იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის N------ დამოწმებული ასლი, რომელიც 2014 წლის 30 ოქტომბრის M--------------- წერილით გადაეგზავნა რეგულირების სააგენტოს 27 ფურცლად. ასევე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დ----- ჩ-----ს განცხადებებისა (საჩივრების) და ამბულატორიული სამედიცინო ბარათის N------ ა(ა)იპ ,,ს----------–-----------–---------–--–------------------ისათვის’’ (რეგულირების სააგენტოს გაფორმებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მომსახურებაზე: ,,საექსპერტო-სარეცენზიო მომსახურება’’) გადაგზავნის სამართლებრივი საფუძველია ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 66-ე, 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის N122/ნ ბრძანების პირველი მუხლის, მე-4 და მე-6 პუნქტები. ასევე გადაეგზავნა სააგენტოში დაცული დ----- ჩ-----ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი 27 ფურცლად.
2.14. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 თებერვლის P---------------- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: სამინისტრო ამუშავებდა თუ არა დ----- ჩ-----ს პერსონალურ მონაცემებს ამბულატორიული პაციენტის N------ სამედიცინო ბარათის სახით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითებულიყო რა გზით შეგროვდა, რა მიზნით და რა საფუძვლით დამუშავდა აღნიშნულ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია; განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სამინისტროს 2014 წლის 30 ოქტომბრის M---------------- წერილით და N----------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2017 წლის 01 თებერვლის M-------------- წერილით გაიცა ერთი და იგივე დოკუმენტის, N------ სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლები, თუმცა გაცემული დოკუმენტაცია არ იყო იდენტური, კერძოდ ერთ შემთხვევაში დოკუმენტი გაიცა 27 ფურცლად, ხოლო მეორე შემთხვევაში 47 ფურცლად, ითხოვა განმარტება თუ რა გარემოებებმა გამოიწვია ერთი და იგივე სახის დოკუმენტის განსხვავებული ფორმატით გაცემა და სრულად წარდგენილიყო სამინისტროში დაცული N------ სამედიცინო ბარათის ასლი; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის M---------------- წერილით რა მიზნით და რა სამართლებრივი საფუძვლით გადაეცა სააგენტოს N------ სამედიცინო ბარათის ასლი, არსებობის შემთხვევაში წარედგინათ სააგენტოს შესაბამისი წერილის ასლი (რომელიც გამოთხოვილი იქნა სამედიცინო დეპარტამენტიდან) და სამინისტროს 2014 წლის 30 ოქტომბრის M---------------- წერილზე თანდართული დოკუმენტაციის ასლი.
2.15. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 09 მარტის M---------------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, ბრალდებულის /მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების ფარგლებში დამუშავდა დ----- ჩ-----ს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სახით. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა როგორც ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანება.
დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი 2017 წლის 01 თებერვლის M---------------- წერილით გაიცა 47 ფურცლად, ხოლო იდენტური ინფორმაცია, 2014 წლის 30 ოქტომბრის M----------------- წერილით, ასლის გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაცემულია 27 ფურცლის ოდენობით. ორივე შემთხვევაში დოკუმენტის ასლის დამზადება განხორციელდა დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დედნიდან, რომელიც წერილის გაცემის მდგომარეობისათვის შედგება 47 ფურცლად. რაც შეეხება 2014 წლის 30 ოქტომბრის M----------------- წერილით დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში გადაგზავნას, აღნიშნულს საფუძვლად დაედო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2014 წლის 16 სექტემბრის N-------- მიმართვა დ----- ჩ-----ს განცხადებების საფუძველზე მისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლასთან დაკავშირებით.
2.16. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 07 მარტის M---------------- წერილით დ----- ჩ-----ს ეცნობა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი უფლებამოსილია დაამუშაოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სახით. აღნიშნულის განხორციელების უფლებამოსილება განსაზღვრულია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, ხოლო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის წარმოების ვალდებულება ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლისთვის განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანებით.
2.17. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 27 აპრილის M---------------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს დ----- ჩ-----ს საქმეზე ეცნობა, რომ დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი (რომელიც 2014 წლის 30 ოქტომბრის N------ წერილით გადაგზავნილი იქნა სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში) სამედიცინო დეპარტამენტს მატერიალურად მიეწოდა N-----------–------ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან. ამასთან, დამატებით ეცნობა, რომ დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი ინახება N-----------–------ დაწესებულების სამედიცინო ნაწილის არქივში. აღნიშნული დოკუმენტის შენახვა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების საქმეთა ნაერთი ნომენკლატურების შესაბამისად, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების შენახვისათვის განსაზღვრულია 15 წელი. რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის წვდომაზე უფლებამოსილ პირებს, აღნიშულ პირთა წრე განსაზღვრულია ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის N90 ბრძანების დანართებით.
2.18. 2018 წლის 03 მაისს დ----- ჩ-----მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დამატებით წარადგინა პოზიცია მის მიერ 2018 წლის 12 და 20 თებერვალს წარდგენილი განცხადებების განხილვის ფარგლებში და მოითხოვა საქმის განხილვის ფარგლებში დადგენილი შემდეგი გარემოებები, სამედიცინო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 12 თებერვლის M---------------- მის მიერ მიწოდებული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის N------ ასლის შესახებ, კერძოდ: როდის, რა გზით და რამდენი გვერდის მონაცემით მიიღო დეპარტამენტმა ბარათი; როდის, რა გზით და რამდენი გვერდის მონაცემით მიაწოდა დ----- ჩ-----ს დეპარტამენტმა ბარათი; კონკრეტულად რა საშუალებით და სად დამზადდა ის მატერიალურად; ვის მიერ იქნა დამოწმებული ბეჭდით და ვის მიერ იქნა გაკეთებული პირველი გვერდზე და ბარათის ბოლოს უკანა გვერდზე მინაწერი ,,ასლი დედანთან სწორია 27 ფურცლად’’; იყო თუ არა ბარათი დაცული დღიდან დ----- ჩ-----ს ქსნის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად გაგზავნისა განცხადების გაგზავნის დღემდე სათანადო წესით, აკინძული, დანომრილი და სხვისთვის ხელმიუწვდომელი და რა ვითარებაში გამოჩნდა მას შემდეგ რაც გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას ვერ მიეწოდა მისი მოთხოვნის საფუძველზე.
2.19. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ გადაწყვეტილებით დასრულდა დ----- ჩ-----ს 2018 წლის 12 თებერვლის P---------------- განცხადების განხილვა.
2.20. 2018 წლის 13 ივნისს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების გამეორებით შესწავლა; საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განმცხადებლის 2018 წლის 20 თებერვლის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განმცხადებლის 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს უარი ეთქვა 2018 წლის 13 ივნისის P---------------- განცხადების განხილვაზე და ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.21. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ და 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.22. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ამ კანონის, ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, ინსტრუქციას, მითითებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.
მითითებული დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ზომები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვალდებულების არსებობის წინაპირობას წარმოადგენს სადავო საკითხზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება.
2.23. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. ამავე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილების მეშვეობით განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების დამუშავების, მათ შორის მონაცემების უსაფრთხოების კანონიერების შესწავლა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების N2 დანართით წარადგინა მის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებულია, როგორც 47 ფურცლად არსებული. განცხადების მოთხოვნები ეხებოდა აღნიშნულ დოკუმენტში 2012 წლის 1------------ს არასამედიცინო ჩანაწერის კანონიერების შესწავლას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 01 მარტს იხილებოდა დ----- ჩ-----სა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შორის დავა, სადაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეს დაერთო სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებული იყო, როგორც 47 ფურცლად არსებული. ამდენად დ----- ჩ-----მ მიუთითა, რომ აპარატს გააჩნდა მის მიერ წარდგენილი N------ სამედიცინო ბარათის ორივე ვერსია. ასევე მიუთითა, რომ ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტმა, 2014 წლის 30 ოქტომბრის წერილის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაცია 27 ფურცლის ოდენობით, დანართის სახით გადასცა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. ამ უკანასკნელმა, კი თავის მხრივ 2014 წლის 05 ნოემბრის წერილის მიხედვით, ის ასევე 27 ფურცლის ოდენობით, რეცენზიისათვის გადასცა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას და წერილის მიხედვით დოკუმენტაცია წარმოადგენდა სამედიცინო N------ ბარათს. ამასთან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ორივე დოკუმენტი მონაცემების მხრივ იდენტურია, ხოლო ფურცელთა რაოდენობის სხვაობა იმით აიხსნება, რომ დოკუმენტი, რომელიც დამოწმებულია, როგორც 27 ფურცლად არსებული, დოკუმენტის ფურცლების უკანა გვერდების შეიცავს მონაცემებს და ამით კომპენსირდგება სხვაობა. აღნიშნული ორგვერდიანი დოკუმენტის გადაცემა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაგან მოითხოვა 2018 წლის 06 თებერვალს. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა მომხდარიყო ზემოთ აღნიშნულ საკითხთა შესწავლა და იმის დადგენა ჰქონდა თუ არა ადგილი მონაცემთა განადგურებას, ან სხვა სახის უკანონო დამუშავებას მონაცემთა დაუცველობის მიმართულებით. ამასთან ითხოვდა ინფორმაციას 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების განხილვის (სამედიცინო ბარათის სახით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შესახებ) ფარგლებში შემდგარი ზეპირი განხილვის მომენტამდე (10.02.2016 წელი) მისთვის იყო თუ არა ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან. ასევე მოითხოვა ინფორმაცია, 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო ბარათის ფორმის და მონაცემთა გვერდების რაოდენობის შესახებ. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ შესწავლილი ყოფილიყო ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილების მიხედვით დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის დამუშავების საკითხი მათი კანონთან შესაბამისად დაცულობის და ასეთად გაგზავნის მიმართულებით; მოცემული განცხადების პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯელობის წინსწრებად მიწოდებოდა წერილობითი ინფორმაცია მის მიერ 2015 წლის 21 დეკემბერს N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო N------ ბარათის მონაცემთა შემცველი გვერდების რაოდენობის და ფურცელთა რაოდენობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული განცხადების შეტანიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში 2016 წლის 10 თებერვლისთვის ზეპირი განხილვამდე, მისთვის იყო თუ არა აპარატისაგან ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა თუ არა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან. ასევე დადგენილია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 19 თებერვლის N------------ გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს 2018 წლის 12 თებერვლის განცხადება მიღებული იქნა განსახილველად.
დ----- ჩ-----ს 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაციები და მხოლოდ აღნიშნული შესწავლის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ დ----- ჩ-----მ 2014 წლის 06 თებერვალს და 03 სექტემბერს განცხადებებით მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლა. სააგენტოს გაეგზავნა განმცხადებლის სამედიცინო ბარათი 27 (ოცდაშვიდ) ფურცლად, 22 (ოცდაორი) ფურცელი იყო ორივე გვერდზე ინფორმაციის მატარებელი, ხოლო ხუთი ფურცელი ინფორმაციას მხოლოდ ერთ გვერდზე ასახავდა, ხოლო სამინისტროსაგან მიღებული სამედიცინო ბარათი 2014 წლის 05 ნოემბრის წერილით, 27 ფურცლად გადაეგზავნა ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ საექსპერტო დასკვნის მიღების მიზნით. ინსპექტორმა ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლის სამედიცინო ბარათი დამუშავდა დ----- ჩ-----ს პირადი საქმის წარმოების ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ N-- დაწესებულება წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებას, მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ამდენად, სამინისტროს მიერ დაწესებულებაში დაცული სამედიცინო ბარათის დაწესებულებიდან გამოთხოვა და N-- დაწესებულების მიერ სამედიცინო ბარათის სამინისტროსათვის მიწოდება, არ წარმოადგენდა მონაცემთა გადაცემას, ვინაიდან მონაცემი დამუშავდა შიდაუწყებრივ სისტემაში.
2.24. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის; ამდენად მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას შეფასებული იქნა იყო თუ არა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხემ მიუთითა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენდა მნიშვნელოვან რგოლს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და მას ეკისრა მთელი რიგი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რაც მოიცავდა მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მათთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმებას და კონტროლს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიუთითა, რომ სააგენტოს მიერ დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის გამოთხოვა და სამინისტროს მხრიდან აღნიშნული სამედიცინო ბარათის ასლის გადაცემა ემსახურებოდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვასა და ფუნქციონირებას. ამდენად, მოპასუხემ დაადგინა, რომ სამინისტრის მიერ სამედიცინო ბარათის სააგენტოსათვის გადაცემა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობაში, რაც სასამართლომაც კანონიერად მიიჩნია.
რაც შეეხება სააგენტოს მიერ, 2014 წლის 05 ნოემბრის წერილით დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ისათვის“ გადაცემას, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).
დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ა“ წარმოადგენდა ორგანიზაციას, რომელიც, სააგენტოსთან ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიზნებისათვის და დაკვეთით ახორციელებდა სამედიცინო დოკუმენრის კლინიკურ შეფასებას. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტო წარმოადგენდა მონაცემთა დამმუშავებელს, ხოლო ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ა“ უფლებამოსილ პირს, ვინაიდან მან სააგენტოს მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის დაამუშავა დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის ასლი.
2.25. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მონაცემები სამართლებრივი აქტის ან მონაცემთა დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა პირმა მონაცემები უნდა დაამუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება. დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება სხვა პირს მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოებისათვის ზომების მიღების ვალდებულება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა ზემოთ აღნიშული კანონის მოთხოვნები, ვინაიდან სააგენტოსა და ა(ა)იპ ,,ს----------–-----------–---------–--–------------------ას’’ შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დათქმას მომსახურების გაწევის ფარგლებში გაცემული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების თაობაზე, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან სამართალდარღვევის ჩადენიდან გასული იყო ორ თვეზე მეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ვერ დააკისრა სააგენტოს ზემოთ აღნიშნული დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ხანდაზმულობის გამო.
რაც შეეხება 2017 წლის 20 იანვარს წერილს, რომლითაც დ----- ჩ-----მ მოითხოვა მისი სამედიცინო ბარათის ასლი და სამინისტროს 2017 წლის 01 თებერვალს M-------------- წერილით მოსარჩელეს გაეცა სამედიცინო ბარათის ასლი, მოპასუხემ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ სამინისტროს მხრიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელისათვის სამედიცინო ბარათის სრული სახით განზრახ მიუწოდებლობა, ვინაიდან იმ ორ ფურცელს, რომელსაც არ შეიცავდა 2017 წლის 01 თებერვლის წერილით განმცხადებლისათვის მიწოდებული სამედიცინო ბარათის ასლი, არ ჰქონდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმა, რამაც შესაძლოა გამოიწვია ასლის გადამღების მიერ შეცდომის დაშვება. ამდენად, მოპასუხის მიერ დადგენილ იქნა, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ხარვეზიან შესრულებას. ამასთან მოპასუხემ დაადგინა, რომ დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის ასლი 49 ფურცლად შინაარსობრივად იდენტური იყო სამინისტროს მიერ გაცემულ 27 ფურცლად გადაღებულ სამედიცინო ბართთან.
2.26. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ იგი არ მონაწილეობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ჩატარებულ სხდომაზე, ვინაიდან მისთვის არ შეუტყობინებიათ, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, სასამართლომ მიუთითა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებაზე“, რომლის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი, განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია დანიშნოს და ჩაატაროს განცხადების ზეპირი განხილვა ამ დებულების მე‑11 მუხლით დადგენილი წესით. ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს, საჭიროების შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა პირებს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ინსპექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს ან იღებს გადაწყვეტილებას შენიშვნის უარყოფის შესახებ.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იმ შემთხვევაში თუ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენდა ზეპირ მოსმენას, ვალდებული იყო სხდომაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა მოსარჩელისათვისაც და აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან საქმის წარმოების პროცედურულ დარღვევას, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დ----- ჩ-----ს გადაეცა (სარჩელს ერთვის) ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, რომელზედაც მას შენიშვნები არ წარუდგენია, ასევე მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა სადავო აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში მიეთითებინა ყველა ის გარემოება, რაც შესაძლოა მისი ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო და რაზეც არსებითად ისჯელა სასამართლომ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილი იმ შემთხვევაში უშვებს პროცედურული დარღვევის საფუძვლით აქტის ბათილობის შესაძლებლობას, თუ სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად მითითება პროცედურულ დარღვევაზე ვერ გახდება სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
2.27. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით:
2018 წლის 13 ივნისს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების გამეორებით შესწავლა; საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განმცხადებლის 2018 წლის 20 თებერვლის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განმცხადებლის 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს განემარტა, რომ 2018 წლის 12 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობაც არსებობდა და რომელიც არ იყო გაუქმებული, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შეფასება კი სცდებოდა ინსპექტორის კომპეტენციას, ასევე არ არსებობდა ამ ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა განცხადების განმეორებით განხილვის შესაძლებლობაც. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ თუ მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა მასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენას ან გაცემას, ასეთ შემთხვევაში შეეძლო მიემარათა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
სადავო გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს ასევე განემარტა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ გადაწყვეტილება შეიცავდა მითითებას მისი სამედიცინო ბარათის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე. ამასთან, 2018 წლის 20 თებერვლის წერილის და სამინისტროს 2018 წლის 27 მარტის საპასუხო წერილის გათვალისწინებით, სამინისტროს მხრიდან არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი.
ამავე სადავო გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით განემარტა, რომ არსებული მდგომარეობით, ინსპექტორი განიხილავდა დ----- ჩ-----ს ანალოგიური შინაარსის განცხადებას. კერძოდ, ინსპექტორის 2018 წლის 14 ივნისის Nგ----------- გადაწყვეტილებით განსახილველად იქნა მიღებული დ----- ჩ-----ს განცხადება, რომელიც შეეხებოდა მათ შორის სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 მაისის განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის მიუწოდებლობას. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებული იყო და ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას განმეორებით განსახილველად მიეღო იდენტური შინაარსის განცხადება.
2.28. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ და 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებები, ასევე არ არსებობს სადავო საკითხთან საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მოსარჩელის 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების სრულყოფილი და ობიექტური განხილვის, მისი 2018 წლის 13 ივნისის განცხადების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დავალების საფუძველი. ამრიგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, შესაბამისად, დ----- ჩ-----ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დაადგინა სარჩელის პირველი, მეორე, მესამე და მე-5 ფაქტობრივი გარემოები, სადაც დასაბუთებულია სააგენტოსა და სამინისტროს მიერ ერმანეთისადმი მოსარჩელის პერსონალური მონაცემების გადაცემის უკანონობა (გამჟღავნება). სარჩელის პირველი ფაქტობრივ გარემოება გადმოსცემს, რომ აპელანტმა სააგენტოს მიმართა 05/02/2014 წელს განცხადებით და უპასუხობის გამო განმეორებით - 03/09/2014 წელს. ორივე შემთხვევაში მოთხოვნები ეხებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების კანონთან შესაბამისობის და მათ მიხედვით დ----- ჩ-----ს მიმართ პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის დადგენას. თუმცა სააგენტომ, წარდგენილი დოკუმენტების განხილვის ნაცვლად, 10/02/2014 წლის და 16/09/2014 წლის წერილებით სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტს განხილვისათვის გადაუგზავნა აპელანტის განცხადებები, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლები მოსთხოვა და მიუთითა, რომ ამას დ----- ჩ-----ს განცხადების განხილვის საფუძველზე ითხოვდა.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო არის მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. აპელანტი მიუთითებს, რომ კანონმდებლობის არც ერთი რეგულაცია, მათ შორის, არც მითითებული ნორმა, არ ითვალისწინებს და არ უშვებს განცხადებების, საჩივრების თუ სარჩელების განხილვის ფარგლებში არსებულ მოთხოვნათა მიღმა საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის განხცადების განხილვის ფარგლებში სააგენტოს მიერ მისი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა მისი თანმობის გარეშე იმ მიზნით, რომ ეს ემსახურებოდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვასა და ფუნქციონირებას. აღნიშნული მოპასუხემ სააგენტოსგან დამოუკიდებლად უსაფუძვლოდ დაადგინა.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20, 41-ე მუხლებზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლზე, 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ძალაშია 2006 წლის 1 აპრილიდან და რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 28 ოქტომბრის 2010-IIს დადგენილებით.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი სარჩელის მეორე და მესამე ფაქტობრივი გარემოებები, დაკავშირებული (20/02/2018 წ. 03/05/2018 წ. და 10/05/2018 წ.) განცხადებით დასაბუთებულ ფაქტებთან. ხსენებული განცხადებები ასახავენ და ასაბუთებენ მონაცემთა დამმუშავებლების მხრიდან მონაცემთა დამუშავების უკანონობას, მათ შორის, საბუთდება ის ფაქტი, რომ მოპასუხემ, 12/02/2018 წ. განცხადების განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის ნაცვლად, შეისწავლა საკითხის არარელევანტური დოკუმენტი, ხოლო 07/05/2018 წ. გადაწყვეტილების მიღებისას ამ დოკუმენტის შეფასებაა ასახული. სასამართლომ არ იმსჯელა მითითებულ გარემოებებზე, რომელთა საწინააღმდეგო პოზიცია მოპასუხეს არ წარმოუდგენია. გარემოებები ნათლად მიუთითებენ, რომ მოპასუხისადმი სამინისტროს 09/03/2018 წ. წერილს თან ახლდა სამედიცინო 8----- ბარათის ასლი, აღნიშნულ ასლზე იკითხება დეპარტამენტის მიერ უკვე სააგენტოსათვის გადაცემის შემდეგ სააგენტოში გაკეთებული მინაწერები. ამდენად, ის ვერ იქნება მოპასუხის მიერ მოსარჩელის განცხადების ფარგლებში გამოთხოვილი დოკუმენტი, რადგან მოპასუხის მოთხოვნა გულისხმობდა სამედიცინო დეპარტამენტის საცავში დაცული დოკუმენტიდან გადაღებულ ასლს. დედანზე ამგვარი მინაწერები არ შეიძლება იყოს. აპელანტი მიუთითებს, რომ N-- დაწესებულების სამედიცინო არქივში პირადად გაეცნო ბარათის (27 ფურცლად არსებულ) დედანს, რაც გამორიცხავს სამინისტროს ხსენებულ წერილში განმარტებას, თითქოს ბარათის დედანი 47 ფურცლისაგან შედგება, ხოლო N-- დაწესებულების მიერ მოსარჩელისთვის გადაცემული ასლი და სამედიცინო დეპარტამენტის მიერ 30/10/2014 წ. წერილით სააგენტოსადმი გაგზავნილი ასლი, ორივე დედნიდან არის გადაღებული. სამედიცინო ბარათთან 8----- დაკავშირებით სააგენტოს თუ სამინისტროს მიერ მოპასუხესთან არაკეთილსინდისიერად მოთხოვნილი სამედიცინო ბარათის წარდგენა დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ N3-------- საქმის განხილვისას, სადაც მოპასუხეს წარმოადგენდა სააგენტო. 12/02/2018 წ. N3-------- წერილის მიხედვით, საქმეზე სააგენტომ შესაგაბელს დაურთო სამედიცინო ბარათი 8----- „26“ ფურცლად, წინა გვერდებზე მონაცემებით და ერთი ცარიელი ფურცლით. ბარათის მოცულობის სხვაობის ფაქტზე სასამართლოს შესაბამისი შეფასება არ გაუკეთებია.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ ასევე არ დაადგინა სარჩელის მე-4, მე-5 და მე-6 ფაქტობრივი გარემოები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის 07/05/2018 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობას, რადგან მოპასუხესთან შემდგარ ზეპირ განხილვაზე მოსარჩელეს მონაწილეობის საშუალება არ მიეცა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაადგენდა ზეპირ მოსმენას, ვალდებული იყო სხდომაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა მოსარჩელისთვისაც და აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან საქმის წარმოების დარღვევას, თუმცა, სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ დ----- ჩ-----ს გადაეცა (სარჩელს ერთვის) ზეპირი განხილვის ოქმი, რომელზედაც მას შენიშვნები არ წარუდგენია, ასევე მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა სადავო აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში მიეთითებინა ყველა ის გარემოება, რაც შესაძლოა მისი ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო. აპელანტს გაუგებრად მიაჩნია სასამართლოს აღნიშნული პოზიცია და მიუთითებს, რომ სხდომის ოქმს წარმოადგენს აუდიო ჩანაწერი, ხოლო მის ხარისხზე მართლაც არ აქვს შენიშვნები. სარჩელის მე-6 ფაქტობრივ გარემოებაში ფიქსირდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 13/06/2018 წ. განცხადებით მიმართა, რომელშიც მიუთითა, რომ ზეპირი განხილვის დროს მოპასუხის მიერ დავალებული დოკუმენტები სამინისტროს მიერ არ იქნა გადაცემული, რაზედაც მოპასუხეს 18/06/2018 წ. გადაწყვეტილებაში სათანადო რეაგირება არ გაუკეთებია. ამ დროს 07/05/2018 წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ იყო ამოწურული. აპელანტი აღნიშნავს, ზოგადად, განცხადებების, საჩივრების თუ სარჩელების განხილვის ფარგლებში ზეპირი განხილვის ფორმის დაწესების მიზანია, რომ შეიქმნას შესაძლებლობა იმგვარი გარემოების გამოვლენისათვის, რაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ვერ შექმნილიყო და რამაც განსახილველ საკითზე შესაძლოა დააყენოს სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აპელანტი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ უზრუნველყო ზეპირ განხილვაში მოსარჩელის მოწინააღმდეგე მხარის მონაწილეობა, ხოლო მას არ მისცა ასეთი შესაძლებლობა, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებას, თანასწორობის პრინციპის დარღვევას, დ----- ჩ-----ს არ მიეცა მოწინააღმდეგე მხარისთვის კითხვების დასმისა და მასზე პასუხის მიღების საშუალება, რის მეშვეობითაც გამოიკვეთებოდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.5. 2014 წლის 06 თებერვალს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და განმარტა, რომ 2012 წლის 1------------- იმყოფებოდა სასჯელაღსრულების N- დაწესებულებაში. აღნიშნულ დღეს ჩანიშნული იყო მის მიმართ სასამართლო სხდომა. დაწესებულების კორპუსის მორიგე ექიმის ნ---------–---–ის მიერ ამავე დღის დილას გაცემული იქნა დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობა მისი სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე დღეს დაწესებულების თანამშრომელმა განუმარტა, რომ სასამართლო მივიდა დაწესებულებაში და მის დასწრებას ითხოვდნენ. დაწესებულების თანამშრომლებმა მას იმავე დღეს მეორედ მიუყვანეს ექიმი ც-----------------–-, რომელმაც მოგვიანებით გასცა ცნობა, რომ ბრალდებულ დ----- ჩ-----ს გაეწია დახმარება სიმპტომური წნევის დამწევი და დამამშვიდებელი პრეპარატებით. მოსარჩელემ 2012 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მოითხოვა არაობიექტური ცნობის ბათილად ცნობა, რაზეც 2013 წლის 21 თებერვალს განუმარტეს, რომ ცნობა იყო კანონიერი, შედგენილი კომისიური წესით, თუმცა მისთვის არ განუმარტავთ საფუძველი, რაც უფლებას აძლევდა დაწესებულების სამ თანამშრომელს მოეწერა აღნიშნული შინაარსის ცნობაზე ხელი.
დ----- ჩ-----მ 2014 წლის 06 თებერვლის განცხადებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, კომპეტენციის ფარგლებში, სთხოვა განმარტება სამედიცინო მომსახურების თაობაზე, კერძოდ, კანონით რეგულირებული ექიმის უფლება-მოვალეობის მიხედვით, რამდენად საკმარისი იყო (ექიმ ნ---------–---–ის მიერ შედგენილი ცნობის გათვალისწინებით) ც-----------------–-ს ხელმოწერილ ცნობაში მითითებული დახმარება (სრულყოფილების თვალსაზრისით) და იყო თუ არა ექიმ ც-----------------–-ს მიერ სავალდებულო ჯერ დიაგნოზის დასმა და ამისათვის სათანადო გამოკვლევის დანიშვნა და შემდგომ მისი გადაადგილებით სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობაზე დასკვნების მიღება.
4.6. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 10 თებერვალს N-------- წერილით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დ----- ჩ-----ს განცხადების საფუძველზე სწავლობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულებაში მსჯავრდებულ დ----- ჩ-----სათვის 2012 წლის 1------------- გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს განხილვისათვის გადაუგზავნა დ----- ჩ-----ს განცხადება, ამასთან, ითხოვა სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და დ----- ჩ-----ს სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის დამოწმებული ქსეროასლების მიწოდება.
4.7. 2014 წლის 03 სექტემბერს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვა სამინისტროს დაედგინა - 1. ს.ა. დაწესებულებებში იყო თუ არა მის მიმართ გაწეული სათანადო და დროული სამედიცინო მომსახურება წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოცემულ პერიოდში; 2. არის თუ არა 2012 წლის 1------------ს ს.ა. N- დაწესებულების მორიგე ექიმის ც-------------–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა სრულყოფილი და კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში; 3. არის თუ არა ს.ა. N- დაწესებულების მორიგე ექიმის ც-------------–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა ფორმა N4-100 სრულყოფილი და კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობაში; 4. არის თუ არა ს.ა. N- დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმის გ--------–---–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა სრულყოფილი და კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობაში.
4.8. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 16 სექტემბერს N-------- წერილით განმეორებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დ----- ჩ-----ს განცხადებების საფუძველზე სწავლობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულებაში მსჯავრდებულ დ----- ჩ-----სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს განხილვისათვის გადაუგზავნა დ----- ჩ-----ს 2014 წლის 03 სექტემბრის განცხადება, ამასთან, ითხოვა სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და დ----- ჩ-----ს სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის დამოწმებული ქსეროასლების მიწოდება.
4.9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2014 წლის 30 ოქტომბრის M----------------- წერილით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ დ----- ჩ-----ს არაერთხელ ჰქონდა მიმართული სამედიცინო დეპარტამენტისათვის და მისი ძირითადი მოთხოვნა იყო პენიტენციური სისტემის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობის ბათილად ცნობა. შემდგომში აღნიშნულს დაემატა არაკვალიფიციურად ჩატარებული მკურნალობის საკითხიც, ჯერ ოფთალმოლოგიური, შემდეგ კი ტრავმატოლოგიური კუთხით. სამედიცინო დეპარტამენტის მიერ არაერთხელ იქნა საკითხი შესწავლილი და დ----- ჩ-----ს არაერთხელ ეცნობა პასუხი. რაც შეეხებოდა მის მიმართ განხორციელებულ სამედიცინო ინტერვენციების ადეკვატურობას, აღნიშნულის დადგენის მიზნით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნა დ----- ჩ-----ს მიმართ პენიტენციურ სისტემაში ნაწარმოები სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადოდ დამოწმებული ასლი.
4.10. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის N0------- წერილით, ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ რეცენზირების მიზნით გადაეგზავნა დ----- ჩ-----ს სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ (27 ფურცელი).
4.11. 2018 წლის 12 თებერვალს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილების მეშვეობით განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების დამუშავების, მათ შორის, მონაცემების უსაფრთხოების კანონიერების შესწავლა. განცხადებაში აღნიშნა, რომ 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების N2 დანართით წარადგინა მის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებულია, როგორც 47 ფურცლად არსებული. განცხადების მოთხოვნები ეხებოდა აღნიშნულ დოკუმენტში 2012 წლის 1------------ს არასამედიცინო ჩანაწერის კანონიერების შესწავლას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 01 მარტს იხილებოდა დ----- ჩ-----სა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შორის დავა, სადაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეს დაერთო სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებული იყო როგორც 47 ფურცლად არსებული. ამდენად, დ----- ჩ-----მ მიუთითა, რომ აპარატს გააჩნდა მის მიერ წარდგენილი N------ სამედიცინო ბარათის ორივე ვერსია. ასევე მიუთითა, რომ ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტმა, 2014 წლის 30 ოქტომბრის წერილის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაცია 27 ფურცლის ოდენობით, დანართის სახით გადასცა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, 2014 წლის 05 ნოემბრის წერილის მიხედვით, ის ასევე 27 ფურცლის ოდენობით, რეცენზიისათვის გადასცა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას და წერილის მიხედვით დოკუმენტაცია წარმოადგენდა სამედიცინო N------ ბარათს. ამასთან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ორივე დოკუმენტი მონაცემების მხრივ იდენტურია, ხოლო ფურცელთა რაოდენობის სხვაობა იმით აიხსნება, რომ დოკუმენტი, რომელიც დამოწმებულია, როგორც 27 ფურცლად არსებული, დოკუმენტის ფურცლების უკანა გვერდების შეიცავს მონაცემებს და ამით კომპენსირდგება სხვაობა. აღნიშნული ორგვერდიანი დოკუმენტის გადაცემა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაგან მოითხოვა 2018 წლის 06 თებერვალს. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა მომხდარიყო ზემოთ აღნიშნულ საკითხთა შესწავლა და იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მონაცემთა განადგურებას, ან სხვა სახის უკანონო დამუშავებას მონაცემთა დაუცველობის მიმართულებით. ამასთან, ითხოვდა ინფორმაციას 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების განხილვის (სამედიცინო ბარათის სახით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შესახებ) ფარგლებში შემდგარი ზეპირი განხილვის მომენტამდე (10.02.2016 წელი) მისთვის იყო თუ არა ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან. ასევე მოითხოვა ინფორმაცია 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო ბარათის ფორმის და მონაცემთა გვერდების რაოდენობის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ შესწავლილიყო ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილების მიხედვით დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის დამუშავების საკითხი მათი კანონთან შესაბამისად დაცულობის და ასეთად გაგზავნის მიმართულებით; მოცემული განცხადების პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯელობის წინსწრებად მიწოდებოდა წერილობითი ინფორმაცია მის მიერ 2015 წლის 21 დეკემბერს N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო N------ ბარათის მონაცემთა შემცველი გვერდების რაოდენობის და ფურცელთა რაოდენობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული განცხადების შეტანიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში 2016 წლის 10 თებერვლისთვის ზეპირი განხილვამდე, მისთვის იყო თუ არა აპარატისაგან ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა თუ არა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან.
4.12. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის M---------------- წერილით დ----- ჩ-----ს ეცნობა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის მიმართ ნაწარმოები სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები 2014 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში გადაგზავნილი იქნა მატერიალურად, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტაციის მეორე ეგზემპლარი სამედიცინო დეპარტამენტში არ ინახება.
4.13. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N0------ წერილით დ----- ჩ-----ს გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარდგენილი, სათანადო წესით დამოწმებული პაციენტ დ----- ჩ-----ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის (N------) ასლი 27 ფურცლად, რომელიც შედგება 21 ორივე გვერდზე ინფორმაციის მატარებელი ფურცლისგან და 6 ერთ გვერდზე ინფორმაციის მატარებელი ფურცლისგან.
4.14. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 19 თებერვლის N------------ გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს 2018 წლის 12 თებერვლის განცხადება მიღებული იქნა განსახილველად.
4.15. დ----- ჩ-----მ 2018 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საკითხის შესწავლა ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტისა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, მის მიმართ ნაწარმოებ სამედიცინო ბარათში N------ არსებულ მონაცემთა დაცულობის თაობაზე. იყო თუ არა ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტის მიერ კანონიერი გზით მოპოვებული აღნიშნული ბარათი.
4.16. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 თებერვლის P---------------- წერილით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: სააგენტო ამუშავებდა თუ არა დ----- ჩ-----ს პერსონალურ მონაცემებს ამბულატორიული პაციენტის N------ სამედიცინო ბარათის სახით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითებულიყო რა გზით მოიპოვეს, რა მიზნით და რა საფუძვლით დამუშავდა აღნიშნული დოკუმენტი; სააგენტოში რამდენ ფურცლად არის დაცული N------ სამედიცინო ბარათი და სრულად წარედგინათ აღნიშნული დოკუმენტი. განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2014 წლის 05 ნოემბრის წერილით ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ გაეგზავნა N------ სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი 27 ფურცლად. ინსპექტორმა მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, მიზანი და არსებობის შემთხვევაში, ასევე მოითხოვა სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილზე თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა.
4.17. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის N-------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მოქალაქე დ----- ჩ-----ს განცხადებების (N----- 06.02.2014 წელი, N8---- 03.09.2014 წელი) საფუძველზე, მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის N------ დამოწმებული ასლი, რომელიც 2014 წლის 30 ოქტომბრის M--------------- წერილით გადაეგზავნა რეგულირების სააგენტოს 27 ფურცლად. ასევე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დ----- ჩ-----ს განცხადებებისა (საჩივრების) და ამბულატორიული სამედიცინო ბარათის N------ ა(ა)იპ ,,ს----------–-----------–---------–--–------------------ისათვის’’ (რეგულირების სააგენტოს გაფორმებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მომსახურებაზე: ,,საექსპერტო-სარეცენზიო მომსახურება’’) გადაგზავნის სამართლებრივი საფუძველია ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 66-ე, 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის N122/ნ ბრძანების პირველი მუხლის, მე-4 და მე-6 პუნქტები. ასევე გადაეგზავნა სააგენტოში დაცული დ----- ჩ-----ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი 27 ფურცლად.
4.18. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 თებერვლის P---------------- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: სამინისტრო ამუშავებდა თუ არა დ----- ჩ-----ს პერსონალურ მონაცემებს ამბულატორიული პაციენტის N------ სამედიცინო ბარათის სახით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითებულიყო რა გზით შეგროვდა, რა მიზნით და რა საფუძვლით დამუშავდა აღნიშნულ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია; განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სამინისტროს 2014 წლის 30 ოქტომბრის M---------------- წერილით და N----------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2017 წლის 01 თებერვლის M-------------- წერილით გაიცა ერთი და იმავე დოკუმენტის, N------ სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლები, თუმცა გაცემული დოკუმენტაცია არ იყო იდენტური, კერძოდ, ერთ შემთხვევაში დოკუმენტი გაიცა 27 ფურცლად, ხოლო მეორე შემთხვევაში 47 ფურცლად, ითხოვა განმარტება თუ რა გარემოებებმა გამოიწვია ერთი და იგივე სახის დოკუმენტის განსხვავებული ფორმატით გაცემა და სრულად წარდგენილიყო სამინისტროში დაცული N------ სამედიცინო ბარათის ასლი; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის M---------------- წერილით რა მიზნით და რა სამართლებრივი საფუძვლით გადაეცა სააგენტოს N------ სამედიცინო ბარათის ასლი, არსებობის შემთხვევაში წარედგინათ სააგენტოს შესაბამისი წერილის ასლი (რომელიც გამოთხოვილი იქნა სამედიცინო დეპარტამენტიდან) და სამინისტროს 2014 წლის 30 ოქტომბრის M---------------- წერილზე თანდართული დოკუმენტაციის ასლი.
4.19. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 09 მარტის M---------------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, ბრალდებულის /მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების ფარგლებში დამუშავდა დ----- ჩ-----ს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სახით. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა როგორც ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანება.
დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი 2017 წლის 01 თებერვლის M---------------- წერილით გაიცა 47 ფურცლად, ხოლო იდენტური ინფორმაცია, 2014 წლის 30 ოქტომბრის M----------------- წერილით, ასლის გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაცემულია 27 ფურცლის ოდენობით. ორივე შემთხვევაში დოკუმენტის ასლის დამზადება განხორციელდა დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დედნიდან, რომელიც წერილის გაცემის მდგომარეობისათვის შედგება 47 ფურცლად. რაც შეეხება 2014 წლის 30 ოქტომბრის M----------------- წერილით დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში გადაგზავნას, აღნიშნულს საფუძვლად დაედო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2014 წლის 16 სექტემბრის N-------- მიმართვა დ----- ჩ-----ს განცხადებების საფუძველზე მისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლასთან დაკავშირებით.
4.20. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 07 მარტის M---------------- წერილით დ----- ჩ-----ს ეცნობა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი უფლებამოსილია დაამუშაოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სახით. აღნიშნულის განხორციელების უფლებამოსილება განსაზღვრულია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, ხოლო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის წარმოების ვალდებულება ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლისთვის განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანებით.
4.21. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 27 აპრილის M---------------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს დ----- ჩ-----ს საქმეზე ეცნობა, რომ დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი (რომელიც 2014 წლის 30 ოქტომბრის N------ წერილით გადაგზავნილი იქნა სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში) სამედიცინო დეპარტამენტს მატერიალურად მიეწოდა N-----------–------ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან. ამასთან, დამატებით ეცნობა, რომ დ----- ჩ-----ს მიმართ ნაწარმოები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი ინახება N-----------–------ დაწესებულების სამედიცინო ნაწილის არქივში. აღნიშნული დოკუმენტის შენახვა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების საქმეთა ნაერთი ნომენკლატურების შესაბამისად, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების შენახვისათვის განსაზღვრულია 15 წელი. რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის წვდომაზე უფლებამოსილ პირებს, აღნიშულ პირთა წრე განსაზღვრულია ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის N90 ბრძანების დანართებით.
4.22. 2018 წლის 03 მაისს დ----- ჩ-----მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დამატებით წარადგინა პოზიცია მის მიერ 2018 წლის 12 და 20 თებერვალს წარდგენილი განცხადებების განხილვის ფარგლებში და მოითხოვა საქმის განხილვის ფარგლებში დადგენილი შემდეგი გარემოებები, სამედიცინო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 12 თებერვლის M---------------- მის მიერ მიწოდებული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის N------ ასლის შესახებ, კერძოდ: როდის, რა გზით და რამდენი გვერდის მონაცემით მიიღო დეპარტამენტმა ბარათი; როდის, რა გზით და რამდენი გვერდის მონაცემით მიაწოდა დ----- ჩ-----ს დეპარტამენტმა ბარათი; კონკრეტულად რა საშუალებით და სად დამზადდა ის მატერიალურად; ვის მიერ იქნა დამოწმებული ბეჭდით და ვის მიერ იქნა გაკეთებული პირველი გვერდზე და ბარათის ბოლოს უკანა გვერდზე მინაწერი ,,ასლი დედანთან სწორია 27 ფურცლად’’; იყო თუ არა ბარათი დაცული დღიდან დ----- ჩ-----ს ქსნის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად გაგზავნისა განცხადების გაგზავნის დღემდე სათანადო წესით, აკინძული, დანომრილი და სხვისთვის ხელმიუწვდომელი და რა ვითარებაში გამოჩნდა მას შემდეგ რაც გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას ვერ მიეწოდა მისი მოთხოვნის საფუძველზე.
4.23. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ გადაწყვეტილებით დასრულდა დ----- ჩ-----ს 2018 წლის 12 თებერვლის P---------------- განცხადების განხილვა.
4.24. 2018 წლის 13 ივნისს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების გამეორებით შესწავლა; საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განმცხადებლის 2018 წლის 20 თებერვლის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განმცხადებლის 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს უარი ეთქვა 2018 წლის 13 ივნისის P---------------- განცხადების განხილვაზე და ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
სამართლებრივი დასაბუთება
4.25. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.26. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ და 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილებების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან. ამასთანავე, მოცემული აქტების კანონიერებაზე არის დამოკიდებული ისეთი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხიც, როგორიცაა დაევალოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დ----- ჩ-----ს 12/02/2018 წლის განცხადების განხილვა, მისი 13/06/2018 წლის განცხადების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
4.27. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობაზე. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ზომები. ამასთანავე, ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
4.28. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის. ამასთანავე, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, ხოლო იმავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით მონაცემთა დამუშავება განმარტებულია როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
4.29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 05 ნოემბრის წერილების მეშვეობით განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების დამუშავების, მათ შორის, მონაცემების უსაფრთხოების კანონიერების შესწავლა. სადავო საკითხი ეხება სწორედ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას, რომელიც, ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლითა და მიზნით შეიძლება დამუშავდეს.
4.30. საყურადღებოა, რომ დ----- ჩ-----ს 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან, ასევე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაციები და მხოლოდ აღნიშნული შესწავლის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ დ----- ჩ-----მ 2014 წლის 06 თებერვალს და 03 სექტემბერს განცხადებებით მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლა. სააგენტოს გაეგზავნა განმცხადებლის სამედიცინო ბარათი 27 (ოცდაშვიდ) ფურცლად, 22 (ოცდაორი) ფურცელი იყო ორივე გვერდზე ინფორმაციის მატარებელი, ხოლო ხუთი ფურცელი ინფორმაციას მხოლოდ ერთ გვერდზე ასახავდა, ხოლო სამინისტროსაგან მიღებული სამედიცინო ბარათი 2014 წლის 05 ნოემბრის წერილით, 27 ფურცლად გადაეგზავნა ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ საექსპერტო დასკვნის მიღების მიზნით. ინსპექტორმა ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლის სამედიცინო ბარათი დამუშავდა დ----- ჩ-----ს პირადი საქმის წარმოების ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ N-- დაწესებულება წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებას, მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ამდენად, სამინისტროს მიერ დაწესებულებაში დაცული სამედიცინო ბარათის დაწესებულებიდან გამოთხოვა და N-- დაწესებულების მიერ სამედიცინო ბარათის სამინისტროსათვის მიწოდება, არ წარმოადგენდა მონაცემთა გადაცემას, ვინაიდან მონაცემი დამუშავდა შიდაუწყებრივ სისტემაში.
ამასთანავე, ინსპექტორმა მიუთითა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენდა მნიშვნელოვან რგოლს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და მას ეკისრა მთელი რიგი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რაც მოიცავდა მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მათთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმებას და კონტროლს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიუთითა, რომ სააგენტოს მიერ დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის გამოთხოვა და სამინისტროს მხრიდან აღნიშნული სამედიცინო ბარათის ასლის გადაცემა ემსახურებოდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვასა და ფუნქციონირებას. ამდენად, მოპასუხემ დაადგინა, რომ სამინისტრის მიერ სამედიცინო ბარათის სააგენტოსათვის გადაცემა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობაში.
4.31. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დ----- ჩ-----ს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველზე, მიზანზე, ფარგლებზე და მიუთითებს, რომ სწორედ დ----- ჩ-----მ მიმართა 2014 წლის 06 თებერვალს და 03 სექტემბერს განცხადებებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლა, განმცხადებლის სამედიცინო ბარათი დამუშავდა დ----- ჩ-----ს პირადი საქმის წარმოების ფარგლებში, N-- დაწესებულება წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებას, მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომლის მიერ დაწესებულებაში დაცული სამედიცინო ბარათის გამოთხოვა და N-- დაწესებულების მიერ სამედიცინო ბარათის სამინისტროსათვის მიწოდება გულისხმობდა მონაცემის შიდაუწყებრივ სისტემაში დამუშავებას, ამასთანავე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის გამოთხოვა და სამინისტროს მხრიდან აღნიშნული სამედიცინო ბარათის ასლის გადაცემა ემსახურებოდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვასა და ფუნქციონირებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მონაცემების დამუშავება, მათი ხარისხის, ინტენსივობის, მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
4.32. რაც შეეხება სააგენტოს მიერ 2014 წლის 05 ნოემბრის წერილით დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ისათვის“ გადაცემას, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).
დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ა“ წარმოადგენდა ორგანიზაციას, რომელიც, სააგენტოსთან ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიზნებისათვის და დაკვეთით ახორციელებდა სამედიცინო დოკუმენრის კლინიკურ შეფასებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტო წარმოადგენდა მონაცემთა დამმუშავებელს, ხოლო ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ა“ უფლებამოსილ პირს, ვინაიდან მან სააგენტოს მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის დაამუშავა დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის ასლი.
4.33. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მონაცემები სამართლებრივი აქტის ან მონაცემთა დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა პირმა მონაცემები უნდა დაამუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება. დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება სხვა პირს მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოებისათვის ზომების მიღების ვალდებულება.
ამავე კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ინსპექტორის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, ხოლო 232-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს.
საყურადღებოა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა ზემოთ აღნიშული კანონის მოთხოვნები, ვინაიდან სააგენტოსა და ა(ა)იპ ,,ს----------–-----------–---------–--–------------------ას’’ შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დათქმას მომსახურების გაწევის ფარგლებში გაცემული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების თაობაზე, რაც წარმოადგენდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თუმცა ვინაიდან სამართალდარღვევის ჩადენიდან გასული იყო ორ თვეზე მეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა არ დააკისრა სააგენტოს აღნიშნული დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, მიაჩნია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სახდელის დადების მიზნებისთვის სწორად იქნა გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.
4.34. რაც შეეხება 2017 წლის 20 იანვარს წერილს, რომლითაც დ----- ჩ-----მ მოითხოვა მისი სამედიცინო ბარათის ასლი და სამინისტროს 2017 წლის 01 თებერვალს M-------------- წერილით მოსარჩელეს გაეცა სამედიცინო ბარათის ასლი, მოპასუხემ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ სამინისტროს მხრიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელისათვის სამედიცინო ბარათის სრული სახით განზრახ მიუწოდებლობა, ვინაიდან იმ ორ ფურცელს, რომელსაც არ შეიცავდა 2017 წლის 01 თებერვლის წერილით განმცხადებლისათვის მიწოდებული სამედიცინო ბარათის ასლი, არ ჰქონდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმა, რამაც შესაძლოა გამოიწვია ასლის გადამღების მიერ შეცდომის დაშვება. ამდენად, მოპასუხის მიერ დადგენილ იქნა, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ხარვეზიან შესრულებას. ამასთან, მოპასუხემ დაადგინა, რომ დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის ასლი 49 ფურცლად შინაარსობრივად იდენტური იყო სამინისტროს მიერ გაცემულ 27 ფურცლად გადაღებულ სამედიცინო ბართთან. აპელანტი აღნიშნავს, მოპასუხისადმი სამინისტროს 09/03/2018 წ. წერილს თან ახლდა სამედიცინო N------ ბარათის ასლი, აღნიშნულ ასლზე იკითხება დეპარტამენტის მიერ უკვე სააგენტოსათვის გადაცემის შემდეგ სააგენტოში გაკეთებული მინაწერები. ამდენად, ის ვერ იქნება მოპასუხის მიერ მოსარჩელის განცხადების ფარგლებში გამოთხოვილი დოკუმენტი, რადგან მოპასუხის მოთხოვნა გულისხმობდა სამედიცინო დეპარტამენტის საცავში დაცული დოკუმენტიდან გადაღებულ ასლს. დედანზე ამგვარი მინაწერები არ შეიძლება იყოს. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება, ამდენად, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და მიზნის კანონთან შესაბამისობის დადგენა. ამ თვალსაზრისით კი, განმსაზღვრელია, რომ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მიერ გამოთხოვილ იქნა და მას მიეწოდა საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა დოკუმენტაცია, შედეგად კი დადგინდა, რომ დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის ასლი 49 ფურცლად შინაარსობრივად იდენტური იყო სამინისტროს მიერ გაცემულ 27 ფურცლად გადაღებულ სამედიცინო ბართთან.
ამრიგად, სადავო საკითხის შესწავლისას დოკუმენტთა შინაარსობრივი იდენტურობა დგინდება, სწორედ ამ ფაქტს, და არა მინაწერის არსებობას, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინსპექტორის მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამასთანავე, ვინაიდან ინსპექტორს მიეწოდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და დადასტურებულია მათი შინაარსობრივი იდენტურობა, ინსპექტორი მოკლებული იყო განსხვავებული გადაწყვეტილების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2019 წლის 12 აპრილის №P------------- წერილის თანახმად, დ----- ჩ-----ს სამედიცინო ბარათის არქივში დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ შპს „ჩ----------------–-----–--------------ს“ 2013 წლის 17 იანვარს გაცემული ფორმა N100 ბარათში აღარ ფიქსირდებოდა, რის გამოც N-- დაწესებულების 2014 წლის 17 დეკემბრის წერილის საფუძველზე მოთხოვნილ იქნა გამონაკლისის სახით გაცემულიყო ახალი ფორმა N100. ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი ხელმძღვანელობდა მისთვის მიწოდებული ინფორმაციითა და მათი შინაარსის შესწავლით, მეორე მხრივ კი, 2014 წლის პერიოდთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადები.
4.35. აპელანტი აღნიშნავს, რომ მას არ მიეცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ჩატარებულ სხდომაზე მონაწილეობის შესაძლებლობა, რადგან არ ეცნობა სხდომის ჩატარების დრო და თარიღი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია დანიშნოს და ჩაატაროს განცხადების ზეპირი განხილვა ამ დებულების მე‑11 მუხლით დადგენილი წესით. ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს, საჭიროების შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა პირებს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ინსპექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს ან იღებს გადაწყვეტილებას შენიშვნის უარყოფის შესახებ.
ამდენად, თუ ინსპექტორი დანიშნავს საქმის ზეპირ განხილვას, სხდომაზე მოწვეული უნდა იქნას ყველა დაინტერესებული პირი. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს პროცედურული დარღვევის საფუძვლით აქტის ბათილობის შესაძლებლობას, თუ სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად მითითება პროცედურულ დარღვევაზე ვერ გახდება სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
4.36. სარჩელით ასევე მოთხოვნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივნისს დ----- ჩ-----მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების გამეორებით შესწავლა; საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განმცხადებლის 2018 წლის 20 თებერვლის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განმცხადებლის 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის N------------ გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს განემარტა, რომ 2018 წლის 12 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობაც არსებობდა და რომელიც არ იყო გაუქმებული, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შეფასება კი სცდებოდა ინსპექტორის კომპეტენციას, ასევე არ არსებობდა ამ ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა განცხადების განმეორებით განხილვის შესაძლებლობაც. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ თუ მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა მასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენას ან გაცემას, ასეთ შემთხვევაში შეეძლო მიემარათა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. სადავო გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს ასევე განემარტა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის N------------ გადაწყვეტილება შეიცავდა მითითებას მისი სამედიცინო ბარათის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე. ამასთან, 2018 წლის 20 თებერვლის წერილის და სამინისტროს 2018 წლის 27 მარტის საპასუხო წერილის გათვალისწინებით, სამინისტროს მხრიდან არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი. ამავე სადავო გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით განემარტა, რომ არსებული მდგომარეობით, ინსპექტორი განიხილავდა დ----- ჩ-----ს ანალოგიური შინაარსის განცხადებას. კერძოდ, ინსპექტორის 2018 წლის 14 ივნისის Nგ----------- გადაწყვეტილებით განსახილველად იქნა მიღებული დ----- ჩ-----ს განცხადება, რომელიც შეეხებოდა მათ შორის სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 მაისის განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის მიუწოდებლობას. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებული იყო და ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას განმეორებით განსახილველად მიეღო იდენტური შინაარსის განცხადება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დ----- ჩ-----ს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განემარტა და მიეთითა იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც გამორიცხავდა განცხადების განსახილველად მიღებას.
4.37. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამრიგად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ჩ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები მანანა ჩოხელი
მირანდა ერემაძე